მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსამ ღამურა შეჭამა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსამ ღამურა შეჭამა

იმედია ამასაც ვირუსი არ მოყვება, “ბარსამ” ღამურა დაგლიჯა. 

უცნაური იყო, განსაკუთრებით პედრის გოლი, ულამაზესი გამოვიდა, მეორე მხრივ ძირს დაგდებულ ქართველს ხედავ, რომელიც გულგატეხილია და ის უნამუსო რეჟისორიც ისე ითხოვდა მის ჩვენებას, რომ თითქოს გვეუბნებოდა, აი, ამ ახალგაზრდა და გამოუცდელი ქართველის გამო ნადგურდება “ვალენსიაო”.

თან გიხარია, თან რაღაც გაწუხებს. ეს რა ყოფილა კაცო.. მეკარის ქომაგობა ურთულესი ამბავია, განსაკუთრები მაშინ, როცა შენი საყვარელი გუნდის პირისპირ თამაშობს. 

წარმატებები ვუსურვოთ მამარდას! 

განწყობის შექმნაც ასეთი უნდა, “ნაპოლისთან” განმეორებითი მატჩისთვის ამაზე უკეთეს თამაშს ვერც ვინატრებდით, მნიშვნელოვანია, რომ გასვლაზე მოვიგეთ, ვიგრძენით, რომ საკუთარი კედლების მიღმაც შეიძლება წარმატების მიღწევა. ტრანსფერებმა შედეგის მოტანა დაიწყო და არაუხოც დაბრუნდა, ეს უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მშვენიერი შანსი გვაქვს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. 

ნახევარდაცვაში როტაცია გვაქვს, როგორც იქნა ყველა ჯანმრთელია და იგრძნეს რას ნიშნავს კონკურენცია, ძირითადისთვის ბრძოლა უწევთ ბუსკეტსს, დე იონგს, გავის, პედრის, ხანდახან ნიკოც გამოჩნდება ხოლმე. ძალიან რთულია იმის თქმა “ნაპოლისთან” ვინ დაიწყებს თამაშს, აი, დავფიქრდი და ნამდვილად ვერ ვხვდები რა არჩევანს გააკეთებს ჩავი ერნანდესი. “ვალენსიასთან” პედრი ვნახეთ სკამზე, აბა რა, ხანდახან უნდა დაისვენოს, წინა სეზონივით რომ არ გაწყდეს წელში. ძალიან კარგად შემოვიდა და ძალიან მაგარი გოლიც გაიტანა. (რიკოშეტიც წაეხმარა, კიბატონო). იქნებ უკვე გადაწყვეტილი აქვს ჩავის რომ პედრის დააწყებინებს ძირითადში? იქნებ სწორედ ამიტომ დატოვა სკამზე? ძალების აღდგენის საშუალება მისცა. რავიცი.. რას გაიგებ.. ის კი ვიცით, რომ დანი ალვესს ვერანაერად ვერ დავიმატებთ. 

დაცვის ხაზის სისუსტეს მეტწილად დესტი განაპირობებს, მაგრამ მშვენიერი მატჩი ჩაატარა. როგორც ჩანს, რაღაცების სწავლა დაიწყო ალვესისგან, მისგან ალვესის დონის ფეხბურთელი მაინც არ დადგება, მაგრამ, იქნება რაღაცას დაემსგავსოს. იცის, რომ ჩავის დიდად არ მოსწონს, გასაყიდთა სიაშია მოხვედრილი და ყველაფერს გააკეთებს დასარჩენად, ჰოდა, რა არის ეს ყველაფერი, ამას ვნახავთ, ნეაპოლში. 

გოლები კიდე ბლომად გავუშვით, პირველი არ ჩაითვალა, მაგრამ რა იყო ეს, რა გააკეთა შტეგენმა? თავის ხელით შეაგდო კარში. 

მეორეც არ ჩაითვალა, მაგრამ, ეს არ იყო შემთხვევა, როცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ჩერდებიან ფეხბურთელები და გატანის საშუალებას აძლევენ, არა, ჩვეულებრივად გრძელდებოდა მატჩი, როცა გაგვიტანეს, უკვე მერე, გვიან აღმოჩნდა, რომ აუტი ყოფილა, 

მესამე ხომ გაგვიტანეს და გაგვიტანეს, მოკლედ, სამი გოლი გავუშვით. 

