ნიკო უილიამსის „ბარსელონაში“ გადასვლა ჩაიშალა, მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, ნიკოს სურდა კონტრაქტში გაუქმების პუნქტი ჩაედოთ, რაც საშუალებას მისცემდა თავისუფალი აგენტის სტატუსით წასულიყო, იმ შემთხვევაში თუ “ბარსა” მას ვერ დაარეგისტრირებდა, ამ პირობაზე კი უარი მიიღო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობდა, მაგრამ როდესაც ნიკოს მხარემ პირობები წარადგინა დეკუსგან უარი მიიღეს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან, იგივე პუნქტი, მაგალითად დანი ოლმოს კონტრაქტშიც იდო.
ასევე, უილიამსის წარმომადგენლებს სურდათ, რომ ნიკო აგვისტოს თვეში უკვე დაერიგისტრირებინათ, რათა სრულიად მზადყოფნაში შეხვედროდა ჩემპიონატს, მაგრამ, ვერც ამის გარანტია მიიღეს. საგა დასრულდა. ნიკო ჯერ მოღალატედ შერაცხეს “ბილბაოს” ქომაგებმა, ახლა გმირია, ერთგულების სიმბოლო. “ბარსას” კი წარმატებულმა სეზონმა ვერ უშველა, კლუბს ისევ პრობლემები აქვს.
უილიამსის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მისი მეგობრებისთვის, “ბარსელონაში” ელოდნენ და ამის ნაცვლად კლიპი ნახეს, სადაც გაცხადდა, რომ ნიკო “ბილბაოში” რჩება. თანაც, ათწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გაიზარდა გამოსასყიდი თანხაც. ახლა “ბარსასთვის” შეუძლებელია მისი შეძენა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო “ბარსელონას” ხელმძღვანელებისთვისაც, ისინი ჯერ კიდევ აპირებდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებას, მაგრამ..
ტებასი და სახელფასო ლიმიტი
“ბარსა” უილიამსით პირველად გასულ ზაფხულს დაინტერესდა და “ბილბაოც” ამ დროს გაღიზიანდა, ისინი ხომ ყველაზე რთულად ეგუებიან ვარსკვლავების გაშვებას, რადგან, თავისივე თავს ზღუდავენ სატრანსფერო ბაზარზე და აბა შემცვლელის პოვნა ასე მარტივი როგორ იქნება. კონტრაქტის მიხედვით ნიკოს გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევრო იყო, რაც მის განვითარებასთან ერთად მარტივად გადასახდელი თანხა გახდა. უილიამსი “ბილბაოში” დარჩა, “ბარსამ” კი დანი ოლმო შეიძინა, მაგრამ ოლმოს კონტრაქტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა “ბილბაოს” დამატებითი ბერკეტი მისცა.
გასულ სეზონში “ბარსამ” წესებში არსებული ხარვეზი გამოიყენა და ოლმო დაარეგისტრირა. ხარვეზებისა და ხვრელების აღმოჩენას კი ტრადიციულად მათი ამოვსება და გამოსწორება მოჰყვება ხოლმე. რამდენჯერაც ხარვეზს აღმოაჩენ, იმდენჯერ გაასწორებენ კანონმდებლები. “ბარსას” ოლმოს დარეგისტრირება არ შეეძლო, რადგან გაცემული ხელფასები ლა ლიგის ლიმიტს არღვევდა, ესე იგი, შემოსავალს აღემატებოდა. გამოყენებული რეგულაცია კი ტრავმირებულ ფეხბურთელებს შეეხებოდათ, “ბარსას” შეეძლო ტრავმირებულებისთვის შეეწყვიტა რეგისტრაცია, რის ხარჯზეც შეძენილი ფეხბურთელი დაარეგისტრირეს. ეს დროებითი გამოსავალია. ოლმოს შემთხვევაში კრისტენსენის ტრავმა გამოიყენეს.
