მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მერვედფინალისკენ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მერვედფინალისკენ

    ბოლო წუთს ჯარიმაა “ატალანტას” კართან და მიდის ცაცია კაცი დასარტყმელად, ქომაგიც ისე მოუხიბლავს ამ სეზონში რომ მის სახელს სკანდირებენ, ეს კიდევ მოგეხსენებათ რომ რჩეულთა ხვედრია. ბრაზილიელს სჭირდებოდა ისეთი ჯარიმა, როგორც რივალდომ ანახა “კამპ ნოუს” “ფენერბახჩესთან”, უკიდურეს ცხრიანში, შორი მანძილიდან, ტყვიასავით გაუშვა, რაფინიამ კიდევ გადაწყვიტა ისე დაერტყა, როგორც მესიმ დაარტყა მუნდიალის ფინალში, ალბათ იმიტომ, რომ დრამატურგიულად ის უფრო ჰგავდა, იქაც ბოლო წუთი იყო, თუმცა, აქ ეგეთი ტრაგიკული არაფერი მომხდარა,უბრალოდ, “ბარსა” ვერ გავიდა პირველ ადგილზე და კარგი 10 მილიონი ევრო გაუშვა ხელიდან. 

ამ ჯარიმამდე კიდევ ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა მოედანზე შემოსულ ფერან ტორესს, მოულოდნელად კარგად დაარტყა, დაბალი, კუთხეში, გაზონზე გაასრიალა ბურთი და ბადეშიც უნდა შევარდნილიყო, მაგრამ გაიშალა “ატალანტას” მეკარე და გამოაძრო ეს ბურთი. გაიხარა კიდეც გასპერინიმ, ბალდეს დაეძებდა თვალებით, ახლა ხომ იცი ჩემი გვარი შე გნიდა ბავშვო შენაო?! 

კარგი მატჩი გამოდგა, ფრედ 2:2 დასრულდა. 

უგოლო ტაიმი 

არ მახსოვს ბოლოს როდის ითამაშეს ერთად ერიკ გარსიამ და არაუხომ, მაგრამ ეს დუეტი არასდროს მომწონდა, თითქოს უნდა ჰქონდეთ კარგი ბალანსი, მაგრამ არაფერი აქვთ საერთო, არ ესმით ერთმანეთის, სხვათა შორის, არაუხოსთვის მართლა ყველაზე რთულია მეწყვილის მოძებნა, კუბარსი თითქოს კარგია, მაგრამ იმასაც კი მარჯვენა ცენტრალურ მცველად ურჩევნია თამაში, მარცხნივ კიდე არაუხო არ ვარგა, ასე რომ, დისონანსი აქვთ. არაუხო-გარსია ისეთი ცუდი ნამდვილად არ იყო როგორც ლანგლე-უმტიტის იშვიათი დუეტი, ცალკეულ მატჩებში რომ გვხვდებოდა და გული გვისკდებოდა, მაგრამ იმედია რომ რაც შეიძლება იშვიათად ვიხილავთ ერთად მოედანზე. თან, კრისტენსენი დაბრუნდა. 

ახლა ამ უხერხულ დაცვის ხაზს დაუმატეთ ის ამბავი, რომ კარში შესნი იდგა. ვის გაახსენდა? რამ მოაყვანინათ? კარგია რომ ითამაშა, სწორი გადაწყვეტილებაა, ვერაფერი ახლა ვერ უშველის ტონუსში დასაბრუნებლად სათამაშო პრაქტიკის გარდა. ჯერჯერობით ზუსტი დრო ყოველთვის გაურბის, ვერასდროს ხვდება როდის უნდა გამოვიდეს კარიდან, უფრო სწორად, შესაძლოა, ძველი ინსტიქტების წყალობით ხვდება, მაგრამ ავიწყდება, რომ უკვე ასაკშია და სისწრაფე აკლია. 

დიდად მოლაპარაკე მეკარე კიდევ არ ჩანს. და რომც იყოს, რა ენაზე გააგებინებს არაუხოს? 

მოსაწყენი ტაიმი იყო, “ატალანტამ” გოლი შეაგდო, მაგრამ თამაშგარეს გამო გაუქმდა. 

