არაუხო მაისურს იხდის და ქომაგებთან გარბის, იჯგიმება ტაისონივით, მთელი გუნდი მისდევს და ცდილობენ სადმე შებოჭონ, დააგდონ, მაგრამ ვერ აგდებენ, სათადარიგო სკამი ცალკე ზეიმობს, ლამინე იამალი ცქმუტავს ისე თითქოს ჩემპიონობა გაინაღდა, ჰანსი ფლიკი, რომელიც უკვე გაგდებულია გამორბის პირით ხაზთან და ისე აღნიშნავს გამარჯვების გოლს, როგორც წლების წინ ჯოვანიმ აღნიშნა “ბერნაბეუზე”, ესე იგი, გამოიღეთო! თუმცა, მისი ჟესტი უფრო მთავარ მსაჯს ეკუთვნის, ვიდრე “ჟირონას”, ან რა ვიცი.. იქნებ სხვებსაც ეკუთვნით, ყველას ვისაც მისი არ სჯერა, მსაჯთა მთელ კორპუსს, ხავიერ ტებასს, “მადრიდს” რომელიც ელოდა მისგან ქულის დაკარგვას, მშენებლებს, არქიტექტორებს, მუშებს, რომლებმაც ვერა და ვერ ჩააბარეს თავის დროზე განახლებული “კამპ ნოუ”, ბედ-იღბალს, რომელმაც ზურგი აქცია და პანტა-პუნტით კარგავს წამყვან ფეხბურთელებს, ოჰ, ყველას.. ყველას.. ყველას.. გამოიღეთ! – ღრიალებდა ჰანსი ფლიკი და ვინ იცის, იქნებ ეს სამი ქულა მართლა გადამწყვეტი გამოდგეს.
აბა, ვინ იფიქრებდა, რომ “ჟირონასთან” მატჩი ასეთ ჟანრში განვითარდებოდა?! “ბარსას” მუხტი სჭირდებოდა, ამ ვითომდა კრიზისის გამო, და მიიღო კიდეც ეს მუხტი. ელ კლასიკოს წინ, ამაზე უკეთეს ფინალს ვერ ვინატრებდით.
პედრი პოტერი
დასაწყისი იყო გადასარევი, დაიწყო “ბარსას” შეტევებით, აგრესიულად, ლამაზად, ლამინე იამალი თავის სტილში აწიოკებდა “ჟირონას” მცველებს, კარგად ერთვებოდა კუნდე, ჯადოქრობდა პედრი, და მოჰყვა კიდეც გოლი მის ასეთ ჯადოქრობას. იამალისგან პასი მიიღო და მერე რაღაც ისეთი გააკეთა რასაც მესისგან ვხედავდით ხოლმე. იარა ჰორიზონტალურად და მარცხენა ფეხით, დიაგონალური დარტყმით გააშეშა მეკარე, შეაგორა ბურთი კუთხეში. როგორ ჰგავდა მესის გოლს “დეპორტივოს” კარში?! დარტყმა ერთი-ერთშია. მაშინაც გაიყინა მეკარე კარში. თუ რაიმე მესის გვახსენებს, ესე იგი, რაღაც კარგი ხდება ჩვენს თავს.
აი მერე კიდევ აირია რაღაცები. აქსელ ვიტსელმა ასევე ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა. აქსელის დიდების წლები უკვე წარსულშია, ისე რა დიდების.. საერთოდ არ ყოფილა არანაერი დიდება, გაიფლანგა მისი ნიჭი და ტალანტი, “ჟირონაში” კიდევ მართლა ვარსკვლავივით დააბიჯებს. “ბარსას” თამაში აირია და ცოტა გასაკვირია, რომ “ჟირონამ” მეტი ვერ შეაგდო, შანსი კიდევ ბევრი ჰქონდათ, თანაც, 100%-იანი. ერთხელ შესნი იყო კარგი (მესამე მეკარე) ერთხელ ძელმა გვიხსნა, ერთხელ უბრალოდ ყველას და ყველაფერს ააცილეს “ჟირონელებმა”.
“ბარსა” გადარჩა.
დასამახსოვრებელი კი რაშფორდი ჯარიმა იყო, რომელიც ხარიხას მოხვდა. მატჩი ისე არ გავა რაშფორდმა რამე დასამახსოვრებელი არ გააკეთოს.
ბოლო წუთის დრამა
რა არის სათქმელი? სათქმელია, რომ ფერანისა და ლევანდოვსკის ტრავმების პირობებში ტონი ფერნანდესი ვნახეთ ფორვარდის პოზიციაზე და მივხვდით, რომ “მადრიდთან” არ გამოგვადგება. ცალფეხა ფერანი ალბათ უფრო სასარგებლო იქნება. ეს დრო დაუდგა “ბარსას” და ფლიკიც იხვეწება ჩემგან თუ თასებს ითხოვთ მაშინ იანვარში ფორვარდი უნდა მომიყვანოთ, აბა, ეგრე სად არის, ცარიელ ადგილზე რაიმეს ითხოვდეთო?!
