workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ყველას არ უხარია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ყველას არ უხარია

   ჯერ კიდევ 2009 წელია და ვარჯიშზე მივიჩქარი, ისე მოხდა რომ დავაგვიანე, მე მგონი, პირველად ცხოვრებაში. გამიშვეს საჯარიმო წრეზე და სადღაც ათი წრის მერე მწვრთნელი მეკითხება “ბარსამ” რა ქნაო, თითქოს ამით მანიშნა შუაღამემდე ფეხბურთს რო უყურებ შენ შენი საქმე გაქვს, შენ ასაკში რო იყვნენ იმ ფეხბურთელებს სხვა ფეხბურთელები ფეხზე ეკიდათ, ან მაყურებელი ხარ, ან ფეხბურთელი, ორივე ერთად არ გამოდის, რეჟიმს დაგირღვევსო. 

3:2 მოიგო-მეთქი. გაუკვირდა. ეგრე მაგრად ეთამაშნენო? არა, სამით ნულს იგებდნენ და მერე მიუშვეს, როგორც იციან-მეთქი. ეჰ, ჩაიქნია ხელი, მიხვდა რომ პეპის “ბარსასთან” არავის შანსი არ ჰქონდა. ჩაყვინთა მადრიდულ ფიქრებში. 

ეგრეა, თუ რამეს ჰგავს ფლიკის დებიუტი, გვარდიოლას სადებიუტო სეზონია. პირველ ტაიმში ქვას-ქვაზე არ ტოვებს და მერე დასვენების ჯერი მოდის. სეზონი გრძელია, მიდი და აგორავე, არაფერი იტკინო, მთავარი მატჩები ჯერ კიდევ წინ არის. როგორ დასრულდა პეპის დებიუტი ყველას კარგად მოგვეხსენება, განსხვავება ძალიან ბევრია, მაგრამ იგივე განწყობა მოიტანა – ფაქტია. პეპს უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, უფრო დაბალანსებული ასაკით, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ძლიერი გუნდები თამაშობდნენ, ასე მგონია, რა ვიცი.. 

მოკლედ, აიწყვიტა ფლიკის “ბარსამ”. 

მოკალი თამაში 

კუნდე დაასვენეს, მის ნაცვლად ფორტი ვნახეთ საქმეში. გაშვებული გოლები მისი ფლანგიდან შეტევებს მოჰყვა, გოლებს კიდევ აწეული ალამი, რაც უკვე ტრადიციად იქცა. სკამზე დასმულმა კუნდემ ისაუბრა ამაზე ჟურნალისტებთან, დაცვაში ყველაზე მეტად თამაშგარე მდგომარეობის შექმნაზე ვმუშაობთო. მაგრად გამოდის, ვერაფერს იტყვი, უკვე აღარც ვნერვიულობ გოლი რომ გადის, ეს თამაშგარე ბრონის ჟილეტივით აქვს ფლიკს მორგებული. 

დანი ოლმო ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. დუბლი შეასრულა. ორივე ძალიან ლამაზი გოლი იყო, პირველი გოლის დროს ლამინე იამალმა მორიგი შედევრი შექმნა, ტერფის გარეთა ნაწილით გაჭრა დაცვის ხაზი და ოლმომაც კარგი გოლი შეაგდო. უკვე კვარაცხელიაზე ხშირად იყენებს “ეფეს” იამალი და სრულყოფილებამდე აქვს ასეთი პასი დახვეწილი. გნებავთ ტირაჯირო, გნებავთ ტერფის გარე ნაწილი, საიდანაც უნდა, როგორც უნდა ისე ატრიალებს. დრო მოვა ჯარიმებსაც დაარტყამს, შეუძლებელია ფეხბურთელი ასე გრძნობდეს ბურთს და ჯარიმებს ვერ არტყამდეს. 

ოლმოს მეორე გოლიც კარგი იყო, საჯარიმოს მისადგომებიდან გახვრიტა “ესპანიოლის” კარი, მცირე რიკოშეტიც წაეხმარა, უკვე ბევრჯერ გვანახა რომ საუკეთესო დამრტყმელია “ბარსას” შემადგენლობაში, დაბრუნებაც ასეთი უნდა. ოლმო პედრისა არ იყოს, ხელშეუხებელია. ეს კიდევ ვერ არის გავისთვის დიდად დამაიმედებელი ამბავი. 