უხვგოლიანი ტაიმი 

მეორე ტაიმის დასაწყისში, ესე იგი, იმ დროს, როცა ვიღაც ჯერ კიდევ მოსაწევად არის გასული, ლამინე იამალმა კარგი გოლი შეაგდო, რაფინიას უზადო პასი იყო, ზიზუს უყვარდა ასეთი პასები, როცა ბოსკე მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა, იამაყოს რაფინიამ ამ შედარებით. აუჭრა ცენტრალურ ზონას, დაეწია იამალი, მეკარე უსაქმოდ დატოვა, არც ისე გაღიმებულ მდგომარეობაში, მერე მცველსაც მიასწრო კარის ხაზთან და ანგარიში გახსნა. სულ წინ და წინ მიდის, სულ უფრო მაგარი ხდება. გავიდა მცირე ხანი და დუბლის შესრულება შეეძლო, კარგი მოძრაობით ჩამოიტოვა მცველი, გარეთა ნაწილით აუჭრა მეკარისგან შორეულ კუთხეში, უხ, ულამაზესი გოლი იქნებოდა, მაგრამ კარნესეკიმ ივარგა, არ გაატანინა, წაგვართვა ეს სილამაზე. 

“ატალანტამ” 67-ე წუთზე გაათანაბრა, ედერსონმა გაიტანა საჯარიმოს მისადგომებიდან. შესნიმ ვერაფერი შეძლო. რატომღაც რომ შეძლებოდა.. 

მისი რაკურსითაც ლამაზი გოლი იყო. 

სულ რაღაც ხუთ წუთში კაპიტანმა “ბარსა” წინ გაიყვანა, კუთხური შორეულ ძელთან ჩააწოდეს, სადაც უმეთვალყურეოდ იდგა არაუხო, ვალდებული იყო გაეტანა და გაიტანა კიდეც. ნელ-ნელა შევა ფორმაში ურუგვაელი მხეცი. 

შვიდ წუთში პასალიჩმა ანგარიში გაათანაბრა, დაცვის ხაზი ისევ ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ალბათ ლოგიკური ანგარიშია, ეგეთი მატჩი იყო, ფრედ რომ უნდა დასრულდეს. არადა, 10 მილიონი ევრო.. მისტირის ალბათ ახლაც ჟოან ლაპორტა. 

წინ რა გველის 

არის შანსი “ბარსა” პსჟ-ს გადაეყაროს მერვედფინალში. ამისათვის ფრანგებმა უნდა მოიგონ თავისი თამაში, NBA-ის მსგავსი ფლეი ინი. ნაადრევი კია მათთან შეხვედრა, მაგრამ ასე დალაგდა. ან შეიძლება ავცდეთ კიდეც. ლუის ენრიკესთან და კვარასთან თამაში მერეც შეიძლება, შემდეგ ეტაპზე. 

აი, პსჟ, მოგების შემთხვევაში ვერაფრით აცდება ან “ბარსას” და ან “ლივერპულს”. მოდი, ჯერ ლივერპულში გავუშვათ პარიზელები, ეგრე აჯობებს. უფრო მშვიდად ვუქომაგებთ ქართველს. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (22)

  • nika 54
    01 თებ 2025, 08:25

    აფსუს, მოგვეგო რა! ხო იყო იმედი რო ლევრპული წააგებდა მეორე სასტავით. 10 წუთი ვიყავით 1 ადგილზე სანამ ვიგებდით. არადა ისტორიაში შევიდოდით როგორც ახალი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის გამარჯვებულები.

  • Visca barca
    31 იან 2025, 13:49

    ციტატა: ზურაბ
    გავიგეთ რომ 10მ დავკარგეთ მაგრამ რამდენი ავიღეთ მე ეგ უფრო მაინტერესებს


    88 მილიონი ავიღეთ

  • ზურაბ
    31 იან 2025, 13:18

    გავიგეთ რომ 10მ დავკარგეთ მაგრამ რამდენი ავიღეთ მე ეგ უფრო მაინტერესებს

  • pupone10
    30 იან 2025, 22:38

    ციტატა: riva
    4-4-2ს მოვსინჯავდი ამ ბარსაში. ანჩელოტის რომბისებური მილანი ვისაც გახსოვთ 4-1-2-1-2… კასადო საყრდენზე, პედრი გავი და 10იანზე ოლმო… მართალია ცენტრფორვარდი არ გვყავს მაგრამ რაფინია-იამალი გაცვლიდნენ ხოლმე ცენტრფორვარდის და მეორე თავდამსხმელის როლებს იმის მიხედვით რომელი ფლანგიდანაა შეტევა…

