მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფლიკის მანქანა ისევ მუშაობს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფლიკის მანქანა ისევ მუშაობს

  ისევ გასვლაზე, ისევ მოგება, დიდებულად, "ბარსელონურად". ფლიკის სტილში. რაც ჰანსი მოვიდა "ბარსა" გოლებს უშვებს, მაგრამ არაფრის გვეშინია, თითქოს წინასწარ ვიცით, რომ ასე არ მორჩება, თამაშს აუცილებლად მოვატრიალებთ. წინა სეზონი ერთი დიდი მოტრიალება იყო, მობრუნება - ძალისკენ, რწმენისკენ, თავდაჯერებისკენ. კარგია რომ ეს გზა გრძელდება, ასეთი მატჩები ზრდის გუნდს და ასეთი მატჩებით იგებ საჩემპიონო მარათონს. 

"ბარსას" ამოცანაა ქულათა მაქსიმუმს მოუყაროს თავი იქამდე სანამ მუდმივ საცხოვრებელში გადავა, იქამდე სანამ "კამპ ნოუს" ეშველება. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, სტადიონის რეკონსტრუქციასაც რომ ფლიკის მსგავსი კაცი გაძღოლოდა, მისი მსგავსი მენტალობითა და პასუხისმგებლობით, უკვე ჩაბარებული იქნებოდა. მაგრამ მთავარი მაინც გუნდის მშენებლობაა და არა სტადიონის. მთავარი ის არის ფეხბურთელების გონებაში რასაც აშენებს და ვიცით რომ კარგად აშენებს. 

სტადიონი კიდეც წამოგვეწევა, სად წავა აბა.. 

წაგებული ტაიმი

თითქოს არ იყო წასაგები. "ლევანტე" ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ სწყვეტდა, მაგრამ შანსი მიიღეს და გამოიყენეს. შანსს კიდევ ამ "ბარსელონასთან" ყველა მიიღებს, რადგან გუნდი ცენტრამდე ამოწეული დაცვით თამაშობს, ერთი ზუსტი და დროული პასი გაქვს გასაკეთებელი, მერე ფორვარდის სინდისზე იყოს. იმდენი პასი გავიდა სათვალავი ამერია. მცველებს ხაზი სწორად ნამდვილად ვერ ეჭირათ და რაღაცას აუცილებლად მოჰყვებოდა გოლი. მანამდე ბევრი ვიცინე - "ლევანტეს" ფორვარდმა ანგარიში გახსნა, ზეიმიც დაიწყო და კაციშვილი არ გაკიდებია, რადგან ხუთმეტრიანი თამაშგარედან გაიტანა გოლი, ეს თუ ავადმყოფი არ  არის.. ამის აღნიშვნა როგორ იკადრა?! 

კარგი გოლი შეაგდეს, კუბარსისა და არაუხოს დუეტი ისევ ვერ გამოიყურება კარგად და ეჭვი მაქვს მთელი სეზონი გაგრძელდება ეს უკმაყოფილება. გოლი ისევ მათ სინდისზეა. ადრეც დაგვიწერია - ჯობია პენალტის რისკი გაიზარდოს, (როგორც ბალდეს შემთხვევაში მოხდა) და ხელები გაშლილი გქონდეს, ვიდრე უკან წაიღო და მეტოქეს საქმე გაუმარტივო. არ ვიცი რამდენია პროცენტული მაჩვენებელი, რისკი იმისა, რომ მეტოქის დარტყმული ხელში მოგხვდება და პენატლს დანიშნავენ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მცველი, რომელსაც ხელები უკან მიაქვს, კარგი შემტევი 100%-ით გააბითურებს, იმიტომ, რომ კოორდინაციისა და წონასწორობის უნარი ამ დროს დარღვეულია. გააკეთა რომერომ მოძრაობა და კუბარსი კინაღამ გადაყირავდა. არადა, ბოლო მცველია, როგორ შეიძლება ბოლო კაცს ასე მარტივად ატყუებდე, რომეროა, რომარიო ხომ არა?! 

ტაიმის ბოლოს თითქოს საკონტროლო გასროლა მივიღეთ - "ლევანტეს" კონტრშეტევას ბალდემ ჩამოუსწრო, მაგრამ ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. იყო პენალტი? ჩემი აზრით არა. მაგრამ ვის ანაღვლებს ჩემი აზრი? - 0:2. 

როგორ გავამწაროთ ლევანტე 

"ბარსას" პირველ ტაიმში ბურთის კონტროლი და აგრესია აკლდა. ამ დროს როგორც წესი, ფრენკი დე იონგი გამოჰყავთ ხოლმე მოედანზე, მაგრამ ფრენკი საერთოდ არ ყოფილა განაცხადში, (თორემ, ძირითადშიც იქნებოდა) ამიტომ, გავი და ოლმო გამოვიდნენ, რაფინია ცენტრში დიდად არ ჩანდა, ფლანგზე გადაწიეს და რაშფორდი გავიდა. ცუდი იყო ინგლისელი? არა, კარგი მომენტებიც შექმნა, მაგრამ საერთო ჯამში, ჯერ ვერ გაიგო "ბარსა" რას თამაშობს, ისე, რაღაც შეიძლება გამოვიდეს მისგან. 

