გამახსენდა ამ საუკუნის დასაწყისში გამართული ტოტენჰემი – მანჩესტერი, მატჩი თეთრი გულების საგრაფოში გაიმართა, ლონდონელებმა პირველ ტაიმში სამი გოლი შეაგდეს, მეორე ტაიმში კიდევ ფერგის ბიჭები გამოვარდნენ და 5:3 მოიგეს. მატჩის მერე მამლების მწვრთნელმა გლენ ჰადლმა თქვა მესამე არ უნდა შეგვეგდო, შეცდომა დავუშვით, ამით გავაბრაზეთ და დავისაჯეთო.
“ბარსა” სამზე არა, ორზე ბრაზდება. 1:0-ს მშვიდად იტანს, ზომიერად, მეორე გაშვებულზე კიდევ ფეთქდება და იწყება რაღაც საოცრება. თითქოს ყველა მეტოქეს ფორას აძლევენ, აჰა, დაიწყეთ 2:0-დან და ვნახოთ მერე რა იქნებაო. ამ ფორის მიცემაში შეცდომაც მოსვლიათ, მაგრამ მატჩის მოტრიალებას ყველა შემთხვევაში ახერხებენ.
საჩემპიონო კლასიკო მოგებულია!
ზღაპრული ტაიმი
ლევი სკამზე. დაბრუნებული ბალდეც გვერდით მიუჯდა, თერთმეტეულში ის ვნახეთ, რასაც ველოდით. “მადრიდი” როგორ თამაშობს ეგეც კარგად ვიცით, “ბარსას” ამოწეული დაცვის ფონზე, რომ გაიქცეოდნენ ვინი და მბაპე აბა მაგას რა მიხვედრა უნდოდა?! თითქოს წინასწარ იცი, რომ შეაგდებენ, მაგრამ იამალის თქმისა არ იყოს, რამდენიც უნდათ შეაგდონ, ამ სეზონში “ბარსას” ვერ მოუგებენ. მეოთხედ ითამაშეს და ოთხივეჯერ “ბარსას” დარჩა გამარჯვება.
მბაპემ პენალტი შეაგდო, მეორეც მალევე მიაყოლა, თუმცა, შევამჩნიე, რომ ფეხბურთელების სიმშვიდე მეც გადმომედო, ორი ბურთით აგებ და არაფერზე ნერვიულობ, თითქოს ნორმალურია, თითქოს ასეც უნდა იყოს, უფრო გაერთობი, უფრო დიდი სანახაობა გელის წინ. სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა, თავად განსაჯეთ ეს რას ნიშნავს, ერთი ფეხის დაცდენა და ჩემპიონობა დაიკარგება, ესე იგი, ამ გიჟური სეზონის მერე იყო შანსი, რომ მხოლოდ მეორეხარისხოვანი ტიტულებით დარჩენილიყო ფლიკის “ბარსა”, გაგეფიქრებოდა ადამიანს, იმათაც გაეფიქრათ ალბათ მოედანზე და დაიწყო ისევ ეს შტორმივით შეტევები.
გარსიამ ისევ შეაგდო. საერთოდ კარგი მატჩი ჩაატარა. კუნდეს შეცვლა მარტივი არ არის, გარსიამ კიდევ შეცვალა. იამალი კუნდეს უკეთ იყენებს, ის უფრო აქტიურად გარბის შეტევაში, მაგრამ აგერ ამ კაცმაც შეყარა გოლები და კლასიკოშიც გაიტანა. ერთი გაიქვითა და მერე პატარა შედევრის ჯერიც მოვიდა. ვაჰ, ისევ ჩვიდმეტი წლის არის.. ყოველი მატჩის მერე მგონია, რომ ერთი წელი ემატება, ამ დროს ჩახედავ თარიღს და ისევ იქ არის, მატჩიდან-მატჩამდე იზრდება ისე, როგორც სხვები წლებთან ერთად. ამ დროისთვის, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესოც იყოს, ხალხი კიდევ ჯერ ქუჩაში ვერ ცნობს და ფოტოებს აღებინებს.