    ეგ რომ ქნა სასწაული დაცვის ცენტრიცფლანგი უნდა გყავდეს, ასევე ძალიან ძლიერი ცენტრი გავი ოლმო პედრი კასადო არაა ცუდი უბრალოდ საყრდენზე კასადო რამდენად გაქაჩავ, ნუ ცდადცყვრლაფერი ღირს ძმაო, ხომ გაგიგია ცდა ბედის მონახევრეაო, აი ოღონდ ლევანა და დე იონგი არ იდგეს და თუ გინდა 3-5-2 გამოვიდნენ 🤣 აი როგირც მბაპე როდრიგო ცვლის აბა ის ჭიჭყინა გლე ვერ ეგუენა ოდნავ ცვლილებას. მოკლედ ახსლი სეზონიდან იდეალურად უნდა იყოს დაკომპლექტებული გუნდი რომ სკამზე ისეთი ხალხი იყოს რომელიც მარტივად შეავსებენ დანაკარგს და არა ბრინკივით იქნებიან დაბნეულნი
    მინიმუმ ფურცელზე საინტერესოა

  • araujo4
    30 იან 2025, 22:34

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: Britain

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: პენდრაგონი
    გუშინდლიდან მოყოლებული კომენტარებს ვკითხულობ და ვერაფრით ვერ გავიგე დე იონგს რატომ ასხავს ყველა. მთელი თამაში მოძრაობდა, ბურთს იმაგრებდა, ცენტრში სინქრონს იჭედა, პასებს ანაწილებდა, ჰქონდა რამოდენიმე დრიბლინგი, დამაჯერებლად გამოიყურებოდა, 1-1 ზე არავინ გაატარა, მონდომება ეტყობოდა და ა.შ. ვერ ვხვდები ჩამშლელისგან რას ითხოვთ, მესიმ რომ გაიტანა ხეტაფესთან გოლი, მთელი გუნდი რომ აიხვია, ეგრე უნდა ექნა დე იონგს და ეგ რომ ვერ ქნა ამიტო ყ##ა?


    რა შუაშია მესი გეხვეწები, ამ მაგისი მოძრაობა სად ნახე. თამაში ჩართე ხელთავიდან და მარტო დეიონგს უყურე. მაგისი ზლაზუნი და უმოძრაობაა ყელში თორე არც მაგისი ჯინი გვჭირს და არც თვალები გვაქ მიხატული რო ტყუილად ვაკრიტიკოთ. აგერ ვალენსიასთან კარგი თამაში დავუფასეთ რადგან მართლა ბევრს მოძრაობდა და მართლა კარგი შერბენები ჰქონდა მაგრამ გუშინ იყო კატასტროფა და ერთი კარგად დააკვირდი მაგის მოძრაობას და პოზიციის შერჩევას.


    აი ას პროცენტიანი ხარ ძმაო ყველაფერში გეთანხმები. ორივე გოლის მომენტში ცენტრი ვინ დაკარგა ბიჯო ნახე თან ორივე 😡 ეგ ყ###ლე რომ ბარსელონაში გადმოსვლის დღიდან უყ##ლევესად თამაშობს და 6 წელია უკვე მაგის კარგ თამაშს სულ ტყუილად ელოდებიან არაა ეგრე??? იმენა მაგაზე უყ##ლევესი ფეხბურთელი ისტორიაში არ ყოლია ბარსას მგონი. ტიპი ჯერ ჰო ქალის მენტალიტეტის მტირალა ტიპი პატარა წინააღმდეგობაზე თავს ჩახრის და ჩაი##ვავს და ტიპი ისე გაფარჩკდა რომ საშუალო დონის გუნდის ნახევარმცველებიც ათრევენ უკვე. 6 წელია მაგის კარგ თამაშს ელოდებიან. ვახ მაგაზე ყლ###ობა არავინ ყოლია ბარსას. 😂 ბაზარია არა ძმაო. 6 წელია გუნდშია აგდია და მგ ყ##ლის კაი თამაში არავის ახსოვს. რასავ ქბია სიარულიც ეზატება. ყლ###ები ჰო არ არიან რა დე იონგი მაგათ დედები ###ან. ამათი უნამუსო დედები ###ან. რა ყ##ლე უნდა იყო რო კიდე მაგ ყლ#ე ყ#ლე იონგს ამართლებდე რა ყ##ლე უნდა იყო. რას თამაშობს თქვენი დედები ###. ეს ავადმყოფები. ფუ ამათი დედები.

    ტიპს გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს და ყველაზე არაფრის გამკეთებელია მაგის და მაგის ფანების დებილი დედები მო###ან.


