მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პირველი სტუმრები ნაქირავებში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პირველი სტუმრები ნაქირავებში

ნაქირავებში სტუმრები მოვიდნენ. ვერ დავხვდით კარგად, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ თავი შევირცხვინეთ. ისე გავუმასპინძლიდთ რა.. ზომიერად. 

რაც მთავარია სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, თამაშის ხარისხი "სვარკაზე" ოდნავ უკეთესია. ჩავის რომ არ ეკადრება ისეთი. ყველაზე უკეთ თავად იცის რა არის კარგი ხარისხი და ყველაზე უკეთ თავად ხვდება რა შორს არის გუნდი ამ ყველაფრისგან. ცოტა არ იყოს, პირველი გოლის დროს ამხელა სიხარულიც ცუდად მენიშნა, "კადისთან" ისე გაიხარეს თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეაგდეს გოლი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ქულა ძალიან ძვირად ფასობს და ყოველი მატჩის მოგება ძალიან რთული იქნება. 

სახლიც აღარ გვაქვს. რა არის ეს, რას ჰგავს, ვის გაუგია ტრიბუნის მეორე მეზობელ ქალაქამდე გაწევა?!

ისევ მშრალი კარით 

არ ვიცი ახალი კაპიტნის მიზანი რა იქნება, უნდა ალბათ წინა სეზონის მიღწევა გააუმჯობესოს. რთული იქნება, მაგრამ წინ რა უდგას?! "ბარსა" ისევ ისე თამაშობს, დაცვა ისევ ისე კარგად დგას. წინა სეზონის მსგავსად ერთი-ორი ჩავარდნაც გამოჩნდება ხოლმე, მეტოქე ერთი-ერთზე რჩება და ტერ შტეგენი იგერიებს, ან ძელს ხვდება, ან თავდამსხმელს დამბლა ეცემა, უკვე მერამდენედ ხდება ასე, არ ვიცი რატომ, ოლივერ კანს თუ დავუჯერებთ ეს მეკარის ფსიქოლოგიური ველია, დამაჯერებლობასა და სიმტკიცეს ასხივებს, თურმე პირდაპირ თვალებში ხვდებათ თავდამსხმელებს და უბნელდებათ, ჰოდა, დაუბნელდა ამ დალოცვილ "კადისელსაც", მხარში ესროლა ჩვენს კაპიტანს. 

არაუხო გვაკლდა. 

ფრენკი დე იონგმა შეავსო დაცვის ხაზი, მაინც ხშირად იწევს ხოლმე ამ ზონაში, ჩვეულად კარგად წამოიღო ბურთი, კუმანივით ვერ იდგა დაცვაში, მაგრამ ამოტანას ვინ დაუწუნებს?! 

სანამ დაცვაში ასე თუ ისე საქმე დალაგებულია, მანამდე კიდევ ერთი მცველის საქმე ირკვევა, დანი ალვესის შემდეგ ასეთი კარგი მარჯვენა მცველი კლუბს არ უყიდია. ჟორდი ალბას შემდეგ ასეთი კარგი მარცხენა მცველიც არ უყიდია, მოკლედ, კანსელუ თუ გადმოვიდა კიდევ უფრო სრულყოფს დაცვის ხაზს. 

ბოლო ასეთი კარგი უნივერსალი ვინც მახსენდება, განაპირა მცველი, ორივე ფეხით ძლიერი, ჯანლუკა ძამბროტა იყო, ადრიანოც სახსენებელია. იმედია კანსელუ უკეთესი იქნება. 

ამ საქმის მოგვარების მერე კი შემტევზეც უნდა დაიწყოს ფიქრი, თორემ საშინელ დღეშია ჩვენი კლუბი. 

