რონალდ კუმანი “გრანადასთან” მატჩის წინ

რონალდ კუმანი “გრანადასთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “გრანადასთან” გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა.

არ შეიძლება უბრალოდ “სან მამესის” შედეგს ვენდოთ, ეს ახალი მეტოქე და ახალი სტადიონია. ჩვენ კარგ დონეზე უნდა ვიყოთ, გამოვიჩინოთ თავმდაბლობა, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ვიყოთ ფოკუსირებულები და მოედანზე პიროვნულობა ვაჩვენოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თამაშიდან თამაშზე გადავიდეთ.

გუნდის ფორმა:

ბოლო შედეგები სიგნალია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მეტოქეებისთვისაც, სიგნალი იმის ნიშნად, რომ ლიგისთვის ბრძოლა შეგვიძლია. მოთამაშეები მაღალ ზეწოლას გრძნობენ, ვინაიდან წაგების უფლება აღარ გვაქვს.

პედრის შესაძლო გამგზავრება ევროპის ჩემპიონატზე:

ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. პედრის კარიერაზე ბევრი დადებითის თქმა შეგვიძლია. არავინ ელოდა, რომ მისი ასაკის ბავშვი თითქმის ყველა თამაშში მიიღებდა მონაწილეობას. ის ამას იმსახურებს.

“ბარსას” შემდეგი მეტოქე ესპანეთის თასის 1/16 ფინალში (“კორნელია”):

მათ მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხება დაიმსახურეს, რომელიც ძლიერი გუნდით გამოვიდა. თუ შენი დღე არ გაქვს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ილაიშ მორიბა:

ალენიას წასვლის შემდეგ მოთამაშე გვჭირდება. ილაიშს ხვალინდელ განაცხადში მოხვედრა შეუძლია, მან უკვე გაიარა პრესეზონი ჩვენთან ერთად და ამ დღეებში ის შედეგიანად ვარჯიშობდა.

იჯარით გაშვებული მოთამაშეები:

რამდენიმე მოთამაშეს ვუთხარით, რომ ვფიქრობთ მათთვის უმჯობესია სათამაშო წუთები სხვა გუნდებში მიიღონ. საბოლოო გადაწყვეტილება მოთამაშეს რჩება. ახალგაზრდა მოთამაშეებმა უნდა ითამაშონ და აქ ეს რთულია.

დემბელე:

ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშის ფიზიკური მდგომარეობაა. ვიცით, რომ ტრავმების მხრივ მას ცუდი იღბალი აქვს. ეს რთულია. ვიცით, რომ მას მაღალი დონე აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ის ფიზიკურად კარგად იყოს. ვიმედოვნებ, ასე გააგრძელებს. დემბელე ყველაფერს მშვენივრად აკეთებს, ის თავდაჯერებული და ბედნიერია. მე მომწონს ის. მას ერთი ერთზე თამაშის უნარები აქვს და ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. ის ლეოსგან, გრიზმანისა და ტრინკაუსგან განსხვავებულია. ვიმედოვნებ, რომ გააგრძელებს და უფრო მეტ შეხვედრას ჩაატარებს.

მესი:

მესის ნამდვილად უყვარს ვარჯიში და თამაში, ის გამარჯვებულია. ის გამოხატავს საკუთარ თავს, როცა არაა ბედნიერი და ასევე მაშინ, როცა გუნდისა თუ საკუთარი თავის შედეგებით თავს ბედნიერად გრძნობს. ის გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს.

შესაძლო ტრანსფერები:

მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი იქნებოდა გაძლიერება, ჩვენ მეტი კონკურენცია და ეფექტურობა გვჭირდება. არსებობს გარკვეული მიზეზები შესაძენად, მაგრამ მე კლუბის სიტუაციას პატივს ვცემ. თუ ეს ახლა შეუძლებელია, მოვიცდით.
two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (40)

  • nika 54
    schedule 20 სექ 2021, 17:25

    მშვიდად ვარ, სიტუაციას რეალისტურად ვუყურებ. 3 მატჩში 7 ქულა ავიღეთ, "ბაიერნს" კი, რომელთანაც "ბარსა" მესის, სუარესისა და გრიზმანის შემადგენლობაში ყოფნის დროს 2-8 დამარცხდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვითამაშეთ.
    ამას უყურეთ რას იაზვობს, ამისთვისაა გასაგდები მარტო.

