დიდი ტრანსფერი შედგა – ვინ იქნება შემდეგი?

დიდი ტრანსფერი შედგა – ვინ იქნება შემდეგი?

ესეც ასე! 

დიდი ტრანსფერი შედგა. ხელის მოწერაღაა დარჩენილი. ასე საჯაროდ, თორემ, იქნებ უკვე მოაწერა, რავიცი. გაცხადდა ის, რაზეც თავს ვდებდით ჩვენთვის მძიმე და მოულოდნელ დროს. თავს ვდებდით რომ “ბარსა” დიდ ტრანსფერს გააკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ვალებში იხრჩობა. გერბი მაინც თავისას შვება, ისტორია და დიდი ტრადიცია უმაგრებს ამ გერბს ზურგს, რომელიც ლევანდოვსკისთვის ბევრის მთქმელი გამოდგა. იგივე ითქმის რაფინიაზეც, რომელსაც ბევრი შეთავაზება ჰქონდა, უფრო სარფიანიც, მაგრამ ბავშვობის საყვარელი კლუბი აირჩია, თუმცა, რაფინია პერსპექტივაში წაუვარსკვლავებს, ბატონი ლევანი კი თავისი დროის საუკეთესო ცხრიანია. საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი ნამდვილად. 

მის მთავარ კონკურენტად ამ წოდებისთვის ლუის სუარესი მოიაზრებოდა. ისე გამოვიდა რომ კარიერის პირველი ნახევარი სუარესს უკეთესი ჰქონდა, მეორე კი ლევანდოვსკის. ეტო’ო დროგბასი არ იყოს, აქაც ასეთი ამბავია. როცა სუარესმა წონა აკრიფა და ფორმიდან ამოვარდა, ზუსტად მაშინ გაიგიჟა თავი ლევანდოვსკიმ. არის ამ ხალხთან ძალიან ახლოს კარიმ ბენზემა, რომელიც ოქროს ბურთს მოიგდებს ხელში და გულს გაუხეთქავს პოლონელს, რადგან, წესით და რიგით თავადაც უნდა ჰქონდეს, თუმცა, არ აქვს. ერთი წელი ჩააგდეს და არ გასცეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. 

რას ველით ამ კაცისგან? მინიმუმ ორი წლის მანძილზე ველით გოლებს. ბევრს და ლამაზს. ველით სანიმუშო პროფესიონალიზმს და გაზიარებულ გამოცდილებას ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. დაველოდებით კლასიკოსაც, გვახსოვს და ვიცით რომ ლევანს უყვარს “რეალი”. პოკერი დახატა მათ კარში, ჯერ კიდევ “დორტმუნდის” რიგებში. მათ შორის ერთი გოლი შეაგდო ისეთი, რომლის მსგავსიც მხოლოდ მარკო ვან ბასტენს გაჰქონდა. ეგეთი გოლებისგან სხვა ფორვარდები ძალიან შორს არიან. 

აღსანიშნავია, რომ რობერტ ლევანდოვსკი ჯერჯერობით ერთადერთი ფორვარდია, რომელთანაც პეპ გვარდიოლამ საერთო ენა გამონახა. მოგეხსენებათ რომ პეპს თავის ახირებები აქვს და ცხრიანებს დიდად არ სწყალობდა. პირველი მსხვერპლი ეტო’ო იყო, მეორე იბრაჰიმოვიჩი, მესამე მანჯუკიჩი, რომელიც “ბაიერნში” ფორვარდად თამაშობდა პეპის ეპოქაში, მერე მოიყვანა ლევანდოვსკი და დამშვიდდა. ვერ ვიტყვი რომ გადაირია და ქებად იღვრებოდა, მაგრამ როცა მისი სიმბოლური ნაკრების შედგენას ითხოვენ, ცხრიანი ყოველთვის ლევანდოვსკია. ურჩევნია, რომ რობენი ამოაგდოს გუნდიდან და მესი ჰყავდეს გარემარბად და არა ცრუ ცხრიანზე, ვიდრე, რობენი და მესი ერთად დაასახელოს. ლევანდოვსკია ამის მიზეზი. ვერ დააიგნორებ. დიდი კაცია. 

მერე აგუეროს იწუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებისას ცრემლად დაიღვარა. კუნის ნათესავებმა სულ აფერისტი ეძახეს, მაგის ცრემლების ვის სჯერა, აგუერო არასდროს მოსწონდაო. ჩვენთან გადმოსული არგენტინელი კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა და აი, მოვიდა დრო “ბარსას” კვლავ ჰყავდეს დიდი ცხრიანი. ყველანაირად დიდი. 