რეგულაციამ იანვრამდე იმუშავა, მერე კრისტენსენი დაბრუნდა და ოლმოს კვლავ გაუუქმეს რეგისტრაცია. შემდეგ კი უპრეცედენტო რამ მოხდა, “ბარსელონამ” მთავრობის ჩარევის შედეგად შეძლო ოლმოს ხელმეორედ დარეგისტრირება. აქ კი ერთი მნიშვნელოვანი სურათია აღსანიშნი, 8 იანვარს, როდესაც გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს “ბარსა” საუდის არაბეთში “ბილბაოს” ხვდებოდა ესპანეთის სუპერ თასზე, ჟოან ლაპორტამ გადაწყვეტილება “ბილბაოს” ხელმძღვანელების თვალწინ იზეიმა. უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო, რადგან ოლმოს დარჩენილი სეზონის განმავლობაში უთამაშებლობა ემუქრებოდა და თავისუფლად შეეძლო წასვლა, “ბარსა” 60 მილიონის ზარალში მიდიოდა, მაგრამ ფეხბურთელის კეთილსინდისიერებისა და მთავრობის წყალობით “ბარსა” გადარჩა.
ესპანეთის უმაღლესი სპორტული საბჭოსა (Consejo Superior de Deportes) და მთავრობის გადაწყვეტილებით ოლმო რეგისტრირებულია კონტრაქტის სრული ვადით, ესე იგი, 2030 წლამდე. ბოლო წლებში „ბარსელონას“ სხვა ფეხბურთელებსაც ჰქონდათ მსგავსი პუნქტი კონტრაქტებში. მათ შორის იყო ილქაი გიუნდოგანი და არის ჟიულ კუნდე. ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა სამშაბათს განაცხადა, რომ „ბარსა“ კვლავ არ იცავს ხარჯვის წესებს. ახალი ფეხბურთელი, ჟოან გარსია, ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული.
ნიკოს საგა
ივნისის დასაწყისში “ბარსამ” “ლივერპულს” მიმართა დიაშის ტრანსფერზე და უარი მიიღო. ამ ამბავმა უილიამსის წარმომადგენლებს უბიძგა აქტიურობისკენ და “ბარსას” ჰკითხეს მზად იყვნენ თუ არა ნიკოს გადასაბირებლად. “ბარსელონაში” შეთანხმდნენ, რომ ნიკო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის პრიორიტეტი გამხდარიყო, რადგან მისი ინიციატივით შედგა კონტაქტი, აქცენტიც მასზე გაკეთდა. თუმცა, ლაპორტა მასთან მიბრუნების წინააღმდეგი იყო, რადგან გასული წლის მოლაპარაკებების დროს მიიჩნევდა, რომ ფეხბურთელმა საკმარისად არ იაქტიურა.
13 ივნისს “ბარსა” ნიკოს აგენტს შეხვდა, მისგან მოისმინეს, რომ ფეხბურთელს “ბარსელონაში” თამაში სურს. ათი დღის შემდეგ დეკუმ La Vanguardia-ს განუცხადა, რომ უილიამსის ტრანსფერს ზაფხულში დახურავდნენ. 23 ივნისს უილიამსმა “ბილბაოს” აცნობა, რომ “ბარსელონაში” გადადის, საპასუხოდ “ბილბაომ” განცხადება გამოაქვეყნა 26 ივნისს, ჩიოდნენ “ბარსელონას” მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, ნიკო ჯერ კიდევ მათი ფეხბურთელი იყო. მერე კი კულმინაციის ჯერიც მოვიდა, “ბილბაოს” პრეზიდენტი ჟონ ურიარტე ტებასისგან ითხოვს “ბარსას” სახელფასო ლიმიტის შემოწმებას, მთელმა ესპანეთმა იცის რაშიც არის საქმე, ყველამ იცის რას იტყვის ტებასი, ასე კიდევ ფეხბურთელზე ზეწოლა იზრდება, წნეხში აქცევენ და შიშიც ჩნდება, რომ მისი დარეგისტრირება ვერ მოხერხდება.
“ატლეტიკი” მადლობას უხდის ლა ლიგას გუშინდელი შეხვედრისა და სიცხადისათვის”, – გამოაქვეყნა კლუბმა განცხადება ტებასთან შეხვედრის შემდეგ.
კვირის ბოლოს ლაპორტას პასუხმაც არ დააყოვნა – “დიდი პატივისცემით, მიხედეთ თქვენს საქმეს, და ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეში”.
