მეშვიდე ოქრო ლეოს!

მეშვიდე ოქრო ლეოს!

ლეომ მეშვიდე ოქრო აიღო ხელში! უკვე მივეჩვიეთ და თითქოს არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, არადა, განსაკუთრებულია. რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, რომ ამ მოვლენის ადეკვატურად აღქმა შეძლო, თუმცა, მერეც გაჭირდება. შევხედავდით ბავშვობაში კრუიფის, პლატინისა და ვან ბასტენის მოგებულ სამ “ოქროს ბურთს” და წარმოუდგენელ მიღწევად ჩანდა, მერე ეს მიუღწევლობა განმტკიცდა, რადგან, ვერც რივალდომ, ვერც რონალდინიომ ერთ ბურთზე მეტი ვერ აიღეს, ორ-ორი ჰქონდათ “კიჭას” და ზიზუს, სამი მართლა მიუღწეველი ჩანდა, ახლა კი ლეოს შვიდი “ოქროს ბურთი” აქვს, გახედავს მომავალი თაობა მის უკან მყოფ ხალხს და არაფრად ჩააგდებს, აი, ეს ამბავი მოხდა, მეფე ყველას ზემოდან უყურებს. 

ლევანდოვსკი დაიჩაგრა. უსათუოდ დაიჩაგრა, რადგან, 2020 წელს მოგების შანსი წაართვეს. სამართლიანი იქნებოდა, რომ ორივე წლის “ოქროს ბურთი” გაეცათ და ბატონ ლევანს კუთვნილი ოქრო მიეღო, მაგრამ, ვერ მოხდა ასე, არ ვიცი რატომ, ოქრო დაენანათ თუ წინა წელი არ მიიჩნიეს ამის ღირსად. გასაგებია, რომ პანდემია იყო, ცარიელი სტადიონები, მოწყენილი ფეხბურთელები, მაგრამ მაინც.. “ლევანგოლსკი” მოედანზე საუკეთესო იყო და როგორმე უნდა დაეფასებინათ. ჩვენს გონებაში 2020 მისი წელია, ჩვენი თაობა ამ თარიღს შემოუნახავს პოლონელს, მაგრამ მომავალი თაობები დიდ ყურადღებას არ მიაქცევენ. თან, სულ სხვა გრძნობაა, შენი გვარი რომ ისტორიის დაფაზე ოქროდ იტვიფრება.

ლეოს ოქროში უპირატესი წილი კოპა ამერიკას მიუძღვის. ცოტა სასაცილოა კალენდარულ წელზე საუბარი, როგორც წესი, ამ ჯილდოს ჩავლილი სეზონისთვის გასცემენ. არავის აინტერესებს, როგორ დაიწყო სეზონი მესიმ, სეზონის დასაწყისი რომ რაიმეს წყვეტდეს, მაშინ, მოჰამედ სალაჰი სამეულში მაინც იქნებოდა. მნიშვნელობა იმას აქვს, სეზონს როგორ ასრულებ, ლეომ სანაკრებო ტიტულით დაასრულა და აბსოლუტურად გამორჩეული ჩემპიონატი ჩაატარა, პირველიდან ბოლო ტურამდე. “ბარსაშიც” მოიგო ერთი არც თუ ისე მნიშვნელოვანი ტიტული და ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. 

მოკლედ, ალალია.

უბრალოდ, ისე ამოვიდა ყელში, რომ ვიღაცებს უსამართლოდ ეჩვენებათ. 

თუმცა, ეს ალბათ ბოლოა. ვერ წარმომიდგენია, რომ პოჩეტინოს გაუგებრობასთან ერთად, რომელსაც რატომღაც გუნდს ეძახიან, მესიმ “ოქროს ბურთი” მოიგოს, მომდევნო წლებში კი ასაკიც მოაკაკუნებს კარზე. გაერევა ხოლმე მოწინავეებში, მაგრამ პირველი ადგილი გაუჭირდება. შვიდზე გაჩერდეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გადაკვეთის წერტილში. 

ისე, ემოციური საღამო გამოვიდა, განსაკუთრებით აგუეროს გამოჩენის გამო. დღე-დღეზე ფეხბურთიდან წასვლას აპირებს, მისი ძმაკაცი კი დღემდე ოქროს ხვეტს. სუარესიც იქვე იყო, მიართვა ლეოს კუთვნილი ჯილდო და პატარა პედრი, რომელიც დიდი უნდა გახდეს. არ ვიცი, ვინ არის მესის დიზაინერი, ვინ ურჩია საახალწლო განათების ჩაცმა, მაგრამ, ეგ სიგიჟეც გადაიფარა. თანაც, პირველი ხომ არ ყოფილა? ყველა დაჯილდოებაზე ტროლავს საფეხბურთო სამყაროს. 

ახლა რა გველის წინ? 

წინ გველის გაავებული და ძალიან გაბრაზებული ლევანდოვსკი, რომელიც ჯავრს აუცილებლად “ბარსაზე” იყრის. მიუხედავად იმისა, რომ ლეო ჩვენთან აღარ არის. არ არის ეს კარგი ამბავი. ჯობდა, ამ მატჩის მერე ყოფილიყო დაჯილდოება. 

