მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Click-Flick

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Click-Flick

თურმე რა ახლოს ყოფილა ეს სიხარული, სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე. არადა, გასულ სეზონში ვერც წარმოვიდგენდით რომ ეს "ბარსელონა" ასე სწრაფად დაემსგავსებოდა იმ გუნდს, რომელიც ძალიან გვიყვარს ყველას. გუნდს, რომელიც არასდროს თამაშობს მხოლოდ მოგებაზე და ლამაზი ფეხბურთი მისი იდენტობის მთავარი ნაწილია. 

ჰანსი ფლიკის "ბარსამ" საწყისი ოთხი შეხვედრა მოიგო და ქომაგებს უკვე ყველაფერი დააჯერა. გამპერის თასზე განცდილი მარცხის შემდეგ სრული ნიჰილიზმი იყო, ახლა კი ხალხი ჭკუაზე არ არის, ახლა ყველას ერთი რამ აკერია პირზე - "ბარსა" დაბრუნდა! 

ეს კაცი ისედაც კიბორგს ჰგავს, მის გუნდებსაც ასეთი ეფექტი ჰქონდათ, თითქოს პულტით მართავს, ერთი მიაკლიკა და აბსოლუტურად სხვა რეალობაში გადართო. 

ის ერთი მინუსიც აღმოიფხვრა 

არ იყო დასამალი რომ მთავარი პრობლემა მარცხენა ფლანგია, მარჯვენასთან შედარებით მაგრად მოიკოჭლებდა, "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში კი ყველაფერი დალაგდა. ჯერ ერთი, ბალდე დაბრუნდა ძირითადში, რომელიც შეტევაში ყოველთვის ძალიან აქტიურია, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კი რაფინია ვიხილეთ, რომელსაც საუკეთესო მატჩი ჰქონდა "ბარსელონურ"  და ალბათ არა მხოლოდ "ბარსელონურ" კარიერაში. 

წინა მატჩის გამო შევაქეთ, აშკარა პროგრესი აქვს და რაც მთავარია ყველგან თანაბარი მოტივაციით თამაშობს, ორივე ფლანგზე, მოედნის ცენტრში, ასეთი ხალხი არც კარში ჩადგომაზე იტყვის უარს, მთავარია მოედანზე იყოს. ყოველთვის საჭიროა ასეთი მოთამაშე და სწორედ ამ ხასიათის დამსახურებაა ის რომ კაპიტანთა სიაში აღმოჩნდა. 

ჰეთთრიქი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. გარდა ამისა, მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო. პირველი გოლი კი რომარიოს სტილში შეაგდო. აჰა, გამოაგდო მაინც რაღაც ბრაზილიური. 

ასე იქცა მინუსი პლუსად. ისიც სათქმელია, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, რაფინია და ოლმო ცვლიდნენ ადგილებს, ეს კი გუნდს მეტად მობილურსა და მრავალფეროვანს ხდის. 

ლევანდოვსკიმ ისევ შეაგდო, იამალი ისევ გვაოცებს თავისი ფეხბურთით, არის მასში რაღაც ნეიმარის მსგავსი. ასე რომ, შემტევი ტრიო მე მგონი ჩამოყალიბდა. 

ნახევარდაცვის სამეული

ცოტა ვღელავდი, მარკ კასადომ დაიწყო საყრდენის პოზიციაზე და დიდად შესამჩნევი ვერ იყო, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის არც არის გასაკვირი. ვერც კარგი გამოცდა გამოდგა, მეტოქემ ვერ შეაწუხა, რომ მისი ნიჭი და უნარი უკეთ ამოგვეკითხა. ამის დრო კიდევ იქნება, ბერნალი კარგა ხანს ვერ დაბრუნდება, ფრენკი დე იონგი კაცმა არ იცის როდის დაიწყებს თამაშს, ასე რომ, ისევ მოგვეცემა დაკვირვების შანსი.

ოლმოსა და პედრის ყურება ისევ ისეთი სასიამოვნო იყო, როგორც წინა შეხვედრაში. ოლმო რომ მეტად გამტანი ფეხბურთელია ეს უკვე გავიგეთ, ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეაგდო გოლი, ამას დაუმატეთ რომ წინა მატჩში ხარიხა შეაზანზარა, "ვალიადოლიდთან" კი ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს, პლუს ერთი გოლიც შეაგდო თამაშგარედან და საბოლოოდ მაინც თქვა თავისი სიტყვა. 

