ნიკო უილიამსის „ბარსელონაში“ გადასვლა ჩაიშალა, მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, ნიკოს სურდა კონტრაქტში გაუქმების პუნქტი ჩაედოთ, რაც საშუალებას მისცემდა თავისუფალი აგენტის სტატუსით წასულიყო, იმ შემთხვევაში თუ “ბარსა” მას ვერ დაარეგისტრირებდა, ამ პირობაზე კი უარი მიიღო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობდა, მაგრამ როდესაც ნიკოს მხარემ პირობები წარადგინა დეკუსგან უარი მიიღეს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან, იგივე პუნქტი, მაგალითად დანი ოლმოს კონტრაქტშიც იდო.
ასევე, უილიამსის წარმომადგენლებს სურდათ, რომ ნიკო აგვისტოს თვეში უკვე დაერიგისტრირებინათ, რათა სრულიად მზადყოფნაში შეხვედროდა ჩემპიონატს, მაგრამ, ვერც ამის გარანტია მიიღეს. საგა დასრულდა. ნიკო ჯერ მოღალატედ შერაცხეს “ბილბაოს” ქომაგებმა, ახლა გმირია, ერთგულების სიმბოლო. “ბარსას” კი წარმატებულმა სეზონმა ვერ უშველა, კლუბს ისევ პრობლემები აქვს.
უილიამსის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მისი მეგობრებისთვის, “ბარსელონაში” ელოდნენ და ამის ნაცვლად კლიპი ნახეს, სადაც გაცხადდა, რომ ნიკო “ბილბაოში” რჩება. თანაც, ათწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გაიზარდა გამოსასყიდი თანხაც. ახლა “ბარსასთვის” შეუძლებელია მისი შეძენა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო “ბარსელონას” ხელმძღვანელებისთვისაც, ისინი ჯერ კიდევ აპირებდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებას, მაგრამ..
ტებასი და სახელფასო ლიმიტი
“ბარსა” უილიამსით პირველად გასულ ზაფხულს დაინტერესდა და “ბილბაოც” ამ დროს გაღიზიანდა, ისინი ხომ ყველაზე რთულად ეგუებიან ვარსკვლავების გაშვებას, რადგან, თავისივე თავს ზღუდავენ სატრანსფერო ბაზარზე და აბა შემცვლელის პოვნა ასე მარტივი როგორ იქნება. კონტრაქტის მიხედვით ნიკოს გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევრო იყო, რაც მის განვითარებასთან ერთად მარტივად გადასახდელი თანხა გახდა. უილიამსი “ბილბაოში” დარჩა, “ბარსამ” კი დანი ოლმო შეიძინა, მაგრამ ოლმოს კონტრაქტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა “ბილბაოს” დამატებითი ბერკეტი მისცა.
გასულ სეზონში “ბარსამ” წესებში არსებული ხარვეზი გამოიყენა და ოლმო დაარეგისტრირა. ხარვეზებისა და ხვრელების აღმოჩენას კი ტრადიციულად მათი ამოვსება და გამოსწორება მოჰყვება ხოლმე. რამდენჯერაც ხარვეზს აღმოაჩენ, იმდენჯერ გაასწორებენ კანონმდებლები. “ბარსას” ოლმოს დარეგისტრირება არ შეეძლო, რადგან გაცემული ხელფასები ლა ლიგის ლიმიტს არღვევდა, ესე იგი, შემოსავალს აღემატებოდა. გამოყენებული რეგულაცია კი ტრავმირებულ ფეხბურთელებს შეეხებოდათ, “ბარსას” შეეძლო ტრავმირებულებისთვის შეეწყვიტა რეგისტრაცია, რის ხარჯზეც შეძენილი ფეხბურთელი დაარეგისტრირეს. ეს დროებითი გამოსავალია. ოლმოს შემთხვევაში კრისტენსენის ტრავმა გამოიყენეს.