ალბამ უკვე მიგვაჩვია, რომ შეტევაში უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე დაცვაში. უკვე ძალიან დიდი ხანია ასეა, უბრალოდ, დაცვაში სულ უფრო მეტად ცუდად გამოიყურება. შეტევაში კი მის აქტიურობას ორი გოლი მოჰყვა, ჯერ ობამეიანგზე პასი იყო ფანტასტიური, მერე კი დემბელეზე, რომელიც დე იონგის გოლით დასრულდა. აი ასე, ჩავის მსგავსად ჩამოარიგა პასები. 

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც დადებითს ვერაფერს ვიტყვით ფერან ტორესია. ცუდი დახვედრა მოუწყვეს, არ ვიცი რა გახდა ამის მიზეზი, გასაგებია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ვალენსია” დატოვა, მერე რა? აქამდე არავინ წასულა? სულაც მათი ლეგენდები არ წასულან “ბარსაში” და “სიტიში”, სილვა და ვილა, მე არ მახსოვთ ვილასთვის დაესტვინოთ, მით უმეტეს, ტორესი პირდაპირ “ბარსაში” არ გადმოსულა, მოკლედ, ჩემთვის გაუგებარი ამბავი იყო, არ ეკადრება “მესტალიას”, ყოველთვის გამორჩეული პუბლიკა იყო და.. გაფუჭდნენ. 

მთავარმა მეგოლემაც დაიწყო გატანა, ლუკს არ ვგულისხმობ, ობამეიანგმა კარგი გოლები შეყარა, “ნაპოლისთან” აუცილებლად ძირითადში დაიწყებს, დემბელე ისე ათამაშდა, დიდი ალბათობით მასაც ძირითადში ვიხილავთ, მოუხდა ადამასთან კონკურენცია. 

ვინ იქნება მესამე? აი, მთავარი კითხვა. 

დასვენებული ადამა? 

ცუდ ფორმაში მყოფი ტორესი?

თუ გავი შეტევაში, რომელსაც ჩავისგან ყველაზე დიდი ნდობა აქვს?

აი, ეს არის მთავარი კითხვა და არ ვიცი ჩავი რას იზამს, მაგრამ, ძალიან კარგია, რომ არჩევანის საშუალება აქვს, გამოყენბით კი ყველას გამოიყენებს, ზოგს მეტი წუთი მიეცემა, ზოგს ნაკლები. 

სწორ გზაზე ვართ, მოლოდინიც დადებითია. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (21)

  • basa7
    21 თებ 2022, 15:00

    ციტატა: gecheche
    basa7,
    შეიძლება ტორესიც დაასვენოს იწერება მაგაზე იმიტო რო შეუცვლელად თამაშობს და გადაღლილია ეტყობა


    შეიძლება, ან მეორე ტაიმსი შემოიყვანს და ფლანგებზე დემბელე ტრაორე დასვას. დიდი ალბათობით ნაპოლი ამ თამაშში მთლად ეგეთ ავტობუს არ დააყენებს და ორი სწრაფი გარემარბი პრობლემას შეუქმნის ალბათ. გავი კი ყველა ვარიანტში ნახევარდაცვაში უნდა დააყენოს. შეტევასაც დიდ შვებას მიცემს.

  • gecheche
    21 თებ 2022, 14:55

    basa7,
    შეიძლება ტორესიც დაასვენოს იწერება მაგაზე იმიტო რო შეუცვლელად თამაშობს და გადაღლილია ეტყობა

  • basa7
    21 თებ 2022, 14:53

    დიდი ალბათობით ფრენკის დისკომფორტისგან გამომდინარე შეიძლება ნახევარდაცვაში პედრი და გავი ვიხილოთ რასაც ძალიან მივესალმები. ყველაზე პროდუქტიული ეს ბიჭი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეა და არა გარემარბად.

  • gecheche
    21 თებ 2022, 14:51

    ტორესი გადაღლილოცაა ეტყობა ტრავმის მერე მოვიდა და არც შეუცვლათ ყველა თამაში ითამაშა დეუცვლელეად და მგონია ნაპოლისთან ან ბილბაოსთან ძირითადში არ იქნება აშკარად ეტყობა რო დასვენება ჭირდება ისევე როგორც პედრი დაასვენეს ეგეც არი ფაქტორინიმისა რო მთლად კარგად ვერ თამაშობს გამოიფიტა

  • nika 54
    21 თებ 2022, 13:39

    ერთი ფაქტია, შტეგენი თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო მეტ სიურპრიზებს გვთავაზობს. ყოველი მისი ცდა ლამაზი პასი გააკეთოს გულს მიჩქარებს, მგონია რო ვიღაცა ჩაუჭრის და კონტრშეტევაც დაიწყება ჩვენს კართან.