ლევანდოვსკის მთავარი უნარი ინტელექტია. ალბათ, ყველაზე ჭკვიანი ფორვარდია. სუარესს, ბენზემასა და აგუეროს თავიანთი პლუსები ჰქონდათ, თავიანთი უპირატესობები, მაგრამ ინტელექტი ლევანდოვსკის იარაღია. იდეალურად კითხულობს თამაშს, არის ძალიან ტექნიკური, თუმცა, სუარესის სამხრეთამერიკული ტექნიკისგან განსხვავებით ლევანს უფრო ევროპული ტექნიკა აქვს, აქაც მსგავსად ვან ბასტენისა. თამაშობს ორივე ფეხით და ძალიან ძლიერია თავით. ამაში გვარიანად ჩამორჩებოდა ერლინგ ჰოლანდი, მიუხედავად გაბარიტებისა, ნორვეგიელს თავით თამაშს უწუნებდნენ, ლევანდოვსკი ამაშიც ძალიან ძლიერია. 

ალღოზე და საჯარიმოში მოქმედებაზე აღარაფერს ვამბობ. ასე გაგვაცნო თავი პოლონელმა და რას აჩვენებს “კამპ ნოუზე” ამას ვნახავთ. მართლაც ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ. 

მაინც როგორ გამოგლიჯა ლაპორტამ “ბაიერნს” ხელიდან? ეს კაცი მეორე რევოლუციას იწყებს. გაკოტრების პირას მყოფი “ბარსა” სუპერ გუნდად ჩამოყალიბების პროცესშია. ვივარაუდეთ კიდეც. ვალებს ვალები მოჰყვებოდა და წინა ჭირიანი მმართველობისგან განსხვავებით გონივრულად დაიხარჯებოდა. ასეც ხდება. 

ასევე, მოგვიმზადებია სტატია ლაპორტას სამ მოირაზე, – ასე ვუწოდე მის უახლოეს სამ სპორტულ აგენტს. მოგეხსენებათ, მოირები ძველბერძნულ მითოლოგიაში ადამიანის ბედ-იღბალს წყვეტდნენ. რაიოლა, მენდეში, ზაჰავი, – ასეთი იყო სამეული. ორნიღა დარჩნენ. მინო დაკარგა საფეხბურთო სამყარომ. მენდეში და ზაჰავი კი აქტიურად არიან “ბარსას” გაძლიერებაში ჩართულნი. სწორედ პინი ზაჰავია ლევანდოვსკის აგენტი და ალბათ დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს მისი ბედი. 

თავდასხმის ხაზი დაკომპლექტებულია. თანაც ისე რომ ძირითადისთვის დიდი ბრძოლა ატყდება. ვინმეს აქვს ადგილი გარანტირებული? კი. ლევანდოვსკი ძირითადის ცხრიანია. აი, დანარჩენებზე რა მოგახსენოთ. ობამეიანგს სკამზე მოუწევს გადაჯდომა. გარემარბობისთვის უკვე ასაკშია. ადრე ბრეითუეიტი გვყავდა სუარესის შემცვლელად, ახლა ობა გვყავს ლევანდოვსკის შემცვლელად. მე მგონი გადასარევი ამბავია. 

რაფიანია და დემბელე – ორივე მარჯვენა ფლანგზე უკეთესია. ორივეს შეუძლია მარცხნივაც თამაში. განსაკუთრებით დამბოს, მაგრამ მარჯვნივ უფრო პროდუქტიულები არიან. დემბელეს ნდობა რომ არ შეიძლება დიდი ხანია ვიცით, ისიც ვიცით რომ მხოლოდ მაშინ შედის ფორმაში, როცა კონკურენტი ჰყავს. ჰოდა, ვნახოთ როგორი სეზონი გამოუვა. რაფიანია სკამზე დასაჯდომად ნაღდად არ მოსულა და არც კლუბს გაუსვრია ტყუილად ამხელა თანხა. ძალიან საინტერესო იქნება მათი კონკურენციისთვის თვალის მიდევნება. 

მარცხნივ რა ხდება? ფატი და ფერანი. ანსუს ცხრიანზეც შეუძლია, მაგრამ ამჟამინდელი კონკურენციის გათვალისწინებით მარცხენა გარემარბად უნდა განვიხილოთ. ამავე პოზიციაზე ხედავს ჩავი ფერან ტორესს. დიდად სანდო ჯერჯერობით ვერცერთი ვერ არის. ანსუ ტრავმების გამო, ფერანი კი მომენტების განიავების გამო. ორივე ძალიან ახალგაზრდაა, ორივე ნაკრების წევრია და სათამაშო პრაქტიკა ორივეს ძალიან სჭირდება. რეალურად, დიდი თავსატეხია. მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ მცირე დროა დარჩენილი, ახლა სკამზე დაჯდომა არავის სურს. 

დეპაი და ბრეითუეიტი წამსვლელთა სიაშია არიან. იმედია არ გაჭიანურდება. 

