ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია

ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია. თამაშით ეს აქამდეც ჩანდა, ახლა კი უკვე სტატუსითაც.

არა მხოლოდ 2026 წლის – “ფურია როხა” 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებიცაა. 26 წელიწადში მოგებული 2 მსოფლიოსა და 3 ევროპის ჩემპიონატი. მსგავსი შედეგით სხვა ვერავინ დაიკვეხნის.

ესპანეთის ჩემპიონობას ყვითელი და წითელის გარდა ყოველთვის გასდევს მუქი ლურჯი და ბროწეულისფერი ფერები. გამონაკლისი არც მსოფლიოს 2026 წლის მუნდიალი იყო. უკვე ტრადიციად შეგვიძლია ჩავთვალოთ – ძირითადი დრო და პირველი დამატებითი ტაიმი 0-0, მეორე დამატებით ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლი და რა თქმა უნდა, “ბარსელონას” ფეხბურთელის შესრულებით.

ესპანეთისთვის ახალი ანდრეს ინიესტა ფერან ტორესი გახდა, რომელმაც 106 წუთზე უკვე კაცნაკლულ არგენტინას ზუსტად დაურტყა და ლუის დე ლა ფუენტეს უძლეველი ბიჭების დიდი უპირატესობა ოქროდ აქცია.

ფინალურ მატჩში ტორესი ტრადიციულად შეცვლაზე შევიდა. 62-ე წუთზე მან ტურნირზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მიკელ ოიარსაბალი შეცვალა. კუბარსიმ და იამალმა სრულად ითამაშეს; ოლმომ – პირველი 75 წუთი. მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა პედრი. მუნდიალზე პირველი წუთები მიიღო ერიკ გარსიამაც, რომელიც თამაშში 99-ე წუთზე ჩაერთო. სათადარიგოთა შორის კი გავი და ჟოან გარსია დარჩნენ.

ახლა კი ორიოდ სიტყვა მთავარ “ბარსელონელზეც” ვთქვათ. ლეო მესის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე არაფერი შეხვდა – არც ჩემპიონობა, არც ბომბარდირობა და ბევრისთვის მოულოდნელად არც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობა. არადა, თუკი არსებობს მიზეზი, რის გამოც არგენტინა ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, ეს სწორედ ლეოა. 8 თამაშში გატანილი 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა – ამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ფორმალურად დაუფასებელი დარჩა. მხოლოდ ფორმალურად, რადგან თუკი ვინმეს დაფასება არ აკლია, ეს მესია და სავსებით დამსახურებულად.

ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელის (და შესაძლოა სპორტსმენის) სანაკრებო მონაგარი ასეთია: ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, კოპა ამერიკის ორგზის გამარჯვებული, ფინალისიმას გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორი, კოპა ამერიკის სამგზის ვერცხლის პრიზიორი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    20 ივლ 2026, 14:29

    ფინალში მაინც მესისკენ ვიყავი, მარა გული მაინც დიდად არ დამწყვეტია ამმდენი ბარსელონელის გამო, მითუმეტეს მესის უკვე მოგებული აქვს, თან + საჩემპიონო გუნდი ნაღდად არ იყო ამ მუნდიალზე.
    საფრანგეთთან წაგებას ბევრად სჯობდა, ან უარესი, პორტუგალიასთან რომ წაეგოთ, ცხოვრებისეულ ტრავმას მივიღებდი 😂 მარა მეორე თემაცაა, პორტუგალიას რა უნდა მუნდიალის ფინალში?!

    2010 წელს მუნდიალის მოგების მერე. ბარსამ რა სეზონი მიაყოლა, ახლა ამათაც ქნან რამე ლიგაზე. შორეულ პერსპექტივაში კუბარსის იმედი უფრო მაქვს ვიდრე იამალის, ხასიათს რომ ვუყურებ მისას მგონია რომ წაუნეიმარებს, ნეტა ვცდებოდე და მესიზე მაგარი კარიერა დადოს.

  • Xoshko
    Xoshko ვეტერანი
    20 ივლ 2026, 08:47

    2010 ში ბარსელონელის გოლით, 2026 ბარსელონელის გოლით. ორივე შემთხვევაში უმრავლესობა ბარსას ფეხბურთელი იყო. ესპანეთი + ბარსელონა = ანბითაბლე 😁😁😁😁

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    20 ივლ 2026, 08:20

    სავსე კამპ ნოუზე უნდა ითამაშოს ბოლო თამაში ლეომ და ისეთი გაცილება უნდა მოუწყონ როგორსაც ინსახურებს. ლაპორტა შენ გასიებულ დედა*ევეცი.

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    20 ივლ 2026, 03:38

    პროსტა კუბარსი რამაგარი ბიეი გვეზრდება და ბრავოოოი
    დაღვინებულ მცველთან გამოჩნდა რაცაა

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    20 ივლ 2026, 03:36

    გილოცავთ გილოცავთ, არ გავს ეს მსოფლიო 2010 წლისას თუმცაღა ისევ ბევრმა ბარსელონელმა მოიყარა გამარჯვებულთა სცენაზე თავი, იმედია ჩვენს ფეხბურთელებს თავდაჯერებას და გამარჯვებულის მენტალიტეტს შემატებს ეს თასი, განსაკუთრევუთ იამალზე მაქვს საუბარი, არ მინდა მაგ ბავშვს ამდენი წარმატება თავში აუვარდეს და ისევ თავიდან მოსარჯულებელი გახდეს, ნეტავ სწორად გადახარშოს ყველაფერი და უფრო მოშიებული დაუბრუნდეს მოედანს მომავალ სეზონში.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    20 ივლ 2026, 03:06

    ისე, იამალს რო აქილიკებდნენ მადრიდისტები და დაცინოდნენ რო მბაპე 18 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდაო, აჰა ბატონო 19 წლის ასაკში გახდა ლამინი და სად ხართ ახლა? 😂😂😂