    ციტატა: xavi73
    მამარდას ბრალი არცერთი გოლი არიყო ,რა ტვინი წაიღეს ,ჩვენიანი მაინც აირყოს ტიპებს იმდენად ეზიზღებათ ბარსა რო მაგით აპრავებენ ,ოღონდაც ბარსა დააკნინონ და ქართველსაც არ ინდობენ ეს ბანძი რეალის ბაკეშიკები


    ესპანელები კი არა აგერ ჰალაზე წერენ, წადი მამარდ ყანაში არ არის შენი საქმე მეკარეობაო და იცით რატომ, რო აღნიშნონ ბარსამ კი არ შეყარა გოლები არამედ მამარდამ თავის კარში.

  • Albicelecte
    21 თებ 2022, 13:25

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი

    ციტატა: Albicelecte
    და მამარდას ბრალი არაფერი იყო, არიქა სილესენი ხომ გამოაძრობდა ყველა ბურთს barca-6


    პატრიოტიზმში და ქართველის გაპრავებაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ რა იყო მამარდას ბრალი არ გამომასლეოთ?? თამაშს უყურეთ ვაბშეეე??? ბოლო გოლი ზუსტად ცხრიანში წავიდა ობამას რომ მოხვდა რიკოშეტის შემდეგ და მაგას მამარდა კი არა ნოიერის და ბუფონის ნაჯვარი რო ჩაგაყენებინა კარებში ის ვერ აიღებდა. პირველ გოლშიც დაცვა ჩავარდა და ობამეიანგის კლასის ფეხბურთელს ერთი ერთზე გოლები მამარდასთვის კი არა ისეთი მეკრეებისთვის აქვს გატანილი რომ ჩამოთვლა დავიწყო შორს წავალ და ასევე მორე და მესამე გოლების ისეთი ლამაზი გვარდიოლას ბარსლონური კომბინაციები გაათამაშეს რო პირი დაგრჩებოდა ღია და ერთ მეტრში დარტყმულს ვერ აიღებდა მამარდა. მოკლედ პირველი გოლი დაცვის ბრალი, მეორე და მესამე გოლები მთლიანად ბარსას ულამაზესი კომბინაციები და ბოლო მეოთხე გოლი პედრის უმაგრესი დარტყმული და ობამეიანგის რიკოშეტის ბრალი იყო. არცერთი გოლი არანაირად მამარდას ბრალი არ ყოფილა. უფრო ბარსას კარგი თამაშის და ვალენსიას სლე დაცვის და ეს ალდრეტე სად მოძებნა კიდე ამ ვალენსიამ. ეგ ხო იმენა სლეა რაააააა. იმენა ფოთის კოლხეთის დონის მცველი. სწორედ მაგ ალდერეტს შეცდომების გამო გასდის გოლების უმეტესობა მამარდას. არაუშავს გიოოო. მამარდას საწამებლად მოიყვანეს მემგონი ტიპი ტოოოოო, თან არ დაგვავიწყდეს ისიც რომ, ორი კვირის წინ ბარსამ ატლეტიკოსაც გაუტანა 4 გოლი და რა გამოდის ანუ ობლაკს მაგის გამო უნდა გაასხმევინონ ატლეტიკოდან?????? heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart


    ჰო, მეც სწორედ მაგას ვამბობ;
    არ დამიდანაშაულებია ქართველი მეკარე, პირიქით
    1/1-ზე 9-იანში დარტყმულს დრევანდელი მეკარეებიდან ვერავინ აიღებს
    მომდევნო 2 გოლი იყო 95/5-ზე შანსი და ისიც ისეთებისათვის, როგორცაა ნოიერი, ბუფონი და ა.შ.
    მე-4 იყო მცირე რიკოშეტი, ბურთმა მოუხვია და შორეულ კუთხეში წავიდა, ამას ვერავინ მიწვდებოდა

    და ვერც სილესენი და ვერც ჟაუმე დომენეკი ვერ დაეხმარებდა ღამურებს უკეთესი შედეგის დასადებად barca-6

