ლუკ დე იონგი: გასახდელში მესის სკამი დავიკავე

ლუკ დე იონგი: გასახდელში მესის სკამი დავიკავე

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ლუკ დე იონგი აცხადებს, რომ გასახდელში მას ლიონელ მესის სკამი მისცეს, თუმცა, მისი თქმით, იგი არასოდეს შეუძენიათ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის შემცვლელად.

The Guardian-თან იგი აცხადებს:

ეს ძალიან უცნაური იყო. რა თქმა უნდა, მე მის პირდაპირ შემცვლელად არ მომიყვანეს. მესის შეცვლა არავის შეუძლია. თუმცა გასახდელში მის ადგილზე ვიჯექი. ეს ძალიან სასიამოვნო იყო.

დე იონგი თანამემამულე რონალდ კუმანმა შეიძინა. თუმცა კუმანი კლუბიდან გაუშვეს და “ბარსელონა” ჩავიმ გადაიბარა. ესპანელის ხელში მას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა, თუმცა 29 თამაშში 7 გოლი გაიტანა.

მისი თქმით,

რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე, ძირითადად, თავით. ერთ მომენტში, “კამპ ნოუზე” ყოველი ჯარიმის ან კუთხურის დროს ჩემს სახელს მღეროდნენ. ამით ძალიან ვამაყობ.

დღეს ლუკ დე იონგი “პსვ ეინდჰოვენის” ღირსებას იცავს. მან მიმდინარე სეზონში ჯამში 27 გოლი გაიტანა, ხოლო მისი კლუბი ნიდერლანდების ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • nika 54
    21 თებ 2024, 19:03

    ხო გუშინ გოლიც გაიტანა ოღონდ თავით არა პენალტით.

  • levanoza
    21 თებ 2024, 14:41

    მოუკუკია მალინაში, კალა გაარჩევს 7 სულ ქურდთან ერთად. 🙂

  • La Pulga10
    21 თებ 2024, 11:56

    GOAT ლუკ სკაივოკერი

  • alwaysculerr
    21 თებ 2024, 11:44

    ციტატა: M10 S9 D11
    ჯოკერი გვყავდა ამის სახით სკამზე მარა მაინც არ იყო ბარსას დონის და სტილის


    სკამზე იყო საუბარი და ჰაი კლასის ფეხბურთელი რო სკამზე გეჯდეს მაგის *რაკი ბარსას არაქვს😆 (სამწუხაროდ)

  • MESSI 2017
    21 თებ 2024, 10:28

    ციტატა: gio-rakitich
    კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო, აბა ვის ახსოვს კუმანმა ეს რო მოიყვანა ესეთი რამ თქვა, ლუკ დეიონგი ნეიმარივით პროდუქტიულია და ბევრ წარმატებას მოგვიტანსო, ყველამ დავცინეთ მაშინ მარა ესეთი ფორვარდი სკამზე გყავდეს დიდი ფუფუნებაა და ორი აზრი არაა, არმესმის რატო გაუშვეს არამგონია ზამენობაზე ქონოდა პრეტენზია და პლიუს მაგას დიდი და გასაოცარი ხელფასი მოეთხოვა, გოლი რო გაქვს ბოლო წუთებზე შესაგდები რავი მშვენიერი კოვზირია სკამს რო გადახედავ შემოიყვანო, მარა რაღაზა ლაპარაკი კაპიტნის სამკლაური რობერტოს უკეთია და სხვა მრავალი ასეთი ქინძობა რამ ხდება ესეთი დონის კლუბში და ამით ყველაფერი ნათქვამია რა ბორდი მართავს დღევანდელ ბარსას


    როგორც მახსოვს სევილიამ არ გამოასყიდინა ბარსას

  • Rick Sanchez
    21 თებ 2024, 08:20

    ზოგადად მაღალი დონის ფეხბურთელია, პსვ-შიც ამტკიცებს ამას. თავით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ბარსასაც გამოადგა იმ სეზონში. კარგი კაცია, ყველას შეგვაყვარა თავი და შეიძლებოდა ცოტახანი მისი დატოვება .

  • gio-rakitich
    21 თებ 2024, 05:26

    კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო, აბა ვის ახსოვს კუმანმა ეს რო მოიყვანა ესეთი რამ თქვა, ლუკ დეიონგი ნეიმარივით პროდუქტიულია და ბევრ წარმატებას მოგვიტანსო, ყველამ დავცინეთ მაშინ მარა ესეთი ფორვარდი სკამზე გყავდეს დიდი ფუფუნებაა და ორი აზრი არაა, არმესმის რატო გაუშვეს არამგონია ზამენობაზე ქონოდა პრეტენზია და პლიუს მაგას დიდი და გასაოცარი ხელფასი მოეთხოვა, გოლი რო გაქვს ბოლო წუთებზე შესაგდები რავი მშვენიერი კოვზირია სკამს რო გადახედავ შემოიყვანო, მარა რაღაზა ლაპარაკი კაპიტნის სამკლაური რობერტოს უკეთია და სხვა მრავალი ასეთი ქინძობა რამ ხდება ესეთი დონის კლუბში და ამით ყველაფერი ნათქვამია რა ბორდი მართავს დღევანდელ ბარსას

  • M10 S9 D11
    21 თებ 2024, 02:34

    ჯოკერი გვყავდა ამის სახით სკამზე მარა მაინც არ იყო ბარსას დონის და სტილის

  • Pablo Gavi
    21 თებ 2024, 02:31

    რაღაც ატლეტიკოც ჩავარდნისკენ მიდის, მთავარია ბილბაომ არ გაიგიჟოს თავი და მგონი, მეორე ადგილს მინიმუმ დავდებთ ამ სეზონში

  • akaki
    21 თებ 2024, 01:41

    Toka19, ზამენიზა იყო იდიალური

  • ხავიესტა
    21 თებ 2024, 01:11

    ატლეტიკო გავა და ინტერი ჩარჩება… მაგარი ძაღლი გუნდია სიმეონეს ბიჭები////

  • Toka19
    21 თებ 2024, 00:53

    კაი კაცი ❤️❤️ მოვიდა დაგვეხმარა და წავიდა, supersub გამოდგებოდა მაგრამ გაუშვეს…

  • C.PC5
    21 თებ 2024, 00:30

    From zero to hero❤️