მაჯაზეც მიგვანიშნა - საათებს დახედეთ, ჩემი დრო მოვიდაო. 

ვის აქვს პასი შენისთანა?! 

დაცვას ბევრი საქმე არ ჰქონია, რაც ჰქონდათ იმას კარგად გაართვეს თავი, ისე კი, შეტევაში უფრო დაგვამახსოვრეს თავი. მაგალითად, კუნდემ მშვენიერი გოლი შეაგდო. მისი გარღვევები ფლანგიდან არასდროს არის ისეთი სახიფათო, როგორიც მაგალითად ბალდესი, სამაგიეროდ, სტანდარტულების დროს მუდმივად საფრთხეს ქმნის. 

კუბარსის პასი იყო ნახატი! ერთი ფუნჯის გასმა და დაუხატა რაფინიას მცველებს ზურგსუკან. არ ვიცი რომელი პასი ჯობდა, კუბარსის თუ იამალის. ორივემ ცარიელ სივრცეში შევარდნილ ფორვარდს გაატანა ბურთი, უზუსტესად გადააგდეს და მერე მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. 

უნდა ვთქვათ რომ იამალისგან აღარ გვიკვირს, მაგრამ საქმე ის არის, რომ არც კუბარსისგან გვიკვირს უკვე, ჯერ კიდევ წინა სეზონში გვაჩვენა რომ პასის დიდოსტატია, გინდა პირველი პასი იყოს, გინდა ბოლო, ერთნაერი სიზუსტით და ოსტატობით ართმევს თავს. ნეტავ არაუხოსაც ჰქონდეს ასეთი რბილი შეხება.

სანაკრებო პაუზა 

ახლა როცა ყველას მოგვინდა რაც შეიძლება მეტჯერ და ხშირად გვეხილა "ბარსას" თამაში, სანაკრებო პაუზაზე გავდივართ და ჩვენი მთავარი სურვილიც უცვლელია - მთავარია ყველა ჯანმრთელად დაბრუნდეს. 

პაუზის მერე კი იქნებ ვინმემ მოასწროს კიდეც გამოჯანმრთელება. 

მომდევნო მატჩი "ჟირონასთან" იქნება, კარგი საგამოცდო შეხვედრაა. პაუზიდან დაბრუნების მერე თამაში ყოველთვის რთულია. ფლიკის მთავარ გამოცდას კი, რა თქმა უნდა, "ბაიერნთან" ვნახავთ, კარგად ჩაინიშნეთ - 23 ოქტომბერს, 23:00 ზე. 

