workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეტისთან მატჩის მსაჯი ცნობილია

ბეტისთან მატჩის მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-16 ტურში გასამართი მატჩების მსაჯები დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა “ბარსელონასა” და “ბეტისის” თამაშის არბიტრის ვინაობაც.

“კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრას 41 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი გაუძღვება.

ფუერტესი ესპანეთის ჩემპიონატში 2017 წლიდან მსაჯობს. ასტურიელი არბიტრი პრიმერა დივიზიონის ფარგლებში თამაშში საშუალოდ 5.07 ყვითელ და 0.27 წითელ ბარათას აჩვენებს და 0.27 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

“ბარსას” ფუერტესის მსაჯობით 6-ჯერ უთამაშია. “ბლაუგრანამ” 5-ჯერ მოიგო (83%), ერთხელ კი წააგო (17%). ფუერტესმა კატალონიელებს 8 ყვითელი ბარათი უჩვენა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები კი 2-ჯერ გააფრთხილა. 41 წლის არბიტრს თერთმემეტრიანი არ დაუნიშნავს, წითელი ბარათი კი 2-ჯერ აჩვენა: ერთხელ მეტოქე ფეხბურთელი გააძევა, ერთხელ კი – “ბარსას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი.

ფუერტესს “ბეტისის” 9 თამაშში უმსაჯია. სევილიელებმა 5 მოიგეს (56%), 3 ფრედ ითამაშეს (33%), 1 კი წააგეს (11%). მან პენალტი მხოლოდ ერთხელ დანიშნა და ისიც “ბეტისის” სასარგებლოდ. ფუერტესმა სევილიელთა მოთამაშე მოედნიდან ერთხელ გააძევა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელი კი – 4-ჯერ.

“ბარსელონასა” და “ბეტისის” დაპირისპირება შაბათს თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 09 იან 2023, 18:08
    #3

    და ეს თამაში სად გაიმართება, ესპანეთში თუ სადღაც არაბეთში რო დადიოდნენ.

  • Robert lewandovski
    schedule 09 იან 2023, 15:41
    #2

    ასეთ დროს რა გაასწორებს მართლა ლა ლიგის მოგება რა, იმენა რახანია ღირებულ ტიტულს ვერ ვიგებთ, თუ მოვიგეთ ლა ლიგა კიდე ვიტყვით რო ხავის მოსვლას ჰქონდა წინგადადგმული ნაბიჯი.

  • nika 54
    schedule 02 დეკ 2021, 19:17
    #1

    იმედია ამის იმედზე არ გავალთ მოედანზე.