რეგულაციამ იანვრამდე იმუშავა, მერე კრისტენსენი დაბრუნდა და ოლმოს კვლავ გაუუქმეს რეგისტრაცია. შემდეგ კი უპრეცედენტო რამ მოხდა, “ბარსელონამ” მთავრობის ჩარევის შედეგად შეძლო ოლმოს ხელმეორედ დარეგისტრირება. აქ კი ერთი მნიშვნელოვანი სურათია აღსანიშნი, 8 იანვარს, როდესაც გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს “ბარსა” საუდის არაბეთში “ბილბაოს” ხვდებოდა ესპანეთის სუპერ თასზე, ჟოან ლაპორტამ გადაწყვეტილება “ბილბაოს” ხელმძღვანელების თვალწინ იზეიმა. უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო, რადგან ოლმოს დარჩენილი სეზონის განმავლობაში უთამაშებლობა ემუქრებოდა და თავისუფლად შეეძლო წასვლა, “ბარსა” 60 მილიონის ზარალში მიდიოდა, მაგრამ ფეხბურთელის კეთილსინდისიერებისა და მთავრობის წყალობით “ბარსა” გადარჩა.
ესპანეთის უმაღლესი სპორტული საბჭოსა (Consejo Superior de Deportes) და მთავრობის გადაწყვეტილებით ოლმო რეგისტრირებულია კონტრაქტის სრული ვადით, ესე იგი, 2030 წლამდე. ბოლო წლებში „ბარსელონას“ სხვა ფეხბურთელებსაც ჰქონდათ მსგავსი პუნქტი კონტრაქტებში. მათ შორის იყო ილქაი გიუნდოგანი და არის ჟიულ კუნდე. ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა სამშაბათს განაცხადა, რომ „ბარსა“ კვლავ არ იცავს ხარჯვის წესებს. ახალი ფეხბურთელი, ჟოან გარსია, ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული.
ნიკოს საგა
ივნისის დასაწყისში “ბარსამ” “ლივერპულს” მიმართა დიაშის ტრანსფერზე და უარი მიიღო. ამ ამბავმა უილიამსის წარმომადგენლებს უბიძგა აქტიურობისკენ და “ბარსას” ჰკითხეს მზად იყვნენ თუ არა ნიკოს გადასაბირებლად. “ბარსელონაში” შეთანხმდნენ, რომ ნიკო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის პრიორიტეტი გამხდარიყო, რადგან მისი ინიციატივით შედგა კონტაქტი, აქცენტიც მასზე გაკეთდა. თუმცა, ლაპორტა მასთან მიბრუნების წინააღმდეგი იყო, რადგან გასული წლის მოლაპარაკებების დროს მიიჩნევდა, რომ ფეხბურთელმა საკმარისად არ იაქტიურა.
13 ივნისს “ბარსა” ნიკოს აგენტს შეხვდა, მისგან მოისმინეს, რომ ფეხბურთელს “ბარსელონაში” თამაში სურს. ათი დღის შემდეგ დეკუმ La Vanguardia-ს განუცხადა, რომ უილიამსის ტრანსფერს ზაფხულში დახურავდნენ. 23 ივნისს უილიამსმა “ბილბაოს” აცნობა, რომ “ბარსელონაში” გადადის, საპასუხოდ “ბილბაომ” განცხადება გამოაქვეყნა 26 ივნისს, ჩიოდნენ “ბარსელონას” მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, ნიკო ჯერ კიდევ მათი ფეხბურთელი იყო. მერე კი კულმინაციის ჯერიც მოვიდა, “ბილბაოს” პრეზიდენტი ჟონ ურიარტე ტებასისგან ითხოვს “ბარსას” სახელფასო ლიმიტის შემოწმებას, მთელმა ესპანეთმა იცის რაშიც არის საქმე, ყველამ იცის რას იტყვის ტებასი, ასე კიდევ ფეხბურთელზე ზეწოლა იზრდება, წნეხში აქცევენ და შიშიც ჩნდება, რომ მისი დარეგისტრირება ვერ მოხერხდება.
“ატლეტიკი” მადლობას უხდის ლა ლიგას გუშინდელი შეხვედრისა და სიცხადისათვის”, – გამოაქვეყნა კლუბმა განცხადება ტებასთან შეხვედრის შემდეგ.
კვირის ბოლოს ლაპორტას პასუხმაც არ დააყოვნა – “დიდი პატივისცემით, მიხედეთ თქვენს საქმეს, და ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეში”.
ამ გადაძახილებში უილიამსთან მოლაპარაკებები გაგრძელდა.
