The Athletic-მა ფრენკი დე იონგს სტატია მიუძღვნა, რომელსაც მცირედი ცვლილებით გთავაზობთ.
2019 წლის იანვარში ბართომეუ ამსტერდამში ჩავიდა და ფრენკი დე იონგთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. ფრენკი ჯერ კიდევ ზამთრის შესვენების დროს ისეთი კარგი იყო, რომ კლუბის პრეზიდენტმა მასში გადაიხადა თანხა, რომელიც არ გააჩნდა. სეზონის ბოლოს მოგეხსენებათ “აიაქსის” ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელის ფასი გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ ბართომეუმ იმაზე ნაკლები ისესხა ფრენკისთვის, ვიდრე სეზონის ბოლოს მოუწევდა. საბოლოოდ, 75 მილიონი ევრო გადაიხადა, პლუს 11 მილიონი ბონუსების სახით. ზედმეტი თანხის გადახდა არ იქნებოდა პრობლემა არც პსჟ-სთვის, არც “სიტისთვის”, მაგრამ “ბარსამ” ყველას დაასწრო.
ასე რომ, შემადგენლობას, რომელიც ისედაც ცდებოდა სახელფასო ზღვარს დაემატა კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც წელიწადში 14 მილიონ ევროს იღებდა. (ხელფასი პანდემიის პერიოდში 12,32 მილიონ ევრომდე შემცირდა.)
ლაპორტას მოსვლის შემდეგ გუნდში დიდი რეორგანიზაცია დაიწყო, ახალი გუნდის პირობებში ბოლომდე გამოვლინდა კლუბის დავალიანება, უკვე არაფერია დამალული და არავინ არის ხელშეუხებელი. აბსოლუტურად არავინ. ფინანსური პრობლემების გამო, ლიონელ მესიც კი გაუშვეს კლუბიდან. ლა ლიგის ფინანსური სამართლიანი თამაშის წესებისა და მაღალი სახელფასო ჭერის გამო, “ბარსა” კვლავ აპირებს ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტზე და პირობებზე შეუთანხმდეს, მათ შორის, ფრენკი დე იონგსაც, რომელიც ირწმუნება რომ “ბარსაში” დარჩენა სურს. მისი სურვილი დასაფასებელია, თუმცა, “ბარსა” მაინც განაგრძობს სხვადასხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს.
მოლაპარაკებების პარალელურად კეთდება მხურვალე განცხადებები, – “ფრენკი არ იყიდება, მას დარჩენა სურს, ყველაფერს გავაკეთებ რომ შევინარჩუნო!” – განაცხადა ჟოან ლაპორტამ.
“შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომელთა ხელფასებიც ჩვენს მიერ დაწესებულ ზღვარს სცდება, ეს უნდა გამოვასწოროთ”, – ესეც ლაპორტას სიტყვებია. სწორედ ამიტომ გრძელდება მოლაპარაკებები, მის ორ განცხადებას შორის სანამ შეუსაბამობა იქნება, მანამდე განაგრძობს მოლაპარაკებებს. განსაკუთრებით აქტიურად ხდება ეს ყველაფერი “მანჩესტერ იუნაიტედთან”.
გასულ სეზონში “ბარსამ” ხელფასებში 560 მილიონი ევრო დახარჯა. ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯა ხელფასების შემცირებაზე. შედარებისთვის, მიუნხენის “ბაიერნმა” 300 მილიონი ევრო დახარჯა. ამჟამად, “ბარსას” ამოცანაა ხელფასების ზღვარი 400 მილიონ ევრომდე ჩამოწიოს.
კოუტინიომ გუნდი საბოლოოდ დატოვა, კლემან ლანგლე იჯარით წავიდა, სერჟი რობერტომ კი 60%ით შეიმცირა ხელფასი, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. დე იონგს კონტრაქტით კიდევ 4 წელი აკავშირებს კლუბთან, ამ დროის განმავლობაში “ბარსამ” მას 88,7 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, ხელფასისა და ბონუსების სახით. მომავალ სეზონში კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებულია ერთგულების ბონუსი, რაც გულისხმობს იმას რომ დე იონგმა 18 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, ხოლო 2023-23 წლების სეზონიდან მისი ხელფასი 28 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს.
..და რაზე ფიქრობდა ადამიანი, რომელიც მსგავს კონტრაქტს უფორმებდა ნიდერლანდელს? ალბათ იმაზე, რომ 2023-24 წლების სეზონში თავად აღარ იქნებოდა კლუბის სათავეში.
კონტრაქტის ეს დეტალები პანდემიის პერიოდში შეთანხმდა, რათა მომხდარიყო ჩამოჭრილი ხელფასის ანაზღაურება. “ბარსას” ნახევარმცველს 17 მილიონი ევრო აქვს ასანაზღაურებელი.