ოლმოს გოლებს შორის იყო კიდევ ერთი გოლი. რაფინიამ შეაგდო. გოლის გარეშე გასვლა აღარ უნდა. კასადო კიმიხს შევადარეთ, კიმიხი კი არა, ანდრეა პირლოს მსგავსი პასები ჩამოარიგა, ეს საგოლე პასიც დიდებული იყო, თუმცა, უფრო ჩავი გამახსენა, ვიდრე პირლო, ჩავის ჰქონდა ამის უნარი, ზუსტად იმ სიმაღლეზე გაეკეთებინა პასი მცველს რომ გადაცდენოდა და მაინცდამაინც დიდხანს არ ეფრინა ჰაერში, აი პირლოს პასები, როგორც წესი, “პარაშუტი” იყო. ვისაც გინდათ იმას შეადარეთ, გადასარევი ფეხბურთელია. 

ყველას არ უხარია 

ნახავდით გოლის მერე დაღვრემილ დე იონგს, ხვდება რომ მცირე შანსი აქვს ძირითადში დაბრუნების, რადგან, მარკ კასადო შეუცვლელ წევრად ყალიბდება. უფრო მეტად ერგება საყრდენის როლს, მასთან ერთად თამაში უფრო დალაგებულია. რატომ იყო დე იონგი “მადრიდთან” ასეთი კარგი? იმიტომ, რომ საწყის ეტაპზე კასადოს მიუდგა გვერდით, ფლიკმაც იცის რომ ეს ფორმულაა, თუ ორი საყრდენით თამაშობ დე იონგი ძალიან სასარგებლოა, აი, თუ მარტოა, აქ უკვე პრობლემები იწყება. არა მგონია, ამ სეზონში ფლიკმა ბევრჯერ ითამაშოს ორი საყრდენით, და თუ მაინც ითამაშებს, მაშინ გავიც ჩაერთვება კონკურენციაში. 

ამიტომ იყო ფრენკი დაღვრემილი. ყველაზე დიდ ხელფასს იღებს და სკამზე უწევს ყოფნა. და როცა ყველაზე დიდ ხელფასს იღებ, მაგრამ საკმარის დროს ვერ ატარებ მოედანზე, აუცილებლად გახსენებენ სეზონის ბოლოს გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში, ჰოდა, დაიწყება მერე ყველაფერი თავიდან.. 

მეორე ტაიმში “ბარსა” მოეშვა. ცვლილებებმა თამაში არია, კასადოსა და ოლმოს გასვლის მერე ცენტრი ვეღარ იყო ისეთი დალაგებული. “ესპანიოლიც” კარგად უტევდა, ერთ მომენტში პენიამ ტერ შტეგენის სტილში იხსნა კარი, პედრის დაკარგულ ბურთს მოჰყვა ეგ შეტევა. 

საერთო ჯამში რა იყო ცუდი? დაგვიანებული, ან, არგაკეთებული პასები. ოლმომ ორჯერ აშკარად არ გაუკეთა პასი ლამინეს. არ ვიცი გასვლის მერე რა უთხრა ფლიკმა, მაგრამ ეს მომენტი არაფრით არ გამოეპარებოდა. ასევე, იყო შეტევა 5-3 ზე, რომელიც გოლით ვერ დასრულდა, ლევანდოვსკიმ თავის თავზე აიღო თამაში და მეკარემ აჯობა. ასეთ თამაშებში ეს დანაშაული არ არის, მით უმეტეს, ლევანდოვსკისგან. 

ყველა კმაყოფილია. მომდევნო მატჩი კი “რედ სტართან” გაიმართება. არის გასახსენებელი ამბები და თამაშამდე გავიხსენებთ კიდეც. 

