მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ასე არ შეიძლება

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ასე არ შეიძლება

  "ბარსა" უმნიშვნელოვანეს ქულებს კარგავს, არადა, ვერ ვიტყვი რომ ცუდ ფორმაშია. "ხეტაფესთან" გასვლაზე თამაში ყოველთვის რთული იყო, არც ამჯერად ველოდი იოლ შეხვედრას. ფლიკის გუნდმა კარგად დაიწყო, სწრაფი და გააზრებული შეტევებით, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ ასეთი დასაწყისის მერე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევდით. არასტაბილურობა ფლიკის "ბარსას" ყველაზე უარყოფითი მხარეა, მთელი სეზონია ეძებს ამ მინუსის მიზეზებს და როგორც ჩანს ჯერჯერობით ვერ მიაგნო. ერთი რაც ასე ზედაპირულად ჩანს ის არის რომ მომენტების რეალიზების პრობლემა იქმნება, მაგრამ აბა როგორ გინდა ამაზე გააკეთო აქცენტი, როცა ერთ თამაშში გუნდს ხუთი და ექვსი გოლი გააქვს, მეორეში კიდევ ან საერთოდ ვერ გააქვს, ან მხოლოდ ერთი. 

ესე იგი, სულ სხვა რამეშია საქმე. 

ამიტომაც თქვა თამაშის მერე, არაფერი მსგავსი არ გამომიცდიაო. 

კუნდეს კიდევ ერთი 

ამჯერადაც შეტევაში უფრო კარგი იყო, "ბარსამ" სწრაფი გოლი შეაგდო, თავი კუნდემ გამოიჩინა, პედრის გენიალური პასის შემდეგ ისეთი გოლი შეაგდო მცველებს რომ გააქვთ. თუმცა, მოხერხება მაგასაც უნდოდა. "ბარსა" თამაშს აკონტროლებდა, აქტიურად იყენებდა განაპირა მცველებს, ერთი მხრივ კუნდეს, მეორე მხრივ ბალდეს. აღსანიშნია, რომ ფრანგმა ცენტრალური ზონიდან შეაგდო ეს გოლი, ფაქტობრივად ლევანდოვსკის პოზიციაზე იყო. 

თავად ლევანდოვსკის ვერ ჰქონდა დიდად კარგი თამაში, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეტევების ორგანიზებაში, მაგრამ თამაში ისე დასრულდა ერთი კარგი მომენტიც არ შეუქმნია, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს. ალბათ პრობლემაც ეს არის, პოლონელი უკვე ვეტერანია, ყველა თამაშს ფორმაში ვერ ხვდება, თუ ჯანზეა "ბარსას" ბევრი გააქვს და მარტივად იგებს, თუ გადაღლილია მაშინვე პრობლემები იწყება. 

რაფინია ვეტერანი არ არის, მაგრამ დამაგვირგვინებელი ფაზის ოსტატი არასდროს ყოფილა, ამ სეზონში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ მაინც არ არის მაღალი დონის შემსრულებელი, ჰქონდა ორი კარგი მომენტი და ვერცერთი ვერ გამოიყენა. ისე გამოდის რომ "ბარსას" ყველაზე მეტი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგზე ჰყავს, ფლიკი მაინც უკმაყოფილოა, ფატის საერთოდ აღარ განიხილავს გუნდში, ფერანს ხანდახან აძლევს ხოლმე წუთებს, რაფინია გადასარევია, მაგრამ მარცხენა გარემარბს მაინც ეძებს კლუბი და საბოლოოდ რაშფორდზე შეჩერდნენ. არ არის საუკეთესო ვარიანტი, ფაქტია, რომ გახეულმა ჯიბემ მიგვიყვანა აქამდე, ასეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ჯობია ისევ რაფინიას ენდონ ბოლომდე. 

ის რაც ხშირად ხდება 

ხშირად ხდება რომ კუნდეს ფეხბურთელი რჩება თავის ზონაში თავისუფალი, გასულ სეზონში ბევრი ასეთი შემთხვევა გვახსოვს და ამჯერადაც ასე მოხდა, გოლი მისი ზონიდან გავიდა. ცუდად გადაინაწილეს ფეხბურთელები, შეუთანხმებლად იმოქმედეს, მერე პენიამ კი მოიგერია კარგი ბურთი, მაგრამ ისევ მეტოქეს გაარტყა და ანგარიში გათანაბრდა. 