ამ გადაძახილებში უილიამსთან მოლაპარაკებები გაგრძელდა.
“ბარსა” მზად იყო 58 მილიონის გადასახდელად, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, (მიმდინარე წლის ფინანსური ანგარიშის წელი 30 ივნისს ამოიწურა). ამიტომ ანგარიშსწორება ივლისის დასაწყისიდან იქნებოდა შესაძლებელი. საბოლოოდ, მოლაპარაკებები ერთი პუნქტის გამო ჩაიშალა. ნიკოს აგენტები ირწმუნებოდნენ, რომ მათი კლიენტით “არსენალი”, “ბაიერნი” და “ატლეტიკო” ინტერესდებოდნენ და პრობლემის გარეშე გაჩარხავდნენ ამ ტრანსფერს, მაგრამ როგორც ჩანს, ის შეთავაზებებიც არ მოეწონათ.
დეკუ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ერთი მხრივ თხოვდნენ იმ პუნქტის ჩადებას, რომელიც კლუბს, შესაძლოა, 60 მილიონის დაკარგვად დაჯდომოდა, მას ხომ უკვე აქვს ოლმოს ტრანსფერის გამოცდილება, როცა მთელმა კლუბმა ბეწვის ხიდზე იარა და მსგავსი სიტუაციის განმეორება აღარ სურდა. მეორე მხრივ, ლაპორტას პატივმოყვარეობასთანაც გვაქვს საქმე, მას მიაჩნია, რომ გასული ზაფხულის შემდეგ, როცა უილიამსმა იმედები გაუცრუა, ეს პუნქტი აბსოლუტურად ზედმეტი იქნებოდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, “ბარსას” ხელმძღვანელები ოთხშაბათ საღამოსაც კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უილიამსის ტრანსფერი შედგებოდა, მაგრამ შეცდნენ. ხუთშაბათ საღამოს ნიკო კლიპში გადაიღეს, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ საუბრობს, პარასკევს კი ამის შესახებ ყველამ გაიგო.
ეს შოკი იყო. ნიკოსთვის უკვე ნომერს არჩევდნენ, მან კი კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ახალი კონტრაქტით ნიკო “ბილბაოს” ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება, “ბილბაოს” შეუძლია იმაზე მეტი გადაუხადოს, ვიდრე “ბარსელონა” სთავაზობდა, რადგან, ბასკეთს ხელფასის დაბეგვრის თავისი წესები აქვს და გაცილებით ნაკლები იბეგრება, ვიდრე ბარსელონაში. ლაპორტას მმართველობის პერიოდში “ბარსას” ყოფილმა ფინანსთა ვიცე-პრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ, ამის შესახებ გასულ კვირას ადგილობრივ რადიო RAC1-თან ინტერვიუში ისაუბრა: „მათი საგადასახადო წესებით, კატალონიის საგადასახადო წესებთან შედარებით, ნიკო უილიამსი „ბარსელონასთვის“ 40 პროცენტით უფრო ძვირი იქნებოდა”, – თქვა რომეუმ.
ახლა რა ხდება
უილიამსი დაივიწყეთ, “კამპ ნოუ”, რომელიც ნაწილობრივ იქნება შევსებული სარემონტო სამუშაოების გამო, მას სტვენით შეხვდება. “ბარსა” დიაშსა და რაშფორდს მიუბრუნდება. აი, ისაკის ხელში ჩაგდება გაცილებით რთული იქნება და ამჟამად არც განიხილება.
რაშფორდი გაცილებით მარტივად ხელში ჩასაგდებია, ვიდრე დიაში. “მანჩესტერს” ინგლისელის გაყიდვა სურს, თავის მხრივ, რაფორდს ინგლისის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ჰოდა, ვნახოთ რა იქნება.
ნიკოს რა ელის? რა ვიცი.. ისეთივე შეცდომა დაუშვა დარჩენით, როგორც ნეიმარმა წასვლით. იქნება ასე მუნიაინივით, ან, ეჩებერიასავით.