მაინც, რამდენად სურს ფრენკის კლუბში დარჩენა? ახლა მისი სურვილი შეგვიძლია ფინანსური თვალსაზრისით გავზომოთ. გააჩნია მზად იქნება თუ არა ბონუსებზე და გადადებულ თანხაზე უარი თქვას. ღირს თუ არა ფრენკის დარჩენის სურვილი 17 მილიონი ევრო?
“ბარსას” ნახევარდაცვაში ყველაფერი რიგზე აქვს. პედრიმ უკვე გააფორმა კონტრაქტი. გავი როგორც კი სრულწლოვანი გახდება მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ორივე ძალიან ახალგაზრდაა, ორივე სწრაფად ვითარდება. მცირე ხნის წინ “მილანიდან” გადმოვიდა კესიე, კლუბში არიან სერხიო ბუსკეტსი და ნიკო გონსალესი, ერთი სიტყვით, ნახევარდაცვაში ყველაფერი რიგზეა. თუნდაც, დე იონგი წავიდეს, “ბარსა” ამით არ ჩამოიშლება.
გასარკვევია პიანიჩის საკითხიც. როგორც ამბობენ, ჩავის მისი გამოყენება სურს.
“ვიცით რომ დე იონგით სხვადასხვა კლუბები ინტერესდებიან, არა მხოლოდ “მანჩესტერი”, – თქვა წინა კვირას ლაპორტამ. როგორც ამბობენ, “ჩელსი” იგულისხმა, გარდა კრისტენსენისა, რომელიც უკვე “ბარსას” წევრია, ასპილიკუეტა და ალონსოც “ბარსას” ინტერესთა სფეროში არიან, “ჩელსის” ახალ მფლობელს კი გადაწყვეტილი აქვს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ანუ, “მანჩესტერს” ჭრილობაზე წიხლი დააჭიროს და ნიდერლანდელები გადაიბიროს, დე ლიხტის ამბავი თითქმის გადაწყვეტილი აქვთ, რიგში კი დე იონგია. ასეთ სურპრიზს უმზადებენ ლონდონელები ტენ ჰაგს, “ბარსა” კი მათი კონკურენციით ეცდება სარგებლის მიღებას. ერთვარი აუქციონის მეშვეობით.
სანამ “ბარსას” თავს პრობლემები არ ილევა, ლაპორტა როგორღაც ახერხებს და ტრანსფერებს ჩარხავს. კლუბი თითქოს იძირება, მაგრამ მაინც ძლიერდება. სხვას ვერაფერს ვუწოდებთ კრისტენსენისა და კესიეს ტრანსფერებს. ხელის მოწერაღაა დარჩენილი რაფინიას გადასაბირებლად. ნახევარდაცვა უკვე ვახსენეთ, ლაპორტა კი დაცვისა და შეტევის გაძლიერებას განაგრძობს. შემდეგი რობერტ ლევანდოვსკი უნდა იყოს, ეს იქნება ძალიან კარგი სატრანსფერო ფანჯრის დიდი წერტილი! “ბარსაში” დიდი პაუზის შემდეგ მეგავარსკვლავი გადავა.
ამით აპირებენ დასრულებას? არა. ვახსენეთ “ჩელსის” მცველები და საუბარია ასევე კუნდეზეც. ყველა თუ არა, ერთს მაინც ჩაიგდებენ ხელში. “ბარსა” საფუძვლიანად ემზადება. თუმცა, ამის პარალელურად, კლუბი ვალდებული იქნება ფეხბურთელები გაუშვას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ დე იონგის შეფუთვის პროცესს ვადევნებთ თვალს, მისი შეკმაზვა მიმდინარეობს რომ საახალწლო გოჭივით გაყიდონ.
რიგში იქნება მემფის დეპაიც. მით უმეტეს, რაფინიას გადმოსვლისა და დემბელეს დარჩენის შემთხვევაში. როგორც ჩანს, ნიდერლანდელების წუთები დათვლილია.
