ლაშა ტალახაძემ დედამიწა ასწია! ააგდო სადღაც უსასრულობაში და დააბზრიალა! როცა სამყარო სიყვარულის დეფიციტს განიცდის, დედამიწას ტალახაძე ატრიალებს.
ამ სწრაფად მბრუნავ დედამიწაზე მორიგი შეხვედრა გამართა “ბარსამ”. სეზონი ახლოვდება და მესი ჯერ კიდევ არ არის ჩვენიანი. ფურცელზე ჯერ არ გვეკუთვნის, თორემ, სულ ჩვენიანი იყო და ჩვენიანად დარჩება, ახალი კონტრაქტის მიხედვით 40 წლამდე გაიწევს. იცდის და ილესავს კბილებს, მაგრამ შეყოვნდა ეს ამბავი. ბოლო დღეებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ მესის კონტრატს მალე მოევლება, ლა ლიგის გუნდებმა დამატებითი ინვესტიცია მიიღეს, როგორც იქნა გაიჩარხა ეს ამბავი და პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისს რაღაც მაინც დაუპირისპირეს, ეს თანხა პირველ რიგში ლეოს კონტრაქტზე წავა, რაღაც ნაწილი კი ტრანსფერებისთვისაც გადაუდიათ, მაგრამ ლაპორტა მესამე პუნქტში გაიჭედა, ვერ ყიდის ზედმეტ ფეხბურთელებს, უფრო სწორად ყიდის, მაგრამ ძალიან ნელა, გუნდს კი ბევრი დრო არ აქვს.
აგუერო ვარჯიშობს და მალე ვიხილავთ საქმეში, ბოლოს როდის ვნახეთ სერიოზული კონკურენცია აღარც მახსოვს, ამ სეზონში კი ნამდვილად დაჭამენ ერთამანეთს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ანტუან გრიზმანი “ბარსაში” დარჩება. მესი ხელშეუხებელია, დეპაი კუმანის ფავორიტია, ასე რომ, მოუწევთ ფრანგს და არგენტინელს ადგილისთვის ბრძოლა, ფატის კი აღარ ექნება მარტივი დღეები.
“ზალცბურგთან” მატჩი ყველაზე ცუდი გამოდგა მოსამზადებელ ეტაპზე. განსაკუთრებით გამოსაყოფია დაცვის კატასტროფული თამაში, ვნახეთ იგივე, რასაც წინა სეზონში ვუყურებდით, დაცვის ხაზში ძლიერი ფეხბურთელი არ გვყოლია და 4-5 ბურთი რომ არ გავუშვით ამაში მთავარი დამნაშავე მეტოქის თავდამსხმელები არიან. მინიმუმ სამი 100%-იანი მომენტი გაუშვეს ხელიდან, ერთი მომენტი კარგი, ჯანდაბას.. იტყვი რომ ხდება ასეთები, მაგრამ, როცა მესამეც ააცილეს მიხვდებოდა ადამიანი, რომ “ბარსას” დაბალი დონის გუნდთან ჰქონდა საქმე, ხოდა, ამ გუნდთან დამარცხდა.
ნახევარდაცვას რაც შეეხება ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, დაცვაზე არანაკლებ სუსტად, მთელი ტაიმი მეორე ნომრად ვითამაშეთ, ზალცბურგმა ბურთიც დაიჭირა და ბევრად გააზრებული ფეხბურთიც ითამაშა, არადა, სახელებს არაფერი დაეწუნება. ამ მატჩით დასკვნებს არ გავაკეთებ, მაგრამ მოლოდინი ასეთი მაქვს, წესით, სწორედ ამ სეზონში უნდა დაიწყოს ბუსკეტსმა სკამზე გადაჯდომა, წინა სეზონში გვაჩვენა, რომ კლუბს მისი შემცვლელი არ ჰყავდა და არც ამჟამად ჩანს მისი სრულფასოვანო შემცვლელი, მაგრამ სადამდე უნდა ითამაშოს? მესი ხომ არ არის?! ბუსკეტსია.
გავი 17 წლის გახდა, მთელი სეზონი არასრულწლოვანი იქნება, რომელიმე მატჩში თუ საუკეთესო ფეხბურთელობას გამოკრა ხელი, დარჩება ლუდის გარეშე, როგორც ფატის შემთხვევაში მოხდა. ნეტავ ითამაშოს ასე მაგრად და მოწრუპოს ის ალკოჰოლიც, ავიტანთ ამ სირცხვილს როგორმე.