ცოტა ხანში ისევ კუნდეს ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შანსი, მას და არაუხოს, ესე იგი, იმ ფეხბურთელებს რომელთა სინდისზეც იყო გაშვებული გოლი, მაგრამ ვერც ერთმა შეაგდო და ვერც მეორემ, რანაერად მოახერხეს არ ვიცი, მაგრამ იამალის ჩაწოდებულს ერთიც ასცდა და მეორეც, არადა, ერთი შეხება იყო საჭირო ცარიელი კარის წინ. აფსუს, რა დუბლი იქნებოდა.. 

მეორე ტაიმში "ბარსას" ტემპის მომატება სჭირდებოდა და ვერ ვიტყვი რომ ამოცანას თავი გაართვა. კასადოს ნაცვლად მაშინვე დე იონგი გამოვიდა, ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა, მისი დრიბლინგები სჭირდებოდა ჰანსის, მოედნის ცენტრიდან შეგდებული თავისუფალ ზონაში, არც ეს გამოვიდა დიდად, ერთი კარგი დარტყმა ვნახეთ შორიდან, სორიამ ლამაზ ნახტომში მოიგერია მაღალ მარცხენა კუთხეში დარტყმული ბურთი. 

გამოვიდა მოედანზე დანი ოლმო და ფერან ტორესი ლევანდოვსკის ნაცვლად. ცვლილებებმა არ გაამართლა. ბოლო შანსი ისევ რაფინიას ჰქონდა, ჰგავდა ეს მომენტი პირველ ტაიმში შექმნილ მომენტს, ორივეჯერ მარცხენა მახვილი კუთხიდან ურტყამდა, ორივეჯერ ერთი შეხებით და ორივეჯერ გარედან მოარტყა მეტოქის კარის ბადეს. 

ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაიკარგა. "მადრიდს" აქვს შანსი კიდევ უფრო წინ გაიქცეს. "ბარსაზე" უკეთესი გუნდი რომ არ არის უკვე ვნახეთ, ამ სეზონში ორჯერ ვნახეთ, ვერც იმას ვიტყვით რომ სტაბილურია, ისინიც კარგავენ ქულებს, მაგრამ "ბარსა" ძალიან ბევრს კარგავს. 

ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ჯერია, 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 20 იანვარი 2025 23:33
    0
    ციტატა: Clever liar
    აქამდე სულ მეგონა, რომ "გუნდს" ვერაფრით დავარქმევ და საფეხბურთო ანომალიებში ესპანიოლი იყო ჩემთვის ყველაზე საძულველი წარმონაქმნი თუმცა ხეტაფე ყოფილა, გუშინ მივხვდი :)) აი ბარსელონას კი რატო უყვარს მსგავსი პრიჩიკებისგან რაღაც მითიურის და ზევსისეური ლეგენდების შექმნა საკუთარი ისტორიის საფოკუსნიკოთ ეს ნაღდად არ ვიცი..
    სირცხვილი

    უკვე ესპანიოლზე მეტად მეზიზრება ეს გუნდი. ან როგორ საზიზღრად, პროვოკაციულად იქცეოდნენ. მშვიდი ფლიკიც გააგიჟეს, მაგათი ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 20 იანვარი 2025 01:07
    0
    ციტატა: Aroni
    ეს ყველაფერი კი, მაგრამ ის პენალტი არ იყო? მარტო მე მომეჩვენა? ბევრად უფრო ნაკლებ შეხებაზე მინახია და თანაც ძალიან ბევრი დანიშნული. უბრალოდ არის თამაშები სადაც არ გიმართლებს(ბარსას ამ სეზონში ბევრი აქვს ეგეთი, მაგრამ ეგ სხვა თემაა...) და მაგ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთ არ დანიშნულ პენალტს. კი მესმის უნდა მოუგო ისე რო არ დაგჭირდეს წუწუნი და ა.შ მაგრამ ეს ისეთი კატეგორიის თამაში იყო რო ამას წუწუნი კი არა 3ქულა ქვია! ესპანეთში მგონი ყველა მივეჩვიეთ ესეთი დონის მსაჯობას... მგონი ტებასი სპეციალურად არ ცვლის არაფერს, იმიტომ რომ ქაოსში(მსაჯების უხეში და ზღვა შეცდომები) ყოველთვის შეიძლება სასურველი შედეგის დადება, მითუმეტეს მაშინ როცა შენი ინიცირებულია... მოკლედ, ბარსას თუ უნდა ჩემპიონობა ერთი ორად უნდა აღემატებოდეს ყველას და არ უნდა იყოს გამართლების ან მითუმეტეს მსაჯების იმედად. ვიცი ზოგს გაუჩნდება კითხვა, რო ბარსას სასარგებლოდაც ,,შეშლიათ" მსაჯებსო, მაგრამ ეგ ხო ქაოსის შემადგენელი ნაწილია, სულ ცალმხრივად რო მოხდეს ხო ატყდება ერთი ამბავი და მეორეც, გეხმარებიან იქ სადაც დიდად შედეგზე(წლის ბოლოს) არ იმოქმედებს და გირტყავენ იქ სადაც ბოლოს დაგაწევენ(მოკლედ მაგას ალბათობის თეორია ქვია, დიდი და გრძელი ამბავია...).