გავიდა კასადოც, რომელიც ასევე არ ყოფილა ცუდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცენტრამდე ამოწეული მცველების დაზღვევა უწევდა, მაგრამ რაღაც სხვა იყო საჭირო, უფრო სწრაფი, უფრო აგრესიული, უფრო შეტევისკენ მომართული - გავიმ შეცვალა და თამაშიც გამოაცოცხლა. ოლმო კი თავისთავად მეტოქის კარზეა დაგეშილი. 

"ბარსამ" სამ წუთში მოატრიალა, 49-ე წუთზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, აღიარებულმა ჯადოქარმა ისეთი გოლი შეაგდო როგორიც აქამდე არ ჰქონდა შეგდებული, შორი მანძილიდან უზადოდ, უზუსტესად, ჩააჭედა "ლევანტეს" კარში. ამ გოლმა მასპინძლები გაანადგურა, თითქოს მიახვედრა, რომ პედრი ძალიან დიდია, "ლევანტე" ძალიან პატარა, ერთი კაციც კი ეყოფა მათ გაცამტვერებას. გავიდა ორი წუთი და ფერან ტორესმა პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა გამოასწორა - ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 2:2. კარგად იწყებს ტორესი, გოლები გააქვს, რაც მთავარია. 

აი მერე დიდხანს ველოდით გამარჯვების გოლს. ველოდით დამატებით დრომდე, რადგან, სწორედ ამ დროს იჯერებს ხოლმე მეტოქე, რომ გადარჩენა შესაძლებელია, აი, ცოტაც და ქულას აიღებენ, ცოტაც და მატჩი დასრულდება.. არა, ვერა, ფლიკი სწორედ ამ დროს მოდის და ბოლო იმედი მიაქვს. ლამინე იამალი კი ჰანსი ფლიკის საუკეთესო ქილერია, უმოწყალო და შეუბრალებელი. თავად არ შეუგდია, მაგრამ ხომ შეაგდებინა?! ისე დაატრიალა.. ამას ყოველთვის გოლი მოჰყვება. 

მანამდე კი ერთი საკამათო მომენტიც იყო, შეცვლაზე შემოსული ლევანდოვსკი წააქციეს. პირიქით მისცეს ჯარიმა. არადა, დააგდეს საჯარიმოში. ლევი ცუდად არ შემოსულა, საერთოდ სხვა თავდაჯერება მოაქვს გუნდისთვის. ცოცხალი ლეგენდაა მოედანზე, უკვე მითოსური ფიგურა. მეოთხე წელს ატარებს კლუბში, გაფრინდა ეს დრო თვალსა და ხელს შუა. 

ვინ არის შემდეგი? 

ვინ არის და "რაიო", ეგეც გასვლაზე. ერთი კვირაა იქამდე.

მუშებმა ტემპს უნდა მოუმატონ, მაგრამ ბარსელონაში ხალხი ჩივის თურმე, ნუ ხმაურობთ და ღამით დაგვაძინეთო, ზედმეტი შუქიც აწუხებთ, მერია აკრძალვებით მოდის და ეგრე მუშაობა მართლა რთულია. მოესწრება "ვალენსიამდე" "კამპ ნოუ"? არა მგონია, მაგრამ ამბობენ მოესწრება და 25'000-,დე კაცს დაუშვებენო. რა ვიცი აბა.. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 აგვისტო 2025 23:56
    3
    დაცვა შარშანაც ბევრს უშვებდა მაგრამ იცოდა რას აკეთებდა. ამ სეზონში დიდი გუნდები წამოიცვამენ ამ დაცვის ხაზს თუ რამე არ შეცვალა ფლიკმა.
    Culé [?]
    #6 24 აგვისტო 2025 22:00
    0
    ბარსელონას დაცვა სტილიდან გამომდინარე ისედაც არასაიმედო იყო და ახლა არაუხო დაემატა. თვითონ ხომ ორანგუტანია, ამასთან ერთად კი მარცხნივ ვერ თამაშობს, კუბარსის უწევს მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაში, რაც მისი ბუნებრივი პოზიცია არაა და ისიც კარგავს დამაჯერებლობას. ისევ შეშა ჟერარდ მარტინი დააყენოს, ცაცია მაინცაა და პასს მაინც გააკეთებს სხვა თუ არაფერი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 აგვისტო 2025 20:10
    0
    რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება პედრის გარეშე
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    მწერალი [?]
    #4 24 აგვისტო 2025 16:04
    1
    PUIOL5,

    1. ბლოგია ესა, ინფო არ არის. ბლოგი ყოველთვის სუბიექტურია სტატიისგან განსხვავებით.
    2. ფანკლუბის გვერდია. ისევე როგორც ჰალა, ისევე როგორც სხვა გვერდები. ფანკლუბის საიტებზე არ შეიძლება სხვაგვარად იყოს.
    3. პენალტს არ დავდებდი. რა რაკურსითაც ვნახე მიდებული ქონდა ტანზე, მოხრილი, კიდე ვნახავ : )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 აგვისტო 2025 15:18
    1
    ისე ჩუამენზე რო არ დანიშნა, ხო ამაზე უფრო ნამდვილი პენალტი იყო, ეხლა რა შეიცვალა რამე ახალი წესები შემოიღეს ფეხბურთში. კუკურელიას ამბავი გახსოვთ? ისიც ხო ამასთან შედარებით 200%-იანი იყო.