    გინება ვისი მისამართით დაწერე? “რა #ლე უნდა იყო რომ კიდევ დე იონგს ამართლებდე”-ო, ამ სიტყვების ადრესატად ვინ მოიაზრე?


    ეგეთებს ადმინებმა უნდა მიხედონ. ეგ ჩვენი საქმე არაა. ტროლია რა

  • riva
    30 იან 2025, 21:45

    4-4-2ს მოვსინჯავდი ამ ბარსაში. ანჩელოტის რომბისებური მილანი ვისაც გახსოვთ 4-1-2-1-2… კასადო საყრდენზე, პედრი გავი და 10იანზე ოლმო… მართალია ცენტრფორვარდი არ გვყავს მაგრამ რაფინია-იამალი გაცვლიდნენ ხოლმე ცენტრფორვარდის და მეორე თავდამსხმელის როლებს იმის მიხედვით რომელი ფლანგიდანაა შეტევა…

    მინიმუმ ფურცელზე საინტერესოა

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    30 იან 2025, 21:31

    ციტატა: Britain

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: პენდრაგონი
    გუშინდლიდან მოყოლებული კომენტარებს ვკითხულობ და ვერაფრით ვერ გავიგე დე იონგს რატომ ასხავს ყველა. მთელი თამაში მოძრაობდა, ბურთს იმაგრებდა, ცენტრში სინქრონს იჭედა, პასებს ანაწილებდა, ჰქონდა რამოდენიმე დრიბლინგი, დამაჯერებლად გამოიყურებოდა, 1-1 ზე არავინ გაატარა, მონდომება ეტყობოდა და ა.შ. ვერ ვხვდები ჩამშლელისგან რას ითხოვთ, მესიმ რომ გაიტანა ხეტაფესთან გოლი, მთელი გუნდი რომ აიხვია, ეგრე უნდა ექნა დე იონგს და ეგ რომ ვერ ქნა ამიტო ყ##ა?


    რა შუაშია მესი გეხვეწები, ამ მაგისი მოძრაობა სად ნახე. თამაში ჩართე ხელთავიდან და მარტო დეიონგს უყურე. მაგისი ზლაზუნი და უმოძრაობაა ყელში თორე არც მაგისი ჯინი გვჭირს და არც თვალები გვაქ მიხატული რო ტყუილად ვაკრიტიკოთ. აგერ ვალენსიასთან კარგი თამაში დავუფასეთ რადგან მართლა ბევრს მოძრაობდა და მართლა კარგი შერბენები ჰქონდა მაგრამ გუშინ იყო კატასტროფა და ერთი კარგად დააკვირდი მაგის მოძრაობას და პოზიციის შერჩევას.


    აი ას პროცენტიანი ხარ ძმაო ყველაფერში გეთანხმები. ორივე გოლის მომენტში ცენტრი ვინ დაკარგა ბიჯო ნახე თან ორივე 😡 ეგ ყ###ლე რომ ბარსელონაში გადმოსვლის დღიდან უყ##ლევესად თამაშობს და 6 წელია უკვე მაგის კარგ თამაშს სულ ტყუილად ელოდებიან არაა ეგრე??? იმენა მაგაზე უყ##ლევესი ფეხბურთელი ისტორიაში არ ყოლია ბარსას მგონი. ტიპი ჯერ ჰო ქალის მენტალიტეტის მტირალა ტიპი პატარა წინააღმდეგობაზე თავს ჩახრის და ჩაი##ვავს და ტიპი ისე გაფარჩკდა რომ საშუალო დონის გუნდის ნახევარმცველებიც ათრევენ უკვე. 6 წელია მაგის კარგ თამაშს ელოდებიან. ვახ მაგაზე ყლ###ობა არავინ ყოლია ბარსას. 😂 ბაზარია არა ძმაო. 6 წელია გუნდშია აგდია და მგ ყ##ლის კაი თამაში არავის ახსოვს. რასავ ქბია სიარულიც ეზატება. ყლ###ები ჰო არ არიან რა დე იონგი მაგათ დედები ###ან. ამათი უნამუსო დედები ###ან. რა ყ##ლე უნდა იყო რო კიდე მაგ ყლ#ე ყ#ლე იონგს ამართლებდე რა ყ##ლე უნდა იყო. რას თამაშობს თქვენი დედები ###. ეს ავადმყოფები. ფუ ამათი დედები.

    ტიპს გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს და ყველაზე არაფრის გამკეთებელია მაგის და მაგის ფანების დებილი დედები მო###ან.