გასწი მერანო! 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • Bakero
    schedule 04 ნოე 2024, 19:02
    #20

    ორი სიტყვა დე იონგზე ! ჩემთვის ერთადერთი მიზეზი რომ გაუშვა ხელფასია ! რატომ გავიწყდებათ რომ 3 ! ტურნირზე ვთამაშობთ პლიუს ეს დედააფეთქებული სანაკრებოებები სადაც ის თავმოტვლეპილი ახვარი ბოლომდე წურავს ჩვენებს rage და თქვენ გინდათ თქვათ რომ როტაცია აუცილებელი არ არის ?! smile უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაუძლებს ვერავინ სულ რომ კუნდე /ლევანდოვსკის ფიზიკა ჰქონდეთ ! ორგანიზმის დასვენება აუცილებელია ეხლა ყველამ გაიხსენეთ ბოლო 4 თამაშში რა ურტყეს კასადოს ფეხებში ! weary ხომ არ გავიწყდებათ ჩემთვის და ალბათ ყველა თქვენთვისაც იმ ბრილიანტ ბიჭს მარკ ბერნალს რა დამართეს სულ სამი თამაში გადააბა მეტი კი არ უთამაშია disappointed_relieved დე იონგი ჯერ არ არის თავის ფორმაში შესული ჰოდა დააცადეთ თუ ხელფასს დაიკლებს მშვენიერი სკამიდან მშვენიერი არჩევანია ! დ ა ყველაზე მთავარი ფლიკის ფაქტორი !

  • Wtfman123
    schedule 04 ნოე 2024, 18:01
    #19

    ციტატა: mascherano-larsson
    C.PC5, ბაზარი არაა გეთანხმები. ბოლო წლების კრიზისს ერთადერთი დადებითი რაც ქონდა ის იყო რო მოდას აყოლილი ,დროებითი ბალეშიკები მოგვაშორა. სანამ ორი კარი და ბურთი იარსებებს ბარსაზე მაგარი გუნდია არ იქნება. ფული მოაშორე სხვა გრანდებს და სეგუნდაში გავარდებიან, ჩვენებმა ისეთი ქამბექი დადეს თვითონ ლაპორტაც არ ელოდა ალბათ


    რაც ბოლო ლიგა მოვიგეთ 2015ში იმის მერე გუნდო ვერაფერს შვებოდა იმიტო რო მილიონებს იხდიდნენ ფეხბურთელებში რომლებსაც მარტო ფული აინტერესებდათ და გუნდი ფეხებზე ეკიდათ რაც წამოწიეს წინა ფლანგზე აკადემია იმის მერე ვიხოდებით ისევ აკადემიას უნდა მიაწვნენ საერთოდ არაა საჭიროება მილარდები იხადო ფეხბურთელებში და მერე კაპიკებში გაუშვა დემბელეს და კოუტინიოს მაგალითი დად ღირს მარტო

  • mascherano-larsson
    schedule 04 ნოე 2024, 16:21
    #18

    C.PC5, ბაზარი არაა გეთანხმები. ბოლო წლების კრიზისს ერთადერთი დადებითი რაც ქონდა ის იყო რო მოდას აყოლილი ,დროებითი ბალეშიკები მოგვაშორა. სანამ ორი კარი და ბურთი იარსებებს ბარსაზე მაგარი გუნდია არ იქნება. ფული მოაშორე სხვა გრანდებს და სეგუნდაში გავარდებიან, ჩვენებმა ისეთი ქამბექი დადეს თვითონ ლაპორტაც არ ელოდა ალბათ

  • C.PC5
    schedule 04 ნოე 2024, 15:49
    #17

    " ჯერ კიდევ 2009 წელია და ვარჯიშზე მივიჩქარი, ისე მოხდა რომ დავაგვიანე, მე მგონი, პირველად ცხოვრებაში. გამიშვეს საჯარიმო წრეზე და სადღაც ათი წრის მერე მწვრთნელი მეკითხება "ბარსამ" რა ქნაო, თითქოს ამით მანიშნა შუაღამემდე ფეხბურთს რო უყურებ შენ შენი საქმე გაქვს, შენ ასაკში რო იყვნენ იმ ფეხბურთელებს სხვა ფეხბურთელები ფეხზე ეკიდათ, ან მაყურებელი ხარ, ან ფეხბურთელი, ორივე ერთად არ გამოდის, რეჟიმს დაგირღვევსო.