“ბარსა” მზად იყო 58 მილიონის გადასახდელად, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, (მიმდინარე წლის ფინანსური ანგარიშის წელი 30 ივნისს ამოიწურა). ამიტომ ანგარიშსწორება ივლისის დასაწყისიდან იქნებოდა შესაძლებელი. საბოლოოდ, მოლაპარაკებები ერთი პუნქტის გამო ჩაიშალა. ნიკოს აგენტები ირწმუნებოდნენ, რომ მათი კლიენტით “არსენალი”, “ბაიერნი” და “ატლეტიკო” ინტერესდებოდნენ და პრობლემის გარეშე გაჩარხავდნენ ამ ტრანსფერს, მაგრამ როგორც ჩანს, ის შეთავაზებებიც არ მოეწონათ.
დეკუ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ერთი მხრივ თხოვდნენ იმ პუნქტის ჩადებას, რომელიც კლუბს, შესაძლოა, 60 მილიონის დაკარგვად დაჯდომოდა, მას ხომ უკვე აქვს ოლმოს ტრანსფერის გამოცდილება, როცა მთელმა კლუბმა ბეწვის ხიდზე იარა და მსგავსი სიტუაციის განმეორება აღარ სურდა. მეორე მხრივ, ლაპორტას პატივმოყვარეობასთანაც გვაქვს საქმე, მას მიაჩნია, რომ გასული ზაფხულის შემდეგ, როცა უილიამსმა იმედები გაუცრუა, ეს პუნქტი აბსოლუტურად ზედმეტი იქნებოდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, “ბარსას” ხელმძღვანელები ოთხშაბათ საღამოსაც კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უილიამსის ტრანსფერი შედგებოდა, მაგრამ შეცდნენ. ხუთშაბათ საღამოს ნიკო კლიპში გადაიღეს, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ საუბრობს, პარასკევს კი ამის შესახებ ყველამ გაიგო.
ეს შოკი იყო. ნიკოსთვის უკვე ნომერს არჩევდნენ, მან კი კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ახალი კონტრაქტით ნიკო “ბილბაოს” ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება, “ბილბაოს” შეუძლია იმაზე მეტი გადაუხადოს, ვიდრე “ბარსელონა” სთავაზობდა, რადგან, ბასკეთს ხელფასის დაბეგვრის თავისი წესები აქვს და გაცილებით ნაკლები იბეგრება, ვიდრე ბარსელონაში. ლაპორტას მმართველობის პერიოდში “ბარსას” ყოფილმა ფინანსთა ვიცე-პრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ, ამის შესახებ გასულ კვირას ადგილობრივ რადიო RAC1-თან ინტერვიუში ისაუბრა: „მათი საგადასახადო წესებით, კატალონიის საგადასახადო წესებთან შედარებით, ნიკო უილიამსი „ბარსელონასთვის“ 40 პროცენტით უფრო ძვირი იქნებოდა”, – თქვა რომეუმ.
ახლა რა ხდება
უილიამსი დაივიწყეთ, “კამპ ნოუ”, რომელიც ნაწილობრივ იქნება შევსებული სარემონტო სამუშაოების გამო, მას სტვენით შეხვდება. “ბარსა” დიაშსა და რაშფორდს მიუბრუნდება. აი, ისაკის ხელში ჩაგდება გაცილებით რთული იქნება და ამჟამად არც განიხილება.
რაშფორდი გაცილებით მარტივად ხელში ჩასაგდებია, ვიდრე დიაში. “მანჩესტერს” ინგლისელის გაყიდვა სურს, თავის მხრივ, რაფორდს ინგლისის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ჰოდა, ვნახოთ რა იქნება.
ნიკოს რა ელის? რა ვიცი.. ისეთივე შეცდომა დაუშვა დარჩენით, როგორც ნეიმარმა წასვლით. იქნება ასე მუნიაინივით, ან, ეჩებერიასავით.
Ronal10Dinho,
დიასი ხდება 29 წლის რაც ვინგერისთვის არის დიდი ასაკი და სულ რაღაც 2 წელიწადში სისწრაფე მოაკლებდა, რაც ნიშნავს იმას რომ სულ რაღაც 3 წელწადში კიდევ უნდა ვეძებოთ ვინგერი. ამას დავუმატოთ ის, რომ ღირს ძვირი -თუნდაც ახალგაზრდა ბრძანდებოდეს 80 მილიონი ეგ ტიპი არ ღირს; ხოდა მაგაში 80 მილიონის გადახდა ნიშნავს იმას,რომ ისევ ფინანსური პრობლემები გვექნება და ისევ ვერ დავარეგისტრირებთ ხალხს.
აღარ ღირს ამ კაცზე საუბარი გააკეთა მისი არჩევანი და ვსო. მე მწამს ბარსასი და მჯერა მისი შედეგების.
