workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო ნახევარმცველი

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო ნახევარმცველი

   გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულსა და წარმატებას. დაესწარით მრავალს, საყვარელ ხალხთან, ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ კლუბთან ერთად. 

როგორც მოსალოდნელი იყო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სერხიო ბუსკეტსი აირჩიეთ. ახლა კი ძალიან მძიმე კონკურენციაში უნდა შევაბიჯოთ. ასარჩევია ნახევარმცველი – 8 ნომერზე მოთამაშე. კონკურენცია დამძიმდა, შემდეგზე კიდევ უფრო დამძიმდება, იმიტომ, რომ მეორე ნახევარმცველი კიდევ უფრო შემტევი უნდა იყოს, სადაც თავს მოიყრიან კლუბის ისტორიაში საუკეთესო ათიანები და მეორე თავდამსხმელები. ესე იგი, შემდეგზე ისეთი კონკურენცია იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. მათ შორის იქნებიან ბარსას ისტორიაში მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელები, და იქნებიან ყველა დროის საუკეთესოებიც. მაგრამ, ეგ შემდეგზე. ახლა ცენტრალური ფიგურაა ასარჩევი. 

მაგალითად, ჩავისა და პედრის მეტი შანსი აღარ ექნებათ. მხოლოდ აქ შეგიძლიათ არჩევა. ბაკერო შემდეგზე აღარ განიხილება, რადგან იმ კონკურენციაში შანსი არ ექნება. ინიესტა კი შემდეგზეც იქნება სიაში. 

აბა, დავიწყოთ: 

ხოსე-მარი ბაკერო (1988 – 96)

🔵 ტიტულები:

✔ 4x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი

✔ 4x ესპანეთის სუპერ თასი 
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 2x თასების თასი 
✔ 1x უეფას სუპერ თასი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 347 მატჩი.
გაიტანა 94 გოლი.
შეასრულა 13 საგოლე გადაცემა. 

ბაკერო კრუიფის ოცნების გუნდის კაპიტანი იყო. კარგი კაპიტანი, მებრძოლი და ამავე დროს გამტანი ფეხბურთელი. კლასიკური რვა ნომერი არ ყოფილა, თუმცა, უნივერსალი იყო და რამდენიმე პოზიციაზე თამაშობდა. სიმაღლის გათვალისწინებით, (1.75) მოულოდნელად ძალიან კარგად თამაშობდა თავით, თითქმის ნებისმიერი მდგომარეობიდან და პოზიციიდან შეეძლო თავით გატანა. შორიდან გატანაც უყვარდა და უდიდესი წილი აქვს ’92 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. პლეიოფში ბოლო წამებზე გადამწყვეტი გოლი შეუგდო კაიზერს. რა თქმა უნდა, თავით. 

ჩავი ერნანდესი (1998 -2015)

🔵 ტიტულები:

✔ 8x ლა ლიგა
✔ 3x კოპა დელ რეი
✔ 6x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 4x ჩემპიონთა ლიგა
✔ 2x უეფას სუპერ თასი
✔ 2x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 
✔ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 767 მატჩი.
გაიტანა 85 გოლი.
შეასრულა 242 საგოლე გადაცემა. 

ჩავი ერნანდესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ბარსას ერთ-ერთი სიმბოლო. თავიდანვე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ გვარდიოლას მოსვლის მერე მისი გავლენა ერთი-ორად გაიზარდა. ტიტულების მოგებაც დაიწყო და ინიესტასთან მსოფლიოს საუკეთესო დუეტიც ჩამოაყალიბა. რამდენჯერმე კარგი შეთავაზებაც მიიღო, ხან მისი დაღმასვლის, ხან კი კლუბის კრიზისის გამო, მაგრამ ბოლომდე ერთგული დარჩა და ათმაგადაც დაუფასდა.

ანდრეს ინიესტა (2002 – 2018)

🔵 ტიტულები:

✔ 9x ლა ლიგა
✔ 6x კოპა დელ რეი
✔ 6x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 4x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 3x უეფას სუპერ თასი 
✔ 3x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 
✔ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 674 მატჩი.
გაიტანა 57 გოლი.
შეასრულა 136 საგოლე გადაცემა. 