დაატრიალა ცაციათი, შორეულ კუთხეში, უხ, რა ლამაზი იყო, ეს ოხერი! კურტუას კარში ასეთი გოლის შეგდებას ეხუმრებით?! მაინც გახედავ სეზონის დასაწყისს და ვნახავთ რომ უდიდესი პროგრესი აქვს, ძალიან შეუწყო ხელი ევროპის ჩემპიონობამ. იპოვა თავი ვარსკვლავის სტატუსში, და რაც მთავარია, შიმშილის გრძნობა გაუჩნდა, ნახა რა მაგარია დიდი ტიტულის მოგება და ახლა უკვე ყველაფერი უნდა. მესიც ასე იყო. სულ მშიერი, სულ ნადირობის ხასიათზე.
“მადრიდი” არ ამოასუნთქეს, სანამ ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და აზრზე მოსვლას ცდილობდნენ პედრი წამოადგათ თავზე, ბურთი გააქრო და ფლანგზე გაჭრილი რაფინიას ფეხებთან გააჩინა – 3:2. მატჩი მოგებულია. ამ შოკის მერე “რეალი” ფეხზე წამომდგომი აღარ იყო, ეგეც “ინტერი” ხომ არ არის?! შეცდომებს უმატეს მადრიდელებმა, დაატყდათ თავზე ეს ქარიშხალი და ვისი წიხლი სად გარბოდა კაციშვილმა ვერ გაიგო, საწყალი ჩუამენი ეულად იბრძოდა დაცვაში, ვერც ის გაიგო წითელი რატომ არ მისცეს, ვერც ის გაიგო ის შავი კაცი ვინ იყო.. ეგ შავი კაცი კიდევ რაფინია იყო და მეოთხე გოლი შეაგდო.
სასწაული სეზონი აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო “ბარსას” ისტორიაში, რადგან რაფინია თავის თავს გადაახტა. იმაზე მაგრად ითამაშა მთელი სეზონის განმავლობაში, ვიდრე ოდესმე შეეძლო. რაღაც იპოვა თავის თავში, სულ სხვა ადამიანი, ან, იქნებ კარგა ხნის ნაპოვნი ჰყავდა, უბრალოდ ახლა აუშვა, ფლიკმა საჭირო საკვები გადაუგდო და გამოიქცა ეს აქამდე უნახავი ცხოველი.
რანაერად?
ორგვაროვანი ხალხის ნდობა არ იქნება… არც სახელოვანის.
ბუტროს-ბუტროს გალის ნდობა არ იქნებაო, ევროსაბჭოდან ჩამოსულმა ქართველებმა თქვეს თავის დროზე.
ამ კაცს ორი გვარი რად უნდაო – სერ ალექსმა თქვა ერიკ ჯემბა-ჯემბაზე.
ამ კაცს თვალები რისთვის აქვსო – დღეს ისმოდა ერნანდეს ერნანდესზე. ერთ ერნანდესს თუ აგინებ, მეორე უვნებელი დარჩებაო.
ისე მოხდა, რომ მეორე ტაიმი “მადრიდმა” მოიგო, ერთით ნული. ის ერთი მბაპემ შეაგდო და კიდევ ერთი ჰეტრიკი შეასრულა “ბარსას” კარში. ფლიკის გუნდმა კიდევ მეორეში ვერ გაიტანა, არადა, მომონტი უამრავი იყო, რაფინიას თავისუფლად შეეძლო პოკერამდე მისულიყო, ეს კიდევ წარმოუდგენელი მიღწევა იქნებოდა, “მადრიდის” კარში პოკერს მე ვერ ვიხსენებ. არქივში ალბათ მოიძებნება.
ფერან ტორესმა ზედ ერთი-ერთზე დარჩენილმა ბურთი ვერ შეიმაგრა ფეხში, მერე ალამი კი ასწიეს, მაგრამ განმეორებაზე როგორც გამოჩნდა ოფსაიდი არ იყო და თავისუფლად შეძლებდა გატანას. წაიღო ქარმა..
ორი არჩათვლილი გოლიც ვნახეთ, ერთი თამაშგარეს გამო გაუქმდა, მეორეზე კიდევ ფერმინს მოხვედრია ბურთი ხელში, მშვენიერი დრიბლინგით წაიღო და კიდევ უფრო კარგი გოლიც შეაგდო, იზეიმა დაუნანებლად, ქომაგთან ერთად, იზეიმა არა მხოლოდ გოლი, არამედ ჩემპიონობაც! მერე კიდევ გააუქმეს.