    გინება ვისი მისამართით დაწერე? “რა #ლე უნდა იყო რომ კიდევ დე იონგს ამართლებდე”-ო, ამ სიტყვების ადრესატად ვინ მოიაზრე?

  • ბრიტანეთი
    30 იან 2025, 19:37

    ციტატა: Vamsdreini.1
    დეიონგს სანამ ყავს მყიდველი დროა მოიშორონ. 20 თამაშში 3ჯერ ითამაშებს, ხან ახალი პირლო არის და ხან მაკელელე. არა და სუფთა აიფონ 4 არის. ნაგავია მაგრამ აიფონიაააა. ლევანა და ბულბულატორი გადაასვარკო ერთმანეთს და დავაი <<ცენზურის დარღვევა>>. ბოლო 2 თვეა ჩამოკრული დადის ლევანა. თან 37 წლის კაცს ამხელა ხელფასი არ შეიძლება. ძირითადს ვერ ქაჩავს და სკამზე ზედმეტზე ზედმეტად დიდი ფული მიდის. ასევე საჭიროა მარცხენა ვინგერი და მარჯვენა მცველი. მოკლედ მეკარე, მარჯვენა მცველი, საყრდენი, მარცხენა ვინგერი და ფორვარდი. ამას ყველაფერს სულ ცოტა 200🍋 უნდა. თუ გაყიდიან სამივე მეკარეს, დეიონგს, ლევანას, გარსიას, კრისტენსენს, ფატის. დაახლოებით 80-100🍋 უნდა იყოს. იმედია ზაფხულში დავემსგავსებით რაიმეს.


    ზუსტად ჩემო ძმაო იმენა 100%-იანი იბაზრე ყველაფერი ❤👌

    მეკარედ ან უნაი სიმონს მოვიყვანდი ბილბაოდან ან ალექს რემიროს სოსიედადიდან. მარჯვენა მცველად პედრო პოროს მოვიყვანდი ტოტენჰემიდან. ვინც უყურებთ ტოტენჰემის თამაშებს მე ძალიან მომწონს პორო ან თუ პორო არა მალო გუსტო ან ფრიმპონგი. საყრდენზე ზედმეტად კარგად ვართ ორი ლა მასიელი ლომკაცი კასადო და ბერნალი გვყავს. მარცხენა ვინგერად უპირველესად რა თქმა უნდა ნიკო უილიამს ვისურვებდი, ზაფხულზე რომ მოგვეყვანა ნიკო ძაან კარგი იქნებოდა და ფორვარდად სამუ ომოროდიონს ვისურვებდი დიდი სიამოვნებით ან ტურამს ან ისკას ან ოპენდას ან ლილის იმ კანადელ ზანგს სახელი დამავიწყდა. მოკლედ ფორვარდზე არჩევანი ბევრია.

    მეკარე: უნაი სიმონი (ბილბაო) 🇪🇦 ალექს რემირო (სოსიედადი) 🇪🇦

    მარჯვენა მცველი: პედრო პორო (ტოტენჰემი) 🇪🇦მალო გუსტო (ჩელსი) 🇨🇵 ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი) 🇳🇱

    მარცხენა ვინგერი: ნიკო უილიამსი (ბილბაო) 🇪🇦 ბრედლი ბარკოლა (პსჟ) 🇨🇵 რაფაელ ლეაო (მილანი) 🇵🇹 ჯერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი) 🇧🇪 მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) 🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿

    ფორვარდი: სამუ ომოროდიონი (პორტო) 🇪🇦 მარკუს ტურამი (ინტერი) 🇨🇵 ალექსანდ ისაკი (ნიუკასლი) 🇸🇪 ლუის ოპენდა (ლაიფციგი) 🇧🇪 ჯონათან დევიდი (ლილი) 🇨🇦

    👌👌❤

  • Flying Dutchman
    30 იან 2025, 18:21

    პედრის ამბავი)