ეს, რეალურად არის ის თავდასხმის ხაზი, რომლითაც ყველა ტურნირზე შეიძლება წარმატების მიღწევა. უბრალოდ, შეთამაშებას დრო დასჭირდება. 

ნახევარდაცვაც დაკომპლექტებულია. მხოლოდ ერთი საკითხია მოსაგვარებელი, – დე იონგი რჩება თუ მიდის? თუ რჩება, წყენით არა მგონია ვინმეს ეწყინოს, უბრალოდ უნდა ესმოდეს, რომ მისგან მეტს ველით, გაცილებით მეტს, ვიდრე გვაჩვენებს. თუ წავა, მის შემცვლელად ბერნარდუ სილვაა დაბევებული, ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელსაც ხასიათს უწუნებენ, ზედმეტად ჭკუამხიარული ყოფილა. არც ერთ შემთხვევაში არ წავაგებთ, თუმცა, იქნებ ცვლილება სჯობდეს, რავიცი.. 

მივადექით ყველაზე პრობლემატურ ხაზს, სადაც ყველაზე მეტ ცვლილებას ველით დარჩენილ დროში. კრისტენსენი უკვე მოვიდა, კარგად გვახსოვს მისი მონაწილეობა საგოლე კომბინაციაში, – კრისტენსენი, ინიესტა, მესი, – ბრწყინვალე იყო! უბრალოდ მაშინ ლურჯი ფორმა ეცვა. 

ველით კუნდეს, რის მერეც დაცვის ცენტრზე აღარ მოგვიწევს ნერვიულობა, მართალია ფრანგული დაცვის გამგრძელებელი იქნება, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად კარგი მაქვს. თუ ტრანსფერი შედგა, რასაკვირველია. 

არაუხო, კრისტენსენი, კუნდე, პიკე, – არ ჟღერს ცუდად. რომც ვერ შედგეს კუნდეს ტრანსფერი, შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვექნება. 

აი, განაპირა მცველების ამბავი კი მოსაგვარებელია. თანაც წლებია. დესტი რჩება, თუმცა, საიმედო მცველად ვერ იქცა. ძალიან შორს არის ამისგან. ალბა რჩება, თუმცა, დრო გადის და უფრო პრობლემატური ხდება მისი თამაში. 

შემცვლელების სია დაიდო, – ასპილიკუეტა და ალონსო. ერთი პრობლემაა, “ჩელსიმ” უკვე გაყიდა რუდიგერი და კრისტენსენი, ახლა ასპილიკუეტას და ალონსოსაც გაუშვებს? ცოტა დაუჯერებელია. განსაკუთრებით ის არის დაუჯერებელი, რომ ოთხიდან სამ მცველს “ბარსა” გადმოიყვანს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს და მეეჭვება ახლა ვნახო. 

ნუთუ, გავქაჩავთ ყველა პრობლემატური ადგილის შევსებას?

ჯერჯერობით ყველაფერი მაგრად მიდის. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • nika 54
    17 ივლ 2022, 17:00

    ციტატა: Fc Barca Batumi

    ციტატა: Ბარსელონისტა
    Გაიგეთ მეგობრებო, ქსევდო "კულე"-ს და სინამდვილეში გაქანებულ "მადრიდისტა" Totti10-ს გულის შეტევა დამართნია ბარსას ტრანსფერების შემხედვარე. Ხომ გახსოვთ, რა ლევანდოვსკი და რაფინიას მოყვანა, დემბელეც წავაო, ვალებში ვიხრჩობით და გუნდი ჩამოიქცევაო, განიცდიდა და ნერვიულობდა ვითომ. Სად დაგვეკარგე მეგობარო, გუნდისთვის ცუდ დროს რო ასეთი აქტიური იყავი კომენტარებში რატომ აღარ ჩანხარ? stuck_out_tongue_closed_eyes sweat_smile


    რაღა უნდა თქვან, ისე, ყანელებმა პაპმპერსები დიდი რაოდენობით შეიძინეს smile


    ანჩელოტიმაც რო ცეცხლზე ნავთი დაასხა, ამ წელს ტრანსფერებს ნუღა ელითო!!! არადა მადრიდისტები მარტო მბაპეზე კი არა ჰოლანდზეც ფიქრობდნენ.

  • mesi_10
    17 ივლ 2022, 13:05

    გუნდის თითოეული პოზიციის გაძლიერება კარგათ მიმდინარეობს თუმცა სტატიის ავტორის არ იყოს მართლაც საკითხავია დაცვის გაძლიერებას მოასწრებს თუ არა ლაპორტა სანამ სატრანსფერო ვადა ამოიწურება და მერე ფინანსურ ბერკეტს ამოქმედებს ასევე მოსაგვარებელია წამსვლელთა დროული გაყიდვაც და მათ მერე თუ მოვლენ იგივე ბერნარდო, კუნდე, ასპი და ალონსო..

