მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რაფინია, ისევ დაუფასებლად

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რაფინია, ისევ დაუფასებლად

     "ოსასუნას" როგორც წესი, არ ინდობს ხოლმე ბარსა, მხოლოდ 2000-იანების დასაწყისში იყო რომ რაღაცა წინააღმდეგობა იგრძნობოდა, აი, მერე სადაც და რამდენჯერაც დაიჭირეს იმდენჯერ თავ-ბედი აწყევლინეს. მესისაც უყვარდა "ოსასუნასთან" თამაში, მაგრამ მაგას ვისთან არ უყვარდა?! ახლა კიდევ ცოტა სხვა თამაში ვიხილეთ, არ გამოდგა არც უხვგოლიანი და არც ბევრი მომენტით დატვირთული. მაგრამ თამაში მაინც მაღალი კლასისა იყო. ტრიბუნაზე მყოფი ანდრეს ინიესტაც მოიხიბლებოდა აქა-იქ დაჭერილი მომენტებით, მისივე ნომერს შეხედავდა და გაუხარდებოდა. ესწრებოდა ამ შეხვედრას პატრიკ კლუივერტიც, შვილთან ერთად. მისი ძველი ნომერი სკამზე დატოვეს, ტაბატაძის ქების ამარა. სამაგიეროდ, ფერანი იყო მოედანზე და გოლის ისევ შეაგდო, მაგრამ... 

ეგ როგორი ოფსაიდია 

რა იყო სანახავი პირველ ტაიმში და პედრის ვირტუოზობა, იამალის დრიბლინგებსაც არა უშავდა, კიდევ გოლიც ვნახეთ, ვიზეიმეთ, მაგრამ გაუქმდა და მეტად უცნაურად, გოლის ავტორი, ფერან ტორესი არ იყო თამაშგარე მდგომარეობაში, ესე იგი, სადღაც უკან მიქარა ვიღაცამ, ჰოდა, გადაახვიეს VAR-ის კაბინაში და აღმოჩნდა რომ კუთხური გაუთამაშებიათ უხერხულად. იმ კუთხურის მერე ბურთი გაგორდა, ცხოვრება გაგრძელდა, ვიღაცამ ცოლი მოიყვანა, ვიღაცას ცხოველი მოუკვდა, ვიღაცამ სადღაც ჩააბარა და რაღაც ჩაიბარა, ამის მერე ფერანმა გოლიც შეაგდო და ეგერ ე, ისევ კუთხურთან დააბრუნეს ბურთი. წესი წესია ძმაო. დაატრიალეს უკუღმა ეს ნაცხოვრები. არა რა, შეიცვალა ფეხბურთი. კარგზე და ცუდზე არ არის საუბარი, ამის განსასჯელად დროა კიდევ საჭიროა, მაგრამ ის აღარ არის რაც იყო. 

ტაიმის მიწურულს ფერანს კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდა, ისევ იამალის დრიბლინგის მერე, კარგად აწვალა ლამინემ მცველები, მიყარ-მოყარა, დარტყმაზე დაუფარეს და ფერანიც მიწვდა ამ ასხლეტილ ბურთს და ყირამალა რაღაც სცადა, სცადა ისე როგორც ლუის სუარესმა, მაგრამ ამან კარში ვერ მოარტყა. არადა, ლამაზი იყო. 

ეს ნანახი მაქვს, ვიცი 

მშვიდ და ნელ ტემპში წავიდა მეორე ტაიმი. "ოსასუნა" საერთოდ არ უტევდა ბარსას. მხოლოდ კარში იდგა, ავტობუსივით, ასე არჩიეს, წაგებით მაინც წავაგებთ და იქნებ ბევრი არ გავუშვათო. ეგეთი გუნდები კიდევ არ მიყვარს, გუნდი, რომელიც მოგებაზე არ თამაშობს, გუნდი არ არის. რაღაც სხვა არის. მეორე ტაიმში გოლამდე მომენტები თითქოს საერთოდ არ შექმნილა. ტემპი დაბალი იყო, ბოლო პასი ვერ კეთდებოდა, ამ დროს კიდევ იმ კაცმა დასცხო, რომელიც ასეთ დროს გამოიჩენს ხოლმე თავს, გუნდს რომ თამაში არ მისდის რაფინია იღებს თავის თავზე ყველაფერს. მას აქვს ამის გამბედაობა და როგორც ესპანელები ხშირად ახსენებენ - კვერცხებიც. 