  • C.PC5
    21 თებ 2022, 12:53

    შემადგენლობა წინასწარ რომ არ ვიცით და ერთ პოზიციაზე მრავალფეროვანი არჩევანი რომაა მაეტო ეგეც მეტყველებს რამხელა პროგრესი აქვს გუნდს🤝

  • xavi73
    21 თებ 2022, 11:45

    მამარდას ბრალი არცერთი გოლი არიყო ,რა ტვინი წაიღეს ,ჩვენიანი მაინც აირყოს ტიპებს იმდენად ეზიზღებათ ბარსა რო მაგით აპრავებენ ,ოღონდაც ბარსა დააკნინონ და ქართველსაც არ ინდობენ ეს ბანძი რეალის ბაკეშიკები

  • EL MAESTRO 6
    21 თებ 2022, 10:51

    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    პატრიოტიზმში და ქართველის გაპრავებაში რომ ჩაგეთვალოს მაგაში ცუდი არაფერია და თან მართალი ხარ რომ მამარდას ბრალი არ იყო, ობლაკმა უარესები გაუშვა და ბურთი ვერ აიღო, მამარდას სეივები მაინც ჰქონდა და დიდი ამბავი ბარსამ თუ გაუტანა 4 გოლი, თან აუღებლები🇬🇪🇬🇪

  • Davita
    21 თებ 2022, 10:09

    ბარსამ ღამურა შეჭამა და იმედია ახლა კიდე ახალ კორონა ვირუსს არ მოჯ@მენ 😁😁😁😀😀😀

  • shu1987
    21 თებ 2022, 09:59

    ხოდა დაეწყებათ ქხლა კოვიდი და დოზანა 😀

  • Albicelecte
    21 თებ 2022, 01:37

    და მამარდას ბრალი არაფერი იყო, არიქა სილესენი ხომ გამოაძრობდა ყველა ბურთს barca-6

  • Montekristo031
    21 თებ 2022, 01:35

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი

    ციტატა: Montekristo031
    მგონი დროა ფერან ტორესი სკამზე დაჯდეს და ადამა-ობა-დემბელე(ან გავი) იყვნენ შეტევაში… არანაირი სარგებელი არ მოაქვს და სულ ძირითადშია… არც კი ცვლიან… აშკარად მიკერძოებას აქვს ადგილი… მე მაგ ფეხბურთელში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ… არც დრიბლინგი აქვს გადასარევი და არც სისწრაფე… მომენტების რეალიზაციაზე აღარაფერს ვამბობ expressionless


    რა დემბელე ძმაოო. რას თხოვთ ერთი ორი თამაშით ტორესს. ჯერ ესერთი ნაპოლისთან განსხვავებით ამ თამაშში ბევრად კარგი იყო და მერე მეორე სადაც სლემბელეს ითმენთ ამდენი ხანი ტორესსაც ვაცადოთ. მე მაგრად მეიმედება მაგ ბიჭის. ჯერ ვალნესიაში იყო სასწაული, მერე სიტიში პეპთან წავიდა და სიტიშიც უმაგრესი იყო და არსენლას დუბლი შუსრულა,ნიუკასლთანაც მახსოვს მაგარი ჰეთრიკი გაიტანა და წინა სეზონში ლიგაზეც შეყარა გოლები პროსტა მკერე ტრამვებმა გატანჯა თორემ, პრემიერ ლიგაშიც დონე დადო და ესოანეთის ნაკრებშიც ძალიან კარგი არის. ფერანის თამაშები ვალენსიაში ან სიტისში ან ნაკრებში თუ გაქვს ნანახი ყველგან კარგი არის და იოლად მიხვდება რომ საშემსრულებლო კლასი აქვს და გოლებიც ბლომად გააქვს. აქ რო იცით ჩამოწერა კაცის ერთი ორი თამაშის შემდეგ. არანაირად. ფრანი უმაგრესი ფეხბურთელი არის და დამიჯერე მაგას არაერთხელ დაამტკიცებს. heart_eyes heart_eyes


    ღმერთმა ქნას რომ გაამართლოს … მხოლოდ მოხარული ვიქნები blush

  • Albicelecte
    21 თებ 2022, 01:35

    აჰა, ნიშნავს თუ არა ეს კორონაპანდემიის დასასრულს? საკითხავი აი ეს არის smiley laughing smiley

  • Giorgi99
    21 თებ 2022, 01:21

    რა გოლი ააცალეს პედრის, არადა რას დახატავდა ეგ გოლი რომ ობამასთვის არ მიეცათ

  • nikusha
    21 თებ 2022, 01:04

    მე ჯერ როდის ვამბობდი მორატას დამატებას ობამას დამატება ჯობიათქო! აი შედეგი!!! გადახედეთ ჩემს კომებს!..

