მომდევნო თვეში “ბარსა” “კამპ ნოუზე” უნდა დაბრუნდეს, ასეთია გეგმა. ორი წლის წინ დაიწყო სტადიონის განახლების პროცესი რომლის ნიუჯეტი მილიარდნახევარია. კლუბს იმედი აქვს, რომ ვადები აღარ გაიწელება. რამდენჯერმე უკვე გადაიწია თარიღმა, პირველად ითქვა რომ 2024 წლის ნოემბერში უნდა დაბრუნებულიყო კლუბი თავის სტადიონზე, მაგრამ ვერ მოხდა ასე. ახალი თარიღი 10 აგვისტოა, ამ დღეს “ბარსა” ჟოან გამპერზე ითამაშებს (იმედი მაქვს “ინტერ მაიამისთან”) და სეზონიც გაიხსნება.
აცდენილი თარიღები
RAC1-თან ინტერვიუში ელენა ფორტმა 2025 წლის იანვარში თქვა – “არ ვიცი ზუსტად როდის, მაგრამ სეზონის დასრულებამდე დავბრუნდებით”, – ოპა, ისევ ააცილა.
მანამდე კი “ბარსა” აგრძელებდა თამაშს “მონჟუიკზე”, რომელიც 40’000 ადამიანით ნაკლებს იტევს, ვიდრე “კამპ ნოუ”, და ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად სტადიონის ქირაში მიდიოდა. საბოლოოდ, ორი წლის განმავლობაში “ბარსამ” ქირაში 180 მილიონი ევრო გადაიხადა. ( 90 მილიონი ევრო ერთ სეზონში).
ბოლოს ითქვა რომ თუ “ბარსა” მართლაც 10 აგვისტოს დაბრუნდა სახლში, სტადიონზე მხოლოდ 25’000 ადამიანი შეძლებს მისვლას.
“სამუშაოები დროულად და კარგად უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ პირველი ორი იარუსი შეამოწმონ და გახსნის ლიცენზია მიიღოს, – თქვა ლაია ბონემ, ქალაქ ბარსელონას ვიცე-მერმა, – სტადიონი ჯერ მზად არ არის და კიდევ გაივლის შემოწმებას”.
ამას მოჰყვა ფორტის ინტერვიუ La Vanguardia-სთან, – “სტადიონის განახლება სრულად 2026 წლის ზაფხულში დასრულდება. სახურავის გამოკლებით, გადახურვის სამუშაოები მცირე დროს კიდევ გაგრძელდება, მაგრამ სხვა ყველაფერი მზად იქნება”.
არსებობს თუ არა შეთანხმება?
თავის დროზე ჟოან ლაპორტამ თქვა – “ლიმაკთან კონტრაქტი გავაფორმეთ და ისინი გარანტიას იძლევიან, რომ სტადიონს 2024 წლის ნოემბერში ჩაგვაბარებენ, და თუ ასე არ მოხდა ყოველ გადაცილებულ დღეზე ერთ მილიონ ევროს მივიღებთ”, – თუ ნამდვილად არსებობდა ეს შეთანხმება მაშინ “ბარსას” 200 მილიონზე მეტი უკვე უნდა ჰქონდეს გამომუშავებული. მერე კი აღმოჩნდა, რომ მსგავსი პუნქტი კონტრაქტში ჩადებული არ ყოფილა.
დავიწყებთ თუ ვერა?
კლუბმა თქვა რომ ალტერნატიული გზა არ განიხილება, მაგრამ ფორტმა მაინც აგვრია ინტერვიუში – “შეიძლება, რომ გამპერის თასი იოჰან კრუიფის არენაზე ჩატარდეს? (“ბარსას” სავარჯიშო მოედანი”) კი, 100%-ით ვერაფერს ვიტყვით, ყოველთვის შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს. სტადიონმა უნდა გაიაროს შემოწმება მერიის, უეფასა და ლა ლიგის მხრიდან, ივლისის პირველი ნახევარი ვადების დადგენაში გადამწყვეტი იქნება”.
“ბარსამ” ლა ლიგასგან პირველი სამი მატჩის გასვლაზე თამაში მოითხოვა, რათა მანამდე სახლის მოწესრიგება მოესწროს. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები კი 16 სექტემბერს აიღებს სტარტს. ამ დროისთვის ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. “ბარსას” ქომაგებს აშფოთებთ, რომ გამპერის მატჩისთვის ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა, არადა, ტრადიციულად ნაადრევად იწყება ხოლმე. მერიამ კი პირდაპირ თქვა რომ “მონჟუიკზე” დაბრუნება შეუძლებელია, რადგან იქ უკვე დაგეგმილია რამდენიმე დიდი კონცერტი.
და რამდენს იტევს კრუიფის სახელობის სტადიონი სადაც ქალები და “ბარსა” ბ თამაშობს? 6’000 ადამიანს. სასაცილოა აქ თამაში. ამასობაში კი გავრცელდა გამპერის თასზე მოსაწვევი გუნდის კანდიდატურაც, თურმე, ეს გუნდი არის “კომო”, რომელსაც ფაბრეგასი წვრთნის და სერჟი რობერტოც წაიყვანა. თუმცა, კლუბს ამ კითხვაზე არ უპასუხია.
რა ხდება კი მაგრამ?
ამას თურმე დაემატა მაცხოვრებლების საჩივრებიც, გაუსაძლისი გამხდარა იქ ცხოვრება, მერიამ გვიან საათებში მუშაობა აკრძალა, შემდეგ მაინც გასცა ნებართვა ხმაურისა და განათების რეგულირების შემთხვევაში. რამდენჯერმე პირობა დაირღვა და პოლიციაც გამოჩნდა ადგილზე, სამუშაო შეჩერდა. ამჟამინდელი განკარგულება 2 აგვისტომდე იმუშავებს, რომელიც 24 საათიან სამუშაო პროცესს გულისხმობს, ოღონდ, შაბათ-კვირის გამოკლებით.