უხელფასოდ თამაში რა შუაშია? :დდდდდ ბაიერნსაც ყავს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები მაგრამ როგორღაც სახელფასო ჭერთან დაკავშირებით არ აქვთ პრობლემა და ასტრონომიულ უაზრო ხელფასებს არ უნიშნავენ ფეხბურთელებს. გასაგებია რომ ბართომეუს დროს შემოსავალი ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ეგ არანაირად არ ამართლებს. თვითიმედოვნება რომ ყვრლაფერუ კარგად წავა და კლუბი ხელფასებში 500+ მილიონს გადაიხდის უპრობლემოდ არის თავის მოტყუება უმაღლეს დონეზე. ბართომეუ შემოსავლის მხრივ ალბათ საუკეთესო პრეზიდენტიც კი იყო, მაგრამ ასტრონომიულ ხელფასებს და იმას რომ ერთი ნორმალური მწვრთნელი ვერ მოიყვანა (აღარაფერს ვამბობ როგორ გაუშვა სუარესი), ამ ფაქტებს მაინც ვერ გავექცევით
მაოცებთ მესიზე როგორ წერთ ასეთ რამეს, ზუსტად მესი რომ იღებდა ბარსელონაში თავის თავზე ყველაფერს მაგიტო ვიბრძოდით დიდი მიზნებნისთვის თორე მესი რომ წავიდა კი გავიგეთ როგორი ყოფილა ევროპა ლიგის ჰიმნი 🙂 ან რონალდუმ რააიღო თავის თავზე რა თინეიჯერი ინგლისელებივით საუბრობთ თაფინებს და პენლებს ნებისმიერი ფორვარდი უნდა იტანდეს, გუნდმა ითამაშა ძაან კარგად და რონალდუ უბრალოდ ამ გუნდის კარგი თამაშის დამაგვირგვინებელი ფეხბურთელი იყო მაგრამ რომ მოუგეს ატლეტიკოს მერე რა? ვერ გამოვარდნენ ლიონთან? ან აიაქსთან ანდაც კიდე პორტუსთან? რატო მაშინ ვერ ააიიღო რონალდუმ თავის თავზეეეე 🙂
ეგრეა ბართომეუ ყველას და ყველაფერს ყიდულობდა ვინც უნდოდა,,,პროსტა ვერ გაამართლეს,,,კოუტინიო რო იყიდა გაათმერთეს კაცი იმიტო რო იმ კოუს გადმოყვანა ფანტასტიკის სფერო იყო და ჩაისვარა,,ერთადერთი ბართომეუს პრობლემა ის იყო რო მწვრთნელი ვერ ნახა სათანადო და ეს შემთხვევით არ მომხდარა,,ბარსას სტილს და ფილოსოფიას გადაუხვია რამაც ამ შედეგებამდე მოგვიყვანა,,
ფრენკიმ უნდა შეიმციროა ხელფასი ან გაასხას გუნდიდან ,დიდი პატივისცემის მიუხედავად
არც ხელფასს იმცირებს და დარჩენა უნდა თან? ეგრე არ გამოვა,წაეთრეს და წავიდეს ჯობია რა, მაგისი ფულის კუნდეს ვიყიდით, აზპისაც და გრიმალდოსაც, მთელი დაცვის პრობლემას მოვაგვარებთ
სტატიაში როცა ბართომეუს კონტრაქტებზე წერთ უარყოფითს იმას რატომ არ წერთ რომ პანდემიამდე კლუბს ქონდა მაგის დრაკი? მილიარდი ქონდა კლუბს ბიუჯეტი,იცით ეს რას ნიშნავს? რამხელა შემოსავლებზეა საუბარი გესმით? ეგ ბარსა სტუდიო რომელსაც ლაპორტა ყიდის, ბართომეუმ მოიგონა და დაარსა საიდანაც დიდი შემოსავალი ქონდა, ჩემ მახსოვრობაში კლუბს პირველად, ტრანსფერის გაკეთება არ უჭირდა ფინანსური კუთხით, მხოლოდ ფეხბურთელის დაყოლიება იყო საჭირო, გრიზმანს კოუტიოს დემბელეს დეიონგს როარ ჩაესვარა, ასევე მესის რო შეძლებოდა გაჭირვების დროს თამაშის საკუთარ თავზე აღება ისე როგორც რონალდუმ გააკეთა ლიგაზე ატლეტიკოსთან, ახლა 2 ლიგით მეტი გვექნებოდა. იმ ნაწილში მეც გეთანხმებით რომ ამხელა ხელფასები კლუბს სადღაც მაინც გაჭედავდა მაგრამ მეორე მხრივ როცა ვარსკვლავები მოგყავს კლუბში თქვენ რა გგონიათ უხელფასოდ ითამაშებდნენ? კუიტინიოსთვის და გრიზმანისთვის ბარსა იყო უბრალოთ ბრენდი საიდანაც მაგარ მაყუთს ამოაქაჩავებდნენ, არანაირი გრძნობა, მოგყავს მსოფლიო ჩემპიონი და რა გგონიათ 3 მილიონად ითამაშებდა? ვერ გაამართლეს იმედები,არვიცი რა დაემართათ აქ არადა ყველაფერი კარგად რომ წასულიყო ახლა სხვა სიტუაციაში ვიქნებოდით.
რა ხდება და უცებ გეტყვით ბარსელონამ მოითხოვა აზპი და ალონსო და პლიუს 65 მილიონი ჩელსის უფროსობა ფიქრობს ამასობაში მანიუ 65 მილიონს პლიუს 15 მილიონი ბონუსები დე იონგს კიუნდა დარჩენა მაგრამ არც ხელფასის დაკლება არუნდა რომელსაც ბარსელონა ვერ გადაუხდის შემდეგ სეზონში ამიტომაც თუარ შეიმცირებს <<ცენზურის დარღვევა>> ბარსელონადან
ისევ და ისევ ბართომეუ რაა, აზრზე ხართ ამდენი შემცირების მიუხედავად კიდე რამხელა ხელფასებია რომ 560- მილიონი დაიხარჯა და როგორ სუნთქავს კლუბი