დიდხანს უნდა იგლოვოთ ახლა ეს ღლე ზანგი? დადეთ სიახლეები. რაშფორდი მოიყვანონ, იაფიცაა ნიჭიერიც ვინგერიც და ფორვარდიც, თუ მოხოდა ფლიკმმა მერე ორი ნიკო დაასკდეს ზედ 😀 სარაგოსაც კაი ტიპია მაგრამ მაინც რაშფორდი რა. დიას თუ მოგვცემს ლივერპული ფასდაკლებით ვაფშე მაგარი
ლუკმანს რო მიაწვნენ ისევ რააზრის ხართ? იჯარით რაშფორდიც თუ მოიყვანეს მგონი არიქნება ურიგო
თავისი სტრანნოსტები რო წნდა ნოკოს თავიდანვე აშკარა იყო, პრობლემებსაც შექმნიდა დიდივალბათობით. კი მინდოდა მაგრამ არ უნდა ნუ უნდა რა. ვინმე უკეთესი გამოჩნდება
არ უნდა და ნუ უნდა, არ გამიხდა ეგეც მეორე მესი. მაგას მუნიაინის ბედი ელის 16 წლის რო ძირითადში მოხვდა და არსად აღარ გაუშვეს. მერე სამუდამო კონტრაქტი გაუფორმეს და როგორც კი ტრამვიანობა დაეწყო 32 წლისა მოისროლეს სადღაც არგენტინაში. ეხლა იქიდანაც წამოვიდა მგონი არაბეთში უნდა წასვლა.
რაშფორდმა პესეჟესთან მაგრად ითამაშა მომეწონა და მოიყვანონ იჯარით იქნებ გაამართლოს.
რაშფორდი ყველაზე კაი ვარიანტია ამ წუთას და უნდა გაიწიონ მაგაზე, მანჩესტერმა რამდენიც არუნდა იფაფხუროს თუარ უნდა დაბრუნება რაშფორდს იჯარაზეც კარგად გაუშვებენ და რო რამე იყოს 30 მილიონდაც გაყიდიან, დაითრიონ ეგ და შეეშვან შეტევას, ფორვარდიცაა და ვინგერიც, გამოიყენებს ფლიკი მაგას მაგრად და შეიძლება პრაიმშიც შევიდეს. ამის მერე კანსელუ დაიბრუნონ და აღარაფერია შესაცვლელი გასაშვებების გარდა.
რაშფორდი და დუმფრისი დაითრიეთ და ნიკო ეგდოს ბილბაოში და თვალოს ბარსას ტიტულები
რაშფორდი მოიყვანონ და მცველიც ჯობია
ბილბაომ მაგარი ქნა :დ
ბარსაში გაყიდვას ბავარიაში მირჩევნიაო რომ გაიძახოდნენ.
პირდაპირი კონკურენტი რომ იყოს ბარსა ბილბაოს – კი ბატონო ლოგიკური იქნებოდა მათი საქციელი, მაგრამ ტიპებმა ბოლოს რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლეს, ინტერნეტი არ არსებობდა იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა არსებობს :დ
ანუ პირდაპირი კონკურენტი არაა ბილბაო ბარსას და კიდე დიდი ხანი არ იქნება )))
ისტორიულად კიდე ხშირად გვერდში უდგებოდნენ ერთმანეთს ))) ბასკები ყოველთვის იყვნენ აგრესიულები დანარჩენი ესპანეთის მიმართ და დამოუკიდებლობა სურდათ- ტერორისტული ორგანიზაციაც ჰყავდათ და კატალონიელებთან ოღონდ ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ))) ანუ სოლიდარობას უცხადებდნენ ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელების და ბასკების საკითხი ერთი და იგვე არაა :დ
ხო, ისე აქ ვიღაცას ეწერა კატალონიაზე და აფხაზეთს და ოსეთს შეადარა :დ
თვალებიდან სისხლი წამომივიდა ეგ რომ წავიკითხე )))
ჯერ რა ოსეთი ?! ქართველმა კაცმა თუნდაც ბავშვი იყოს იმდენი უნდა იცოდეს, რომ არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა და ისტორიულად ეგ იყო საქართველოს კერძოდ ქართლის მხარე )))
და ასევე არანაირი კატალონიის დაპყრობა ესპანეთის მიერ არ მომხდარა )))
კატალონიის თემის ქართული ანალოგი ოღონდ თითქმის არის აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება ბაგრატის ტახტის ქვეშ.