  • araujo4
    30 იან 2025, 18:19

    პედრო პედრო პედროო 2030 😎 არ ცალიათ ალბათ მწერლებს

  • Vamsdreini.1
    30 იან 2025, 18:13

    დეიონგს სანამ ყავს მყიდველი დროა მოიშორონ. 20 თამაშში 3ჯერ ითამაშებს, ხან ახალი პირლო არის და ხან მაკელელე. არა და სუფთა აიფონ 4 არის. ნაგავია მაგრამ აიფონიაააა. ლევანა და ბულბულატორი გადაასვარკო ერთმანეთს და დავაი <<ცენზურის დარღვევა>>. ბოლო 2 თვეა ჩამოკრული დადის ლევანა. თან 37 წლის კაცს ამხელა ხელფასი არ შეიძლება. ძირითადს ვერ ქაჩავს და სკამზე ზედმეტზე ზედმეტად დიდი ფული მიდის. ასევე საჭიროა მარცხენა ვინგერი და მარჯვენა მცველი. მოკლედ მეკარე, მარჯვენა მცველი, საყრდენი, მარცხენა ვინგერი და ფორვარდი. ამას ყველაფერს სულ ცოტა 200🍋 უნდა. თუ გაყიდიან სამივე მეკარეს, დეიონგს, ლევანას, გარსიას, კრისტენსენს, ფატის. დაახლოებით 80-100🍋 უნდა იყოს. იმედია ზაფხულში დავემსგავსებით რაიმეს.

  • La Pulga10
    30 იან 2025, 17:55

    ეჰ არ გაუმართლა კვარას. ლივერპულიც გადაუვლის და ჩვენც პსჟს.

  • walker599
    30 იან 2025, 17:48

    მოკლედ, გუშინდელი ვერ მოგება გამოწვეულია, შეუთამაშებელი დაცვით და ნახევარ დაცვით, არაუხოს და გარსიას ერთად თამაში შეცდომა იყო, ასევე ყველამ ვიცით რო ფრენკი კასადოს გარეშე არაფერი არ არი, ეგ ორი რგოლი უკვე რო იშლება რაღა გინდა რო ქნა, ატალანტას ძალიან ჭირდებოდა რეალურად ეს მოგება, რო მოეგო ტოპ 8 ში იყო ჩემი აზრით ფლიკმა უფრო დატესტა გუშინ რაღაცეები ვიდრე ბოლომდე მოგებაზე ითამაშა.

  • pupone10
    30 იან 2025, 16:48

    იცი რას ვერ ვიგებ აი ასეთი …. ხელმძღვსნელობა რატო ყავს ამ გუნდს ბოლო 15 წელია? დავიჯერო არავის აზრად არ მოსდისდის რომ სულს ღაფავს ამხელა დონის გუნდი? წლების წინ ვწერდი ამხელა ხელფასებს რომ უნიშნავენ სერიოზულად დაენძრევათ შემდგომშიო და არიქა მიციტირებდით აზეზე არ ხარო რამდენსაც მინდა იმდენს დავუნიშნავ ვისი რა საქმეაო, გამოჩნდა რომ სახელფასი ხარჯი ნამეტანი ასტრალში იყო ასული? გუნდში კოლოსალირ ხელფასიანი ხალხი გვყავდა ჯერ მარტო კოუტინიო გრიზმმანი აციღოთ, ნუ კაი მესი მესია და მაგას რაც წონდა უნდა ქონოდა, აი ახლა რაზე უნდა წონდეს დე იონგ ამხელა ხელფასი , ან თუნდაც ლევანას ? აგერ რეალმა რომ ნახა არაფრის მაქნისი იყო იოვიჩი გაუწყვიტა ხელშეკრულება და გაიშვა, ბეილი რომ ბეილია იმასაც კი გაუუქმა ხელშეკრულება გაუშვა, რონალდოს რომ შეატყეს აღარცუნდა აეწყოთ მასზე გუნდი არ გაუცანგრძლივეს კონტრაქტი, ასევე არც რამოსთან , რამოსი ახლაც სჯობს ბარსას ყვრლა ცენტრალურ მცველს ყვრლაფერში ეს უნდა ვაღიაროთ. ესენი კიდე ლევანას ვერ ეუბნებიან რომ აუდოს გუნდიდან ან კოლოსალურად შეიმციროს ხელფასი, ჯერ იყო და იმ გლე დემბლეს ეხვეწებოდნენ დარჩენაზე , ახლა ინიგოს უხანგრძლივებრნ 2-3 წლით კონტრაქტს, კრისტანესი ტრამვების გამო გაუშვა ჩელსიმ და ესენი ინახავენ სეზონში 5-6 მატჩს თუ ითამაშებს ისეთ კაცს, დეციპნგს ვერ უბედავენ ვერაფერს , უნდა უთხრა აღარცმჭირდები შენი დედაც , იშოვე ახალი გუნდი, მესმის კონტრაქტი აქვს მაგრამ კაცი 6 წელზეცმეტია აქ გდია და დასამახსოვრებელი სეზონი არცმინახავ მისი 6 წლის განმავლობაში ალბათ მაქსიმიმ 15 თამაში ექნება უმაღლეს დონეზე. აი ესეატ ხალხს რომ ააცმევინებრნ და ისევ ისე იქნება როგორც ადრე ბარსელონა აკადეიმა იყო 90% მერე გვეშველენა და არა უაზროდ გადაყრილი მილიონები

