მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მფრინავი ურუგვაელი!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მფრინავი ურუგვაელი!

როგორც ითქვა, რონალდ კუმანს ულტიმატუმი წაუყენეს, მომდევნო მატჩები აუცილებლად უნდა მოიგო, თორემ ხელს დაგიქნევთ და დაგემშვიდობებითო. ისედაც, ძლივს არის შემორჩენილი, ლაპორტას არ მოუყვანია და არასდროს მალავდა, რომ დიდად არ ხიბლავდა მისი კანდიდატურა. დაემუქრასავით და კუმანსაც ფეხი დაუცდა, პირველივე გამოცდა ჩააფლავა. “ბაიერნის” მერე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გუნდი ნოკაუტშია და ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებს. საქმე მხოლოდ ანგარიშში არ არის და არც ულტიმატუმი ეხებოდა მხოლოდ ანგარიშს, ლაპორტას ლამაზი ფეხბურთიც სურდა “კამპ ნოუზე”, რაც შეიძლება მეტი ქომაგი უნდა მივიდეს სტადიონზე, რადგან მათ გარეშე ბიუჯეტიც ვერ შეივსება, ჰოდა, ბატონი რონალდი ამაშიც ჩაფლავდა, გარდა იმისა, რომ მატჩი ვერ მოიგო, ხარისხიც კატასტროფულად დაბალი იყო. 

ისევ და ისევ შეიქმნა ლიდერის პრობლემა, აქამდე დეპაი ართმევდა თავს ამ გამოწვევას, ახლა კი არაუხომ ითავა ყველაფერი, მცველიც ის იყო, თავდამსხმელიც და გარემარბიც, ბოლოს ფლანგიდან ისე ჩაირბინა დემირს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში არ ჩაურბენია და ძალიან სახიფათოდაც ჩააწოდა, მაგრამ პიკემ ბურთზე თამაში ვერ მოახერხა, არადა, ძალიან საინტერესი იქნებოდა, გამარჯვების გოლს ერთი ცენტრალური მცველი გაიტანდა, მეორეს პასით. თუმცა, პირველ გოლს ბევრი არაფერი დაკლებია ასეთ სურათამდე, იქაც არაუხო-პიკეს დუეტი იყო მთავარი მოქმედი ძალა და ურუგვაელმა ბრწყინვალედ დაასრულა შეტევა. 

იქამდეც მომენტებს მხოლოდ ის ქმნიდა, განსაკუთრებით გამოსარჩევია პირველ ტაიმში ძალიან კარგი დარტყმა, რომელიც როგორღაც მეკარემ მოიგერია, უფრო უკეთ ვერაფრით დაარტყამდა, კარგი ნახტომი იყო, კარგი დარტყმაც გამოვიდა, მაგრამ აიღო, ასეც ხდება ხოლმე. გახსოვთ ალბათ, გვარდიოლას გეგმა ბ, პიკე შეტევაში, მის შემდეგ სხვადასხვა მწვრთნელები მიმართავდნენ ამ ტაქტიკას და კუმანიც ჩაეწერა მათ რიცხვში, მაგრამ “გრანადასთან” თუ გახდებოდა საჭირო ეს ყველაფერი, ამას ვერ ვიფიქრებდი. 

გარდა კუმანისა, მიწასთან არიან გასასწორებლები “ბარსას” შემტევები, როცა პიკე და არაუხო შენზე მეტს ქმნიან მეტოქის საჯარიმოში, ესე იგი, რაღაცას ვერ აკეთებ სწორად. დეპაი საკუთარ თავს არ ჰგავდა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე რასაც გვიჩვენებდა იმის ლანდი იყო დარჩენილი. კოუტინიო კი წარსულის ფეხბურთელია, ვერა და ვერ გაიყიდა, ძალიან მენანება, მაგრამ ასეა, მისი დიდი ფეხბურთი წარსულში დარჩა, იმედია მოუმატებს, მაგრამ, როგორც არ უნდა მოუმატოს, ძველ ფორმას ვერ დაიბრუნებს, გამორიცხულია. 

დემირისგან კი იმედგაცრუება ნაკლები იყო, რადგან არც მოლოდინი ყოფილა დიდი, რაც შეეძლო გააკეთა, აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფერი შეძლებია. ლუკ დე იონგზე კი იმავეს თქმა შეიძლება, რაც უკვე აღვნიშნეთ წინა დღეებში, თითქოს ორი დე იონგი უნდა გვყავდეს გუნდში, მაგრამ ორი ბრეითუეიტი გვყავს! თუმცა, დე იონგს ბევრი მუშაობა მოუწევს, რომ ბრეითუეიტს გაუტოლდეს, დანიელი “ბარსას” დონისგან კატასტროფულად შორს არის, მაგრამ სარგებელი მოუტანია გარკვეულ მატჩებში, ლუკ დე იონგი კი ჯერჯერობით ეკრანზე გამოჩნდება ხოლმე ხანდახან, ეგ არის და ეგ. 