    3:2 მოიგო-მეთქი. გაუკვირდა. ეგრე მაგრად ეთამაშნენო? არა, სამით ნულს იგებდნენ და მერე მიუშვეს, როგორც იციან-მეთქი. ეჰ, ჩაიქნია ხელი, მიხვდა რომ პეპის "ბარსასთან" არავის შანსი არ ჰქონდა. ჩაყვინთა მადრიდულ ფიქრებში. "

    ეს სიტყვები შესავალში უბრალოდ გენიალურია! სხვანაირად ვერ აღვწერ უბრალოდ გენიალური, ვისაც ფეხბურთი სისხლში აქვს გამჯდარი საკუთარ თავს ამოიცნობს ფეოლას ისტორიაში, გუშინ თამაში ადრე იყო, საღამოს მშვენიერ დროს, მარა ღამის 12 საათზე სახლში მარტო მე რომ მღვიძავს და ბარსას თამაშის დაწყებას ველოდები მართლა შეშლილს ვგევარ ალბათ სხვების თვალში, მითუმეტეს მეორე დღეს ადრევე უნდა წავიდე უნივერსიტეტში, ვიცი საკმარისად ვერ გამოვიძინებ და საუკეთესო კონდიციებში არ ვიქნები, მარა რა გინდა ფეხბურთის და ბარსას სიყვარულს რომ უყო?! მითუმეტეს ასეთი ბარსასი, გუშინ მეორე ტაიმში მხარ-თეძოზე რომ წამოწვნენ და მაინც სასიამოვნო იყო იმის ყურება თუ როგორ ათამაშებდა ბარსა ესპანიოლს როგორც თაგვს ათამაშებს კატა შეჭმამდე, ახლა კარგი კარგ ფეხბურთს მაინც თამაშობენ მარა სვარკას რომ გავდა ცოტა ხნის წინ ამათი თამაში მაშინ რა ძალა მაფხიზლებდა რომ თავი მეტანჯა ამათი ყურებით?! მარა იქაც ხოა ტკბილ-მწარე მომენტები, იმას ელოდები ვინ გაიბრწყინებს, რას ნახავ ახალს ისეთს რაც მოგეწონება და იტყვი იმედია სამომავლოდ ასე გააკეთებენო. მწვრთნელის სიტყვები ცალსახად მართალია, მეორე დღეს ლევანდოვსკი არ ივარჯიშებს შენს მაგივრად, არც გავი დაგიწერს ტესტს, მარა ამ გაწამებულ ქვეყანაში და მსოფლიოში რაღაცით ხომ უნდა ისიამოვნო, ისე რომ ხასიათი გამოგიკეთოს და მთელი კვირა გახსოვდეს, ერთი რაღაც ხომ უნდა იყოს რასაც არ დაუშლი საკუთარ თავს და მიცემ უფლებას რუტინა დაარღვიო, ისიამოვნო და მერე სატრაბახოც გქონდეს მადრიდისტა ძმაკაცთან მეორე დღეს laughing
    მოკლედ მადლობა ფეოლას კიდევ ერთი შესანიშნავი სტატიისთვის!!!

  • Visca barca
    schedule 04 ნოე 2024, 15:25
    #16

    ციტატა: Jorkaeff

    ციტატა: Frenkie de Jong_
    Viktor Gyökeres
    ამით ინტერესდება ბარსა,
    26 წლის სტრაიკერია 10 მატჩი 16 გოლი და 1 ასისტი აქვს, იდეალურია ცრუ 9 იანად, თანაც ბიუჯეტურად
    დაწერეთ რამე

    ამორიმიმ თუ დაუძახა და მოითხოვა მანჩეში არა მგონია არ წაყვეს შვედი.


    ასე დაიწერა უარი თქვა იუნაიტედში გადასვლაზეო.

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: Frenkie de Jong_
    Viktor Gyökeres
    ამით ინტერესდება ბარსა,
    26 წლის სტრაიკერია 10 მატჩი 16 გოლი და 1 ასისტი აქვს, იდეალურია ცრუ 9 იანად, თანაც ბიუჯეტურად
    დაწერეთ რამე


