მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსამ ღამურა შეჭამა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსამ ღამურა შეჭამა

იმედია ამასაც ვირუსი არ მოყვება, “ბარსამ” ღამურა დაგლიჯა. 

უცნაური იყო, განსაკუთრებით პედრის გოლი, ულამაზესი გამოვიდა, მეორე მხრივ ძირს დაგდებულ ქართველს ხედავ, რომელიც გულგატეხილია და ის უნამუსო რეჟისორიც ისე ითხოვდა მის ჩვენებას, რომ თითქოს გვეუბნებოდა, აი, ამ ახალგაზრდა და გამოუცდელი ქართველის გამო ნადგურდება “ვალენსიაო”.

თან გიხარია, თან რაღაც გაწუხებს. ეს რა ყოფილა კაცო.. მეკარის ქომაგობა ურთულესი ამბავია, განსაკუთრები მაშინ, როცა შენი საყვარელი გუნდის პირისპირ თამაშობს. 

წარმატებები ვუსურვოთ მამარდას! 

განწყობის შექმნაც ასეთი უნდა, “ნაპოლისთან” განმეორებითი მატჩისთვის ამაზე უკეთეს თამაშს ვერც ვინატრებდით, მნიშვნელოვანია, რომ გასვლაზე მოვიგეთ, ვიგრძენით, რომ საკუთარი კედლების მიღმაც შეიძლება წარმატების მიღწევა. ტრანსფერებმა შედეგის მოტანა დაიწყო და არაუხოც დაბრუნდა, ეს უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მშვენიერი შანსი გვაქვს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. 

ნახევარდაცვაში როტაცია გვაქვს, როგორც იქნა ყველა ჯანმრთელია და იგრძნეს რას ნიშნავს კონკურენცია, ძირითადისთვის ბრძოლა უწევთ ბუსკეტსს, დე იონგს, გავის, პედრის, ხანდახან ნიკოც გამოჩნდება ხოლმე. ძალიან რთულია იმის თქმა “ნაპოლისთან” ვინ დაიწყებს თამაშს, აი, დავფიქრდი და ნამდვილად ვერ ვხვდები რა არჩევანს გააკეთებს ჩავი ერნანდესი. “ვალენსიასთან” პედრი ვნახეთ სკამზე, აბა რა, ხანდახან უნდა დაისვენოს, წინა სეზონივით რომ არ გაწყდეს წელში. ძალიან კარგად შემოვიდა და ძალიან მაგარი გოლიც გაიტანა. (რიკოშეტიც წაეხმარა, კიბატონო). იქნებ უკვე გადაწყვეტილი აქვს ჩავის რომ პედრის დააწყებინებს ძირითადში? იქნებ სწორედ ამიტომ დატოვა სკამზე? ძალების აღდგენის საშუალება მისცა. რავიცი.. რას გაიგებ.. ის კი ვიცით, რომ დანი ალვესს ვერანაერად ვერ დავიმატებთ. 

დაცვის ხაზის სისუსტეს მეტწილად დესტი განაპირობებს, მაგრამ მშვენიერი მატჩი ჩაატარა. როგორც ჩანს, რაღაცების სწავლა დაიწყო ალვესისგან, მისგან ალვესის დონის ფეხბურთელი მაინც არ დადგება, მაგრამ, იქნება რაღაცას დაემსგავსოს. იცის, რომ ჩავის დიდად არ მოსწონს, გასაყიდთა სიაშია მოხვედრილი და ყველაფერს გააკეთებს დასარჩენად, ჰოდა, რა არის ეს ყველაფერი, ამას ვნახავთ, ნეაპოლში. 

გოლები კიდე ბლომად გავუშვით, პირველი არ ჩაითვალა, მაგრამ რა იყო ეს, რა გააკეთა შტეგენმა? თავის ხელით შეაგდო კარში. 

მეორეც არ ჩაითვალა, მაგრამ, ეს არ იყო შემთხვევა, როცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ჩერდებიან ფეხბურთელები და გატანის საშუალებას აძლევენ, არა, ჩვეულებრივად გრძელდებოდა მატჩი, როცა გაგვიტანეს, უკვე მერე, გვიან აღმოჩნდა, რომ აუტი ყოფილა, 

მესამე ხომ გაგვიტანეს და გაგვიტანეს, მოკლედ, სამი გოლი გავუშვით. 

ალბამ უკვე მიგვაჩვია, რომ შეტევაში უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე დაცვაში. უკვე ძალიან დიდი ხანია ასეა, უბრალოდ, დაცვაში სულ უფრო მეტად ცუდად გამოიყურება. შეტევაში კი მის აქტიურობას ორი გოლი მოჰყვა, ჯერ ობამეიანგზე პასი იყო ფანტასტიური, მერე კი დემბელეზე, რომელიც დე იონგის გოლით დასრულდა. აი ასე, ჩავის მსგავსად ჩამოარიგა პასები. 