მაგრამ, ის რაც მანამდე მოხდა ესპანელი მსაჯებისთვისაც კი ზედმეტი იყო. ბურთი კარში მიდის, მცველს ხელზე ხვდება, სურდა ზურგსუკან წაღება, მაგრამ ვერ მოასწრო და მოხვდა. დაიბლოკა. პენალტია! VAR-ი ჩაერთო. ერნანდეს-ერნანდესი გაეშურა, დააკვირდა, ორივე თვალით! გამჭოლი მზერა მიანათა და ვერაფერი დაინახა.
არ არისო..
ამას შიგ ხომ არა აქვსო გაისმა VAR-ის კაბინაში. ერთხმად უპასუხა ამ რიტორიკულ კითხვას “მონჟუიკმა”. სხვათა შორის, “მადრიდის” ქომაგებმაც. ეს ის უიშვიათესი მოვლენა იყო, როცა ორი გუნდის ქომაგი შეთანხმდა – ერნანდეს-ერნანდესი ჩიტია! სულ სხვაგვარად უსტვენს შეჩვენებული.
კიდევ რა იყო? ოლეეეეეე… “კამპ ნოუს” ხმაა. ჩვენები რომ გააგორებენ, მეტოქე რომ დასდევს ელანთაგაწყვეტილი და ხალხი რომ ამით ხალისობს, ამ დროს ისმის ხოლმე – ოლეეე.. ბევრი იყო ასეთი. პედრის უყვარს ხალხი რომ ასე ყვირის და სადაც შანსი მიეცა ყველგან ასე აყვირა.
ეპილოგი
დიდებული სეზონი იყო. წერტილი ჯერ კიდევ დასასმელია, მაგრამ, ეგ უკვე ფორმალობაა. სამი ტიტული სადებიუტო სეზონში. ზღაპრული ფეხბურთი. თითქოს დაქცეული გუნდით. სეზონის წინ ხალხი ამბობდა ამათ მწვრთნელი რას უშველით, ყველა გასაყრელიაო.
უშველა. თანაც როგორ უშველა.
“ბარსა” ამ სეზონის საუკეთესო კლუბია. მსოფლიოში. “ინტერი” გაძვრა ფინალში, მაგრამ ხომ ვნახეთ რომ “ბარსა” უკეთესია? ის მცირე გამოცდილება მოაკლდათ, რაც დროსთან ერთად მოდის. ეს გუნდი ფლიკთან ერთად აუცილებლად შეწვდება ჩემპიონთა ლიგას. მანამდე “კამპ ნოუს” გაამზადებენ და თუ სეზონის დასაწყისში მზად იყო, გამპერის თასზე აუცილებლად მოიწვევენ “მაიამის”, ლიონელ მესია გასაცილებელი, სულ ახალი სტადიონიდან.
😂❤️..და ბოლოს განახლებულ ნოუ-კამპზე ფლიკს ძეგლი უნდა დაუდგან, თუ არადა ჩვენი გენიოსა ბავშვები ჰანსი ბაბუასთვის გაიფიცებიან..
პ.ს. :: ხუმრობა იქით იყოს და, არავინ იცის ამათი ბედი როგორ წარიმართებოდა, შეიძლება ლაპორტას გაეყიდა კიდეც!
პირადად ჩემი ლოცვა ეყოფა ყველას მთელი სიცოცხლე, ფლიკსაც და ბავშვებსაც!
რა მოხდება რომ 10 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ფლიკს? ბოლოს გუნდიც და ფლიკიც ერთად გავიდოდნენ "პენსიაზე", და ლაპოც..
= ეს იქნებოდა ამ ურთიერთობის ბედნიერი დასასრული!!!
ფლიკმა თვითონ თქვა 10 წელი ვერ გავჩერდებიო შვილიშვილები მყავსო და დრო მათაც უნდა დავუთმოო
რთულია არ დაგეთანხმო :DD ამათ ხელში ნეტა თვითონ ფლიკიც არ გაუსტვენდეს
😂❤️..და ბოლოს განახლებულ ნოუ-კამპზე ფლიკს ძეგლი უნდა დაუდგან, თუ არადა ჩვენი გენიოსა ბავშვები ჰანსი ბაბუასთვის გაიფიცებიან..
პ.ს. :: ხუმრობა იქით იყოს და, არავინ იცის ამათი ბედი როგორ წარიმართებოდა, შეიძლება ლაპორტას გაეყიდა კიდეც!