შეიძლება აგენტს ცოტა ხვდებოდა პროცენტი და მაგიტომ გაიგიჟა თავი. აბა რა დონის ხიხო უნდა იყო რო ბილბაოში დარჩე. იასნია რო 10 წელი მანდ არ დარჩება და დიდი ალბათობით გაისად წაიყვანს ვინმე, მაგრამ სად ბარსაში რო მიდიხარ ძმაკაცებთან და სად სადმე უცხო კლუბში 🤨
ნეტა თვითონ თუ ხვდება რა *ლეობაც ქნა. 10 წლიანი კონტრაქტი და გამოსასყიდი იმხელა,რომ არაბული კლუბების გარდა აღარვის მოუნდება ამის დათრევა. ჩამწნილდი ბილბაოში.
ეზე არ იქნებოდა ცუდი ჩემი აზრით, უნდა დაეჩალიჩონ კრისტალი პალასს
ოლისეზე ნაკლები არაფრით არაა, უკეთესი თუ არა. ახლაგაზრდაა თან, მოტყუებაც იცის და დარტყმაც.
შეეშვით ნიკოზე სიახლეების დადებას,აწი ვის რაში ადარდებს,ჩვენი ჩვენი გასაჭირი გვაქ,ხალხი გვჭირდება და დაცვაში 1 მაღალი მცველი მაინც,მეორე სართულზე ყველა რო გვჯობნის
შეგიძლიათ ამ ზანგის ყ,ეზე აღარ დადოთ ინფო ?
მაგრად მინდა ახლა დაითრიონ რეშფორდი და ბილბაოსთან მატჩში ზუსტად რეშფორდმა შეუსრულოს ჰეთთრიკი მაგ ყ,ეებს
Imedia mainc viyidit nikos
3 ტიტული დაიდო მაგის გარეშე და ლიგაზე მარჩინიაკი და ის გორილა რომ არა ფინალში იყო გუნდი;
რაფინიას მეტი პატივისცემა ეკუთვნის და მაგ პოზიციაზე როტაციისათვის ვთქვი, ვინც უნდა მოეყვანად;
20 დაუჯდებოდათ და არც რაშფირდისნაირი გაურკვეველი პოზიციისა ჩანს;
და კიდვე ლა მასელი ბიჭები; ბვილბაოს უკეთესი აკადემია აქვს? არა რა თქმა უნდა, ამიტომ შესაძლოა უკეთსიც იყს ამგისი ვერმოყვანა
აბა ძმა. ეგ მაკლევებს რომ დეკოს ზარმაცობაზე და პასუხისმგებლობაზე არავინ არაფერს ამბობს. ალემანი ერთ კვირაში დახურავდა შტეგენის, დეიონგის და ტორეს ქეისებს. ამხელა სტატიაა და დეკოს ერთი ადგილის განძრევა და მუშაობო რონ არ შეუძლია და არც იცის მაგაზე არაფერია ნათქვამი😧
ლაპორტა ყველაზე კარგი ამ წელს ის იქნება თუ დეკუს გაუშვებ და მატეუ ალემანის დააბრუნებ ეგ იქნებოდა წლის ტრანსფერი როგორც ფლიკის შემთხვევაში მოხდა !
აქ ორი გარემოება იკვეთება!!პირველი ის რომ დეკო სლეა!!!!და ბევრჯერ დაგვღუპავს!!!!მეორე ის რომ ნიკო და პირველრიგში მისი აგენტი ორმაგად სლეები არიან!!!!!რა გარანტიებს ითხოვ შე ჩემისა ბარსაში გადადიხარ,გადადი და იქნება ყველაფერი რააა,დეკემბრამდე თუ არა მერე ხო დაარეგისტრირებდა,მარა ვიღაც <<ცენზურის დარღვევა>> აგენტი ყავს და თვითონაც დებილი ტუგადონია,,ისე კი ეტყობა სიფათზეც რო ვერაა დალაგებული
ცოცარი ზანგია, ასეთი ღლეების ადგილი არაა ბარსაში. რაშფორდი მოხოდონ და 10 ნიკოს აჯობებს
ნიკოს საგა კვლავ გაგრძელდება მომდევნო წლებში გაუთავებლად და მაინც ბოლოს ისევ დარჩება