მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფლიკის ბარსას რეკორდი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფლიკის ბარსას რეკორდი

   ფლიკომანია გრძელდება, ჰანსის გაწვრთნილებმა საწყის 16 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანეს, რაც ერთი მხრივ კლუბის რეკორდია, მეორე მხრივ კი ნორმალური არ არის. “რედ სთართან” შეხვედრამ “პანათინაიკოსთან” მატჩები გამახსენა, ისევ და ისევ გვარდიოლას ეპოქიდან, სხვას ვერაფერს ვიხსენებ ფლიკის გუნდის შემხედვარე. როგორც საბერძნეთში, ისე სერბეთში ძალიან რთულია თამაში, გარემო აბსოლუტურად განსხვავებულია, თითქოს არასაფეხბურთო, სტადიონიც ისეთია როგორი ლამაზი ფეხბურთიც არ უნდა ითამაშო, მაინც რაღაც შეუხედავი გამოჩნდება, ეს ქომაგიც არა და არ ჩერდება ბოლო წუთებამდე, მაგრამ “ბარსა” ჩავიდა და ფაქტობრივად წაივარჯიშა. მაშინაც ასე იყო საბერძნეთში და ახლაც ასე მოხდა სერბეთში. 

აქამდე “რედ სტართან”, ან გნებავთ “ცვერნა ზვეზდასთან” მხოლოდ დიეგო მარადონას გოლს თუ გაიხსენებდი, საოცარი გოლი შეაგდო, ულამაზესი, ამ სტილის ბევრი გოლი გვინახავს, მაგრამ ასეთი იდეალური დარტყმა და მეკარის თავზე გადავლებული ბურთი იშვიათია, ან საერთოდ არ არსებობს. ახლა კიდევ გასახსენებელი კიდევ ბევრი იქნება, რადგან ლამაზი გოლები შევარდა სერბების კარში. 

რაფინია ისევ პიკში 

  ცვლილებები იყო შემადგენლობაში, ფლიკმა საყრდენ ზონაში კასადოსა და დე იონგის წყვილი მოსინჯა. მშვენივრად ითამაშეს, ნებისმიერ დროს შეუძლია ამ წყვილს დაეყრდნოს, თუ დე იონგის თამაშს გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, აჯობებს კლასიკურ საყრდენს მიუყენოს გვერდით. ფლანგზე ჟერარდ მარტინი ვიხილეთ, წინა შეხვედრაში თუ კუნდემ დაისვენა, ახლა ბალდეს ჯერი მოვიდა. რატომღაც ველოდი რომ სჩესნის მიეცემოდა შანსი, მაგრამ როგორც ჩანს ეგ სათასო შეხვედრებზე მოხდება. 

მატჩი “ბარსას” დიდი უპირატესობით დაიწყო და ასეც დამთავრდა. პირველი გოლი მაგარ ფორმაში შესულმა ინიგო მარტინესმა გაიტანა, ძალიან ლამაზ ნახტომში, რაფინიას ჩაწოდებაც ისეთი იყო გატანას მოგანდომებდა, დააბზრიალა დევიდ ბექემივით, ზუსტად იმ ზონაში სადაც “ბარსას” ფეხბურთელები შეცვივდნენ. ასე მიითვალა ბრაზილიელმა მორიგი საგოლე პასი, ასე გაიტანა ინიგომ მორიგი გოლი. 

რა თქმა უნდა, ისევ ვნახეთ “თამაშგარეს ხაფანგები”, სერბებს ერთი გოლი გაუუქმეს კიდეც ამის გამო, ველოდით რომ ასე იქნებოდა, მაგრამ გატანაც შეძლეს, ყოველთვის არ მუშაობს ზემოთ ამოწეული დაცვა, ერთი შეცდომის ფასი ძალიან დიდია ხოლმე ამ დროს. “ბარსამ” გაუშვა, მაგრამ არავინ ანერვიულებულა, ისევ ისე განაგრძეს თამაში და ტაიმის მიწურულს ლევანდოვსკიმ მეორე გოლიც შეაგდო. დრიბლინგით დაიძრა ლამინე იამალი, პასი პედრის, უკან რაფინიას დაუგორა, ამანაც ერთი გაისწორა და.. ძელი! ცოტა დააკლდა ძალიან ლამაზ გოლამდე, სამაგიეროდ, დამატებაზე ლევანდოვსკიმ ივარგა. ესეც 2:1. 