პირადად ჩემი ლოცვა ეყოფა ყველას მთელი სიცოცხლე, ფლიკსაც და ბავშვებსაც!
რა მოხდება რომ 10 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ფლიკს? ბოლოს გუნდიც და ფლიკიც ერთად გავიდოდნენ "პენსიაზე", და ლაპოც..
= ეს იქნებოდა ამ ურთიერთობის ბედნიერი დასასრული!!!
რა მიკვირს იცით აი ასეთი ბრძოლისუნარიანი და გაუტეხელი გუნდი რომ არაა ფინალში და არის ძაღლი იღბალა ინტერი,ჩვენ გამოვვარდით გამოუცდელობის გამო მეტი არაფერი ყოფილა,საბოლოო ჯამში ძაან კარგი სეზონი გამოვიდა სუპერ თასი,კოპა დელ რეი და ლა ლიგა მოვიგეთ მეტი რა გინდათ ლიგაზეც ნახევარფინალში გავედით და შემდეგ სეზონში ამათი გამჩერებელი არავინ იქნება
ეგ ჩვენ გვინდა,,9 იანი გვინდა სასწრაფოდ
აი მაგის ეგოღა გვაკლია გუნდში რა! გაუშვი რეალში დაჭამონ ერთმანეთი პირანიებივით
დასრულდა ფაქტობრივად სეზონი. მნიშვნელოვანი მატჩების სერია, ორ კვირაში ორი კლასიკო და ინტერთან მატჩები მიილია, სამწუხაროდ მაქსიმუმი ვერ მივიღეთ, ორი ტიტული რეალთან გამარჯვებებით გავჯიბეთ, მაგრამ მთავარი ტიტული მძიმე მარცხით დავთმეთ… ეჰ ეს გუნდი როგორ არ არის ფინალში? ჩვენს ბედს შევე*ი მე.
ეგ ჩვენ გვინდა,,9 იანი გვინდა სასწრაფოდ
Რთული ასარჩევია დღეს ოქროს ბურთს ვინ აიღებს ეგრე გამოკვდთილად მაგარი არავინაა. Ყველაზე სტაბილური და გამორჩეული პედრია მაგრამ სტატისტიკა არ აქვს დიდად კარგი იგივე შეიძლება ვთქვა იამალზე. Ლიგის ფინალი ბევრს გადაწყვეტს პესეჟემ თუ მოიგო რაც არ უნდა არ გვინდოდეს დემბელეს მისცემენ. Არაუხოს რო არ ჩაეჯვა საქმეში მთავარი სამეული რაფინია პედრი იამალი იქნებოდა, მაგრამ ახლა რთული ასარჩევია
დემბელე რამდენჯერაც არ უნდა მოხვდეს ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში ან რამდენჯერაც არ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი ერთუჯრედიანად და უცხოპლანეტელად დარჩება მთელი ცხოვრება.
კრისტენსენზე არ ვიცი რა ვთქვა, უჭკვიანესი, უკლასნესი მცველია… ნეტავ ტრავმები აღარ მიიღოს და დავტოვოტლთ საერთოდ, იქნებ ხელფასიც ცოტათი დაიკლოს
ის ნახე მბაპეს სად დაეწია?რა სიჩქარე განავითარა მაგ მომეტში და კაცი ტრამვიდან ახლა დაბრუნდა არ უნდა წავიდეს ეს კაცი უნდა დარჩეს აი არაუხო უნდა წავიდეს ძან მიყვარს მარა 2 სეზონია პირადად გამოგვაგდო
ეგ ჯილდო რომ მარტო სტატისტიკაზე არ აკეთებდეს აქცენტს იამალს და პედრის კონკურენტი არ ყავთ ტიპები არიან გუნდის თველებიც, ხელებიც, ფეხებიც, ხერხემალიც და ტვინიც
ეგრე ეგონა ვინისიუსს ოქროს ბურთი მოვიგეო 😂 გვინახავს ეგ სცენარი უკვე
სადაა იქ სამართალი ვინისიუსს რომ ოქროს ბურთს მისცემენ და კანდიდატებს შორის მოხვდება, ან კიდევ უფრო უარესი ეს მართლა ერთუჯრედიანი და არაამქვეყნიური დემბელე რომ შევა სამეულში.
