მარკუს რაშფორდი - ბარსელონას საუკეთესო ასისტენტი
მარკუს რაშფორდი "ბარსელონაში" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, რაზეც სტატსიტიკაც მოწმობს.
რაშფორდი ბოლო მატჩებში ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
გუშინ "პარი სენ-ჟერმენთან" გამართულ მატჩში (1-2) მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ფერან ტორესს სწორედ რაშფორდმა გაატანინა. ეს მარკუსისთვის მიმდინარე სეზონში მე-5 საგოლე პასია, რაც მას "ბარსას" საუკეთესო ასისტენტად აქცევს. 27 წლის შემტევის შემდეგ ლამინ იამალი (4), რაფინია (2) და დანი ოლმო (2) მოდიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ რაშფორდი "ნიუკასლთან" დუბლით გამოირჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობა ყველა გოლში მიიღო, რაც შესანიშნავი შედეგია.
მარკუს რაშფორდი საგოლე მოქმედებას საშუალოდ ყოველ 76 წუთში აკეთებს. რაშფორდს ასევე "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს შორის მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტი შეხება აქვს - 62.
ალბათ, ყველა თანხმდება, რომ მარკუსს ახალწვეულის კვალობაზე არც ისე ცუდი სტატისტიკა აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]