კუნდემ ჩამოთვალა 

  მეორე ტაიმის დასაწყისისთვის თამაში უკვე მკვდარი იყო. “ბარსამ” კიდევ ორი შეაგდო – 53-ე და 55-ე წუთებზე. ორივეჯერ კუნდეს ზუსტი და დროული პასის შემდეგ. ჯერ ლევანდოვსკიმ შეაგდო და დუბლი შეასრულა, მერე კი რაფინიამ შეძლო გატანა ძალიან გამოზომილი დარტყმით, ტონი კროოსის სტილში. უკვე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ყველაფერი შეუძლია, ყოველ მომდევნო შეხვედრაში რაღაცით გვაოცებს, ახლა ისეთ სიამოვნებას იღებს თამაშისგან, რომ მუხრუჭები არ ექნება, აწი სულ იფრენს და იფრენს. 

ფლიკმა შეცვლები დაიწყო, ტრადიციისამებრ, თამაში ნახევარ დროში გააკეთა და მერე სხვებს მისცა სათამაშო დრო, თამაშის მსურველი ბევრია, იმსახურებენ კიდეც, ვინც წუთებს იღებს ყველა რაღაც დასამახსოვრებელს ქმნის, ერთადერთი ამ სეზონში ანსუ ფატიმ ვერ შეძლო მიღებული წუთების გამოყენება, იგივე შეიძლებოდა გვეთქვა ფერანზეც, მაგრამ მას ტრავმა აქვს და არც არავის გახსენებია. 

76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფერმინ ლოპესმა მეხუთე გოლი შეაგდო, საგოლე პასის ავტორი ისევ კუნდე გახდა.  პასების ჰეთთრიქი შეასრულა. ფერმინს კი რამდენჯერმე შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ ყოველ ჯერზე სულ მცირე აკლდებოდა. ბოლო გოლი სერბების იყო – მილსონმა გაიტანა ლამაზი გოლი და ქომაგიც გაახარა. 

უსიამოვნო სანახავი იყო კუბარსის ტრავმა, ბუცის ქაცვმა ლოყა გაუჭრა, ნაკერებიც დაადეს, კარლეს პუიოლისგან ალბათ გამამხნევებელ გზავნილსაც მიიღებს – ნათლობას მიულოცავს. თუ ცენტრალური მცველი ხარ, სისხლის დაღვრაც მოგიწევს. კარლესისთვის ნამდვილად ასე იყო. მატჩის მერე კუბარსიმ ფოტო დადო სოციალურ ქსელში, მისი სახე ბრუტალურად გამოიყურება, მაგრამ თავად იღიმის, კარგ ხასიათზეა. 

სამ დღეში “ბარსა” “რეალ სოსიედადს” ესტუმრება. მერე კიდევ სანაკრებო პაუზაზე გავალთ და ისევ ვიმედოვნებთ რომ ყველა ჯანმრთელად დაბრუნდება. ისე კი, მაგრად გაიწელა ცენტრალური მცველების – არაუხოსა და კრისტენსენის დაბრუნება. პაუზის მერე მიუახლოვდებიან დაბრუნებას გარსია და ფერანი. ტერ შტეგენსა და ბერნალს აღარ უნდა ველოდოთ. 

აბა ვნახოთ, რა განწყობით გავალთ შესვენებაზე. 

გასწი მერანო! 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • iniestar
    07 ნოე 2024, 16:38

    შეგვიძლია პენიაზე ვისაუბროთ და რა სიბანძეებს აკეთებს? რით ვერ შემოიყვანა შჩესნი აღარ შემიძლია

  • nika 54
    07 ნოე 2024, 14:45

    და ის ახალგაზრდა მგონი მაქსიმოვიჩი, აჩვენა იამალს რო მასზე უკეთესია? თუ მესი ნოიერივით მოხდა ბოსმა რო დაამტკიცა თავისი ბოსობა? ვერ ვუყურე და მაისური რა ქნა გამოსძალა იამალს?