ფლორენტინო საყვარელო
ეხლა ჰალანდი დაიმატე ჰალანდი ! და სრული კომპლექტი გექნება
ფლიკი ამ დროს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებით ხმარობს

მბაპე იმ არაემქვეყნიურმა პიარმა და ავანსებმა გააფუჭა მეტწილად რაც ხელაიფმა და პერესმა აუგორეს თორე ეხლა მინიმუმ 5ჯერ დიდი სპორცმენი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით. ხო ყველა კლასიკო წააგო წელს, მაგრამ ჩვენ რო გვყოლოდა რეალს ალბათ მოედანზე გამოსვლას ოფიციალურად შევაზარებდით..
დემბელეს მიცემენ რადგან პსჟ პარიზის გუნდია დემბელე ფრანგია და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს, რომელიც მაკრონის ფავორიტია. მბაპეს წასვლის მერე ალბათ დემბელეა მაგათი ფავორიტი. თან ოქროს ბურთი ფრანგული ჯილდოა. რატომ მიანიჭა მსაჯმა ინტერს უპირატესობა? რადგან ფიფას პრეზიდენტის ფავორიტი გუნდია. ფიფას პრეზიდენტი იტალიელი ჯანი ინფანტინოა. რომელსაც უნდოდა ინტერი ფინალში გასულიყო. ინტერი ბარსას მსაჯი კი პოლონელი მარცინიაკია რომელიც ცნობილი კორუმპირებული და ფიფას პრეზიდენტის ერთგულია, ინსტაგრამზე სურათებიც უდევთ ერთად.
დიდად არაფერს ნიშნავს ოქროს ბურთს ვინ მოიგებს და რა კრიტერიუმით, მაგრამ თუ რაღაც ზნეობრივ მორალური, სპორტულ ჰუმანური და ღირსობრივი არსებობს სპორტში, მაშინ ტყიური იმბეცილი დემბელე რო ოქროს ბურთს მოიგებს, ამაზე დიდი მასკარადი და დაცინვა არამგონია არსებობდეს რამე ფეხბურთში.
ეგერ კვარა ორი ქვეყნის ჩემპიონია თავის ლომის წილებით და ლიგაც თუ მოიგო, ვაბშე პირველი კაცი ხდება პესეჟეს ისტორიაში, ვინც სეზონის შუაში გადმოვიდა, გუნდის ერთერთი უპირობო ლიდერი გახდა და თასი აწია.. ხოდა კვარამ მოიგოს რაღა იმ ეშმაკის ნაშობმა იზეიმოს, თან მაინც ვერ გაიგებს მაგის გონებაჩლუნგი მოდგმა ამ ჯილდოსს არსს რამდენიც უნდა ეცადონ.
დღეს პირადად იხმარა ბელინგემი ყველა პოზაში
კაი რა დეიონგი ხოარ მეხუმრები :)) როჟა საქალწულე აპკივითაა გაპრანჭული ყველა თამაშში..ვითომ ისტერიაში როა და დუხზე მსაჯთან კამათში, მაშინაც გასაქრობია მოედნიდან წუნა და წრუწუნას თაგვივით.
ბელინგემი კაი გამახსენე :)) ეგ თუ ისევ რეალის ფეხბურთელი იყო აღარც ვიცოდი.
იამალი გენიოსია და ბოღმა რეალს და ბელინგემს პირადად მიაწოდა ბასტონს ფოტოებს რომ ულაიქებდა ეხლა იამალს ულაიქოს თუ კაი ბიჭია 🙂 აზრზე ხართ რა ბანძი გუნდია რომ მბაპე ყველაზე კაი ტიპია მანდ? 😂 (ადამიანურად)
დეიონგი დღეს იდეალური იყო, სამწუხაროა ჩავარდნები რომ ახასიათებს, არადა უნიჭიერესია. ამ ზაფხულს თუ – ტა, ფრიმპონგი, ნიკო, გიოკერეში დავიმატეთ, შემდეგ წელს ლიგა ჩვენია…
მეორე გოლის ფოტოს დაიდო ინტერნეტში აშკარად აფსაიდში იყვნენ მეორე გოლზეც
ძან კაი მსაჯებიანა გამოგვისვიააააააააააააააა
დეიონგს რას ერჩით?
დღეს პირადად იხმარა ბელინგემი ყველა პოზაში