რობერტ ლევანდოვსკიმ MLS-ში ახალი ეტაპი უკვე დაიწყო. 2025/26 წლების ლა ლიგის სეზონის ბოლო მატჩში “ბარსელონას” გულშემატკივრებთან ცრემლიანი დამშვიდობების შემდეგ პოლონელი თავდამსხმელი უკვე “ჩიკაგო ფაირთან” ერთად ვარჯიშობს – კლუბთან, რომელთან ერთადაც ის ამერიკის პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგაში ახალ გამოწვევას შეეჭიდება.
ოფიციალური პრეზენტაციის დროს შემტევმა “ბარსელონას” მისამართით მადლიერების სიტყვები არ დაიშურა.
“არ მინდოდა, ევროპის სხვა გუნდში თამაში, გარდა “ბარსელონასი”. ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდს შევუერთდი. ჩემი კარიერისა და ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე ტიტულების მოგებას ვგეგმავ.”
პრეზენტაციამ ძალიან სახალისო გარემოში ჩაიარა. სამწვრთნელო შტაბთან გამართულ საუბრებზე დასმულ კითხვაზე პასუხისას, თავდამსხმელმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, რომ აშშ-ში სპორტის ამ სახეობის სახელწოდებაზე ეხუმრა.
“ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ თამაშობს გუნდი, როგორ თამაშობს სოკერს… რომელიც, სხვათა შორის, ფეხბურთია და არა სოკერი”, – თქვა მან სიცილით.
ახლა ნუ გაატრაკე
ბებერი ვოლკი და პატივსაცემი ფეხბურთელი არიან ფეხბურთელები რომლებსაც გინდ ბარსასში იყვნენ გინდ სხვა გუნდებში აი გულზე რომ არ გეხატება თუმცა პროფესიონალიზმს არავინ ეხება პიროვნულათ არის შეფასება და ეგეთი ნეომარი იყო რომელმაც დიდი ანიპათია გამოიწვია პირადათ ბარსელონა ფულზე რო გაცვალა ასევე დემბელე ასევე რეალიდან ვინიციუსი პეპე კოენტრაო აი მაგ კატეგორიას პატივს არასდროს ვცემ მარა ლევანას ნაირს პირობნულათ როგორ არ უნდა დააფასო ძაან ჯიგარი ტიპია და ეგეთები რათქმაუნდა ყველა გუნდში იყვნენ და ახლაც არიან..
თავიდანვე დაიწერა ფლიკის სიტყვები, რო ასეთი დაგეშილი ფეხბურთელი მინდაო, ეტყობა რაფინიას გავლენით. მთელი 90 წუთი, რომ თამაშშია სულით და გულითო.
ისე გორდონთან დაკავშირებით მგონი მართლა შევცდი, აშკარად არაა ცუდი იგროკი, სხვა თუ არაფერი ტიპი მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩერდება და სულ იბრძვის.
თან ფლიკი გამოთლის მაგისგან საკაიფო ფეხბურთელს. ეხლა წავიკითხე კომენტარი გორდონის, მგონი ფეიკი არაა და მართალია.
იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ბოლოს მსოფლიოს თასს ის ფეხბურთელი მოიგებს ვისაც ბარსელონა მთელი გულით უყვარსო.
კარგი ტრანსფერია და გაამართლებს დარწმუნებული ვარ.
ლეგენდა
ღმერთმა ხელი მოუმართოს, დაიმსახურა ამ კაცმა. ეგ კი არა მოგვიანებით მაინც რო გადასცენ 2021 წლის ოქროს ბურთი, რომელიც ნამდვილად დაიმსახურა ძალიან გამეხარდება. მე მგონი 21 წელი იყო არა კარონავირუსი რო ქუხდა?
კი კი 2021 იყო 🔥