  • datio
    21 თებ 2022, 00:54

    მართლაც დროული და ეფექტური გამარჯვება იყო!
    ობამეიანგი უმაღლესი კლასის გოლის გამტანი ფორვარდია, ძალიან დროულად გაიატანა. იმედია ნაპოლისთანაც გაისვრის შედეგიანად!
    პედრის მიმართ ბევრი კრიტიკული აზრი მომისმენია, აქ საიტზე თუ სხვაგანაც. კი არც ხავია და არც ინიესტა, მაგრამ აშკარად დიდ ტალანტია და 2-3 წელიწადში საოცრად გაიზრდება და მართლა დიად ნახევარმცველად ჩამოყალიბდება!
    ტერ შტეგენმა მოუკლო, მაგრამ მაგაზე მაღალი დონის და ფეხით მასსავით კარგა მოთამაშე მეკარე ბაზარზე აშკარად არ ჩანს. დარმწუნებული ვარ როგორც კი დაცვას გავაძლიერებთ, ფსიქოლოგიურად დამშვიდდება და ბევრად მაღალ დოენზე თამაშს დაუბრუნდება!
    დემბელე… რაც არ უნდა იყოს ხავს ვეთანხმები. აშკარაა დემბელეს წინასწარი ხელშეკრულება არავისთან აქვს და ახლა ეს რამდენიმე თვე თავი უნდა მოაწონოს პოტენციურ დამსაქმებლებს. ჰოდა ზუსტად ახლა ჭირდებ აბარსელონას შედეგზე და არა უაზრო ფინტებზე ორიენტირებული დემბელე. აშკარაა, იმ დონეზე თამაშობს როგორც ფაქტობრივად არასდროს არ თამაშობდა. ეტყობა დიეტასაც იცავს და ვარჯიშისა და ძილის გრაფიკს.
    ხავიზე რა ვთქვა, 2 კვირაზე მეტი არ ჰქონია გუნდთან პაუზის პირობებში სავარჯიშო დრო და რამდენიმე შენაძენის დამატებით რა დონეზე ავიდა გუნდი. დაცვაში პრობლემებია, მაგრამ იმედია ზაფხულში უფასოდ მოიყვანენ 2 კარგ მცველს.
    ანსუს გოლის ალღო და ახალგაზრდული ენერგია ნამდვილად გააძლიერებს გუნდს. დეპაიზეც არ მაქვს ბოლომდე ხელი ჩაქნეული, გასაგებია სავარაუდოდ ზაფხულში ჰალანდის ტრანსფერის გამო გაიყიდება, მაგრამ იმედია 3-4 თამაშს მაინც მოგვაგებინებს თავის თამაშით

  • Pirat❤️💙
    21 თებ 2022, 00:49

    დემბელე ობას დუეტით უნდა დავიწყოთ და გავიმ მიეხმაროს შეტევას ჯობია ამით ცენტრს მოვიგებთ როგორც ატლეტიკოსთან ვითამაშეთ ისე უნდა ვითამაშოთ

  • gecheche
    21 თებ 2022, 00:41

    ტორესს რატო უსტვენდნენ რა სირები არიან ტიპზე ფაიქოლოგიურად იძალადეს ისედაც ფაიქოლოგიურად სუსტია ანუ ნერვიულია ტიპი და ესენი უსტვენდნენ იმის მაგივრად რო ეამაყათ იმით რო ჯერ გვარდიოლასთან თამაშობდა და ახლა ბარსაშია ასე არ შეიძლება ისედაც ამდენი იტირა და ინერვიულა ნაპოლისთან თამაშის მერე და კიდე ეგ რაღა საჭირო იყო

  • Montekristo031
    21 თებ 2022, 00:33

    მგონი დროა ფერან ტორესი სკამზე დაჯდეს და ადამა-ობა-დემბელე(ან გავი) იყვნენ შეტევაში… არანაირი სარგებელი არ მოაქვს და სულ ძირითადშია… არც კი ცვლიან… აშკარად მიკერძოებას აქვს ადგილი… მე მაგ ფეხბურთელში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ… არც დრიბლინგი აქვს გადასარევი და არც სისწრაფე… მომენტების რეალიზაციაზე აღარაფერს ვამბობ expressionless