    ბარსას ეგეთ პენალტებს არ უნიშნავენ. მაგას შევეგუეთ უკვე.
    Culé [?]
    #8 19 იანვარი 2025 21:20
    1

    #7 19 იანვარი 2025 18:42
    1
    აქამდე სულ მეგონა, რომ "გუნდს" ვერაფრით დავარქმევ და საფეხბურთო ანომალიებში ესპანიოლი იყო ჩემთვის ყველაზე საძულველი წარმონაქმნი თუმცა ხეტაფე ყოფილა, გუშინ მივხვდი :)) აი ბარსელონას კი რატო უყვარს მსგავსი პრიჩიკებისგან რაღაც მითიურის და ზევსისეური ლეგენდების შექმნა საკუთარი ისტორიის საფოკუსნიკოთ ეს ნაღდად არ ვიცი..
    სირცხვილი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 იანვარი 2025 17:11
    3
    რეალმა თუ დღეს მოიგო 7 ქულიანი ჩამორჩენა გვექნება უკვე, თან იქამდე 5 ქულით ატლეტიკო გვისწრებს კიდე, არ მინდა რო წინასწარ ჩავიქნიო ხელი მარა ამ ფეხბურთით მართლა არ არის ეს გუნდი საჩემპიონო, ყველაზე ლამაზად შეუძლიათ დღეს თამაში, თუნდაც წაგებულ მატჩში უამრავ ესთეტიურად შესანიშნავ მომენტს ქმნიან მარა ტაბლოს სილამაზე ვერ ცვლის, აი ლიგის პლეიოფი სანამ დაიწყება იქამდე დააკვირდეს ფლიკი და თუ არ გამოჩნდება რეალური შანსი რო დავბრუნდეთ ლალიგისთვის ბრძოლაში გადაერთონ ჩემპიონთა ლიგაზე მერე, თუნდაც ვერ მოვიგოთ ლიგა შორს რომ გავიდეთ მაინც კარგი გამოცდილება იქნება, ნახევარფინალი მინიმუმ და ფინალი უკეთეს შემთხვევაში, ამ მომენტში ჩვენზე ძლიერად ლივერპულს მივიჩნევ, იქეთ ბაიერნმაც დაიწყო ამოსუნთქვა, მარა არამგონია ლივერპულის მსგავს ძალას დღეს რომელიმე გრანდი წარმოადგენდეს ჩვენს გარდა, სტაბილურობა გვაკლია თორე დიდ მატჩებში მხოლოდ ატლეტიკოსთან დავმარცხდით ამ სეზონში, იქაც უდიდესი უპირატესობა გვქონდა, ამიტო მგონია რო ლიგაზე პლეიოფებისთვის ბევრად უკეთეს ხარისხს აჩვენებს ბარსა ვიდრე ზოგადად ლალიგაში და როცა ასეთი სიტუაციაა რო გრანდებიდან კარგ ფორმაში თითქმის არცერთი არაა ჯობს რო მაგ შანსის გამოყენება ცადონ ბოლომდე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #5 19 იანვარი 2025 17:00
    1
    ციტატა: Gavi
    ციტატა: Wtfman123
    ლიაგს მიაწვნენ ლიგის მოგების შანსი უფრო გვაქ გრანდები არავინ არაა ფორმაში ლივერპულის გარდა და შეილება ლიგაზე ფიქრი. 7 ქულით გავა წინ რეალი თუ მოიგეს დღეს დიდი არაფერი არაა 7 ქულა თან ჩვენთან სახლში სათამაშო აქვთ მარა ჯობია ისევ ლიგას მიაწვნენ არ გყვავყს სასტავი და რთულია ორივე ფლანგზე ბრძოლა