    ციტატა: PUIOL5
    ცოტა მიკერძოებული სტატია გამოგივიდა, ჟურნალისტს ობიექტურება მმართებს! პენალის ეპიზოდს რაც შეეხება იყო 100% ეგ თუარა აბა რა არის მაშინ პენალი? ბურთი ხელზე ხვდება აშკარად. ფერანი და ლევა, ორივე ზამენის კაცია, არცერთი არ უნდა იდგეს ძირითადში. კაპნოუს რაც შეეხება ძაან გააფარჩაკეს იქაურობა, მოსწრებაზე არიან და ხარისხი დაიკიდეს, გუშინ გაკეთებული დღეს უკვე ფუჭდება.

    შენ თუ ადმინის მიკერძოება გიკვირს შედი ჰალამადრიდზე აბა იქ ნახე რეებს წერს იმათი როგორც უწერია "მადრიდისტა" ადმინი.
    ფანი [?]
    #2 24 აგვისტო 2025 12:16
    0
    ცოტა მიკერძოებული სტატია გამოგივიდა, ჟურნალისტს ობიექტურება მმართებს! პენალის ეპიზოდს რაც შეეხება იყო 100% ეგ თუარა აბა რა არის მაშინ პენალი? ბურთი ხელზე ხვდება აშკარად. ფერანი და ლევა, ორივე ზამენის კაცია, არცერთი არ უნდა იდგეს ძირითადში. კაპნოუს რაც შეეხება ძაან გააფარჩაკეს იქაურობა, მოსწრებაზე არიან და ხარისხი დაიკიდეს, გუშინ გაკეთებული დღეს უკვე ფუჭდება.
    წევრი [?]
    #1 24 აგვისტო 2025 11:43
    0
    სალამი ყველას❤️ რთული სეზონი იქნება და სანერვიულოც ბევრი იქნება, ბევრ გოლს გავუშვებთ, ბევრჯერ დაგვჩაგრავენ მსაჯები ეს აქედანვე ცხადათ ჩანს. მაგრამ დიდი გუნდები სწორედ ასეთი წინააღმდეგობების გადალახვის შედეგად ყალიბდება, დიდი გუნდებიც და დიდი ფეხბურთელებიც. რაიოსთანაც იმედია მოვიგებთ და სეზონის სტარტზე 9 ქულა სამ გასვლით თამაშში იქნება იდეალური სტარტი. საუკეთესო ფორმაში ჯერ არავინ არ არის და უნდა გავუგოთ. რეშფორდი აუცილებლად გამოგვადგება და ეჭვი მაქვს გამოგვადგება დიდ თამაშებში. რაფინია და იამალი ისე როგორც ლევანა აუცილებლად მოუმატებენ. იგივე გავიც და ოლმოც, პედრი ისევ პედრია და გეგონება წინა სეზონს აგრძელებს❤️ დაცვა სავარაუდოთ ბევრჯერ დაგვაღალატებს. იმედია ზამთარში ვიპ ლოჟებს დაამტკიცებენ და 100 მილიონს აიღებს კლუბი, 1-1 ზე გადავალთ ცოტა ფულს ლაპორტა ჩაიდებს ჯიბეში, ცოტას, თავის კლუბში დასაქმებულ ნათესავებს მიცემს და დარჩენილით აუცილებლად უნდა მოიყვანონ მემარცხენე ცენტრალური მცველი. აქედანვე რომ დაუწყონ ვან დე ვენს დაკერვა და ზამთარში ტოტენჰემს მისცენ 65-70 მილიონი მგონი გადმოვა და 100% ღირს ეგ ბიჭი მაგდენი. სხვა შემთხვევაში ნათლად ვხედავ სადღაც ნახევარფინალში როგორ გვაგდებს ვინმე ინტერი ან ატლეტიკო არაუხოს შეცდომით ლიგიდან. კაკრას გასამდება და მერე ალბათ გაუშვებენ როლანდას უფასოდ🤮 მოკლეთ იდეალური სტარტისთვის რაიოსთან გვაქვს ასაღები სამი ქულა და მერე სანაკრებო პაუზაზე გავალთ მშვიდათ. და ბოლოს ამ
    გუნდის N1 ვარსკვლავი ჰერ ფლიკია და ერთი უჯერდი თუ მაინც უმუშავებს გასიებულ მატყუარას თავში, ტრაკზე უნდა კოცნოს, ყველა მისი აზრი უნდა გაითვალისწინოს და როგორმე 3-4 წელი შეინარჩუნოს ფლიკი. პ.ს. მგონი რეალს თავის ტრანისტყანია ლიდერითურთ და შავტრაკა მაიმუნი ვინისიუსიანად წელსაც გამოვისმევთ ერთ ადგილას, ყვერების პირსახოცივით😄✌️