ყველაფერი რაც ჩავიზე ითქვა, შეიძლება ითქვას ინიესტაზეც. სტილით კი ძალიან განსხვავდებოდნენ, ინიესტას გაცილებით მეტად უყვარდა დრიბლინგი. უფრო უნივერსალი ფეხბურთელიც იყო, მაგალითად, ხშირად გვინახავს გარემარბად, აი, ჩავის გარემარბად დაყენება არავის თავში აზრად არ მოუვიდოდა. იყო თამაშის წაკითხვისა და ტემპის კონტროლის დიდოსტატი (ისევე როგორც ჩავი) და თამაშობდა ძალიან ლამაზ და ელეგანტურ ფეხბურთს. ბაკეროს მსგავსად, მანაც უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო ბოლო წუთებზე და გარდა ამისა, გადამწყვეტი გოლი აქვს შეგდებული მუნდიალის ფინალში.

პედრი (2020 – )

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 221 მატჩი.
გაიტანა 28 გოლი.
შეასრულა 27 საგოლე გადაცემა. 

პედრი ჩავისა და ინიესტას ღირსეული მემკვიდრეა. აქვს მაგია და აქვს განსხვავებული სტილიც, მომენტებში ერთსაც ჰგავს და მეორესაც, მაგრამ, რეალურად არცერთს არ ჰგავს. აქვს თავისებური ტექნიკა, კარგი პასი, აზროვნებს დიდებულად და აქვს კიდევ რაღაც, რასაც ძნელია სახელი მოუფიქრო. მოქმედი ფეხბურთელია, ახალგაზრდა, ესე იგი, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. 

სახსნელებელი ხალხია: 

დეკუ

რაკიტიჩი 

შუსტერი 

ფაბრეგასი

ალკანტარა 

მაგრამ ამ კონკურენციაში მათ შანსი არ ექნებოდათ, ამიტომ, ასე უბრალოდ სიაში ვერავინ მოხვდება. არჩევა კი რთულია. შეგახსენებთ, რომ ინიესტა შემდეგ ჯერზეც იქნება სიაში, მაგრამ იქ უკვე არაადამინური კონკურენცია დაგხვდებათ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • M10 S9 D11
    schedule 02 იან 2026, 19:47
    #20

    ხავი. ჩემი აზრით არც უნდა ყოფილიყო გამოკითხვა მაგაზი

  • Albicelecte
    schedule 02 იან 2026, 03:55
    #18

    და ლუჩო ჩამონათვალში ყოფნას იმსახურებს არა?!

  • Mariami Kh
    schedule 01 იან 2026, 19:49
    #17

    გილოცავთ! იყოს 2026 წელი დიდი გამარჯვების წელი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე ჩვენი საყვარელი კლუბისთვის!

    ჩავი ულაპარაკოდ!!

  • Bakero
    schedule 01 იან 2026, 17:11
    #16

    ჩემთვის აქ ინიესტა ულაპარაკოდ !

  • nika 54
    schedule 01 იან 2026, 13:41
    #15

    სწორი გზით მივდივართ, ჩავი.

  • La Pulga10
    schedule 01 იან 2026, 12:58
    #14

    პედრისთვის ჯერ ადრეა. ამ ეტაპზე ჩავი. ბუსკეცი-ჩავი-ინიესტა უნდა იყოს ნახ.დაცვა.

    ხალხო ამ გამოკითხვაში ჩავი აირჩიეთ და შემდეგ გამოკითხვაში ინისეტა. თორემ დარჩება ერთ-ერთი თამაშგარეში.

  • Visca-barca
    schedule 01 იან 2026, 03:32
    #13

    ციტატა: shu1987
    ჩავის ვინც არ აფასებს მაგრად ტეხავს, ჩავი იყო გუნდის ტვინი ტიპი ბურთს არ კარგავდა და ყველაფერს ალაგებდა მოედანზე ელეგანტური და ჭკვიანი აქ თუ ერთია ასარჩევი მაშინ ინიესტასთან ბოდიში მე ჩემს არჩევანს ჩავიზე შევაჩერებ 8 ნომერი ჩავიზე მაგარი ნამდვილად არავინაა ინიესტა უფრო 10-იანი შემტევი სტილი იყო მაგრამ მანდ კრუიფი უდაოდ საუკეთესო იყო, ნუ 4-1-3-2 უნდა იყოს ყველა ვარიანტში მაშინ და წინ მესი გაუჩო.