შეტევაში უღიმღამო თამაში იყო, გამოსარჩევია დეპაის აქტიურობა და გრიზმანის ერთი შეხებით თამაში, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება აქამდე არ ახასიათებდა, დეპაის კი როგორც ჩანს კარგად უგებს, სივრცესაც დროულად ათავისუფლებენ და არ ყოფილა შემთხვევა ერთმანეთისთვის ხელი შეეშალოთ, მოკლედ, ამ ორისგან რაღაც გამოვა, ახალი ინვესტიციის შემდეგ გრიზმანის დარჩენის შანსებიც გაიზარდა. ცოტათი მაინც.
დემირს მომენტებში ეტყობა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია, მაგრამ, მისი მონაცემების პატრონი ყველა თამაშში უნდა ურტყამდეს კარში, მინიმუმ სამჯერ მაინც, მისი მთავარი ნიჭი ეს არის და ფაქტია, რომ ვერ გამოიყენა. ტრინკაუსგანაც ვითხოვდით შორიდან დარტყმებს, მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი და ახლა სხვაგან უნდა ეხვეწონ კარში დაარტყიო.
შეცვლაზე შემოსულებიდან ისევ კარგი იყო ბალდე, ალბას უსახურ თამაშთან შედარებით, მით უმეტეს. სანამ მესი არ დაიწყებს თამაშს, ალბას ფასი კაპიკია. ენ პესო, რომელიც გნებავთ. ბალდეს შორიდან დარტყმაც სცოდნია, არც გამბედაობა აკლია, კოჭებში ეტყობა, რომ შეუძლია კარგად თამაში, ამ სეზონში რაღაც კონტურები მაინც უნდა გამოიკვეთოს, რა როლის თამაში შეუძლია, გრძნობს თუ არა მომენტს ისე, როგორც ალბა, მესის ერთი ახედვა და უკვე უნდა გარბოდეს ფლანგზე, ალბათ გვექნება დრო ამის შესამოწმებლად.
“ბარსას” მხრიდან ერთადერთი გოლი მეფეთა შორის მეფემ შეაგდო, მარტინ ბრეითუეიტს ფეხის მოქნევაც არ დასჭირვებია, ბურთი თავისით მოხვდა და გოლი გავიდა, დესტმა დაარტყა, მეტოქის მცველმა აისხლიტა და ბურთი პირდაპირ იმას მოხვდა ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ბრეითუეიტისგან კი ლამაზად შეგორდა კარში, ასეა, კარმა ასე მუშაობს, რა სიკეთისთვის დაემართა ეს დანიელს არ ვიცი, მაგრამ რადგან დაემართა, ესე იგი, რაღაც კეთილი საქმე ექნება ჩადენილი. უცხო თვალი შემთხვევითობას მიაწერს, ჩვენ კი ვიცით, რომ ეს მეფეთა ხვედრია.
თუმცა, დრონი მეფობენ მარტინ, ხოდა, აიბარგე, დროა უკვე.
შემდეგი მატჩი “იუვენტუსთან” შედგება. იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე. როგორც ითქვა მცირე რაოდენობის ქომაგიც დაესწრება. “ზალცბურგთან” სტადიონი სავსე იყო და ის ძველი მუხტი დაბრუნდა, ახლა კი ისევ დაცარიელებულ სივრცეს უნდა ვუყუროთ, ტურისტებით სავსე „კამპ ნოუ“ თუ ასე მომენატრებოდა ნამდვილად არ მეგონა.
ცენტრალური მცველი მოსაყვანია ალბას შემცვლელად ბალდე დააწინაურონ უმაგრესია
JustBarcaLover,
ზუსტად ეგ ხდებოდა წინა სეზონში 😃
წელს ნიკომ დადოს კარგი სეზონი, პროგრესი დაგვანახოს, იქით გარსია მოიხოდოს და ორივე წავა. პიკე წელსაც რო წავიდეს არაფერი დაგვაკლდება მარა ბუსი მაინც რთული ამბავია ჯერ
იუვენტუსთან ამ კამანდით უნდა ვიყომაროთ:
პირველი ტაიმი:
ნეტუ
დესტი-არაუხო-ლენგლე-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
ბრაითვაიტი-გრიზმანი-დეპაი
მეორე ტაიმი:
პენია
ემერსონი-პიკე-უმტიტი-ბალდე
პიანიჩი-ნიკო გონსალესი-გავი
მესი-აგუერო-მანაი
+ დემირი
ნუ დაუკარგავთ ლენგლეს, არაუხოს რო გამოექცა მეტოქე ამან მოიგერია კუთხურზე. ნუ ერთი მომენტი მახსოვს მაგრამ ხო იყო.
არაუხოზე გეთქვა რამე,მხეცია.ერთი უეჭველი გოლისგან გადაგვარჩინა.