    ისე ამას არ ეხება, მაგრამ ჰალაზე წერენ ანჩელოტის მალე ააცმევინებენ და ვინმეს(კანდიდატებში ზიდანიც ყავთ და რაულიც) სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელად მოიყვანენო. მაგათზე ნაკლები რითი ვართ, დავწეროთ ერთი სიმღერა და ვთხოვოთ შემდეგ კლასიკოზე დარჩი კარლო თქო. როგორც ჩავის რო უმღერეს მადრიდში. არ არიან ღირსები?

  • afro2
    07 ნოე 2024, 12:28

    ციტატა: C.PC5
    გავიზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, მემგონი ისე ჩანს რომ დაბრუნების მეტი რამე ღირებული არ გაუკეთებია ჯერ, არადა რამდენიმე მატჩია უკვე იღებს შესაბამის დროს, წინა თამაშებში დიდად არ დავკვირვებივარ, უბრალოდ შეცდომები თუ ექნებოდა ეგ უფრო შესამჩნევი იქნებოდა, არ ქონია და დიდად არც ჩანდა, გუშინაც ისე შემოვიდა და იდგა რომ დიდად არ შეიმჩნეოდა იყო თუ არა მოედანზე, თუმცა ერთ მომენტში შეგვახსენა თავი, ზვეზდას შეტევაზე ჩვენ საჯარიმოში ძალიან მაგრად ითამაშა დაცვაში, აართვა თუ გადაეფარა მგონი ნუ ისეთ სტილში როგორც ახასიათებს მაგ ბიჭს და შემახსენა ძველი გავი მაგ მომენტმა მოკლედ. ერთი სიტყვით არაა შეცვლილი მაგ ბიჭის მენტალობა ჩემი ამჟამინდელი გადმოსახედიდან, მასეთი ტრავმის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური საკითხის მოგვარებაა და კი ვხედავთ ნათელ მაგალითს ფატის სახით რამხელა მნიშვნელობა აქვს შიშის დაძლევას. ფლიკიც არ აძლევს სავარაუდოდ ისეთ მითითებებს რომ რამე იტკინოს კიდევ, ამიტო არ მუშაობს ხოლმე პრესინგზე აქტიურად, თან როცა შემოდის დიდწილად მაგ დროს გადაწყვეტილია მატჩის ბედი, მარა როცა სრულად იქნება მზად მგონია რო ცენტრის ასაღებად სწორედ გავის გამოიყენებს ფლიკი პრესინგის უნარების გამო, ოღონდ ეს ალბათ მეორე წრისთვის უფრო იქნება მოსალოდნელი.


    როცა სრულიად შეეძლება თამაში გავის ჰო აუცილებლად კასადოს უნდა შეუწყვილონ არანაირი დე იონგი ათიანზე კი ხანდახან პედრი ან ოლმო უნდა დადგეს ორივე სასწაულად თამაშობს პრესინგს და წელს ფლიკის კოზირი სწორედ კასადოა ძაან მაგარი ბიჭი გვეზრდება

  • C.PC5
    07 ნოე 2024, 12:08

    გავიზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, მემგონი ისე ჩანს რომ დაბრუნების მეტი რამე ღირებული არ გაუკეთებია ჯერ, არადა რამდენიმე მატჩია უკვე იღებს შესაბამის დროს, წინა თამაშებში დიდად არ დავკვირვებივარ, უბრალოდ შეცდომები თუ ექნებოდა ეგ უფრო შესამჩნევი იქნებოდა, არ ქონია და დიდად არც ჩანდა, გუშინაც ისე შემოვიდა და იდგა რომ დიდად არ შეიმჩნეოდა იყო თუ არა მოედანზე, თუმცა ერთ მომენტში შეგვახსენა თავი, ზვეზდას შეტევაზე ჩვენ საჯარიმოში ძალიან მაგრად ითამაშა დაცვაში, აართვა თუ გადაეფარა მგონი ნუ ისეთ სტილში როგორც ახასიათებს მაგ ბიჭს და შემახსენა ძველი გავი მაგ მომენტმა მოკლედ. ერთი სიტყვით არაა შეცვლილი მაგ ბიჭის მენტალობა ჩემი ამჟამინდელი გადმოსახედიდან, მასეთი ტრავმის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური საკითხის მოგვარებაა და კი ვხედავთ ნათელ მაგალითს ფატის სახით რამხელა მნიშვნელობა აქვს შიშის დაძლევას. ფლიკიც არ აძლევს სავარაუდოდ ისეთ მითითებებს რომ რამე იტკინოს კიდევ, ამიტო არ მუშაობს ხოლმე პრესინგზე აქტიურად, თან როცა შემოდის დიდწილად მაგ დროს გადაწყვეტილია მატჩის ბედი, მარა როცა სრულად იქნება მზად მგონია რო ცენტრის ასაღებად სწორედ გავის გამოიყენებს ფლიკი პრესინგის უნარების გამო, ოღონდ ეს ალბათ მეორე წრისთვის უფრო იქნება მოსალოდნელი.