მეორე ტაიმში ფერმინი და რუნი გამოვიდნენ. მომწონს ამ ბიჭის თამაში. დასკვნით ფაზაში თითქოს ყოველთვის რაღაც აკლია, მაგრამ მაინც კარგ ფეხბურთს თამაშობს. იყო მეორე ტაიმში ერთი გაუქმებული გოლიც, რომელიც კუბარსიმ შეაგდო და იყო აქა-იქ მომენტები, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ “ბარსა” ამ მატჩს მოიგებდა. თითქოს ყველაფერი ლოგიკური ფრისკენ მიდიოდა, ბოლო წუთებზე კი ვნახეთ ის, რაც გვარდიოლას “ბარსაში” გვქონდა ნანახი, როცა პეპს ფორვარდი სჭირდებოდა პიკეს უშვებდა შეტევაში და მოჰქონდა ამას სარგებელი.
ჰოდა, გავარდა არაუხო თავდასხმაში. მაღალ ბურთზე ცდილობდა თამაშს, ბოლო წუთებზე დაბალი პასი მიიღო და მართლა ლუის სუარესივით შეასრულა. ღირს დაფიქრებად, იქნებ მართლა არ გვინდა ტონი და ფერანი, იქნებ მართლა არაუხომ ითამაშოს ფორვარდის პოზიციაზე?! უჰ, რა პრესინგი იქნება წარმოიდგინეთ. სისწრაფე არ აკლია, ძალა არ აკლია, ტვინი კი აკლია, მაგრამ შეტევაში მისი შეცდომები ნაკლებად საზიანო იქნება.
თუ ფლიკი ასე მოიქცა. რაც არ უნდა მოხდეს, მე ტაშს დავუკრავ.
რა თქმა უნდა, აღსანიშნია ფრენკი დე იონგის თამაში, არა მხოლოდ საგოლე პასის გამო, ის რომ “ბარსა” ბოლო წუთებზე ისევ ჭკვიანურად თამაშობდა და არა ქაოტურად, ეს პირველ რიგში, ფრენკის დამსახურებაა.
მადრიდამე
მადრიდამდე რა ხდება და მატჩია “ოლიმპიაკოსთან”. უფრო სწორად, ვარჯიში. მოსამზადებელი ვარჯიში “რეალამდე”. იქ კიდევ ერთხელ დაითვლება ვინ არის მზად და რამდენი წუთისთვის.
აბა, მოვემზადოთ.
მოგების იმედი მართლა არ მქონდა რა იყო ესა ამდენი მონენტი როგორ შეაქმნევინეს ჟირონას თან ეგენიც რო ბატები არიან და ვერც გამოიყენეს ჩვენ საბედნიეროთ.. როგორ შეიძლება ამ თამაშის გაანალიზება ეგ ფლიკს არ უნდა შეეშალოს თორე იგივე ხარისხს რეალი არ გვაპატიებს ახლა წყდება ყოფნა არყოფნის საკითხი და კარგიც კი არის კლასიკომდე ოლიმპიაკოსთან დაიტესტოს ვარიანტები თუნდავ არაუხოს ფორვარდათ დადგომა მინიმუმ მარტო იმიტომ რომ დაცვაში მისი შეცდომები ძვირად გვიჯდება და თავდასხმაში კიდე რამეს ვიზავთ თუ ბურთს დაკარვავს ან რამე უაზრობას ჩაიდენს მეტოქის ნახევარზე..რაც შეეხება რაშფორდს მაგის თამაშიდან თუ ვიმსჯელებთ გოლების გატანასაც მალე დაიწყებს მთავარია ეს ნალე გვიანი არ იყოს რომ თავიბოკო შედეგი არ გაგვიფუჭოს ხოდა იმას ვამბობ რო მონწონს მარკოს თამაში შეტევებს ნაგრათ ამწვავებს მარცხნიდან თან რინ რამე ჯარიმების დარტყმაც შეუძლია..
ფოტო მაინც გამოცვალეთ, დავიღალე ამის ყურებით.
კიჭა, 10 გოლიდან 7 პენალტია მთავარია მსაჯმა პენალტი არ შეტენოს და ხოდზე იყვნენ ჩვენები საერთოდ არ ვფიქრობ რო გაუჭირდება ბარსას უბრალოდ ტრავმიანები დაბრუნდნენ…ძლივს მოიგეს 9 კაციან ხეტაფესთან და ჰალაზე იმას გაიძახიან მთავარია სამი ქულა ავიღეთო ანუ ტიპები ისეთ დღეში არიან მოგებისთვის ყველაფერს კადრულობენ…რეალ მადრიდის გულშემატკივრები იმას იძახიან მთავარიაა 3 ქულა ავიღეთო, ამით უკვე ნათქვამია ყვრლაფერი და უშუალოდ მატჩზე ყველაფერი…საოცრება ხალხია
მოკვდა საიტი
ფლიკის პრესკონფერენცია მაინც დადეთ, დაძმარდა არაუხოს ფოტო.