გარდა ამისა, ლაპორტას განკარგულებით სტადიონზე გაცილებით ადრე დაიწყოს VIP-ი ადგილების დამონტაჟება, რადგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეყიდა აბონემენტები, თანაც, მრავალი წლით.
ფინანსებში როგორ ვართ?
VIP-ი ადგილები უკვე გაყიდულია, ლაპორტამ 100 მილიონი ევრო მოიზიდა, მაგრამ ბიუჯეტში თანხის შეტანის უფლება არ მისცეს, რადგან, ადგილები ჯერ მზად არ არის. ხალხი ვერ შევა და მატჩებს ვერ დაესწრება. ამიტომაც ჩქარობს. გარდა ამისა, თუ “კამპ ნოუ” გაიხსნა, თუნდაც, 25’000 ადგილით, ეს კლუბს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. აღარც ქირა იქნება სახდელი და ბილეთების თანხაც, (თუნდაც მცირე) მათ შეუვათ ბიუჯეტში.
მთავარია თავში არავის არაფერი დაეცეს.
მე კი ისევ ფორტის სიტყვებით დაგამშვიდებთ – “ყველაფერს ვაკონტროლებთ”.

"მედღეხვალიე კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო"
რაც მალე, მით უკეთესი
სპორტ ექსპრესზე დაიწერა: ლა ლიგამ ბარსელონას საშინაო სტადიონად კამპ ნოუ დაარეგისტრირა-ო.
რაც არ უნდა ვიკითხოთ და ვწეროთ ფაქტი ისაა, რომ ბარსას აშენებულზე თუ ნახევრად აშენებულ სტადიონზე მოუწევს თამაშების ჩატარება. სხვაგან ტებასი არ გაგვიშვებს ალბათ.
ახლა დაიწერა ბარსელონას საქალაქო საბჭო მიზერულად მიიჩნევს შანს კამპ ნოუ-ზე 10 აგვისტოს დაბრუნებას(თითქმის გამორიცხულიაო) და ძაან გაკვირვებულებია არიან იმ ფაქტით რომ კლუბმა დაბრუნების კამპანია აწარმოა ნებართვის მიღების გარეშეო
ესპანეთი რომ ხარ და თურქეთს დაუკვეთავ სტადიონის მშენებლობას მეტს არც უნდა ელოდო
შანსი არაა. ყოველ დღე ვუყურებ და ვნახულობ რა გაკეთდა და რა მიემატა. რა ტემპითაც ესენი ახორციელებენ სამუშაოებს ვერანაირად ვერ მაოსწრებენ 10 აგვისტომდე. ტიპებს ელემენტარული მესამე სართულის კონსტრუქციაც არ აქვთ შეკრული. კვირაში 1 ბოძს დგამენ ხოლმე და ედითებსაც მერე მაგაზე აწყობენ იმდენად ნელა მიდის საქმე.
წააგებს ეს სლე არჩევნებს ისე აკეთებს ყველაფერს,უკვე 3ჯერ გადაიდო კამპ ნოუზე დაბრუნება დროა რომ იყოს მზად სტადიონი ფაქტიურად სულ გასვლაზე ვთამაშობთ ბოლო 2 წელი
იმედია 2026 ში წააგებს ლაპორტა არჩევნებს და მოშორდება კლუბს თავისი არაპროფესიონალი ნათესავებით. ფორტი უნდა მოვიდეს, ახალია საჭირო
დავბრუნდეთ მალე თორე 2 წელია ყველა თამაში გასვლაზე გვაქვს
წააგებს ეს <<ცენზურის დარღვევა>> გაისად არჩევნებს, მაგრამ სავარაუდოთ უფრო მეტად <<ცენზურის დარღვევა>> მოვა ვინმე😳
წინა სეზონი ბედი იყო?😂😂ბარსას ისტორიაში ერთერთი საუკეთესო სეზონი თავის ყველაფრით!!წარმოუდგენელი თამაშის სტილით!!!!
ბედი იყო აბა რა იყო, არავინ დაუმატებიათ ოლმოს გარდა, ოლმომაც ნახევარი სეზონი გამოტოვა, რაფინიასგან ასეთ სეზონს მოელოდი სეზონის წინ ? მეც მომწონს ლა მასიათი როცა ვაზანზარებთ ყველაფერს მაგრამ პრაგმატულადაც რომ შევხედოთ, გვჭირდება შევსება გარკვეულ პოზიციებზე.
ლაპორტა რას შვრება ვერ გავიგე რა ბევრი ტყუილი თქვა უკვე და თყ დაზუსტებული არაა რას ამბობს თყ სათუაო და ვარაუდზეა რას იძახის ეგეთებზე
წინა სეზონი ბედი იყო?😂😂ბარსას ისტორიაში ერთერთი საუკეთესო სეზონი თავის ყველაფრით!!წარმოუდგენელი თამაშის სტილით!!!!
რეალი აგერ უკვე კარერასის ტრანსფერსაც ხურავს, ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი დაიმატეს უკვე თან ბაზარზე საუკეთესო ფეხბურთელები, დავიჯერო ისევ უტრანსფეროდ, უფულოდ და უმოედნოდ უნდა მოვიგოთ ყველაფერი ? მოლოდინებს ვერ შევიქმნი ამ სეზონის წინ, ისევ ბედს და იღბალს უნდა მივანდოთ ეს სეზონიც ? მაგრად ტეხავს, რა დღეში ვართ..