    დღეს დილით მოვუსმინე რომ ბარსა არამხოლოდ ინტერესდება არამედ აპირებს რომ სპორტინგს გაცვლა შესთავაზოსო.
    ამ ზაფხულში სპორტინგი როკეთი ინტერესდებოდაო და აპირებენ რომ როკე შესთავაზონ და პლუს ტრინკაოს 50%ის წილიც დაუთმონო. (ბთვ ტრინკაო მოიხოდა სპორტინგში)
    გიოკერესის გამოსასყიდი 100მილიონია.. როკესა და ტრიკაოს გათვალისწინებით ალბათ ცოტას დამატებაც მოგვიწევს მაგრამ ცუდი წინადადება ნაღდადა არაა. როკეც მოიხოდა ბეტისში და 4 გოლი აქვს ამჟამად.
    ჰოდა როკე+ტრინკაოს 50% და 30მლნ მემგონი სარფიანი შეთავაზება იქნება..
    იმედია წამოვა სპორტინგი, ხოდა ეგ თუ მოხდა, მომავალ წელს ჩვენი გამჩერებელი აღარავინ იარსებებს.
    ერთ ვინგერსაც დავამატებდი როტაციისთვის.. კი წაუქლიავა მარა უილიამსს მოვიყვანდი ფასისა და პოტენციალის გათვალისწინებით.
    გიოკერესი, უილიამსი, (ტა და დევისი უფასოდ) თუ დავიმატეთ..აი რავიცი..დეკუზე ყველა გინებას უკან წავიღებ.
    გასაყიდები იქნებიან: გარსია, ტორესი, დეიონგი, ლევანა და ფატი.


    30 მილიონიზე არ დათანხმდებიან ჩემი აზრით

  • Jorkaeff
    schedule 04 ნოე 2024, 15:04
    #15

    ციტატა: Frenkie de Jong_
    Viktor Gyökeres
    ამით ინტერესდება ბარსა,
    26 წლის სტრაიკერია 10 მატჩი 16 გოლი და 1 ასისტი აქვს, იდეალურია ცრუ 9 იანად, თანაც ბიუჯეტურად
    დაწერეთ რამე

    ამორიმიმ თუ დაუძახა და მოითხოვა მანჩეში არა მგონია არ წაყვეს შვედი.

  • Rick Sanchez
    schedule 04 ნოე 2024, 14:59
    #14

    შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი!

  • Frenkie de Jong_
    schedule 04 ნოე 2024, 14:29
    #13

    Viktor Gyökeres
    ამით ინტერესდება ბარსა,
    26 წლის სტრაიკერია 10 მატჩი 16 გოლი და 1 ასისტი აქვს, იდეალურია ცრუ 9 იანად, თანაც ბიუჯეტურად
    დაწერეთ რამე

  • nika 54
    schedule 04 ნოე 2024, 13:55
    #12

    ყველას არ უხარია
    სხვათა შორის ფრენკი კარგად იყოს და არც მე გამხარებია, რომ მეორე ტაიმში ორმა შეცვლამ ისე არია გუნდი პასების სიზუსტე ლამის ნულზე დავიდა. რა მოხდა ალბათ მარტო ფლიკმა იცის და იმედი მაქვს ამ საკითხსაც ისე მოაგვარებს როგორც სხვა მრავალი მოაგვარა.

  • me da barca
    schedule 04 ნოე 2024, 13:53
    #11

    გინდ ასე მიუდექი გინდ ისე, დე იონგი ზაფხულში გასაყიდია, სასიცოცხლოდ საჭირო აღარაა უკვე. ხელფასსაც დაზოგავ და თუ გონივრულად გაყიდეს მინიმუმ 50 მილიონი შემოვა ბიუჯეტში. თუ არადა ამოწურავს ვადას და უფასოდ დაგაზავს ეს ძალით კულე.

  • mascherano-larsson
    schedule 04 ნოე 2024, 11:58
    #10

    Hansi Flick, რა სასწაულიც ლესტერმა გააკეთა, ჩემთვის იგივე სასწაულს აკეთებს ფლიკი. ამ რესურსით პლანეტოს საუკეთესო გუნდი დააყენა, თინეიჯერებეით და გამოგდებული ბებრებით ასეთი შედეგი არავის ჰქონია. ორი მისტერ ბარსელონა იყო მწვრთნელი ( კუმანი-ხავი) და ამის მეათედი ფეხბურთი ვერ გვათამაშეს. დაჟე ლესტერზე უფრო დიდ შედეგს დებს, იქ კონკურებტებმა გაუკეთეს საჩუქრები რანიერის. ეს ფეხბურთი რასაც ბარსა თამაშობს ყველაზე რთულად სათამაშო სტილია .