  • La Pulga10
    schedule 20 სექ 2021, 09:45

    აუუუუ ერთი სული მაქვს ეს როდის წაეთრევა აქედან.დღეს გრანდა ჩაგვიტარებს და მერე ბენფიკა.ლაპორტამ პანღური უნდა ამოსცხოს ამ ხისტავას.

  • rivaldo80
    schedule 19 სექ 2021, 22:15

    ბავშვები ათამაშე მაგით მაინც მოულბობ გულს გულშემატკივრებს…იმას მაინც გავიგებთ ვის რა შეუძლია.ბავშვს 11 ნომერი ჩააცვით და ნება იბოძეეთ ათამაშეთ მიეცით დროო

  • Barca1980
    schedule 19 სექ 2021, 21:01

    დარწმუნებული ვარ , ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებს , არ შეუძლია მნიშვნელოვანი თამაშების მოგება , მესიმ რომ ათრია ნახევარი სეზონი შარშან და კარგად შეიფერა თითქოს მისი დამსახურება იყო რამე , კი გამოჩნდა რაც შეუძლია წელს . მაგ თაშების მერე იმედია ბარგი ჩალაგებული ექნება .

    ციტატა: Andria
    ბოლო 1 თვე წესით გადამწყვეტი იქნება, ლიგას რო თავი დავანებოთ ამ 1 თვეში 3 რთული მატჩი გვაქვს ატლეტიკო ვალენსია ლიგაზე ბენფიკა და მოყვება რეალი, დიდი გამოწვევა აქვს კუმანს ალტეტიკოსთან რეალთან და ვალენსიასთან მინიმუმ 2 მოგება და 1 ფრე ეპატიება კიდე ხო.

  • MSN G.O.A.T
    schedule 19 სექ 2021, 19:04

    არგაგეშვა მერე შედედამოტ**ულო შენ იქნებ კარებში მაინც დაერტყათ

  • CuleTillIDie
    schedule 19 სექ 2021, 17:31

    წადი ბიძია წადი შენი ნებით, ხომ ხედავ არ გამოგდის არაფერი ფეხბურთელებთანაც კი არ გაქვს კარგი ურთიერთობა სხვა რომ არაფერი. კლუბის ლეგენდამ, რომელმაც პირველი ჩემპიონთა ლიგა მოაგებია გუნდს, ასე როგორ უნდა შეაზიზღო ყველას თავი??

  • Andria
    schedule 19 სექ 2021, 16:58

    ბოლო 1 თვე წესით გადამწყვეტი იქნება, ლიგას რო თავი დავანებოთ ამ 1 თვეში 3 რთული მატჩი გვაქვს ატლეტიკო ვალენსია ლიგაზე ბენფიკა და მოყვება რეალი, დიდი გამოწვევა აქვს კუმანს ალტეტიკოსთან რეალთან და ვალენსიასთან მინიმუმ 2 მოგება და 1 ფრე ეპატიება კიდე ხო.

  • cruyff9
    schedule 19 სექ 2021, 16:54

    ფუ რა უსირცხვლო და მთხლე ტრენერია(თუ ეთქმის ტრენერი საერთოდ)🤮🤮🤮

  • JOHN-DILLINGER
    schedule 19 სექ 2021, 16:36

    ციტატა: me da barca
    ყოველთვის რაღაცას უნდა გადააბრალოს თავის უსუსურობა. ბაიერნთან წაგება 8:2 -ით გაამართლა. 8:2 რომ წააგო იმ ბოსელის დირექტორმა იმიტომ გააჯ–ეს და შენ მოგათრიეს. შენი დროც მალე მოვა.


    1 თვეში ვნახავთ სად იქნება ეს გასიებული ხისთავიანი ჩმორლანდ კუილა.ატლეტიო,ვალენსია რეალს რო მიყოლებით ვეჯახებით მანდ რო ჩაისვრის არ მგონია ეს დატოვონ თანამდებობაზე რომელიც მისთვის შეუფერებელია.

  • me da barca
    schedule 19 სექ 2021, 16:29

    ყოველთვის რაღაცას უნდა გადააბრალოს თავის უსუსურობა. ბაიერნთან წაგება 8:2 -ით გაამართლა. 8:2 რომ წააგო იმ ბოსელის დირექტორმა იმიტომ გააჯ–ეს და შენ მოგათრიეს. შენი დროც მალე მოვა.

