workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსმა სამწვრთნელო კარიერა შესაძლოა ბარსა ატლეტიკში დაიწყოს

ბუსკეტსმა სამწვრთნელო კარიერა შესაძლოა ბარსა ატლეტიკში დაიწყოს

სერხიო ბუსკეტსი ოთხშაბათს ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ ბაზაზე იმყოფებოდა, რათა “ბარსა ატლეტიკის” ყოველდღიურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა განეხილა. გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ყოფილ ნახევარმცველს, რომელიც პირველ გუნდში 2008-დან 2023 წლამდე თამაშობდა, სწორედ ასეთი იდეა აქვს.

კატალონიურ კლუბში ადასტურებენ, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ წინასწარი საუბრებია. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონს სურს, რომ ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის (RFEF) სამწვრთნელო ლიცენზიის ასაღებად, პირველი პრაქტიკა სწორედ მშობლიურ კლუბში გაიაროს. ცნობისთვის, ბუსკეტსი კვირას ნიუ-ჯერსიშიც იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრო, სადაც ესპანეთის ნაკრებმა არგენტინა დაამარცხა.

კარიერის დასრულება და ახალი ეტაპი

ბუსკეტსმა, რომელსაც 16 ივლისს 38 წელი შეუსრულდა, საფეხბურთო კარიერა 2025 წლის დეკემბერში, “ინტერ მაიამიში” MLS-ის მოგების შემდეგ დაასრულა. ის აშშ-ში ლეო მესისთან, ლუის სუარესსა და ჟორდი ალბასთან ერთად თამაშობდა. სხვათა შორის, პროფესიონალური კარიერა მაშინ ალბამაც დაასრულა, რომელიც ახლა “ოსპიტალეტის” მართვაშია ჩართული და კლუბის ერთ-ერთი მთავარი აქციონერია.

თუ სერხიო ბუსკეტსი საბოლოოდ ჟულიანო ბელეტის “ბარსა ატლეტიკის” სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება, მას მამამისთან, კარლეს ბუსკეტსთან ერთად მოუწევს მუშაობა, რომელიც კლუბში მეკარეების მწვრთნელია. სერხიოს, რომელმაც კატალონიურ კლუბთან ერთად 32 ტიტული მოიგო, არასდროს დაუმალავს ის ფაქტი, რომ მწვრთნელობა სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 23 ივლ 2026, 10:54
    #1

    ამის ნიჭის პატრონს მართლა აქვს მომავალი. და თუ მამამისი მეკარეების მწვრთნელია, მაშინ ეს ნახევარმცველების მწვრთნელად ამუშაონ.