არაუხო მაისურს იხდის და ქომაგებთან გარბის, იჯგიმება ტაისონივით, მთელი გუნდი მისდევს და ცდილობენ სადმე შებოჭონ, დააგდონ, მაგრამ ვერ აგდებენ, სათადარიგო სკამი ცალკე ზეიმობს, ლამინე იამალი ცქმუტავს ისე თითქოს ჩემპიონობა გაინაღდა, ჰანსი ფლიკი, რომელიც უკვე გაგდებულია გამორბის პირით ხაზთან და ისე აღნიშნავს გამარჯვების გოლს, როგორც წლების წინ ჯოვანიმ აღნიშნა “ბერნაბეუზე”, ესე იგი, გამოიღეთო! თუმცა, მისი ჟესტი უფრო მთავარ მსაჯს ეკუთვნის, ვიდრე “ჟირონას”, ან რა ვიცი.. იქნებ სხვებსაც ეკუთვნით, ყველას ვისაც მისი არ სჯერა, მსაჯთა მთელ კორპუსს, ხავიერ ტებასს, “მადრიდს” რომელიც ელოდა მისგან ქულის დაკარგვას, მშენებლებს, არქიტექტორებს, მუშებს, რომლებმაც ვერა და ვერ ჩააბარეს თავის დროზე განახლებული “კამპ ნოუ”, ბედ-იღბალს, რომელმაც ზურგი აქცია და პანტა-პუნტით კარგავს წამყვან ფეხბურთელებს, ოჰ, ყველას.. ყველას.. ყველას.. გამოიღეთ! – ღრიალებდა ჰანსი ფლიკი და ვინ იცის, იქნებ ეს სამი ქულა მართლა გადამწყვეტი გამოდგეს.
აბა, ვინ იფიქრებდა, რომ “ჟირონასთან” მატჩი ასეთ ჟანრში განვითარდებოდა?! “ბარსას” მუხტი სჭირდებოდა, ამ ვითომდა კრიზისის გამო, და მიიღო კიდეც ეს მუხტი. ელ კლასიკოს წინ, ამაზე უკეთეს ფინალს ვერ ვინატრებდით.
პედრი პოტერი
დასაწყისი იყო გადასარევი, დაიწყო “ბარსას” შეტევებით, აგრესიულად, ლამაზად, ლამინე იამალი თავის სტილში აწიოკებდა “ჟირონას” მცველებს, კარგად ერთვებოდა კუნდე, ჯადოქრობდა პედრი, და მოჰყვა კიდეც გოლი მის ასეთ ჯადოქრობას. იამალისგან პასი მიიღო და მერე რაღაც ისეთი გააკეთა რასაც მესისგან ვხედავდით ხოლმე. იარა ჰორიზონტალურად და მარცხენა ფეხით, დიაგონალური დარტყმით გააშეშა მეკარე, შეაგორა ბურთი კუთხეში. როგორ ჰგავდა მესის გოლს “დეპორტივოს” კარში?! დარტყმა ერთი-ერთშია. მაშინაც გაიყინა მეკარე კარში. თუ რაიმე მესის გვახსენებს, ესე იგი, რაღაც კარგი ხდება ჩვენს თავს.
აი მერე კიდევ აირია რაღაცები. აქსელ ვიტსელმა ასევე ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა. აქსელის დიდების წლები უკვე წარსულშია, ისე რა დიდების.. საერთოდ არ ყოფილა არანაერი დიდება, გაიფლანგა მისი ნიჭი და ტალანტი, “ჟირონაში” კიდევ მართლა ვარსკვლავივით დააბიჯებს. “ბარსას” თამაში აირია და ცოტა გასაკვირია, რომ “ჟირონამ” მეტი ვერ შეაგდო, შანსი კიდევ ბევრი ჰქონდათ, თანაც, 100%-იანი. ერთხელ შესნი იყო კარგი (მესამე მეკარე) ერთხელ ძელმა გვიხსნა, ერთხელ უბრალოდ ყველას და ყველაფერს ააცილეს “ჟირონელებმა”.
“ბარსა” გადარჩა.
დასამახსოვრებელი კი რაშფორდი ჯარიმა იყო, რომელიც ხარიხას მოხვდა. მატჩი ისე არ გავა რაშფორდმა რამე დასამახსოვრებელი არ გააკეთოს.
ბოლო წუთის დრამა
რა არის სათქმელი? სათქმელია, რომ ფერანისა და ლევანდოვსკის ტრავმების პირობებში ტონი ფერნანდესი ვნახეთ ფორვარდის პოზიციაზე და მივხვდით, რომ “მადრიდთან” არ გამოგვადგება. ცალფეხა ფერანი ალბათ უფრო სასარგებლო იქნება. ეს დრო დაუდგა “ბარსას” და ფლიკიც იხვეწება ჩემგან თუ თასებს ითხოვთ მაშინ იანვარში ფორვარდი უნდა მომიყვანოთ, აბა, ეგრე სად არის, ცარიელ ადგილზე რაიმეს ითხოვდეთო?!