  • BEGASHVILI
    schedule 03 თებ 2021, 20:48

    ნეტო (ნეტო ცუდი მეკარე არაა და დროსაც იმსახურებს)
    დესტი-არაუხო-უმტიტი-ალბა (დესტს უფრო პატარა ტრავმა ქონდა და რობერტოს დათვირთვა ეგრევე არ ღირს)
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი (პედრი კი შეილება დაასვენოს მარა წინა თამაშზე [თასზე] არ იყო)
    დემბელე-მესი-გრიზმანი (დემბელე კი არ მიყვარს ბევრი წუნის აქ და უაზროდ დარბის ხშირად , მაგრამ წი-
    აზე ტრინკაომ ისე გამაბრაზა აღარ მინდა რომ დააყენოს)
    საბ:
    პედრი-პიანიჩი (პიანიჩი კლასია ძაან და თან დაისვენებს ცოტას მერე პედრი)
    დემბელე-ტრინკაო (დემბელე თუ აქტიური არ იყო დიდი ალბათობიტ მოხდება, პოზიციურად მაინც)
    დესტი-რობერტო (რობერტო ნელ-ნელა უნდა შევიდეს და თან დესიც ტრავმირებული იყო და ლოგიკ)

    როგორია? ევარგება? smiley blush

  • MARADONA1968
    schedule 03 თებ 2021, 15:01

    ნეტუ
    დესტი-არაუხო-უმტიტი-ალბა
    რობერტო-ბუსკეცი-დე იონგი (პედრი დაასვენოს, არ გადაიწვას)
    მესი-გრიზმანი-დემბელე

  • me da barca
    schedule 03 თებ 2021, 00:07

    კოპას მიაწექი.

  • M10 S9 D11
    schedule 02 თებ 2021, 21:49

    იმედია ნახევარ ფინალში გავალთ და რამეს არ იმასხარავებ კარგი პალასა აქვს დაჭერილი გუნდს და აბა შენ იცი არ დააკარგვინო

  • Barca for life
    schedule 02 თებ 2021, 19:11

    ისე რომ ამბობთ წნეხს უმცირებს მოთამაშეებს და რეალისტიაო..
    ჯერ ეს ერთი ისედაც ყველა გულშემატკივარმა ვიცით გუნდი რა დღეშიცაა და საჭირო არაა ამაზე ყურადღების ისე გამახვილება რომ პირველ რიგში პასუხისმგებლობა მოიხსნა დაშვებული შეცდომების გამო და მეორე რიგში ოპტიმიზმში ჩაგვ*ჯვა მოთამაშეებიან ფანებიანად.
    მერე მეორეც როცა ადამიანი ზეწოლას განიცდის მისი შრომისუნარიანობა უფრო მომატებულია ვიდრე პირიქით შესაბამისად როცა მეტს თხოვ მეტსაც იღებ და ამ შემთხვევაში რამდენადაც ხსნის ზეწოლას იმდენად ჩასვრილები დადიან და ივლიან მოედანზე.
    ამ განცხადების შემდეგ ჩემთვის ცხადი გახდა თუ რატომ არ აქვს გუნდს სულ ოდნავი პროგრესი მაინც ამდენი ხნის მანძილზე, ფაქტია არ თხოვს მაქსიმუმის დადებას რადგან თავად ყურებჩამოყრილია და რა თქმა უნდა ესენიც ვერ ვითარდებიან და მხოლოდ ინდივიდუალური კლასის ხარჯზე დებენ შედეგებს.
    სუარესზე კიდე რეებიც იბოდიალა და დღესაც რომ ფიქრობს რომ უნდა გაეშვა კაცი რომელიც ლა ლიგის გოლეადორია და სკამზეც უჯდებოდა, საერთოდ ლოგიკას მოკლებულია მაშინ როცა ბრეიტვეიტს დემბელეს და კოუტინიოს ტოვებ გუნდში.
    წერტილი!

  • BEQA BARCA
    schedule 02 თებ 2021, 18:33

    ვნახავთ პროგრესს ხვალ. იმედია რამეს არ მიქარავ. დროზე დახედვა ისწავლე!! 85 წუთზე რომ ცვლი ხალხს!!