  • Hansi Flick
    schedule 04 ნოე 2024, 11:19
    #9

    ციტატა: mascherano-larsson
    დე იონგის მაგარი ბალეშიკი ვარ, მაგრამ ფინანსებიდა. გამომდინარე, პლიუს ლა მასიელი გიჟების ფაქტორიდან გამომდინარე გაუჭირდება გუნდში დარჩენა. დაიკლოს ხელფასი 8-9 მილიონამდე, დათანხმდეს კონკურენციას სა კი ბატონო, იდეალური ფეხბურთელი იქნება ბარსასთვის. ბავარია და რეალი მეორე ტაიმში რო გავტეხეთ ფრენკის დამსახურებაცაა. ჩემი აზრით 60 მილიონზე მეტი არ უნდა დახარჯოს ბარსამ კიდევ 5-6 წელი, ლამასიელებინდააწინაუროს და გამოვალთ ფინანსური კრიზისიდან. ლესტერის დონის სენსაციას დებს ფლიკი ვატყობ მე


    სად ლესტერი სად ბარსა

  • mascherano-larsson
    schedule 04 ნოე 2024, 11:15
    #8

    დე იონგის მაგარი ბალეშიკი ვარ, მაგრამ ფინანსებიდა. გამომდინარე, პლიუს ლა მასიელი გიჟების ფაქტორიდან გამომდინარე გაუჭირდება გუნდში დარჩენა. დაიკლოს ხელფასი 8-9 მილიონამდე, დათანხმდეს კონკურენციას სა კი ბატონო, იდეალური ფეხბურთელი იქნება ბარსასთვის. ბავარია და რეალი მეორე ტაიმში რო გავტეხეთ ფრენკის დამსახურებაცაა. ჩემი აზრით 60 მილიონზე მეტი არ უნდა დახარჯოს ბარსამ კიდევ 5-6 წელი, ლამასიელებინდააწინაუროს და გამოვალთ ფინანსური კრიზისიდან. ლესტერის დონის სენსაციას დებს ფლიკი ვატყობ მე

  • Hansi Flick
    schedule 04 ნოე 2024, 10:57
    #7

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: riva
    ერთიცაა მგონია რომ ოლმო ლევანდოვსკის უზღუდავს სამოქმედო არეალს. ფაქტიურად ცრუ ცხრიანია


    ერთხელ როტაციით ოლმო იმენა ცრუ 9 იანად და ლევას დასვენება რო გატესტოს კაი იქნებოდა,
    პედრი 10 იანზე და კასადუ-დეიონგი,
    ანუ დაახლოებით ასე
    4 ცენტრ მცველი
    —დეიონგი– პედრი—კასადო
    —იამალი—-ოლმო—-რაფინია.


    მეც ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ დე იონგს გავი ჯობია. დე იონგი და ლევანდოვსკი საერთოდ გასაყიდია.

    რაფინია———————–იამალი
    ——————-ოლმო
    ———პედრი-კასადო-გავი
    ბალდე-მარტინესი-კუბარსი-კუნდე
    ——————–პენია

  • ზურაბ
    schedule 04 ნოე 2024, 10:27
    #6

    წლევანდელი აღმოჩენ ოლმო და ფლიკი. ამ ორ კაცმა მთელ ევროპის საფეხბურთო სამყაროს პამპერსები გააკეთებინა რომ ჩაჯმის დროს არ შერცხვნენ. ადრე თუ იბიცის გუნდიც მასხრად იგდებდა ეხლა თვით სიტისაც არ ენდომება პლეიოფში ბარსასთან ჭიდილი

  • Flying Dutchman
    schedule 04 ნოე 2024, 10:13
    #5

    ოლმო ბრილიანტი შენაძენია

  • Frenkie de Jong_
    schedule 04 ნოე 2024, 09:48
    #4

    ციტატა: riva
    ერთიცაა მგონია რომ ოლმო ლევანდოვსკის უზღუდავს სამოქმედო არეალს. ფაქტიურად ცრუ ცხრიანია


    ერთხელ როტაციით ოლმო იმენა ცრუ 9 იანად და ლევას დასვენება რო გატესტოს კაი იქნებოდა,
    პედრი 10 იანზე და კასადუ-დეიონგი,
    ანუ დაახლოებით ასე
    4 ცენტრ მცველი
    —დეიონგი– პედრი—კასადო
    —იამალი—-ოლმო—-რაფინია.

