workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალავესი ლოგო

ალავესი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
არონ იააკობიშვილის დებიუტი ბარსელონაში

არონ იააკობიშვილის დებიუტი ბარსელონაში

ბარსელონამ პრესეზონის მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და სენტ ენდრიუსზე ადგილობრივ ბირმინგემ სიტის დაუპირისპირდა. 90 წუთი ფრედ, 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბარსამ 2-3 წააგო.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში 20 წლის არონ იააკობიშვილის არაოფიციალური დებიუტი შედგა. ის მოედანზე 62-ე წუთზე გავიდა და 1 გოლი გაუშვა, მაგრამ შემდეგ, პენალტების სერიაში 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

დაახლოებით 2 თვის წინ მისი პირველი მატჩი უნგრეთის ნაკრებშიც ჩაატარა (ფინეთთან 2-1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში) და ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა.

არონი უნგრეთში დაიბადა, მისი დედაც უნგრელია, მამა კი – ქართველი ებრაელი. ეს უკანასკნელი სწორედ საქართველოშია დაბადებული.

იააკობიშვილი ბარსელონას საკუთრებაა და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მას ბარსა ატლეტიკში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, 19-წლამდელთა გუნდში კი, UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა გოლკიპერმა 2025-26 წლების სეზონი იჯარით ანდორაში გაატარა. გავრცელებული ცნობებით, ჰანსი ფლიკი მასში დიდ პოტენციალს ხედავს, თუმცა, ჯერჯეროით, უცნობია, ის კატალონიურ გრანდში დარჩება თუ კვლავ გაანათხოვრებენ.

არონ იააკობიშვილს ძმაც ჰყავს – ანტალ იააკობიშვილი, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, ჟირონას საკუთრებაა. იგი გასულ სეზონში ტენერიფეში იყო განათხოვრებული. უნდა აღინიშნოს, რომ ანტალი საქართველოს ნაკრებში თამაშსაც განხილიავდა, თუმცა, საბოლოოდ, ისიც უნგრეთის ნაკრებში გამოიძახეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 აგვ 2026, 11:01

    ამან თუ ორი პენალტი მოიგერია, ჩვენებმა 3 გააფუჭეს? ყოჩაღ ბიჭებს.