მანამდე კი როგორც ჩანს, დიდი სიამოვნება გველის. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 2 სექტემბერი 2024 00:30
    2
    მოვიგეთ ფეოლა!
    Culé [?]
    #19 1 სექტემბერი 2024 23:48
    1
    ფეოლა მევასები❤️❤️❤️❤️
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    Culé [?]
    #18 1 სექტემბერი 2024 21:34
    8
    მოკლედ , ჰანსი ფლიკის შესახებ რომ დაიწერა იქიდან მოყოლებული ვამბობდი რომ გვჭირდებოდა თუ კლოპის ვარიანტი არ გამოვიდოდა , ფლიკი ყველა სხვა დანარჩენზე მაღლა იდგა და რატომ ამასაც ავხსნი , მანამდეც ბევრჯერ დამიწერია რომ კლუბს ფსიქოლოგიურად სერიოზული პრობლემები აქვს , კი ჯერ კიდევ აქვს ალბათ , რომა , ლივერპული , ბაიერნი , იუვენტუსი , ლუის ენრიკეს წასვლის შემდეგ კლუბში როგორც ასეთი ტოპ მწვრთნელი არ ყოფილა და ყველანაირი უბედურება დაიწყო სწორედ რომ ერნესტო ვალვერდეს დროს , კლუბი აქტიურად აღარ მოძრაობდა , აღარ აპრესინგებდა , არ ცდილობდა მეტი გოლის გატანას და ბურთის შენარჩუნებაზე იყო გადასული , ალაგ-ალაგ 3-0 ები არ ითვლება , მაშინ დაიწყო გუნდმა დადგომა , გაიტანდნენ და იდგნენ ანგარიშის შესანარჩუნებლად და მხოლოდ შედეგზე თამაშობდნენ , დიახ ეს იყო ვალვერდეს ხელწერა რომ ოღონდ მოეგო და ყველაფერს იკადრებდა , მაშინ არ ვიცი გახსოვთ თუ არა მაგრამ პირველად ალბათ ბოლო წლების განმავლობაში გვეძახდნენ ავტობუსს , ჩვენც კი ფანები მაგის გამო ვაკრიტიკებდით , ეს ფილოსოფია გაგრძელდა , კლუბმა ინტენსიურობას მოუკლო , ფიზ მომზადება გვერდით გადადო , და ნელ-ნელა ეს ნიჭიერი ვარსკვლავები ჩაქრნენ რადგან ისე აღარ შრომობდნენ როგორც საჭირო იყო , შემდეგ კიკე , კუმანი , ხავი , გამოუცდელები , არანაირი ტოპ მწვრთნელობასთან მიახლოებული გამოცდილება , არანირი კლასი , არანაირი ხელწერა , უბრალოდ ცადეს , და მივიღეთ ის რაც მივიღეთ , ამ სამიდან , ხავიმ ყველაზე მეტად გაამართლა რადგან პეპის შეგირდი იყო , იმ ოქროს ბარსას წევრი და ვერ დაუკარგავ რომ ფეხბურთი ესმის და იცის , მაგრამ გამოცდილებამ აქაც თავი იჩინა , ავტორიტეტებს ვერ გაუმკლავდა , მოედანზე როცა იყო კაპიტნის რანგში უმკლავდებოდა რადგანაც თანასწორები იყვნენ და იცოდა , მაგრამ მწვრთნელის რანგში ეს ვეღარ შეძლო , პირველ სეზონში ახალმა ფეხბურთელებმა და მუხტმა ლა ლიგა მოგვაგებინა და ეს ძალიან მაგარი იყო , მანდედან დაიწყო ბარსელონას აშენება , ასე ვთქვათ საძირკველი ჩაეყარა , შემდეგ ჩავარდნა მოყვა ამას , რადგან ხავიმ აღარ იცოდა რა ექნა , როგორ აეშენებინა , გამოცდილებამ უმტყუნა და სწორ დროს მიდიოდა კიდეც თვითონაც და კიდევ კარგი რომ გაუშვეს , ჯობდა თვითონ წასულიყო , და აი მოვიდა ფლიკი , კაცი რომელსაც გამოცდილება აქვს , ბაიერნის ,გერმანიის ( არც ისე სახარბიელო ) მაგრამ თავიდანვე მწვრთნელი არ ყოფილა ფლიკი , ბევრ სხვა რამეზე მუშაობდა , მისი ხელწერაა პრესინგი , მუდამ სირბილი , მისმა ფიზ მომზადების მწვრთნელმაც თქვა რომ ჩემი დავალებაა ფეხბურთელებმა 2 მატჩი ისე ითამაშონ რომ არ დაიღალონ და რომ ვკითხავ როგორ გრძნობთ თავსო , მესამესაც ვითამაშებთო და ასრულებენ ამას , ფეხბურთი დღეს ესაა , უნდა იმოძრაო , და რას ვხედავთ? გუნდი სულ მოძრაობს , 7-0 ზეც კი , ბრაზდება ფლიკიც და ფეხბურთელებიც რომ 8 ვერ გააქვთ , რაფინია არ ჩერდება , ლევანდოვსკიც კი აპრესინგებს , სწორ პოზიციაზეა , იცის რომ ფლიკთან არ გაუვა თავისებურად თამაში და მოქცევა რადგან მოსვამს , ახალგაზრდები იდეალურად ერწყმიან გამოცდილებს , და ყველაზე მეტად რაც მომწონს ესაა , უბურთოდ მოძრაობა , სივრცეების ათვისება , გახსნა , კომბინირება , მესამეზე პასი , ცრუმოძრაობები რომ კაცი გაიტყუო და სივრცე გახსნა , ზონის ათვისება , ფლანგების გაშლა , მუდმივი პრესინგი , ჩაყოლა , აყოლა , აწეული დაცვა , მეტობის შექმნა საჯარიმოში და ცენტრში , და რაც მთავარია ურთიერთობები , ერთმანეთთან ისეთი ურთიერთობები უყალიბდებათ რაც აუცილებელია გუნდში , მეგობრობა , ხუმრობები , ერთმანეთის პატივისცემა , დახმარების სურვილი , ის თუ არ თამაშობს და სხვა თამაშობს , უნდა იცოდნენ რომ ასეა საჭირო , და ეს მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე მატჩია ჯერ , ასე რომ ჩემი აზრით ფლიკი სწორად მოყვანილი პრარაბია რომელმაც იმ საძირკველზე რაღაც გრანდიოზულის მშენებლობა დაიწყო , ეს სანაკრებო მშვიდად ჩაივლის იმედია და ნელ-ნელა უფრო და უფრო გამოჩნდება ყველაფერი , რა თქმა უნდა , წავაგებთ კიდეც , იქნება უსახური მატჩებიც , მაგრამ დარწმუნებული ვარ მენტალიტეტი , ფსიქოლოგია და შემართება არ გაქრება , ირბენენ , დააპრესინგებენ , ეცდებიან მოგებას და გამოასწორებენ შეცდომებს , პირველივე სეზონში ბავშვებით არ ველოდები ტიტულებს , მაგრამ ვინ იცის რა იცი რა მოხდეს ?! ასე რომ დაველოდოთ და ვისიამოვნოთ , ასეთი ბარსა მომნატრებია , ერთი სული რომ მაქვს შემდეგი თამაში როდის მოვა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 1 სექტემბერი 2024 17:11
    3
    ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპულისა“ და ტრენტ ალექსანდრ არნოლდის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, მაგრამ წარმატებისკენ არ მიდის.
    ინგლისელ ფეხბურთელს პრემიერლიგის დატოვება აქვს მიზნად დასახული, სწორედ ამიტომ, „მერსისაიდელებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს.
    არსებული ცნობით, ტრენტისთვის საუდის არაბეთი მისაღები არ არის და ის არჩევანს მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გააკეთებს.
    2025 წლის 30 ივნისის შემდეგ არნოლდი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