  • CuleTillIDie
    30 იან 2025, 15:27

    იმედია კიდევ ვინმეს არ ჰგონია რო დე იონგი კასადოს ნაცვლად უნდა იდგეს ძირითადში 😀😀 კასადოს გარეშე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო დაცვა ნახევარდაცვა და შეტევას კავშირი არააქვთ, ყველა ერთმანეთისგან ცალკე თამაშობს, თითქოს ერთი გუნდი არ იყოს. ეს დე იონგი ხო უბრალოდ ამაზრზენია, ბეტისთან და ვალენსიასთან წაიფაფხურებს რაღაცას, მერე ანდობენ ნახევარდაცვას და ისეთ თამაშს ვიღებთ როგორც გუშინ. არ მჯერა რო ამას უხდიან სეზონში 25+ მილიონს. ბოლო დროს იწერება განიხილავსო გახანგრძლივებას ოღონდ ხელფასის დაკლება არ უნდაო 😀 ზაფხულში როგორც უნდათ ისე უნდა გააპანღურონ გუნდიდან, ბარტერში მაინც ჩართონ სადმე, ლივერპულს უნდოდა და მამარდაში ან კელეჰერში გაცვლა ყველაზე მაგარი ვარიანტი იქნებოდა, იმიტო რო ძირითადის მეკარეც გვჭირდება. შესნი, შტეგენი და პენია ყველა ერთად რო აიღო, ერთი საშუალო დონის მეკარე თუ გამოვა… მაგრამ 100% ვიცი რო შტეგენს გვაყურებიებენ მაინც მომავალ წელს. ლევანდოვსკისაც ყველაფრისთვის მადლობა მაგრამ უნდა წავიდეს ზაფხულში. არ მესმის ბუსკეცი რატო გონია თავი და ასე ღრმად რატო ჩამოდის როცა ამ დროს ბურთს ძლივს იჩერებს და პასზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. საჯარიმოში თუ აქ მომენტი მანდაც რამე საოცრებას გააკეთებს ხოლმე. რა ვუკვირდები როცა საჭიროა ერთი შეხებით არასოდეს არ ურტყამს. ან ატალანტას მეორე გოლამდე მგონი მაგან დაკარგა ბურთი *ლე ქუსლით პასით, აი ვინ ნახა პროსტა მის უკან :დდდდ არაუხოც უკვე რამდენი ხანია რაც დაბრუნდა მარა პროგრესს ვერ ვხედავ საერთოდ, ყოველ ჯერზე დედას უ***ავს თამაშგარეს ხაზს და გოლს ვუშვებთ. კუბარსისაც უზღუდავს თავის პირველ პასს მარჯვნივ რო იკავებს მის ადგილს. ინიგო დაბრუნდეს ნეტა მალე.
    ნუ მთლიანობაში კარგი ჯგუფური ეტაპი ჩავატარეთ, ბევრი გოლი კი გავუშვით მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე მეტი გავიტანეთ. კარგია რეალს დამატებითი თამაშების ჩატარება რო მოუწევს. ლა ლიგაში უნდა გამოვასწოროთ ახლა მდგომარეობა

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    30 იან 2025, 15:12

    გუშინდლიდან მოყოლებული კომენტარებს ვკითხულობ და ვერაფრით ვერ გავიგე დე იონგს რატომ ასხავს ყველა. მთელი თამაში მოძრაობდა, ბურთს იმაგრებდა, ცენტრში სინქრონს იჭედა, პასებს ანაწილებდა, ჰქონდა რამოდენიმე დრიბლინგი, დამაჯერებლად გამოიყურებოდა, 1-1 ზე არავინ გაატარა, მონდომება ეტყობოდა და ა.შ. ვერ ვხვდები ჩამშლელისგან რას ითხოვთ, მესიმ რომ გაიტანა ხეტაფესთან გოლი, მთელი გუნდი რომ აიხვია, ეგრე უნდა ექნა დე იონგს და ეგ რომ ვერ ქნა ამიტო ყ##ა?

  • ფეოლა
    30 იან 2025, 13:43

    Barca, პსჟ, ბრესტი, მონაკო, ბენფიკა

    ლივერპულს ვერ შევხვდებით მერვედფინალში

  • Barca
    30 იან 2025, 12:53

    პსჟ პოტენციური მეტოქეები ვინებია ? ბარსა ლივერპული და სხვა?

