მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Sweet Dreams

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Sweet Dreams

არსებობს ასეთი მესოპოტამიური გამოთქმა, – დემბელე რომ მოედანზე გადის, ღმერთები მონეტას აგდებენო. ეგრეა! კაციშვილმა არ იცის, როგორ ითამაშებს და რას გააკეთებს. დემბელე არის ფეხბურთელი, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ასეთი არაორდინალური ფეხბურთელი ადრეც გვყოლია, მაგრამ ბრაზილიელის არაორდინალურობა მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილებოდა, დემბელეს კი გაცილებით დიდი დიაპაზონი აქვს, უფსკრულიდან ზეცის კარამდე აზიდული. ჰოდა, როცა სათამაშოდ გადის და ამ წარმოუდგენლად დიდ დიაპაზონში საკუთარი თამაშის ძიებას იწყებს, ღმერთები მონეტას აგდებენ იმის გამოსაცნობად, რა ჯანდაბას გააკეთებს მოედანზე. 

მარტო ჩავის გამომეტყველება რად ღირდა.. გინდა ერთ და გინდა მეორე შემთხვევაში. თითქოს დაჭყეტილი თვალებით გვეუბნებოდა, – რა ვუყო ახლა ამას, როგორ გინდა, არ ათამაშო? როგორ გინდა, სკამზე დასვა? მერე რაფინია? ჩემს ბედს.. 

კარგი თავის ტკივილია. 

ალბათ, ჩავიმაც ვერ გაიგო, დამბომ რაები აკეთა. აი, კუადრადომ ნაღდად ვერაფერი გაიგო, მეორე გოლის დროს სანამ იმაში გამოერკვა, ბურთი სად წავიდა და დემბელე საით გარბოდა, უკვე მთელი სტადიონი გოლს აღნიშნავდა, ხალხმა აღნიშნა ღრიალით, დემბელემ კი აღნიშნა ცოტათი უჩვეულოდ, ერთიც და მეორეც, ტკბილი ძილის იმიტაცია შემოგვთავაზა, – დაგაძინეთ ყველა თქვენი მაკარონჩიკი ფორმა დავხიეო! ალბათ ამას ნიშნავდა, რავიცი. 

ბებერ ქალბატონებს, როგორც წესი, გზაზე გადასვლაში ეხმარებიან. დემბელემ კიდე თავში წამოარტყა. 

ფერარივით იყო მთელი პირველი ტაიმი. გოლების მერე კესიე გაიყვანა თითქმის პირისპირ, დარტყმაც არ იყო ცუდი, მაგრამ მეკარემ ივარგა. ბოლო ორი მატჩია, კესიე აშკარა გასატანს ვერ იტანს, არ არის ეს მისი ძლიერი მხარე, მაგრამ მაინც კარზე დაგეშილი ჩანს, ამ კაცისგან გოლებსაც უნდა ველოდოთ. 

ჩავიმ დაიწყო დაცვითი შემადგენლობით, აქცენტი მთლიანად კონტრშეტევებზე გააკეთა, გარდა ოთხი მცველისა ნახევარდაცვაში ვიხილეთ – ბუსკეტსი, ნიკო და კესიე. მაქსიმალურად ჩამშლელი ხალხი, მათ წინ კი “დორტმუნდელი” ტრიო მოქმედებდა, – ობა, ლევანა და დამბო. მიუხედავად იმ ორის ასაკისა, სისწრაფე არცერთს არ უჭირს. ასეთი იყო პირველი ტაიმის გეგმა, არ იყო ცუდი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ არცერთი გოლი კონტრშეტევაზე არ გასულა, უფრო პოზიციური შეტევა იყო, მეტოქის ყველა მცველი თავის ადგილზე იდგა და დემბელემ მაინც გაარღვია.

პირველი ცვლილება მალევე ვიხილეთ, სერჟი რობერო გავიდა, დესტი გამოვიდა და გოლიც მივიღეთ. დაუშვა ის შეცდომა, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში უშვებდა, მეტოქის შეტევის დროს ზედმეტად ცენტრისკენ შეიწია და როცა მის დატოვებულ ზონაში გაკეთდა პასი, გადმოსვლა ვეღარ მოასწრო, შესაბამისად, გაკეთდა ბოლო პასი და გოლიც მივიღეთ. 

დესტისა და რობერტოს შემხედვარე ხან არაუხოზე მეფიქრება, რომელიც მარჯვნივაც მშვენივრად თამაშობს, ხანაც ასპილიკუეტას უნივერსალიზმისკენ გამექცევა გონება. მოკლედ, ამათი ნდობა არ შეიძლება. აგერ, მერამდენე წელია, მარჯვენა მცველი კვლავ პრობლემაა.

მეორე გოლი მივიღეთ მეორე ტაიმში, ყველაფერი დე იონგის შეცდომით დაიწყო, რომელიც ისევ დაცვის ცენტრში ვნახეთ, ჯიუტად, ყველა მატჩი დაცვაში დაიწყო. წასვლისკენ უბიძგებენ, მაგრამ გულს არ იტეხს და სადაც აყენებენ, იქ თამაშობს, თუმცა, შეცდომა დაუშვა და გოლი მივიღეთ. ამჯერად დესტმა დროულად სცადა დაზღვევა, მაგრამ ერთი-ერთზე ვერაფერი გააწყო, მაინც დაასწრეს, მაინც აჯობეს და 2:2. 