    აი კიდევ ვისი დათრევა შეიძლება უფასოდ, მე მგონი ფლიკს მოეწონება. ამისათვის კი ასეთი თამაში უნდა განვაგრძოთ. რომ არჩევანზე ბევრი არ იფიქროს.
    პერესს წელსვე უნდოდა მისი ყიდვა და ფულსაც იხდიდა. მაგრამ ფეხბურთელი ჯერ ფიქრობს. დეკუ მოაბამს ამ საქმეს თავს?
    მეტი არ არის ჩემი მტერი.
    წევრი [?]
    #16 1 სექტემბერი 2024 17:09
    6
    რატო უმტკიცებთ ერთმანეთს რომელი მწვრთნელი ჯობსო? ხავის ჯერ გამოცდილება არ ქონდა დავიწყოთ აქედან, მერე რატომღაც ყველა მოელოდა ,ხავი პეპეს გზას გაივლიდა და არა ნაკლებს, და რომ არ გამოვიდა დაუწყეთ გინება! ხავის რესურსი და პეპეს რესურსი განსხვავდებოდა! რაც შეეხება ფლიკს რეალურად კარგად დაიწყო, ღმერთით ასე გააგრძელებს, მისი ხავისთან შედარება არ შეიძლება, კი შეიძლება რესურში დიდი განსხვავება არა, მაგრამ ამხელა გამოცდილება აქვს, კაცმა მისი საქმე მაგრად იცის, მხოლოდ მიხარია რომ უკეთესად გამოდის ვიდრე ხავის! ხავიც მიიღებს გამოცდილებას და მერე მივხდებით გამოვიდა მისგან ისეთივე მწვრთნელი როგორიც მოთამაშე იყო თუ არა. ვისიამოვნოთ დღევანდელი დღით!
    წევრი [?]
    #15 1 სექტემბერი 2024 15:37
    4
    ხავის დროს კარგი თამაში სად გინახავთ ,ოღონდ მართლა სად გინახავთ? რასაც ვიგებდით ვიგებდით ის უფრო ბრძოლის ხარჯზე იყო ,გააზრებული შეტევა არ გვქონდა , პრესინგის აზრზე არ იყო არავინ , გოლს გავუშვებდით და მერე უაზროდ გვერდიდან ჩაწოდებები დაგავიწყდათ? რა თქმა უნდა ვალიადოლიდი არაა ძალის საზომი მარა რაღაცას ჰგავს ეს ყველაფერი. დღეს ნახავთ რეალი გატეხვას ისევ ,მოჭიმავს ბეტისი
    წევრი [?]
    #14 1 სექტემბერი 2024 15:06
    9
    რამდენიმე კომენტარი ვნახე რა ჩავის დროსაც ასე იყო 2017 წელს მოვიგეთ ბოლოს 7 გოლით. ობიექტურად აღქმის უნარი არგაააჩნია ზოგს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 1 სექტემბერი 2024 14:45
    2
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: F.C.B. ბარსელონა
    დიდ გუნდებთან გამოჩნდება ამათ რეალურად რა შეუძლიათ წელს