ადამიანია, პროფესიონალია, მისი ინტერესი აქვს და ასე ვერ "წამოასხამ";
არც ისაა სწორი, რომ "ჩვენ ბარსა ვართ და უარი როგორ გვითხარი ბიჭო"; ეს რეალის ქცევას უფრო ჰგავს;
კონკურენცია კიდევ უმთავრესია, ნიკო შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ახალგაზრდებიდან აქცენტი უნდა გააკეთო არანაკლებ ნიჭიერზე და ხელი შეუწყო…
ამისთვის კი ლა მასია არსებობს, და კიდევ, უნდა მიიხედ-მოიხედო გვერდით
აქ მარტო უარის თქმაზე არაა საქმე. აქ არის ქცევაზე და კულტურაზე. ბარსას დონის კლუბთან რო აწარმოებ მოლაპარაკებებს და პირადი კონტრაქტი შეთანხმებული გაქ, ტვიტერიდან არ უნდა იგებდნენ შენ რო ბილბაოსთან მოაწერე ხელი. მაგის აგენტის დამსახურებაა 90% რო ეგ მანდ დარჩა. უდიდესი საკომისიო აიღო მაგ კონტრაქტიდან და ბილბაოს ფეხბურთელების 90% მაგასთან თანამშრომლობენ და რა თქმა უნდა ერჩივნა ბილბაოს საქმე გაეკეთებინა და არა ბარსასი.
ლუის დიასს და რაშფორდს იჯაროთ ალბათ
ანუ ცივად და ზედმეტი ემოციის გარეშე რომ შევხედოთ, ვერ შეთანხმდნენ და მორჩა;
ადამიანია, პროფესიონალია, მისი ინტერესი აქვს და ასე ვერ "წამოასხამ";
არც ისაა სწორი, რომ "ჩვენ ბარსა ვართ და უარი როგორ გვითხარი ბიჭო"; ეს რეალის ქცევას უფრო ჰგავს;
კონკურენცია კიდევ უმთავრესია, ნიკო შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ახალგაზრდებიდან აქცენტი უნდა გააკეთო არანაკლებ ნიჭიერზე და ხელი შეუწყო…
ამისთვის კი ლა მასია არსებობს, და კიდევ, უნდა მიიხედ-მოიხედო გვერდით
ილდიზზეც წავიკითხე სადღაც
ილდიზი არამგონია მოგვცენ თორე კაიშენ
რაშფორდი თუ ფლიკმა მოხოდა ნიკოს აჯობებს ბევრად, თან რაფინიას არ მოუწევს ცენტრში გადასვლა, იდგება მარცხნივ თავისთვის და სკამიდან რაშფორდი შეცვლის ხოლმე. თუ მოაბეს მაგის ყიდვას თავი.
ყველას აზრს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით პატივი უნდა ვცეთ ( ჩვენ გულშემატკივრებმა ჩვენივე აზრებს ) მე მაგალითად როგორც გინდა ისე გამიგეთ მაგრამ სულაც არ მინდოდა ეს შიბაკი ბარსაში. დარჩეს ეხლა ბილბაოში და ითვალოს რამდენ ტიტულს მოვიგებთ და რა სანახაობას ჩავატარებთ. ითვალოს სხვა გრანდების ტიტულებიც და მისი ძმის კვალს გაყვეს და გამწარდეს უტიტულობით.
აქ ბევრს რაშფორდიც არ უნდა და არც ლუის დიაზი. მოდი გავიხსენოთ პაულინიო,მაგაზეც დიდი იმედებს არც ქართველი და არც უცხოელი გულშემატკივრები არ ამყარებდნენ. მაგრამ,ყველამ დავინახეთ რომ დაბალი დონის ფეხბურთელმა გაამართლა ასეა თუ ისეა. რაც გაიტანა და ითამაშა მაგ მოკლე პერიოდში არ იყო ცუდი 🙂 თან მსოფლიოს საკლუბოზეც შეაგდო გოლები. მე მაგალითად რაშფორდის მეიმედება და ჩემი ოცნებაა კიდევ კლუბში დააბრუნონ ჟოაო კანსელო.
ყველაზე მეტად აუბაზე მწყდება გული,ეგ გაუშვეს და მემფისი დაიტოვს. 🙁
ნუ მისტირიხართ ამ შლანგს და იმედია ამ გველზე ბოლო სტატია იქნება ბარსამანიაზე.