წინ გველის პედრის გამოცდა, – ცნობილია, რომ ახალგაზრდა “ოქროები” ტრადიციულად ფუჭდებიან ხოლმე. აღარ ჩამოვთვლი მათ გვარებს, ზოგი ისე დაიკარგა, აღარც კი გვახსოვს. ეს ჯილდო ავანსია, პედრიმ განვითარება აუცილებლად უნდა გააგრძელოს. 

წინ გველის კრიშტიანუს დის ტვიტები, – ამ სირცხვილს გადავიტანთ როგორმე. 

ახლა საკითხავია, მესის შემდეგ ვინ შეძლებს “ბარსას” მაისურით “ოქროს ბურთის” მოგებას. რაღა დაგიმალოთ და ამ შემადგენლობაში მსგავსი მასშტაბის ფეხბურთელს ვერ ვხედავ. კანდიდატებს კი, სამეულში მოხვედრილებსაც, მაგრამ ლაურეატებს – ვერა. ამიტომ, უნდა გავვარდეთ სატრანსფერო ბაზარზე და ის დიდი კაცი მოვიყვანოთ. 

ეგ არის მთელი ამბავი. 

P.S: ჩვენი გოგო ალეშიაც “ოქროს ბურთის” მფლობელია, ეგ ერთი და სხვა მრავალი! 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Shavshika
    30 ნოე 2021, 20:33

    ამ საიტზე არასდროს არ ვაკეთებდი ავტორიზაციას იმიტომ რომ ვიცი ვიღაცას შევასკდები ასედი დებილური კომენტარებისთ ი, ეხლა იმიტო გავაკეთე ავტორიზაცია რო მინდა ყველა იმ ბოღმიან ქართველს ვუთხრა რო ტ რ ა კ ბ ი. დააყენებ ბიჭო რატო ხართ ასეთი ბოღმიანი და აუტანელი სასტავი, იყო დრო მესიზე მზე და მთვარე ამოგდიოდათ ეხლა გააგდეეს გუნდიდან და თურმე ლევანდოვსკის ეკუთნიდა ოქროს ბურთი ჩემი დედა მ ო ვ ტ ყ ა ნ თუ ეკუთნიდა ბიჯო,ერთი ასპექტი მითხარით რითი ჯობია,რადგან მეტი გოლი გაიტანაა, მარტო გოლის გატანა არ ნიშნავსიყო საუკეთესო,არც კი გცხვენიათ ბიჭო როგორ მიდარებთ ლევანდოვსკით ხოარ ღადაობთ,ორი სამი წელია რაგაცას თამაშობს და გამიხადეს საუკეთესო,გულებში ჩავიხედოთ ყველამ დაიქ სადღაც სიღრმეში და ბოღმაში ყველა იცის რო მესი საუკეთესოა მაგრამ ამ ქართველ სასტავს მესის კი არა ქართველების წარმატება არ გახარებთ,ნებისმიერს შემიძლია დაგიჯდეთ დასაფუძვლიანათ აგიხსნათ რო მესი ორჯერ დასამჯერ უკეთესია მაგ საჯარიმოს ლომზე.

    ციტატა: mettal
    ისეთი ამბები ატყდა მესის მეშვიდე ოქროს ბურთზე ,ამის შემდეგ ალბათ 10-ეულსაც არ გააკარებენ და აღარც სჭირდება 7 ისეთი რაოდენობაა ,რომელსაც ალბათ ვერავინ ვეღარ მოხსნის.ერთი შანსი აქვს მსოფლიო თუ მოიგო მარა მეეჭვება ეგ მოხდეს.პსჟ თუ ლიგას მოიგებს მესის ნამდვილად არავინ მისცემს ოქროს ბურთს.
    პ.ს ისე ყველაზე ღადავი მთელ ამ აურზაურში ისაა რო მესის მოგებულ ოქროს ბურთს შეტენვას ეძახიან.ყველა სეზონში საუკეთესოა ინდივიდუალურად რაც ფეხბურთის თამაში დაიწყო და იმდენად წინაა რო სხვები არც ჩანან და თურმე შეტენეს.

    ვაიმეეე ბიჭოოო ჭკუიდან გადავდივარეგეთ დებილიბებს რო ვკითხულობ რააა,როგოელრ შეიძლება მესიზე თქვა შეტენესო, ლევანდოვსკის მესისთან მარტო დებილი შეადარებს ან ძალიან ბოღმიანი სასტავი ან კიდე ბრმა,აბა სხვანაირათ ცა და დედამიწაა, თამაშის გაკეთება სხვა თემაა,არ მიუტანო ლევანდოვსკის ბურთი საჯარიმომდე და მერე ნახავთ მის საუკეთეესობას.