    ჩემი აზრითაც ეგრეა და ზოგადად ხავი ძაან დაუფასებელია 2015 შემდეგ ლიგა ვერ დავდეთ და ეგ ერთადერთი მიზეზიცაა პლიუს ხავის ჩანაცვლება ვერ მოხერხდა სრულფასოვნად კი რაკეტა
    კლასნიიყო მაგრამ არა ხავის დონე ჩემი აზრით ხავი გუნდის ტვინი იყო ინიესტა ჩემი კერპია მაგრამ რაცაა სიმართლე უნდა ვაღიაროთ

  • levanoza
    schedule 01 იან 2026, 02:59
    #12

    Hავი

  • shu1987
    schedule 01 იან 2026, 00:52
    #11

    ჩავის ვინც არ აფასებს მაგრად ტეხავს, ჩავი იყო გუნდის ტვინი ტიპი ბურთს არ კარგავდა და ყველაფერს ალაგებდა მოედანზე ელეგანტური და ჭკვიანი აქ თუ ერთია ასარჩევი მაშინ ინიესტასთან ბოდიში მე ჩემს არჩევანს ჩავიზე შევაჩერებ 8 ნომერი ჩავიზე მაგარი ნამდვილად არავინაა ინიესტა უფრო 10-იანი შემტევი სტილი იყო მაგრამ მანდ კრუიფი უდაოდ საუკეთესო იყო, ნუ 4-1-3-2 უნდა იყოს ყველა ვარიანტში მაშინ და წინ მესი გაუჩო.

  • LEVANII
    schedule 31 დეკ 2025, 23:55
    #10

    Ხავი ინიესტა ისეთი დუეტი იყო და ისეთი შედეგები დადეს რო არ შეიძლება არ აირჩიო თუმცა პედრი არანაკლები იქნება თუ მეტი არა კარიერის ბოლოს

  • Don_Andresito
    schedule 31 დეკ 2025, 23:36
    #9

    ინიესტა უდავოდ. ყველას პატივისცემა მაგრამ ინიესტა სხვა განზომილება და მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში

  • CHEPE
    schedule 31 დეკ 2025, 23:26
    #8

    ისე რეალი ბეტისის თამაში იმედია ტრადიციას არ დაარღვევს და ფრე ან ბეტისის მინიმალური გამარჯვებით მორჩება რატომ იცით?? ბოლო დეკადის 8 თამაშიდან რეალმა 2 მოიგო 4 ფრე ითამაშა და 2 წააგო ეს ბერნაბეუზე ანუ ბეტისი ძალიან უწევს კონკურენციას რეალს მადრიდში ნუ შარშან კი მოიგო რეალმა მაგრამ ვნახოთ თან მბაპეს გარეშე იქნება და ბეტისიც არაა ცუდი ბარსელონასთანაც მაგრად იდგა და ბოლოს 2 კი გაგვიტანა მაინც ასე რომ წესით 6 ქულაში მაინც უნდა გავასწროთ ეხლა

  • Rick Sanchez
    schedule 31 დეკ 2025, 23:18
    #7

    ჩავი და ინიესტას ავირჩევთ შემდეგ სტატიაში

  • Fcbarcaforever
    schedule 31 დეკ 2025, 23:12
    #6

    Axla iniestas vityvi mara pedri karieris bolos mgonia ro ufro didi iqneba

  • vaiman . vamsdrane
    schedule 31 დეკ 2025, 22:10
    #5

    მე ვაბშე არც წამიკითხავს სტატია, ჩემთვის ყველაზე ლამაზი ინიესტას და დანი ალვეშის თამაში იყო, მაგათ გამო ვქომაგობდი და ვქომაგობ ბარსას. დაჟე მესიზე მეტად მიყვარდა ინიესტას თამაშის ყურება.

  • shu1987
    schedule 31 დეკ 2025, 21:38
    #4

    კრუიფი რახან არ მოიაზრება ნახევარმცველებში ჩავი და ინიესტა უკონკურენტოები არიან, წინ მაშინ კრუიფი და მის წინ მესი რონალდინიო აბა ამ სამი კაცის გარეშე სიმბოლური ვერ წარმომიდგენია.

  • Albicelecte
    schedule 31 დეკ 2025, 21:37
    #3

    მაინც მგონია, რომ ჩავიესტა ცალ-ცალკე არ უნდა განვიხილოთ;

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 31 დეკ 2025, 21:00
    #2

    ჩავი და ინიესტა გენიოსები არიან

  • Lasha Tchelidze
    schedule 31 დეკ 2025, 20:37
    #1

    ჩავი❤️