მეორე ტაიმში ფერმინი და რუნი გამოვიდნენ. მომწონს ამ ბიჭის თამაში. დასკვნით ფაზაში თითქოს ყოველთვის რაღაც აკლია, მაგრამ მაინც კარგ ფეხბურთს თამაშობს. იყო მეორე ტაიმში ერთი გაუქმებული გოლიც, რომელიც კუბარსიმ შეაგდო და იყო აქა-იქ მომენტები, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ “ბარსა” ამ მატჩს მოიგებდა. თითქოს ყველაფერი ლოგიკური ფრისკენ მიდიოდა, ბოლო წუთებზე კი ვნახეთ ის, რაც გვარდიოლას “ბარსაში” გვქონდა ნანახი, როცა პეპს ფორვარდი სჭირდებოდა პიკეს უშვებდა შეტევაში და მოჰქონდა ამას სარგებელი.
ჰოდა, გავარდა არაუხო თავდასხმაში. მაღალ ბურთზე ცდილობდა თამაშს, ბოლო წუთებზე დაბალი პასი მიიღო და მართლა ლუის სუარესივით შეასრულა. ღირს დაფიქრებად, იქნებ მართლა არ გვინდა ტონი და ფერანი, იქნებ მართლა არაუხომ ითამაშოს ფორვარდის პოზიციაზე?! უჰ, რა პრესინგი იქნება წარმოიდგინეთ. სისწრაფე არ აკლია, ძალა არ აკლია, ტვინი კი აკლია, მაგრამ შეტევაში მისი შეცდომები ნაკლებად საზიანო იქნება.
თუ ფლიკი ასე მოიქცა. რაც არ უნდა მოხდეს, მე ტაშს დავუკრავ.
რა თქმა უნდა, აღსანიშნია ფრენკი დე იონგის თამაში, არა მხოლოდ საგოლე პასის გამო, ის რომ “ბარსა” ბოლო წუთებზე ისევ ჭკვიანურად თამაშობდა და არა ქაოტურად, ეს პირველ რიგში, ფრენკის დამსახურებაა.
მადრიდამე
მადრიდამდე რა ხდება და მატჩია “ოლიმპიაკოსთან”. უფრო სწორად, ვარჯიში. მოსამზადებელი ვარჯიში “რეალამდე”. იქ კიდევ ერთხელ დაითვლება ვინ არის მზად და რამდენი წუთისთვის.
აბა, მოვემზადოთ.
KAIKHOSRO, მეორე ყვითელზე ფეხი ამოარტყა. ვერ დაინახე ალბათ
🗣️,,ამ მომენტისთვის ჩვენი დავალიანება 2.5 მილიარდ ევროს შეადგენს”
რანაირად? 1 მილიარდი ქონდათ ვალი, და 2.5 საიდან გახადეს. მე საერთოდ მეგონა რომ ვალი განახევრებული ქონდათ ესე სადღაც ნახევარი მილიარდი ექნებოდათ.
1 მილიარდი კოვიდის მერე ჰქონდათ ვალი და შემდეგ დაამატეს სტადიონისთვის
🗣️,,ამ მომენტისთვის ჩვენი დავალიანება 2.5 მილიარდ ევროს შეადგენს”
რანაირად? 1 მილიარდი ქონდათ ვალი, და 2.5 საიდან გახადეს. მე საერთოდ მეგონა რომ ვალი განახევრებული ქონდათ ესე სადღაც ნახევარი მილიარდი ექნებოდათ.
🗣️,,ამ მომენტისთვის ჩვენი დავალიანება 2.5 მილიარდ ევროს შეადგენს”
ზატო ლაპორტას კლუბი უყვარს, იმენა დედამოუხნა ამხელა კლუბს, შემოსავლების გაყიდვით და კაპნოუს გაურკვეველი ვადით დახურვით მეტ შედეგს არც ველოდი. ბოლოს ალბათ საწევრისაც ვერ გადაიხდის კლუბი და გავარდება სეგუნდა დივიზიონში. ესარი ლაპოს მმართველობა
თამაში არ მახსოვს მაგრამ ენდრიკი იყო კუთხურის ალამდიან იჭერდა მცველი და საჯარიმოში გადახდა მიახლოვენული ენდრიკი.გუშინ რაც ვინისიუსზე იკადრა მსაჯმა მეორე კაცის გაგდებაზე ოყო სრული სირცხვილი
🗣️,,ამ მომენტისთვის ჩვენი დავალიანება 2.5 მილიარდ ევროს შეადგენს”
1.5 მარტო სტადიონია
ცენტრში იყო და სახიფატო შეტევის ჩაშლა სად დაინახე ძმურად?მეორე ყვითელი რაზე კისცა ეგ ვერ გავიგე.ხელი რო მიადო და ეს წანკლა ძუკნა რო გადახტა დედამისის უკანალში მაგაზე?