ძალიან ცუდი ამბავი ის არის, რომ ვერც მისმა მოგვარემ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, არადა, რაც უფრო მძიმე მდგომარეობაშია “ბარსა”, მით უფრო მეტი უნდა მოვითხოვოთ მისგან, არ წაუვიდა თამაში, არცერთ ჰოლანდიელს, თითქოს უნდა სურდეთ კუმანის დარჩენა, მაგრამ ვინც მატჩს უყურა საპირისპირო აზრი დარჩებოდა. 

ახლა სწრაფად მოქმედებაა საჭირო, თუ კუმანის გაშვება სურთ, ჯობია სწრაფად გააკეთონ ეს, იქამდე სანამ ცენტრალური მატჩები მოახლოვდება, აუცილებელია ახალ მწვრთნელს საწყისი ტურები მარტივი ჰქონდეს, რათა მისი ხედვისა და ტაქტიკის დანერგვა შეძლოს, თუ არ უპირებენ გაშვებას, ჯობია, რომ წნეხიც არ შეუქმნან, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ეს წნეხი ფეხბურთელებზეც გადამდებია. მოკლედ, ლაპორტა უნდა ჩამოყალიბდეს. 

კარგია, რომ რაღაც იმედის ნაპერწკალი ამ მატჩშიც შევნიშნეთ, არაუხომ უმაგრესი მატჩი ჩაატარა. წინა სეზონში გაცემულ ავანსებს აბსოლუტურად ამართლებს. მთავარია ჯანმრთელად იყოს და ფორმას კიდევ აკრიფავს. სხვა რა უნდა ითქვას?! ვიდეოანალიზისას კონკრეტულ მომენტებს განვიხილავთ, მანამდე კი ფატისა და აგუეროს დაბრუნებას დაველოდებით, კოუტინიოს დაბრუნებამ ჯერჯერობით ვერაფერი შეგვმატა, სასწაულებს არც აგუეროსგან უნდა ველოდოთ, მაგრამ ლუკ დე იონგს ცალფეხა აგუეროც ჯიბეში ჩაისვამს. ამაშია საქმე. 

რონალდ, გულს გაუფრთხილდი. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (19)

  • ფეოლა
    21 სექ 2021, 18:48

    rivaldo80,
    რა გითხრა აბა.. ანანიძის დონეზე ითამაშა რა, ერთი-ორჯერ ბურთი კარგად დაიჭირა

  • rivaldo80
    21 სექ 2021, 13:42

    არავიზე ნაკლები არ იყო დემირი ბავშმა პირველად ითამაშა და გაიჩითა თრილერი თამაში. აკიდა ჯარიმები.ბურთსაც ხშირად არ აძლევდნენ ერთი ორი ისეთი მოძრაობა გააკეთა კოჭებში ეტყობა დიდი პოტენციალი აქვს.კოუს 100 თავით ჯობდა

  • nika 54
    21 სექ 2021, 13:42

    კარგია, ლამაზი ფეხბურთი. მაგრამ ლაპორტას მესის გაშვებით თუ უნდოდა ლამაზი ფეხბურთის განვითარება აი ძალიან მაგრა შეცდა.

  • George Dvali
    21 სექ 2021, 13:39

    ფიზიკური ფორმა , და სულიერი მენტალიტეტი გახდის ამ ბიჭს რამოდენიმე წელიწადში ტოპ მცველს , როგორი ჟინით თამაშობდა ასე რომ თნდაც ამის გარდა 3-4 კაცს ეთამაშა ამ თამაშის მოგების შანსი თავისუფლად არსებობდა

  • Don_Andresito
    21 სექ 2021, 13:18

    კუმანი არც თავისით წავა, არც ლაპორტა გაუშვებს. არამედ მიქელა წაიყვანს

  • Lasho
    21 სექ 2021, 12:57

    ახლა ლუჩოს მოყვანა მგონია იდეალური ვარიანტი.. თუ არგამოვიდა რავი ვენგერზე მეფიქრება.. მგონია რო ფეხზე დააყენებს გუნდს

  • me da barca
    21 სექ 2021, 12:45

    რონალდ, გულს გაუფრთხილდი და გაასხი, ჩვენს გულებსაც გაუფრთხილდი, იქონიე თავმოყვარეობა. ნამეტნავად დიდს შეეჭიდე, უნდა გცოდნოდა, რომ ვერ აწევდი ამ სიმძიმეს, მაგრამ როგორც შენი წინამორბედი, შენც დახამდი ამ თანამდებობას და დასაცინი გახდი.