საოცრად ჰგავდა მისი გოლი ლიონელ მესის გოლს, "სევილიას" კარში, იმდენი აქვს "სევილიასთვის" შეგდებული აბა სეზონს რა გაიხსენებს, მაგრამ მე მგონი 2013/14 წლების სეზონი იყო, გასვლითი მატჩი, და როგორც მახსოვს წვიმდა. ზუსტად ასე შეაგდო მესიმ, (უკეთესადაც) და ასე შეაგდო რაფინიამაც. მარცხენა ფეხით, საჯარიმოს მისადგომებიდან, შორეულ კუთხეში, ძლიერად და აუღებლად. 

რიკოშეტიც წაეხმარა, კი. 

გაიხსნა ანგარიში და დამრჩა შთაბეჭდილება რომ ეს საჩემპიონო მატჩი იყო. ჭკვიანი მატჩი. დაგეგმილად აღებული სამი ქულა. ფლიკს არაფერი აქვს სანერვიულო, ზამთრის პაუზამდე "ვილიარეალსაც" თუ მოუგო, მერე ყველამ უნდა ინერვიულოს მის გარდა.

"ოსასუნას" არც ამის მერე შემოუტევია. დაღლილი გუნდი გამოდგა. ნული პატივისცემა მათ ჩემგან. სამაგიეროდ, ბარსამ მეორე შეაგდო. კუნდე გაიჭრა ფლანგზე, აქაც რიკოშეტი იყო და რაფინიას მიუვიდა ცარიელ კარში, შეაგდო რა თქმა უნდა. ესეც 2:0. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კიდევ ლამინე იამალი გახდა. რაფინიამ მოიგო ეს შეხვედრა, მაგრამ საუკეთესო იამალი გახდა. არა ეს უკვე ნამეტანია. თითქოს ოქროს ბურთზე რომ მიაიგნორეს ის არ ეყოფოდა, ახლა მატჩიდან მატჩამდე აიგნორებენ. ვერ აფასებენ რაფინიას, მაგრამ მე მგონი საერთოდ არ აინტერესებს ეგ ამბავი. 

წინ რას ვხედავთ 

წინ ვხედავთ გვადალახარას. 

ბარსა თასზე სწორედ ამ გუნდს შეხვდება. მერე კიდევ სეზონს "ვილიარეალთან" მატჩით დახურავს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 Sunday, 21:13
    0
    როგორ არ უნდა ანაღვლებდეს რაფინიას ეს დაიგნორება? რა თქმა უნდა მოქმედებს მასზე და ბრაზდება, კარგია, იქნებ ისე გაბრაზდეს, რომ ოქროს ბურთი წამოიღოს, მაგრამ მსოფლიოზე გაუჭირდება ჯიგარს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 Sunday, 16:29
    0
    ისე ტრიბუნებზე მე მგონი პიკეც დავინახე, მხოლოდ ერთხელ აჩვენეს განსხვავებით ინიესტასგან.
    Culé [?]
    #4 Sunday, 14:58
    0
    სოსიედადს უნდა ვანთხევინოთ წინა წლის მატჩჩი ნუ სახლში კი იყი ცალკარა მაგრამ იმენა მაგათ სტადიონზე მინდა 3 4 გოლი და მათი 0 კარისკენ დარტყმაც კი
    წევრი [?]
    #3 Sunday, 14:11
    0
    მარტო მე მგონია ვილიარელს უმარტივესად რომ მოვუგებთ?
    ლალიგაში რეალის გარდა სხვა გუნდთან ეგეთი ამინდი რომ იქმნება ხოლმე როცა უნდა გაჭირდეს და შეიძლება ქულებიც დავკარგოთ მაგდროს ადვილად მიდის ხოლმე
    Culé [?]
    #2 Sunday, 13:49
    0
    ვილიარეალი ლა ლიგაში სახეს იხევს არადა ლიგაზე ძალიან აქვთ ჩასვრილი
    წევრი [?]
    #1 Sunday, 13:45
    3
    რაფინია პედრი გარსიები ამ სეზონში მხოლდ ესენი თამაშობენ.კიდე მაგრად მოვდივართ.