  • El Guaje
    schedule 02 თებ 2021, 17:36

    სიმართლეს საუბრობს :)) რეალისტებინუნდა ვიყოთ გარდამავალი პერიოდია . ლეგენდა არის კლუბის და ააქვს უფლება ასე ისაუბროს 🙂

  • C.PC5
    schedule 02 თებ 2021, 17:11

    აი ხვალ არ მოგიგია დიდი ანგარიშით და მერე ნახავ პროგრესს

  • katalomia
    schedule 02 თებ 2021, 16:45

    ამან ან ძააან მაგრად "თავი დამარხა" და ან ძააააან გამო"ლევდა…….
    ვიმედოვნებ რო თავი დამარხა ვინაიდან ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული პედრი, ფრენკი, ფატი, დემბო, არაუხო – ებზე და ამათი ჯერ კიდე საფეხბურთო "ფსიქიკა" "მყარი" არ არის და ამით ბავშვებს წნეხს უმცირებს ბავშვებს, მაგრამ მეორე ისაა რომ ასევე გუნდში "ბებერი" მგლები ყავს და იმათზე აისახოს იქნებ ესეთი განცხადებები ნეგატიურად….. იტოგში თუ ბებრებთან იბაასა რო თავს ვმარხავ ამ ბავშვებთანო და არ გამყიდოთო მაშინ მართლა აფეთქდება ეგ დამარხული თავი რომელიღაც ტურნირის მოგებით ( იმედია ესპსნეთის თასი არ იქნება ის ტურნირი)
    რავი,
    მგონია ძაააააააააააააააააან გამო"ლევდა რა)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 09 იან 2021, 16:20

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Nini
    კუმანის მესიჯი პუჩს გუნდიდან წასვლაზე ნიშნავს რომ ვერ ხვდება გუნდს ნახევარდაცვაში ნამდვილად რომ ჭირდება პუჩი,რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს პიანიჩი და პიანიჩზე უკეთეს შედეგსაც დადებს.ეს ერთი.მეორე დე ლა ფუენტეს რომ არ ასუნინებს მოედანზე ე.ი. ვერ აცნობიერებს გუნდის პრობლემებს თავდასხმაში,ამას ადასტურებს ბრეითუეიტის და გრიზმანის ყოლა გუნდში, ხან ერთი და ხან მეორე მოედანზე, ხან კი ერთად და შედეგი ვერ მოაქვს ვერცერთს.მესამე კუმანის ხელში ბარსა ბ დან არცერთ ფეხბურთელს არ ექნება შანსი ძირითად გუნდში გადმოსვლის და თამაშის. მინგესას ეს შანსი იმიტომ მიეცა რომ მცველების ნაკლებობა ჰქონდა გუნდს და თუ აღარ დასჭირდება კუმანს დიდი წარმატებით უკრავს თავს ისევ ბარსა ბ ში.ახალგაზრდა ფეხბურთელებს რომ შანსს არ აძლევს ეს მისი ერთ ერთი მინუსია მაგრამ იმის ფონზე რომ კაცმა სუარესი გაუშვა ასეთი დონის თავდამსხმელი და მესი სუარესის საოცარი დუეტი დაშალა,ამას დამატებული ბრეითუეიტი და გრიზმანი ამოუყენა მესის გვერდში და ამ ორეულზე დაამყარა იმედი თავდასხმაში, პირადად ამის შემდეგ კუმანისგან აღარ მიკვირს პუჩსაც რომ არ ახარებს და დე ლა ფუენტეს შანსს რომ არ აძლევს.


    პუჩი უფრო შემტევია, პიანიჩის კიარა პედრის ზამენა უნდა იყოს. კლავს მაგ ბავშვს. ფატიც ეგრე გამოფიტეს და კი ვნახეთ რაც მოუვიდა. პედრიმ თუ ტრავმა მიიღო ახლა მთლიანად კუმანის ნამუსზე იქნება. მეც მინდა პედრი და პუჩი ერთად ვნახო მარა არ შვება. მოვიდეს დროზე ლაპორტა და წამოარტყამს თავში კუმანს.


    ჰოდა პიანიჩს დავსვამდი სათადარიგოთა სკამზე იმიტომ რომ პედრი და პუჩი მენახა ერთად.იმაში გეთანხმები რომ კუმანი თავში წამოსარტყმელია და პედრი არ უნდა დატვირთოს ასე ძალიან.ლაპორტა კი წამოარტყამს მაგრამ ფონტის გამარჯვების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა.

    მაინცდამაინც პიანიჩის ჩამნაცვლებლად იმიტომ ვთვლი პუჩს რომ ალენია იჯარით წავიდა,პედრი ნიჭიერია და ცდილობს ნამდვილად,დე იონგი იმედისმომცემია პირადად ჩემთვის,კოუტინიოს გაუშვებენ ფერნანდესთან ერთად დიდი ალბათობით,სერხიო ბუსკეტსი გამოცდილი ფეხბურთელია და არ იმსახურებს სათადარიგოთა სკამზე დასმას. ვინღა რჩება პიანიჩი.მე ასე ვფიქრობ ზოგი შეიძლება არ დამეთანხმოს და სხვანაირად ფიქრობდეს.