  • Gaucho24
    schedule 04 ნოე 2024, 09:39
    #3

    კასადოზე რა ვთქვა არ ვიცი ბრილიანტია , ასეთი დაბალანსებული და ჩამოყალიბებული გუნდი დიდი ხანია არ გვყოლია , ლუის ენრიკეს დროსაც არ იყო გუნდი ასეთი ერთიანი მაშინ მსნ ის წყალობით ვიგებდით , იმის მერე ხო საერთოდ , მანამდე კი მხოლოდ პეპის დროს იყო ასეთი გუნდი , ყველა ერთმანეთს რომ პატივს სცემს , გრძნობს და უფრთხილდება , რასაც გუნდი ქვია.. ინდივიდუალიზმი , სისწრაფე , ძალა , კომბინირება , დაცვა , პრესინგი , დარტყმა , დაზღვევა , ოფსაიდის მახე , პოზიციონირება , სივრცის გახსნა , აღქმა , შევსება , მოძრაობა ბურთით თუ უბურთოდ , ეს ყველაფერი ქმნის საჩემპიონო გუნდს , ეს არის სასწაული მწვრთნელის ხელი რომელიც მუდამ გვაკლდა ბოლო წლებში , ბრავო ბატონო ჰანს , ბრავო ! ყოველთვის ვიცაცდი და მევასებოდა ფრენკი და ახლაც ძალიან მომწონს , მაგრამ ისეთი თაობაა და ისეთებს შვრებიან თანახმა ვარ გაიყიდოს , ხელფასის გამოც , პლუს გაიჯარებულები , ტორესი , გარსია , ეს ხალხი რომ გაიყიდება და ფლიკი თავის სასურველ ფეხბურთელებს რომ მოიყვანს , ნაიკის დახმარებითაც და გუნდი იდეალურად შეივსება თავისი სკამით , როტაციითა თუ ძირითადით , წარმოგიდგენიათ რა მოხდება? ტრავმის რომ არ შეგვეშინდება , როტაციაზე ოსასუნას მსგავსი რამ რომ არ დაგვემართება , ორი ძლიერი შემადგენლობა რომ იქნება , ძალები რომ გადანაწილდება , გადამწვარი ფეხბურთელები რომ დაისვენებენ , სანაკრებოების რომ არ შეგვეშინდება , რაღაც სასწაული იწყება მგონი და იმედია ასე გაგრძელდება , ეს ბარსელონა უბრალოდ ფენიქს გავს , როგორ ფენიქსს იცით? რომ დაფრინავდა წვავდა ყველაფერს და შემდეგ ფრთები რომ მოსტყდა მიწაზე რომ დაენარცხა და არ კვდებოდა , ნატრულობდა რომ მომკვდარიყო რომ თავიდან ჯანმრთელი დაბადებულიყო რომ ისევ ეფრინა და როგორც იქნა სურვილი რომ აუსრულდა , ფერფლიდან რომ აღსდგა და ახლა ყველაფერს რომ ისევ თავისი მაგიური ცეცხლით წვავს და ფრთებს შლის რომ ძლიერად და რაც შეიძლება მაღლა იფრინოს მაგ ფენიქსს , ხოდა იფრინე ჩვენო ფენიქსო , გაშალე ფრთები , ნუ შეგეშინდება და იმ სიმაღლეებსაც დაიპყრობ რაც აქამდე წარმოუდგენელი ჩანდა ! შემდეგი გადამწვარი სტადიონი ცვერნა ზვეზდას ჯოჯოხეთური სტადიონი იქნება !

  • riva
    schedule 04 ნოე 2024, 04:07
    #2

    ერთიცაა მგონია რომ ოლმო ლევანდოვსკის უზღუდავს სამოქმედო არეალს. ფაქტიურად ცრუ ცხრიანია

  • F.C.B. ბარსელონა
    schedule 04 ნოე 2024, 03:45
    #1

    ჩემი ბარსა.არ მჯერა რომ ბარსა ფეხზე დადგა