და 20-25 მილიონი დავუმატოთ
ილზიდი ლეაოდან რომელიმე მშვენიერი ვარიანტია
არაუხოს ხოუნდოდა იუვეს და გაგვიცვალონ ილდიზში :დ
კაი ბარსამ თუ ვერ მიცა გარანტია ბაიერნი ვერ მისცემდა ვითომ? პროსტა უტვინო ზანგი სლეა მეტი არაფერი,იყოს მაგ ბილბაოში და ექნება ბოლოს კოპა დელ რეის თასები ეგეც 2-3
რაშფორდზე კარგი ვარიანტი ამ ეტაპზე არ არის, ოღონდ იჯარით, თორემ ფულის გადახდა არ ღირს.
უნივერსალია, სწრაფია,პასი აქვს, ტექნიკაც და 28 წლის ხდება რაც დიდი ასაკი არაა და მინიმუმ 4 წელი ითამაშებს მაღალ დონეზე თუ აქ ხელმეორედ დაიბადა.
მანჩესტერში იამალიც ყვერი იქნება.
თავად გუნდშია პრობლემა.
მაგრამ დეკო ახლა გადააკვდება იმ დიას, რომელიც 29წლის არის და სულ რომ 22 წლის იყოს- მაქსიმუმ 55 მილიონი ღირს.
ამ უტვინო ზანგის მაქსიმუმი იქნება კოპა დელ რეი, ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ. ბოლოს მიაწერენ, დაიბადა და მოკვდა ბილბაოში.
შეეშვით რა ნუღა იწერებით ამ ნაბიჭვარზე ნურაფერს ნუ აღიზიანებთ რა ხალხს არ უნდა ნუ უნდა და ვსოო
ილდიზზეც წავიკითხე სადღაც
მაგას ვინ მოგვცემს თორემ პირადად ჩემთვის N1 ტალანტია ევროპელებში შემტევი ნახევარმცველიდან დაწყებული ნებისმიერ პოზიციას ფარავს შეტევაში ნიჭთან ერთად ძალიან გონიერი ბიჭია მაგრამ ესენი არავის მომყვანები არ არიან მაქსიმუმ რაშფორდი ჩვენ გაჭირვებულ მდგომარეობაში სადაც დებილი დეკუ გვყავს სპორტული დირექტორი ეგეც საქმეა ოღონდ თუ შეძლო ეგეც
ძაან მომწონს ილდიზი და ნიკოს ასჯერ მირჩევნია მაგრამ 80 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის იუვე და ეგეც ნაკლებად სავარაუდოა
ჰო მეც არ მგონია ეგრე ადვილად დათმოს იუვენტუსმა
ილდიზზეც წავიკითხე სადღაც
მაგას ვინ მოგვცემს თორემ პირადად ჩემთვის N1 ტალანტია ევროპელებში შემტევი ნახევარმცველიდან დაწყებული ნებისმიერ პოზიციას ფარავს შეტევაში ნიჭთან ერთად ძალიან გონიერი ბიჭია მაგრამ ესენი არავის მომყვანები არ არიან მაქსიმუმ რაშფორდი ჩვენ გაჭირვებულ მდგომარეობაში სადაც დებილი დეკუ გვყავს სპორტული დირექტორი ეგეც საქმეა ოღონდ თუ შეძლო ეგეც
ძაან მომწონს ილდიზი და ნიკოს ასჯერ მირჩევნია მაგრამ 80 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის იუვე და ეგეც ნაკლებად სავარაუდოა
ილდიზზეც წავიკითხე სადღაც
მაგას ვინ მოგვცემს თორემ პირადად ჩემთვის N1 ტალანტია ევროპელებში შემტევი ნახევარმცველიდან დაწყებული ნებისმიერ პოზიციას ფარავს შეტევაში ნიჭთან ერთად ძალიან გონიერი ბიჭია მაგრამ ესენი არავის მომყვანები არ არიან მაქსიმუმ რაშფორდი ჩვენ გაჭირვებულ მდგომარეობაში სადაც დებილი დეკუ გვყავს სპორტული დირექტორი ეგეც საქმეა ოღონდ თუ შეძლო ეგეც
100 მილიონი გახდა ამის გამოსასყიდი. ვის რა ჩემ საოხრედ უნდა ნიკო უილიამსი 100 მილიონად.
ილდიზზეც წავიკითხე სადღაც