    ეგრეა ეგრეე და ნუ ავყვებით ეიფორიას!!!ჩავის ხელშიც იყო იმდენი ლამაზი და მაგარი თამაში რო ვიძახდით არიქა გვეშველაოო,,,ვერ ისწავლეს ჭკუა იმენა ამ ხალხმა

    ჩავის ახალი ტრანსფერები ჰქონდა გაკეთებული და სკამიც ყავდა. 1 სეზონი მაგ კაი ხალხის გაკი გაქაჩა რომლებიც სეზონის დასასრულსვე გაუშვეს + ბუსკეცი ჯერ კიდევ თამაშობდა. ეხლა მაგ ჩავის ბარსას საუკეთესო თამაში და გუშინდელი რო შეადარო ერთმანეთს ახლოსაც ვერ მოვა. სად ფლიკის გამართული ფეხბურთი,სადაც ყველა სულ მოძრაობს დაბარ ჩერდება,სადაც სტრუქტურა თვალნათლივ ჩანს და სად ჩავის საცოდავი სამკუთხედი და სუფთა შემართებაზე მოგებული თამაშები. "შემართებაზე" რომელიც პირველი სეზონის მეორე ნახევარში უკვე ქრებოდა. მართალია ჯერ ადრეა მაგრამ ფლიკის და ჩავის ფეხბურთი არაა ერთმანეთთან შესადარებელი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #12 1 სექტემბერი 2024 14:18
    5
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: F.C.B. ბარსელონა
    დიდ გუნდებთან გამოჩნდება ამათ რეალურად რა შეუძლიათ წელს

    ეგრეა ეგრეე და ნუ ავყვებით ეიფორიას!!!ჩავის ხელშიც იყო იმდენი ლამაზი და მაგარი თამაში რო ვიძახდით არიქა გვეშველაოო,,,ვერ ისწავლეს ჭკუა იმენა ამ ხალხმა

    ხავის დროს არიყო ესე ხავის დროს იყო ბრძოლით მოგებულები და არა რამე მონახაზით ან მაღალი პრესინგით მოგებული თამაშები თან გუნდი ჩერდებოდა უმეტესად რამდენიმე 4:0 ებს თუ არ ჩავთვლით.. თან ცუციკი ტრენერი იყო ეს კიდე აწვება და 7:0 ნერვები ეშლება მე 8 რატო არ გავიდაო
    Culé [?]
    #11 1 სექტემბერი 2024 14:17
    8
    ეს თამაში იყო ესთეტიკა, გუნდურობა, ურთიერთგაგება, გოლების წვიმა და აი ყველაფერი იყო რაც კი ერთ თამაშს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ ვერ აფასებთ რაიოსთან რა გააკეთეს ხალხო.
    ამათმა რაიოსთან ბედი, იღბალი და მსაჯი იხმარეს ერთდროულად, თან რაიოს ურთულეს სტადიონზე.
    აი 100დან ვერცერთ შემთვევაში ვერცერთი გუნდი ესე ვერ დაამარცხებდა ისეთ ოპონენტს როგორიც ბოლო წლებში რაიო იყო ბარსასთვის და ჩემი აზრით ზუსტად მანდ გააკეთეს განაცხადი არამარტო ჩემპიონობაზე არამედ ახალი ერის შექმნაზე.
    ვიღაცისთვის გადამეტებულად შეიძლება ჟღერდეს მაგრამ ბედის და მსაჯის დაძლევას ესე მარტივად ნუ შეხედავთ, ეს იყო ის სულისკვეთება, გამძლეობა, ხარისხი, რაღაც იქს ფატორი რაც შეუფასებელია და ან გაქვს ან არა, ბარსამ კი აჩვენა რომ წელს თუ მოუნდებათ ყველას გადაუვლიან და მერე იფიქრონ ვიღაცეებმა რომ სევილიას დონის გუნდი გვყავს არაა პრობლემა, უმეცრებს დრო არ უნდა დაახარჯო ადამიანმა, უბრალოდ დავტკებთ ამ სანახაობით.
    Culé [?]
    #10 1 სექტემბერი 2024 14:01
    2
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: F.C.B. ბარსელონა
    დიდ გუნდებთან გამოჩნდება ამათ რეალურად რა შეუძლიათ წელს