  • C.PC5
    30 იან 2025, 12:52

    ალბათ პირველი ტაიმი ყველაზე მოსაწყენი იყო რაც კი ამ სეზონში მინახავს, რასაც ქვია ჩამომეძინა, მეორე ტაიმი გააცოცხლეს და იამალმა ბევრი იშრომა ამ თამაშის გამოსაცოცხლებლად რისთვისაც დააჯილდოვეს მატჩის ბოლოს, თამაშიდან თამაშამდე იზრდება ბავშვი. დანარჩენები კი დაგორავდნენ დინების შესაბამისად, რაფინიამ ორი ასისტი კი მიითვალა მარა მთლიანობაში დიდი ვერაფერი მატჩი ქონდა, ლევანაზე აღარც ღირს რამის თქმა, პედრი ვერ იყო ხასიათზე კიდეც შეცვალა დიტერმა, დეიონგი გაქრა და გავიმაც ვერაფერი იხეირა, დაცვამაც ტრადიციულად მისაქარი მიქარა და კი გამოვიდა საბოლოოდ ისეთი თამაში როგორი წინაპირობაც ქონდა, არცერთს როარ უნდა მოეკლა თავი დიდად, ბოლოს ატალანტას უფრო ქონდა დასაკარგი და უნდა გაერისკათ მოგებაზე მარა რაც ვაჩუქეთ შეირგეს და მორჩა. ორივე გოლი რაც გავუშვით უყურადღებობის ბრალი იყო, ნუ პირველი გოლი კი დახატა ისეთი დაარტყა მარა მემგონია რო შეიძლებოდა თუნდაც დარტყმაზე დაფარება არაუხოსგან, ან მალევე ამოწევა გავი რო მოატყუა, მაგარამ ეს ვარაუდის დონეზე და არა ისე რო უეჭველი ამათი ბრალია, იმ ტიპმაც ხო მაგრად ითამაშა. მეორე გოლზე კიდე მართლა შეაცილეს საჯარიმოში პასალიჩი, არაუხომ და გარსიამ ერთად მიქარეს ფლანგზე რომ გადაიწიეს, იქედან კუნდემაც ვეღარ გაიგო დაეზღვია არაუხო თუ თავის კაცს გაყოლოდა, ჩამშლელებიდანაც ვეღარცერთმა მოიფიქრა პასალიჩზე აყოლა, მერე თამაშგარის ხაზიც ვერ დაიცვეს, უფრო ზუსტი რომ ვიყო მაგ შეტევის დროს პირველ პასზე ცადა არაუხომ რო მოეწყო თამაშგარე, არც აყვა არავინ და არც გამოუვიდოდა, დაიკიდა გაყვა მომენტს და მერე სულ დაავიწყდა ხაზიც და თამაშგარეც, ერთი სიტყვით არაუხომ და ჩამშლელებმა მიქარეს მაგ გოლზე ჩემი აზრით, სხვა მცველები როგორ გაუმკლავდებოდნენ მაგ მომენტს სადაოა მარა ჩამშლელები რო გვიჭირს ეგ ფაქტია, არ მახსოვს მაგ დროს ვინ იყო მოედანზე მარა რო ვერ ითამაშა ხეირიანად თავის პოზიციაზე ფაქტია. მოკლედ უღიმღამო თამაში გამოვიდა, რო მოეგოთ კაი იყო ფულს გააკეთებდნენ, მარა ჯანდაბას ჩავთავლოთ რო ჭკუის სასწავლი კიდე ერთი გაკვეთლი იყო.

  • Don_Andresito
    30 იან 2025, 12:43

    ეს დემბელე ეხლა გადაირია, ეხლა არ დაიმტვრევა. ისე მეზიზღება რო ჩაძაღლდეს ვაფშე არ შემეცოდება, მარა უფრო გამისწორდება დოპინგზე რო ჩავარდეს 😁 პსჟ გვხვდება და მოვემზადოთ. ჩეფერინი შანსს არ გაუშვებს ხელიდან რო რამენაირად დაგვამძიმოს. მსაჯსაც შეურჩევს კარგს. ხვიჩას დიდი პატივისცემა მარა მაგ გუნდს ვერავისთან ვუქომაგებ რო მოვკვდე. იგივეა რეალში რო გადასულიყო. მთავარია რქიანი არაუხო არ იყოს მაგ თამაშში. და არავინ დაგვემტვრეს. იამალი გუნდის 70 % ია