  • Zura Gviniashvili
    21 სექ 2021, 12:12

    ეს ბიჭი ორთაბრძოლებში რომ შედის მშვიდატ ვარ.. იშვიათად რამე შეცდომა დაუშვას ძაან იშვიათია თუნდაც ბაიერნთანაც კარგი იყო

  • MSN G.O.A.T
    21 სექ 2021, 11:10

    მომავალი პუიოლი <3

  • Zura Gviniashvili
    21 სექ 2021, 10:58

    მოუყვანონ რა ვინმე ახალგაზრდა პიკეს ნაირი თუნდაც დელიხტი

  • La Pulga10
    21 სექ 2021, 10:47

    ბიჭოოო ტიპი რა ცხოველია.როჟა არ გაჩერდა სანამ არ გასთხარა,ძლივს ვიღაც გამარჯვებულის ფსიქოლოგიით გვყავს,მომავალი კაპიტნის სუნი მცემს,პუიოლის ღირსეული მემკვიდრე.ხასიათებით ძალიან გვანან.

  • Zura Gviniashvili
    21 სექ 2021, 10:44

    პატარა პიკე იზრდება :)))) .მაღალი თავდასხმაც კარგად გამოსდის ლიდერობის უნარიც აქვს და საკმაოდ ძლიერია. ერთერთი საიმედო ფეხბურთელია გუნდში. კიდევ რა მაინტერესებს . ყოველთვის რატომ იწყებენ ნელი ტემპით მერე გოლს გაუშვებენ და სადღაც 60 წუთიდან ძალიან მაგრა უმატებენ ტემპს რომ გადაარჩინონ თამაში. ესე დედა აფეთქებული ხომ შეიძება სულ თავიდან დაიწყონ ძალიან მაღალ ტემპში თამაში როგორც ამას აკეთებენ ბაიერნი თუ ლივერპული .. . რა უბედურებაა ყველა თამაშის პირველი ტაიმი ნელი ტემპით დაწყება.. უნდა ინატრო რომ მეტოქემ გოლი გაუტანოს რომ მერე ამათი მაღალი ტემპით თამაშით ვისიამოვნო?

  • sophie-gaucho
    21 სექ 2021, 10:18

    დაცვაში ხო ძალიან მომწონს ეს ბიჭი და გუშინ ყველაფერი შეითავსა. მარტო ეს დარბოდა და თამაშობდა დიდი მადლობა მას ამ ენერგიისთვის!

  • Davita
    21 სექ 2021, 09:37

    ციტატა: ბექა ქურდაძე
    პატივი უნდა ვცეთ კუმანს ესეთი განადგურებული გუნდი რო ჩაიბარა მაგრამ იმის მაგივრად რომ გუნდში რაღაც შეეცვალა ისევ იმდონეზეა გუნდი … ნებისმიერი წესიერი მწვრთნელი კუმანის ადგილზე ამშემადგენლობით ნორმალურ ფეხბურთს აჩვენებდა მაგრამ ნორმალურისგანაც კი შორსაა ეს თამაში ფეხბურთელები დადიან მოედანზე არანაირი სისწრაფე და კომბინაციია უბრალოდ დადიან … როცა გრანადას ვერუგებ და ყველა კონკურენტთან უშანსოდ მარცხდები უბრალოდ არუნდა გააჩერო ასეატი დამრიგებელი … ამის დანიშნვნას პიმიენტა დაენიშნათ ის ჯობდა მაგრამ ისიც გააგდეს )) დაველოდოთ რამაოხდება მომავლში იმედია ყველაფერი უკეთესობისკენ წავა barca-2 barca-4 barca-1


    შარშან საკმაოდ ღრმა და კონკურენტ უნარიანი შემადგენლობა გვყავდა მაგრამ წელს კუმანის და ლაპორტას წყალობით საუალოზე დაბალი დონის გუნდოა ისეთი ტრანსფერები აკეთეს

  • MARI=BARCA-fan
    21 სექ 2021, 08:14

    ციტატა: JustBarcaLover
    ზუსტად ასეთი სტატია დადეთ ოღონდ კუმანზე სახელწოდებით მფრინავი ნიდერლანდელი 😆😆 აბა თუ მიხვდებით ლარიანს ჩაგირიცხავთ 🤣🤣😂


    სახლისკენ გაფრინდეს კუმანი ხოო???
    joy joy joy
    პ.ს. – 99 ლარს კაკრაზ 1 ლარი მაკლდა! :დდდდდდ

