გვარდიოლა: "ჩვენი მიზანი მოგებაა და არა ფრე"

გვარდიოლა: "ჩვენი მიზანი მოგებაა და არა ფრე"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, კარზე მომდგარი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა მოწინააღმდეგეზე და მათ შანსებზე. პეპმა ასევე თქვა, რომ თუ მას მიეცემა ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირისპირ ნახვის საშუალება, აუცილებლად თბილად მიესალმება მას.

 

"თუ ჩვენ გამარჯვება გვინდა, მაშინ იდეალურად უნდა ვითამაშოთ. "მილანი" შესანიშნავი გუნდია და ისინი ძალიან კარგად თამაშობენ კონტრშეტევებზე. მათ ჰყავთ სწრაფი პატო და ნამდვილად ბრწყინვალე ცენტრ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით. შვედმა უკვე ბევრი რამ გააკეთა იტალიურ ფეხბურთში და კვლავ აგრძელებს თავისი თავის მაღალ დონეზე წარმოჩენას. თუ მას ახლოდან ვნახავ, აუცილებლად თბილად მივესალმები და მოვიკითხავ. ჩვენი მიზანი ფრე კი არა, მოგებაა. როდესაც ისეთ დიად და უდიდესი ისტორიის მქონე სტადიონზე, "სან სიროზე" უწევ წინააღმდეგობას ისეთ შესანიშნავ გუნდს, როგორიც "მილანია", ეს შენთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პრივილეგიაცაა. ასევე ღმერთს მადლობას ვუხდი ისეთი კლუბის მწვრთნელობის უფლება რომ მომცა, როგორიც "ბარსელონაა". რაც შეეხება ტიტო ვილანოვას, იგი ბრწყინვალე პიროვნებაა. ახლა ყველაზე მთავარია მან დროზე მოირჩინოს ეს დაავადება და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პრაქტიკულად, მისი და აბიდალის შარშანდელი მდგომარეობა ერთი და იგივეა. მართალია ორივეს სხვადასხვა დაავადებები ჰქონდა, მაგრამ ერიკი გამოჯანმრთელდა და ტიტოც იგივეს აპირებს. ჩვენ მისი პატარა ოჯახის ნაწილი ვართ და ერთი სული გვაქვს როდის დაგვიბრუნდება იგი." –განაცხადა გვარდიოლამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.