  • Don_Andresito
    07 ნოე 2024, 11:29

    სოსიედადთან იამალმა და პედრიმ რო წაიკოჭლონ თამაშის ბოლოს კაი იქნებოდა. იქნებ აცდნენ სანაკრებოს. კუნდეც როგორ გვჭირდება, შეუცვლელია, ხის თავა დეშამი კიდე ბოლომდე წურავს. ეს სანაკრებო ძაან საშიშია. არ აგვირიოს საათივით აწყობილი გუნდი

  • mesi_10
    07 ნოე 2024, 11:20

    აი რას ნიშნავს როცა მწვრთნელი მოწოდების სიმაღლეზეა მან ხომ მკვდარი გააცოცხლა და ეს ხომ ფაქტია..მოკლეთ ბარსამ სეზონის მეორე ნახევარი სულ რომ ჩააგდოს რაც წარმოუდგენელია მარა 1% მაინც რომ დავუშვათ ყველამ ჩვენს ქვეცნობიერში და ტიტულები ვერ დადოს მაშინაც კი ვიტყვი რო მადლობა ეკუთვნის ამ კაცს იმ მოგებების გამო რამაც ასე ძალიან გაგვახარა უკვე არსებული შედეგის ჩვენწბით ფლიკი ყველაფერ კარგს იმსახურებს..მე ვფიქრობ რომ სეზონი ისე არ ჩაივლის სადღაც რომ არ დაგვიცდეს ფეხი მარა წაგებაცაა და წაგებაც თუ ღირსეული თამააის მიუხედავათ წააგეფ არავინ გააკრიტიკებს ფლიკს და არც ბიჭებს..ოსასუნასთან ცუდათ არ უთამაშიათ არც მონაკოსთან ჰოდა ყველამ თავი შეიკავა მკაცრი კრიტიკისგან ვინაიდან ბარსას თამაშის ხარისხიდან თუ ვიმსჯელებთ ვიყვი რო გაუმართლა ორივეს რომ მოიგეს და ლოგიკით ბარსას უნდა მოეგო მათ ხომ ყ ელაფერი გაიღეს ამისთვის..აი ხავის და წინა მორბედების დროს გამონაკლისი თამაშების გარდა სადაც გუნდი დამაჯერებლათ იგებდა გვინდოდა გვერწმუნა რომ ასეც გააგრძელწბდა გუნდი მარა თო შემდეგ თამაშს წააგებდნენ და უკვე ხასიათში აესახებოდათ ეს მარცხი აი მაქ უკვე მიყოლებით ანიავებდნენ ქულებს და სადაც ესე უგანაჩენოთ აგებდნენ იქ ყოველთვის ჩანდა რომ გუნდა სბევრი რამ აკლდა მოსაგებათ და არც იმსახურებდნენ არანაირ გოლს არც მოგებას..მეც ბევრჯერ მითქვია როცა გუნდი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და გოლს კი არა მოგებასაც არ იმსახურებდა და ეს არაერთხელ იყო ასე.. განსხვავებით დღევანდელი ხარისხის ჩვენებით და შედეგით მაქ იმის განცდა რომ ბარსამ თუნდაც მიყოლებით ორ თამაში წააგოს მაინც არავინ იტყვის რო იმსახურებდნენ და მეტის ღირაები იყვნენ.. ყველა ვარიანტში ღირსეულ წაგებას და ასევე მოგებასაც ვგულისხმობ თორე უღირსი შედწგები ბევრი გვახსოვს და იმედია არასდროს განმეორდება..

