რაშფორდი არ იქნება, რაფინია დაბრუნდა
ჰანსი ფლიკი ვარაუდობს, რომ მარკუს რაშფორდი შაბათს „ატლეტიკთან“ დაგეგმილ მატჩს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს. პრესკონფერენციაზე ფლიკმა თქვა, რომ რაშფორდს სიცხე აქვს, თუმცა კარგი ამბავიც არის - რაფინია სექტემბრის შემდეგ პირველად განაცხადში დაბრუნდება.
ელიან, რომ ითამაშებს ლამინე იამალი, სანაკრებო მატჩები გამოტოვა, მიზეზად ტრავმა დაასახელა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ დასვენება უბრალოდ კლუბმა ურჩია. ესპანეთს ხომ ისედაც არ ჰქონია პრობლემები. აი, პედრი კი ისევ ტრავმირებულია.
„ეჭვი მეპარება, რომ რაშფორდმა თამაში შეძლოს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ რაფინია დაბრუნდა. არ ვიცი, ათს ითამაშებს თუ თხუთმეტ წუთს, ვიცი, რომ სკამზე დაიწყებს მერე კი ვნახოთ", - თქვა ფლიკმა.
28 წლის რაშფორდს ამ სეზონში 16 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათგან 13 სასტარტოში დაიწყო. ექვსი გოლითა და ცხრა საგოლე გადაცემით კლუბის საუკეთესო ფეხბურთელია. მან ორივე მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებთან ერთად. კვირას ალბანეთთან შეხვედრაში 75-ე წუთიდან გამოჩნდა.
ფლიკმა პედრიზეც ისაუბრა:
„ზუსტად არ ვიცი როდის დაბრუნდება, ეტაპობრივად პროგრესირებს, არ ვაჩქარებთ და ზეწოლას არ ვახდენთ. აღდგენის პროცესი კარგად მიდის. არ ვიცი "ჩელსისთან" დაბრუნდება თუ შემდეგ შეხვედრაში".
იამალზე:
„მგონია, რომ შეძლებს თამაშს. ბოლო კვირებში ძალიან კარგად ვარჯიშობს. ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ სამედიცინო შტაბისგან დასტური გვაქვს".
ასევე, გუნდს ძირითადი მეკარე, ჟოან გარსიაც დაუბრუნდება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 7 ]