  • ბექა ქურდაძე
    21 სექ 2021, 07:56

    პატივი უნდა ვცეთ კუმანს ესეთი განადგურებული გუნდი რო ჩაიბარა მაგრამ იმის მაგივრად რომ გუნდში რაღაც შეეცვალა ისევ იმდონეზეა გუნდი … ნებისმიერი წესიერი მწვრთნელი კუმანის ადგილზე ამშემადგენლობით ნორმალურ ფეხბურთს აჩვენებდა მაგრამ ნორმალურისგანაც კი შორსაა ეს თამაში ფეხბურთელები დადიან მოედანზე არანაირი სისწრაფე და კომბინაციია უბრალოდ დადიან … როცა გრანადას ვერუგებ და ყველა კონკურენტთან უშანსოდ მარცხდები უბრალოდ არუნდა გააჩერო ასეატი დამრიგებელი … ამის დანიშნვნას პიმიენტა დაენიშნათ ის ჯობდა მაგრამ ისიც გააგდეს )) დაველოდოთ რამაოხდება მომავლში იმედია ყველაფერი უკეთესობისკენ წავა barca-2 barca-4 barca-1

  • Prometheus
    21 სექ 2021, 07:10

    პოზიტივიც დავინახოთ , ლენგლე აღარ თამაშობს, მე-5 მცველია გუნდშია უკვე , ნერვებს აღარ მოგვიშლის . კუმანის გინებით კიდე ტყუილად ნერვებს ნუ გაიფუჭებთ , ეხლა რომც გაუშვან უკეთესს ვერავის მოიყვანენ ან ისეთს მოიყვანენ კუმანი სანატრელი გაგვიხდება . წყნარად დაველოდოთ მომავალ სეზონს და ვისიამოვნოთ თამაშით (თუ შესაძლებელია ეგ საერთოდ)

  • GEO-BARCA
    21 სექ 2021, 03:55

    მოკლედ ვიტყვი კუმანის ოჯახში ირბინა მთელმა მესის გამწარებულმა ნიგერიმ და კიდე თუ დარჩა აქ მაგის დეიდას დას შეუტოვა ორანგუტანგმა !

    ფატის მეიმედება ძალიან და თან მეშინია ამხელა ტრამვის მერე ფორმია აღდგენა ძალიან რთულია მარა იმედიმაქვს რომ მოიხოდება ❤️❤️❤️
    ლაპრტასაც ბართომეუ ჭირს? ბლინ დემბელე გასაშვებია სასწრაფო წესებით ტყუილად ხარჯია ეგ მშობელ კატა უმტიტი წასასვლელი კუმანი წიხლებით გასაგდებია ! და წესიერი შემტევი ტრიოა საჭირო
    ამ სეზონში დეპაის ფატის და დემბელეს ვუყურებთ და ძალიან მაგრად მეიმედებ დეპაის და ფატის დემბელეს ფაფხურია იმედიც მაქ რომ 5-8 თამაშს ითამაშებს კარგად .

    ციტატა: GEO-BARCA
    მოკლედ ვიტყვი კუმანის ოჯახში ირბინა მთელმა მესის გამწარებულმა ნიგერიმ და კიდე თუ დარჩა აქ მაგის დეიდას დას შეუტოვა ორანგუტანგმა !

    ფატის მეიმედება ძალიან და თან მეშინია ამხელა ტრამვის მერე ფორმის აღდგენა ძალიან რთულია მარა იმედიმაქვს რომ მოიხოდება ❤️❤️❤️
    ლაპრტასაც ბართომეუ ჭირს? ბლინ დემბელე გასაშვებია სასწრაფო წესებით ტყუილად ხარჯია ეგ მშობელ კატა უმტიტი წასასვლელი კუმანი წიხლებით გასაგდებია ! და წესიერი შემტევი ტრიოა საჭირო
    ამ სეზონში დეპაის ფატის და დემბელეს ვუყურებთ და ძალიან მაგრად მეიმედებ დეპაის და ფატის დემბელეს ფაფხურია იმედიც მაქ რომ 5-8 თამაშს ითამაშებს კარგად .

    გარსიაც მოხოდე შეჩემა შენ რო ბეტონის კედელი ხარ ის რკინის ჯებირად უნდა იყოს !

    ტერ-შტეგენი
    დესტი/მინგესა არაუხო გარსია ალბა/ბალდე
    ბუსი /დე იონგი
    კოუტინიო/გავი პედრი
    დემბელე დეპაი/აგუერო ფატი

    ამ კამანდით უნდა ითამაშოს სერიოზული იგრები ბარსამ წერს!

  • Norman Bates
    21 სექ 2021, 03:08

    აგუერო და დეპაი თუ შეთამაშდნენ ერთი ეგაა შანსი უტიტულო სეზონისგან გადარჩენის, სხვა შემთხვევაში ცარიელზე დავრჩებით