    არც მთლად მასეა საქმე, ბაიერნიც ფორმას კრეფს, ცალკე სიტიც მოიხოდება მაგ დროისთვის, ამ რესურსით ლიგის მოგება არარეალურად მიმაჩნია.

    თან სიტიმ 3 ძალიან მაგსრიცტრანსფერი დადო, ნუ ფლეიოფამდეცვერ ითამაშებრნ მაგრამ რაღადარჩა, პსჟს გადაბუგავენ და გავლენ. ბაიერნიც უკვე უბრუნდება ფორმას, რეალი რომ რეალია მერე ნახევარში იწყებს ეგ დედააფეთქებული გუნდი მოხოდვას მითუმეტეს ლიგაზე, სხვა კაი გუნდებიც არიან, ნუ უფონვარდოთ ლიგის მოგება რამდენად შესაძლებრლია არცვიცი მთავარია ბარსელონამ სულ დისი მუხტით ითალაშოს და ისეთი ტურნირიცაირჩიოს რაც ნამდვილად რეალირია, კოპა და სუპერ თასი არცაა რაიმის დამამტკიცებელი, უფრო ლიგა და ლა ლიგა, მაგრამ ამ რესურსით ამდენ ტურნირზე რა ვიცი
    წევრი [?]
    #4 19 იანვარი 2025 16:12
    2
    ციტატა: Wtfman123
    ლიაგს მიაწვნენ ლიგის მოგების შანსი უფრო გვაქ გრანდები არავინ არაა ფორმაში ლივერპულის გარდა და შეილება ლიგაზე ფიქრი. 7 ქულით გავა წინ რეალი თუ მოიგეს დღეს დიდი არაფერი არაა 7 ქულა თან ჩვენთან სახლში სათამაშო აქვთ მარა ჯობია ისევ ლიგას მიაწვნენ არ გყვავყს სასტავი და რთულია ორივე ფლანგზე ბრძოლა

    არც მთლად მასეა საქმე, ბაიერნიც ფორმას კრეფს, ცალკე სიტიც მოიხოდება მაგ დროისთვის, ამ რესურსით ლიგის მოგება არარეალურად მიმაჩნია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 იანვარი 2025 15:56
    2
    ბარსამ მეკარის შეცდომით ისარგებლა და წინ გავედით. პერე პენიამ ალბათ მოტოქის კოლეგა შეიცოდა და თვითონაც იგივე გააკეთა. საერთოდ როცა მეკარე ძნელ ბურთს იგერიებს ყველანაირად უნდა ეცადოს რომ მოგერიების დროს წინ კი არ დაიგდოს(ჩვენ შემთხვევაში) მეტოქეს მიაწოდოს, არამე ან განზე, კუთხურზეც კარგია ან რაც შეიძლება შორს გადააგდოს. ეს გოლი რო არა მე მგონი იმათ მეტი შანსი არც ექნებოდათ. არადა როგორ გვინდოდა 3 ქულა.
    წევრი [?]
    #2 19 იანვარი 2025 15:51
    2
    ლიაგს მიაწვნენ ლიგის მოგების შანსი უფრო გვაქ გრანდები არავინ არაა ფორმაში ლივერპულის გარდა და შეილება ლიგაზე ფიქრი. 7 ქულით გავა წინ რეალი თუ მოიგეს დღეს დიდი არაფერი არაა 7 ქულა თან ჩვენთან სახლში სათამაშო აქვთ მარა ჯობია ისევ ლიგას მიაწვნენ არ გყვავყს სასტავი და რთულია ორივე ფლანგზე ბრძოლა
    ფანი [?]
    #1 19 იანვარი 2025 15:33
    13
    გაუკეთეთ ამ კარგ მოტ... რაფინიას კაპიტნის სამკლაური.. აშკარად როცა უკეთია მომენტებს არ მაზავს და როცა იხსნის ძაან კარგ შანსებს ვერ იყენებს