  • mascherano-larsson
    07 ნოე 2024, 10:58

    რაფინიას რო ვუყურებ, გვარდიოლას სიტყვები მახსენდება, ფეხბურთს თავი თამაშობს და არა ფეხებიო. წინა წლებში როგორი დამძიმებული იყო, მეკარესკან პირისპირ რო გარბოდა ბურთი წინ გაურბოდა, კარში დარტყმამდეც ვერ მიდიოდა, პასსაც ვერ აკეთებდა 10-15 მეტრიანს. ნაკრებშიც ეგრე იყო. რავიცი ფლიკს რა მეთოდები აქვს ეგეთი მარა ფაქტია, თავით დაიწყო გუნდმა თამაში და ყველა ფეხბურთელისგან 150 პროცენტს იღებს. ამ გუნდის სუპერ სტარი ფლიკია, ნებისმიერ ფეხბურთელს შეცვლის და იგივე შედეგი ექნება. ასეთ რთულ დროს ასეთი გუნდის დაყენება ასმაგად ფასობს. ძალიან დიდი შანსი იყო 10-15 წელი გუნდი ვერ დაგვეყენენინა. თუ ლიგა დაიდო ეგ იქნება გუნდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული

  • PAIN
    07 ნოე 2024, 10:19

    ჩავი რა შუაშია ძმებო კიდევ ერთხელ ვამბობ ამაზე უკეთესი გუნდი არ ყავდა ჩავის? დემბელე კი მზეა ვიცით მაგრამ ეს დემბელეც ყავდა გუნდში გიუნდოგანიც ჯანმრთელი არაუხო, შტეგენი, კრისტინა, გავი და სხვები თუმცა რა მივიღეთ? ფლიკი აშკარად გიჟივით ამუშავებს როგორც თამაშის მონახაზს და სქემას ისე მეტოქეს და საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობებს! ჩავის კასადო არ ჰყავდა?? რატო არ იყენებდა? ბერნალი? დიდი პატივისცემა ჩავის უბრალოდ არიყო შემდგარი მწრთვნელი… ენრიკეს მერე წესიერი მწრთვნელი ბარსას არ ყოლია ამ დრომდე ჰოდა სანამ დრო გვაქ დავტკბეთ 🤚🏻

  • DesmondHume
    07 ნოე 2024, 09:38

    ციტატა: Rick Sanchez
    ჩავის გაგდებას ელოდებოდნენ ეს ჩემისები?😆😆


    Shemdgar mwvrtnels elodnen da miiges kidec. Xavis jer bevri aqvs saswavli

  • Rick Sanchez
    07 ნოე 2024, 08:49

    ჩავის გაგდებას ელოდებოდნენ ეს ჩემისები?😆😆

  • me da barca
    07 ნოე 2024, 04:55

    პსჟ-ატლეს მიმოხილვას ვუყურე და ლენგლე იქაც ლენგლეა. ის ერთადერთი გოლიც ამ შემოულაწუნემ აჩუქა რასაც ქვია. პსჟ კი ჯობია შეიხებმა გაყიდონ. კუბარსის სურათი ვნახე და რამხელა ნაკერი ქონია, დაამახინჟა ბავშვი იმ სამმა ასომ.

  • Levani
    07 ნოე 2024, 04:51

    Ყველა ფეხბურთელს როგორი მომატებული აქვთ მაგრამ, კუნდე და რაფინია საერთოდ სხვა ლეველზე არიან ასულები. Ეს მარტო ფლიკის დამსახურება არარის მონდომებას, ჟინს, ყველაფერს დებენ თამაშში რაც მისაბაძი და დასაფასებელია

  • neo222
    07 ნოე 2024, 04:40

    ფლიკი მაგარია

  • me da barca
    07 ნოე 2024, 04:35

    ფეოლა ეტყობა შენც ჩემსავით არ გძინავს. ბოლომდე წავიკითხე ხვალისთვის არ გადავდე.
    პ.ს. მომავალ ტურს ბარსა სახლში, რომ ატარებდეს უეჭველი გადაიდებოდა, ბარსელონაში წყალდიდობის გამო. ესპანიოლის თამაში გადაიდო.

  • Johan Cruyff 14
    07 ნოე 2024, 04:27

    კაი სტატიაა ყოჩაღ ადმინ თან ამ დროს ✌️