  • mettal
    30 ნოე 2021, 19:40

    ისეთი ამბები ატყდა მესის მეშვიდე ოქროს ბურთზე ,ამის შემდეგ ალბათ 10-ეულსაც არ გააკარებენ და აღარც სჭირდება 7 ისეთი რაოდენობაა ,რომელსაც ალბათ ვერავინ ვეღარ მოხსნის.ერთი შანსი აქვს მსოფლიო თუ მოიგო მარა მეეჭვება ეგ მოხდეს.პსჟ თუ ლიგას მოიგებს მესის ნამდვილად არავინ მისცემს ოქროს ბურთს.
    პ.ს ისე ყველაზე ღადავი მთელ ამ აურზაურში ისაა რო მესის მოგებულ ოქროს ბურთს შეტენვას ეძახიან.ყველა სეზონში საუკეთესოა ინდივიდუალურად რაც ფეხბურთის თამაში დაიწყო და იმდენად წინაა რო სხვები არც ჩანან და თურმე შეტენეს.

  • nika 54
    30 ნოე 2021, 18:39

    წინ გველის გაავებული და ძალიან გაბრაზებული ლევანდოვსკი, რომელიც ჯავრს აუცილებლად "ბარსაზე" იყრის. მიუხედავად იმისა, რომ ლეო ჩვენთან აღარ არის. არ არის ეს კარგი ამბავი. ჯობდა, ამ მატჩის მერე ყოფილიყო დაჯილდოება.
    მაგაზე ნუ იდარდებთ, არც ლევანდოვკის და არც ბაიერნს არავითარი ზედმეტი გაავება თუ გაბრაზება არ ჭირდება. ეგ გერმანული კარგად დაზეთილი მანქანა ყოველთვის მოგებისთვის თამაშობს, და იქნება პირიქით ლევანდოვსკის რო მოეგო სწორედ ეგ გამხდარიყო სტიმული უფრო კარგად ეთამაშა, ახლა იმედია უხასიათოდ იქნება და არც მოგებაზე არ მოიკლავს თავს. ჯობია პსჟ-თან მოიკლას თავი.

  • ფეოლა
    30 ნოე 2021, 12:15

    Albicelecte,
    სწორია, ასეთი კარგი ბილდ აფი არგენტინას ძალიან დიდი ხანია არ ჰქონია. საფლეიოფო გუნდია. მთავარია ჯანმრთელად იყოს.

  • La Pulga10
    30 ნოე 2021, 11:59

    არა რა პსჟ,ბარსასია ეგ ოქრო.კუმანი ბარსას მოაგებინა კოპა დელ რეი,მესამე ადგილზე,რომ გავედით მაგის გოლების და ასისტების დამსახურებაა.კოპა მოიგო,მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა,თამაში არ ჩაუგდია ყველაფერში საუკეთესო იყო.არ მესმის უსამართლოდ,რატომ თვლიან.ლევანდოვსკი ცოდოა ნაღდად ეკუთვნოდა 2020-ში,მარა არ მისცეს და მესის რა ბრალია.2021-ში კიდე ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი იყო და არის ლევანა,მაგრამ თითონ ბაიერნია ცხოველი გუნდი,ვერავინ აჩერებს,ბევრად მარტივია აწყობილ გუნდში თამაში,სადაც ყველა მაღალ დონეზეა და საუკეთესოა მსოფლიოში,ვიდრე დანგრეულ გუნდში,სადაც 17 წლის ბავშვები დარბიან და შენ შემოგყურებენ.მოკლედ ეს ოქრო დაუმსახურებელი არ ყოფილა.

  • Albicelecte
    30 ნოე 2021, 11:49

    გაისად მუნდიალია და თუ კარგად წავიდა საქმე, არა მგონია 7-ზე გაჩერდეს მეფე barca-5

  • ani-messi-goat
    30 ნოე 2021, 10:51

    ლევანდოვსკის წინა სეზონში ბუნდესლიგის იქით არაფერი უქნია ამიტომ მეორე ადგილზეც მადლობა უნდა თქვას :დ

    მესი კი ცალსახად დამსახურებულად საუკეთესო იყო და ჩაიბარა მეშვიდე ოქროს ბურთი მეფემ

  • me da barca
    30 ნოე 2021, 10:31

    გუშინ ბარსამ ფურორი მოახდინა პარიზში. ვერაფრით ვერ მივაწერ პსჟ-ს ლეოს დამსახურებას. ლეო ბარსას სახეა, ბარსას ლეგენდა და ასეთად დარჩება. ალეშიაც ბარსას ფეხბურთელი, პედრი ბარსასი. მიმაჩნია, ლეოსთვის შავი ლაქაა ბიოგრაფიაში პსჟ, რომ წერია. ამ ლაქას კი ლაპორტა და კომპანია ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს, რაც არ უნდა თავი იმართლონ და ლა ლიგის რეგულაციებს მიაწერონ. წარმოიდგინე დიდი ოქრო და მის გვერდით პატარა ჟანგიანი რკინის ნაჭერი, რომელიც ცდილობს სპილენძი მაინც გახდეს, მაგრამ არ გამოსდის. დიდი ოქრო ბარსელონაა და ჟანგიანი რკინა რომელი გუნდია, ამას მიხვდებით.
    P.S. ფეოლა, როგორც ყოველთვის ხოდზე ხარ. წინა ცხოვრებაში ალბათ ერთერთი ცნობილი მწერალი იყავი. ყოჩაღ. 👏