  • Fc Barca Batumi
    17 ივლ 2022, 11:38

    ციტატა: Ბარსელონისტა
    Გაიგეთ მეგობრებო, ქსევდო "კულე"-ს და სინამდვილეში გაქანებულ "მადრიდისტა" Totti10-ს გულის შეტევა დამართნია ბარსას ტრანსფერების შემხედვარე. Ხომ გახსოვთ, რა ლევანდოვსკი და რაფინიას მოყვანა, დემბელეც წავაო, ვალებში ვიხრჩობით და გუნდი ჩამოიქცევაო, განიცდიდა და ნერვიულობდა ვითომ. Სად დაგვეკარგე მეგობარო, გუნდისთვის ცუდ დროს რო ასეთი აქტიური იყავი კომენტარებში რატომ აღარ ჩანხარ? stuck_out_tongue_closed_eyes sweat_smile


    რაღა უნდა თქვან, ისე, ყანელებმა პაპმპერსები დიდი რაოდენობით შეიძინეს smile

  • C.PC5
    17 ივლ 2022, 11:08

    ისე ბარსელონას და აიაქსს რა შეთანხმებაც აკავშირებთ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, ეგეთი ბორუსიასთანაც რომ გაჩარხონ ქერის ორმოში ამოყოფენ თავს მემგონი😂 სამი კაცი გვყავს უკვე ბორუსიადან გამოვლილი და რავი, თუ ამართლებს მაგათი ფეხბურთელები თავიდანვე დაითრიონ და შეღავათი მაინც იქნება. ან საერთოდ რომ ჰქონოდათ რამე შეთანხმება აქამდე ვინ იცის ჰალანდიც……

  • Don_Andresito
    17 ივლ 2022, 10:56

    ასპილიკუეტას ტრანსფერს ვემხრობი, ასაკის მიუხედავად. ტიპი ლიდერია მოედანზე, დუხიანია. ხასიათის გამო ღირს თუნდაც 2 წლით მოყვანა. გუნდის მშიშარა მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. აი მარცხნივ ალონსო რავიცი. მადრიდის აღზრდილი ზედმეტად შემტევი. მევასება მარა გაიას უფრო ვიყიდდი. მარა ჯერ კუნდე. ისე გარსია ჩართონ ტრანსფერში, იჯარით მაინც. უმცველოდ დარჩა სევილია სათამაშო დრო კი ექნებოდა. აბა აქ კუნდე თუ მოვიდა, არაუხო კრისტიანსენი და პიკე. დაიჩაგრება

  • shu1987
    17 ივლ 2022, 10:08

    ლევანას 45+5 გარდა 20-ლიმონი აგენტს 5-5 მილიონი 4-წელზე, ანუ აგენტი ლაპოს მეგობარია და ნეტა ლაპო რამდენში გაყავს წილში ?? საქმე კი კეთდება და ფულიც თეთრდება მსოფლიოში ერთი ნეხვია ფულთან მიმართებაში საქართველოს ატკატების არ იყოს

  • alwaysculerr
    17 ივლ 2022, 09:56

    CHEPE,
    ხავი კიარა კუმანიც არიყენებდა მაგას და რატო ვერგავიგე ბარსა როარ ვიყოთ ვიტყოდით ახალგაზრდაათქო და პრაქტიკა არაქვსო

  • nikolozi96
    17 ივლ 2022, 09:52

    ციტატა: Ბარსელონისტა
    Გაიგეთ მეგობრებო, ქსევდო "კულე"-ს და სინამდვილეში გაქანებულ "მადრიდისტა" Totti10-ს გულის შეტევა დამართნია ბარსას ტრანსფერების შემხედვარე. Ხომ გახსოვთ, რა ლევანდოვსკი და რაფინიას მოყვანა, დემბელეც წავაო, ვალებში ვიხრჩობით და გუნდი ჩამოიქცევაო, განიცდიდა და ნერვიულობდა ვითომ. Სად დაგვეკარგე მეგობარო, გუნდისთვის ცუდ დროს რო ასეთი აქტიური იყავი კომენტარებში რატომ აღარ ჩანხარ? stuck_out_tongue_closed_eyes sweat_smile


    არც გამოჩნდება ან კიდე ახალ ნიკნეიმს შეიქმნის,ესეთი საყვარელი კამანდა ჰალამადრიდზეც ყავთ ერთი ლუკა მოდრიჩ აწერია და ისეთ მზეობებს წერს და კამანდა რო უწერს კი მართალი ხარო,აი იმენა 10 წლის ბავშვების საიტია.:დდ ერთს გაუტრაკებ და ეგრევე ნიკნეიმებს იცვლიან ახალ ექაუნთებს ქმნიან ვენაცვალე მე ამათ