ხალხო რომელი თამაში იყო გახსოვთ, რეალს შარშან საჯარიმოს გარეთ რო დაუდეს პენალი, ენდრიკი იყო თუ ვინისიუსი არ მახსოვს.
🚨ფერან ოლივი (ბარსელონას ფინანსური ადმინისრრატორი):
🗣️,,ამ მომენტისთვის ჩვენი დავალიანება 2.5 მილიარდ ევროს შეადგენს”
პირველი წითელის შემდეგ (რაც ნამდვილად არ იყო საწითლე) მანდ მორჩა ყველაფერი ეგ იყო მაგ თამაშის დრამატურგიის პიკი ! გოლიც მაგ წითლის შემდეგ გაუშვეს მანამდე რაც ხდებოდა მსაჯის მხრიდან ეგ ცალკე თემაა მაგრამ თამაშის დრამატურგიის პიკი მსაჯის მხრიდან პირველი წითელი იყო მანდ დაუმთავრა მსაჯმა
ეგრე გადაჭრით ვერ იტყვი რო არ იყო საწითლეო. და არაფერი სავალალო შეცდომა არ დაუშვია მსაჯს. ვუყურე მთელ თამაშს. არანაირი პენალი არ იყო დასადები. რეალის თამაშებზე ბევრად უფრო სერიოზულ შეცდმებს უშვებენ ხოლმე მსაჯები მათ სასარგებლოდ ვიდრე გუშინ ქნა. ის წითელი ჩემი აზრით უფრო მეტად იყო ვიდრე არა. სახეში ეგრე განზრახ ხელის ჩარტყმა თან სახიფათო შეტევის ჩაშლა.
დაცვას რამე უნდა ეშველოს
პირველი წითელის შემდეგ (რაც ნამდვილად არ იყო საწითლე) მანდ მორჩა ყველაფერი ეგ იყო მაგ თამაშის დრამატურგიის პიკი ! გოლიც მაგ წითლის შემდეგ გაუშვეს მანამდე რაც ხდებოდა მსაჯის მხრიდან ეგ ცალკე თემაა მაგრამ თამაშის დრამატურგიის პიკი მსაჯის მხრიდან პირველი წითელი იყო მანდ დაუმთავრა მსაჯმა
თითითაც ოდნავ რომ შეეხო რეალის ფეხბურთელს ეგრევე დავარდება მინდორზე და იკლაკნება ,,ტკივილსგან" გველივით. მბაპე და ის ორანგუტანგი ოსკაროსნები არიან ისე ასრულებენ. მსაჯსაც მეტი რა უნდა, მთავარია ძირს დავარდნილი ნახოს და სასტვენი პირში აქვს გარჭობილი. შენ გაგრჭვე პირში სხვა სასტვენი და ამათი სამართალი მო****
ესპანეთში მსოფლიოში ყველაზე უსაზისხრესი მსაჯობაა, მაგათი ოჯახები და*ტ*ან* სათითაოდ
პირველ ეპიზოდში შეეძლო რო არ მიეცა წითელი მარა იმანაც ძაან ცუდას ჩაარტყა და ვერ იტყვი რო არაფრისგან მისცაო. მეორე ეპიზოდი 100% იანი წითელი იყო რავი. ბოლოს ის შანსი რო გამოეყენებინათ ათანაბრებდნენ…
ადგეს ძმაო დეკუ და ლაპორტა და ის მსაჯი მოიყვანონ პრ*ზე გაიხა დღეს კარიერის მატჩი დადო მალე ალბათ ოქროს ბურთსაც გამოჰკრავს ხელს.
გუშინ სახეში გარტყა რაშფირდს და არცკი ნახა ვარში და ყლინისიუსი სადაც წაიქცა ყველგან ჯარიმა
ბარათია.
კაროჩე დარხეული გვაქ ბერნაბეუზე პატარა შეხებაზე <<ცენზურის დარღვევა>>ზე გაუშვებენ ბარსას ფეხბურთელებს
ელ კლასიკოზე ალბათ 13 კაცით გამოვლენ და ბურთის შეხებაზე გაგვიგდებენ კაცს
ნუ გამონჩდა უკვე რომ ყველაფერს გაკეთებენ რეალმარო მოიგოს ლალიგა.
თასი მიეცით მსაჯს მოიგო რეკლამა😅😅😅
ეხლა ხომ წარმოგიდგენიათ ლა ლიგაში ყოველ ტურში რის გადალახვა გვიხდება ! ამათი მსაჯობა და ესპანური სამართალი მოვტ@ან მე თავის ტებას/პერესიანათ
აი მარტო ასეთი მსაჯობის გამო უნდა გავულაღლაღოთ ბერნაბეუზე ამ დედა მოხნულებს
ეს რა საყვითლე იყო?!