სადღაც მე-60 წუთიდან “ბარსას” დაცვითი სტილის ნახევარმცველები გავიდნენ და შემტევები გამოვიდნენ, ამის მერე დაიწყო სრული დომინაცია, რომელიც გოლში ვერ გადავსახეთ, არადა, შანსი ბევრი იყო, ლამაზი მომენტიც ბევრი იყო. რაფინიამ კვლავ შეგვახსენა, რომ გადასარევი მარცხენა აქვს. ერთხელ მეკარემ აუღო, მეორედ კი ჯარიმა დააბზრიალა ლამაზად, მაგრამ ხარიხას მოხვდა, სადღაც ცხრიანის გადაკვეთასთან, გადმოვარდნილ ბურთთან ფატი გაჩნდა, შორეული ცხრიანისკენ გაუშვა და ისევ ძელისა და ხარიხის გადაკვეთას მოხვდა ბურთი, “სტოპიატი” ითამაშეს და გოლი ვერ შეაგდეს. 

განსაკუთრებით აქტიური იყო გავი, სწორად წარმართავდა შეტევებს და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, რამდენიმე კარგი დრიბლინგიც გვანახა. ჰქონდა შანსი მემფის დეპაის და კარგი მატჩი ჩაატარა პიანიჩმაც. ჩავის ყოველთვის მოსწონდა პიანიჩი, ძირითადს არ გააკარებს, მაგრამ მეოთხე-მეხუთე ვარიანტად ეყოლება სკამზე, თუ დე იონგი დარჩა, მაშინ კიდევ უფრო ღმრა სათადარიგოზე იქნება. 

ჯერჯერობით სრულ სურათს ვერ ვხედავთ. გუნდი ჩამოყალიბებული არ არის, ზუსტად ვიცით, რომ ვიღაცები მოვლენ, ვიღაცები წავლენ, მოლოდინის რეჟიმში ვართ, დალაგებით კი მერე დალაგდება, როცა წამსვლელ-მომსვლელებს გავარკვევთ. ფეხბურთელებსაც ზუსტად ეცოდინებათ, ვისთან მოუწევთ კონკურენცია. 

აი, დემბელე და რაფინია რომ დიდ ომს ატეხენ ძირითადში მოსახვედრად, ეს გარდაუვალია. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (23)

  • Fc Barca Batumi
    27 ივლ 2022, 21:47

    ციტატა: nika 54
    ისე რავიცი დემბელესთვის მარჯვენა მარცხენა ერთი სი-ია და საითაც დააყენებს იქით ითამაშებს. ისე არ გაგვიჭირდეს სხვადასხვა ფლანგზე. და იქნება ერთადაც ითამაშონ


    მაშინ ეძინა და ძილბურანში გვეუბნებოდა მარჯენა და მარცხენა ჩემთვის სულერთიაო, გაღვიძების მერე აშკარაა მისი ფლანგი

    ეს დესტი და გარსია არა რაა, ისე ბარსა ატლეტიკისთვის კი წავა! ნაღდად მაგათი ბრალია. ან ამ ფრენკს რა მიარბენინებდა ნახევარ დაცვის ზონაში, არადა რაც ბარსაშია მის პოზიციაზე არც ყოფილა, ბიჭო იქნება კაი დარჩეს, ათამაშეთ 2-3 თამაში! გაყიდვა ეგრევე ვიცით!

  • nika 54
    27 ივლ 2022, 17:12

    ისე რავიცი დემბელესთვის მარჯვენა მარცხენა ერთი სი-ია და საითაც დააყენებს იქით ითამაშებს. ისე არ გაგვიჭირდეს სხვადასხვა ფლანგზე. და იქნება ერთადაც ითამაშონ

  • Barca1980
    27 ივლ 2022, 15:18

    ციტატა: ფეოლა
    Barca1980,
    შუაში რო იყო შეწეული ეგ წერია ზუსტად, დისტანცია იმდენი უნდა დატოვო, რომ კაცზე გადასვლას ყოველთვის ასწრებდე პასის მერე, 10 წლის ბავშვებს ასწავლიან მაგას. დესტის ბრალია აბა ვისი ბრალია?! პოზიციურადაც შეცდა და ჩაწოდებაც ვერ ჩაჭრა. მეტოქეს ეგ დავალება აქვს რომ ფლანგიდან ჩააწოდოს, სხვა კი არაფერი ევალება : )) ამან კიდე ხელი უნდა შეუშალოს, ხელის შეშლა კი არა იმხელა სივრცე მისცა ლანგრით მიართვა გოლი.

    მეტად უცნაური კომენტარია, ღმერთმანი..

    უცნაური ის არის , რომ დესტს შეაწმინდეთ ხელი , რომ დაგეწერათ დაცვის ხაზი ჩავარდავო , აი ეგ უფრო ობიექტური და სწორი შეფასება იქნებოდა , იმ სივრცეს რაც ცენტრალური დაცვის გამო გაჩნდა დესტი კი არა , ვერცერთი მცველი ვერ შეავსებდა . ჩავარდა იმიტომ , რომ მარცხენა ზონაში ათამაშა ერთად დესტი და კრისტენსენი , მაგრამ კაცი მაინც გარსიას გაექცაა . გარსია , კრისტენსენის წყვილიი ძალიან დიდი რისკია .