    ეგრეა ეგრეე და ნუ ავყვებით ეიფორიას!!!ჩავის ხელშიც იყო იმდენი ლამაზი და მაგარი თამაში რო ვიძახდით არიქა გვეშველაოო,,,ვერ ისწავლეს ჭკუა იმენა ამ ხალხმა

    ერნესტო ვალვერდეს გუნდთან მოგებას ეხუმრები? ანდაც რაიოსთან რომელიც თავზე გვივლიდა? ჩავის ბარსას ასეთი განადგურება და მთელი ორი ტაიმი გაუჩერებლად თამაში შეეძლო?
    --------------------
    Nb

    Culé [?]
    #9 1 სექტემბერი 2024 13:22
    8
    არადა წელს ლალიგის მოგება ისევ სილის გარტყმა იქნება ვისაც ამ გუნდის ცუდი უხარია მთავარია ეს განწყობა შეინარჩუნონ მთელი წელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 სექტემბერი 2024 13:17
    3
    ციტატა: F.C.B. ბარსელონა
    დიდ გუნდებთან გამოჩნდება ამათ რეალურად რა შეუძლიათ წელს

    ეგრეა ეგრეე და ნუ ავყვებით ეიფორიას!!!ჩავის ხელშიც იყო იმდენი ლამაზი და მაგარი თამაში რო ვიძახდით არიქა გვეშველაოო,,,ვერ ისწავლეს ჭკუა იმენა ამ ხალხმა
    წევრი [?]
    #7 1 სექტემბერი 2024 13:16
    0
    უილიამსი რატო არ იყიდეს
    Culé [?]
    #6 1 სექტემბერი 2024 13:08
    2
    გუშინ რა მანძილი დაფარეს სულ ეგ როგორ ვნახო?
    ფანი [?]
    #5 1 სექტემბერი 2024 12:49
    5
    ღმერთმა ქნას სანაკრებო პაუზის შემდეგ განა დაგვაკლდეს ხალხი პირიქით იქნებ აქეთ ლაზარეთიდან დაგვემატოს გამოჯამრთელებული ვინმე 1-2 მაინც
    წევრი [?]
    #4 1 სექტემბერი 2024 12:36
    6
    დიდ გუნდებთან გამოჩნდება ამათ რეალურად რა შეუძლიათ წელს
    Culé [?]
    #3 1 სექტემბერი 2024 11:38
    3
    ადმინ ყოჩაღ 🙌
    Culé [?]
    #2 1 სექტემბერი 2024 10:38
    8
    ბიჭოო ფლიკმა ბიჭები რა დაქოქაააა...
    VISCA BARCA barca-2 barca-2 barca-2 barca-2 barca-2 barca-2 barca-2 barca-1
    ახალბედა [?]
    #1 1 სექტემბერი 2024 04:15
    37
    წინა სამი თამაში რაღაცნაირად ფაზლს გავდა ნელნელა ავსებდა ფლილკი. შეცდომებს ითვალისწინებდა საბოლოოდ ოლმომაც სულზე მოგვისწრო და წინა თამაშის შემდეგ ისეთი შეგრძნება დატოვეს რო ვსიო ნაპოვნია ძირითადი და კიც ვნახეთ შედეგი.
    ყველაზე სასიამოვნო ის არის რაც დიდი ხანია არ მინახავს. გვარდიოლას ხანაშიც 5 გოლს გაიტანდნენ პირველ ტაიმში და მერე აგორავებდნენ. ფლიკის ერაში კიდევ 7-0 ზე ბურთის გათამაშებისთანავე ისეთ პრესინგს იწყებდნენ გეგონება ბოლო წუთებია და 1-2 ბურთი აქვთ დასაქაჩიო🙌🏻