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც დადებითს ვერაფერს ვიტყვით ფერან ტორესია. ცუდი დახვედრა მოუწყვეს, არ ვიცი რა გახდა ამის მიზეზი, გასაგებია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ვალენსია” დატოვა, მერე რა? აქამდე არავინ წასულა? სულაც მათი ლეგენდები არ წასულან “ბარსაში” და “სიტიში”, სილვა და ვილა, მე არ მახსოვთ ვილასთვის დაესტვინოთ, მით უმეტეს, ტორესი პირდაპირ “ბარსაში” არ გადმოსულა, მოკლედ, ჩემთვის გაუგებარი ამბავი იყო, არ ეკადრება “მესტალიას”, ყოველთვის გამორჩეული პუბლიკა იყო და.. გაფუჭდნენ. 

მთავარმა მეგოლემაც დაიწყო გატანა, ლუკს არ ვგულისხმობ, ობამეიანგმა კარგი გოლები შეყარა, “ნაპოლისთან” აუცილებლად ძირითადში დაიწყებს, დემბელე ისე ათამაშდა, დიდი ალბათობით მასაც ძირითადში ვიხილავთ, მოუხდა ადამასთან კონკურენცია. 

ვინ იქნება მესამე? აი, მთავარი კითხვა. 

დასვენებული ადამა? 

ცუდ ფორმაში მყოფი ტორესი?

თუ გავი შეტევაში, რომელსაც ჩავისგან ყველაზე დიდი ნდობა აქვს?

აი, ეს არის მთავარი კითხვა და არ ვიცი ჩავი რას იზამს, მაგრამ, ძალიან კარგია, რომ არჩევანის საშუალება აქვს, გამოყენბით კი ყველას გამოიყენებს, ზოგს მეტი წუთი მიეცემა, ზოგს ნაკლები. 

სწორ გზაზე ვართ, მოლოდინიც დადებითია. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (21)

  • Bakero
    21 თებ 2022, 21:04

    ციტატა: basa7

    ციტატა: gecheche
    basa7,
    შეიძლება ტორესიც დაასვენოს იწერება მაგაზე იმიტო რო შეუცვლელად თამაშობს და გადაღლილია ეტყობა


    შეიძლება, ან მეორე ტაიმსი შემოიყვანს და ფლანგებზე დემბელე ტრაორე დასვას. დიდი ალბათობით ნაპოლი ამ თამაშში მთლად ეგეთ ავტობუს არ დააყენებს და ორი სწრაფი გარემარბი პრობლემას შეუქმნის ალბათ. გავი კი ყველა ვარიანტში ნახევარდაცვაში უნდა დააყენოს. შეტევასაც დიდ შვებას მიცემს.


    ისეთ რაზბორს აკეთებს ჩავი აი დაიჯერებ მაგ თამაშის აღარ მეშინია :)))) მე კი მევასება ვინგერებით თამაში ძალიან მაგრამ ჩავი რას იზავს არვიცი :)) კარგი ის არის რომ ნახევარდაცვა/შეტევაში პატარა ლიუფტი გაჩნდა ამოსუნთქვის საშუალება გვაქვს სამაგიეროდ დაცვაში გვაქვს დიიიდი ფუღურო ნებისმიერ პოზიციაზე :((((((( ამ ყველაფერს კიდევ დანის არყოფნაც ემატება :((((((((((((( არ მჯერა რომ ნაპოლი თავ აწყვეტილი შეტევას ითამაშებს ისევ კონტრაზე ითამაშებს აი თუ მართლა შეტევა ითამაშეს მაშინ მითუმეტეს გამართლებულია ორი ვინგერი ! ….ჰაერი და შვებაა როცა გავი/პედრი გყავს ცალ ცალკე ! რატომ? იმიტომ რომ შეგიძლია თამაშის რიტმი ცვალო ! პლიუს ბუსი უკან ….ობამა კლასით აღემატება ყველას ვინკ კი გვყავს შეტევაში ეგ არა მგონია ვინმემ შეცვალოს ალბათ ძირითადს ეგ დაიწყებს ! რავი ცენტრი მაინც მთავარი მგონია მე როგორც შეტევის ისე დაცვის დროს საბედნიეროდ 5 კაცი გვყავს და აბსოლუტურად განსხვავებული ნაპოლი დღეს უკეთესი გუნდია ვიდრე ატლეტიკო ვალენსიაზე აღარაფერს ვამბობ მაგრამ შანსი მაინც გვაქვს Visca Barca