ველით ილქაის ადაპტაციას 

ნელ-ნელა ადაპტირდება, პროცესი მოძრავია, აშკარაა, გადასარევი საგოლე გადაცემა გააკეთა, ჯერ თითქოს ვერ ხვდება რა ჯანდაბას აკეთებს მოედანზე, სად უნდა ირბინოს და როდის, მაგრამ ეტყობა, რომ ნელ-ნელა აზრზე მოდის. ახლა, თუ ისე მოხდა, რომ კანსელუს ბერნარდუ სილვაც გადმოჰყვა, შეთამაშებას უფრო სწრაფად ეშველება. 

მიუხედავად ილქაის კარგი პასისა, უნდა ითქვას, რომ ნახევარდაცვისა და თავდასხმის ზონაში ასეთი უფანტაზიო თამაში მართლაც იშვიათია. "ბარსასგან" თორე "კადისი" თავიდან ბოლომდე ფანტაზიაა. 

უკვე მოვიდა ის დრო, როცა პედრიმ გაცილებით მეტი უნდა შეძლოს. კარგია გოლის შეგდება, მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი გოლის, გაუხარდა, გაგვახარა, მოლოდინი კი უფრო დიდია, მისგან ლიდერს ვითხოვთ, თუნდაც, ჩუმ ლიდერს, თამაშის წარმმართველს, უნდა გამოამჟღავნოს დირიჟორის ნიშნები იმიტომ, რომ აქვს ამის ნიჭი და უნარი. ჯერჯერობით არ ჩანს ამ ბიჭში მთავარი დირიჟორი. გავი კიდე საერთოდ არ არის სადირიჟორე კაცი. სულ სხვა ბიჭია. 

ამანათი პოლონეთიდან 

ცხვირი ჰგაავს? 

არა! 

ეს ის ლევანდოვსკი არ არის, წინა სეზონის პირველ ნახევარში რომ ვნახეთ. მუნდიალის მერე სხვა კაცი დაბრუნდა და არც შესვენებამ უშველა რამე. მგონი დაბერდა ეს კაცი. 

არ მინდა სხვა რამე ვთქვა, ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, რომ უკვე მოწყინდა "ბარსაში" ყოფნა. აღარც ლაპარაკობს ხოლმე, არადა, გადმოსვლისთანავე სულ მითითებებს იძლეოდა. ახლა მაგასაც აღარ აკეთებს. კაცი "კამპ ნოუზე" სათამაშოდ გადმოვიდა და სადღაც ოლიმპიურზე გაუშვეს. აი ნახავთ, ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით მაგრად ითამაშებს, ეგ მაინც მოიყვანს ხასიათზე. 

გოლამდე ცოტა დააკლდა 16 წლის ბიჭს. ნახევარი დეკადა გავა და ისევ თინეიჯერი იქნება. იმედია შეირგებს ამ დროს, თორე, ეგრე ნაადრევად გამოჩენილების მეტი რა გვინახავს, თანაც, ძალიან მაგარი ბიჭების. მარტო ბოიანი, ან, ჯოვანი დროს სანტოსი რად ღირს. 

მერე ალკანტარები, ბოლოს ფატი.. 

ვნახოთ, ნდობა აქვს და სადებიუტო სეზონი, როგორც წესი, კარგი აქვთ ხოლმე ასეთ ბიჭებს. ასაკისთვის შეუფერებლად თავდაჯერებული და ჭკვიანია. 

ფერან ტორესმა რობერტის კარგი პასის მერე მშვენიერი გოლი შეაგდო და ჩავის უთხრა დრო მომიმატე, ბავშვებს რო ათამაშებ მე სკამზე რა მინდაო?! ჩავიც ეტყოდა რამეს, რავიცი... დაპირდებოდა რამეს დეპუტატივით. ახლა არა და მერე, ამ ერთხელაც და მერე.. 

პროგრამა მინიმუმი სრულდება - სანამ გუნდი ფორმაში შევა, რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა დავაგროვოთ. მერე თავისთავად მოვა ეგ ყველაფერი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 21 აგვისტო 2023 20:34
    1
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ლევანდოვსკში და ტორესში რა მაყუთიც გადაიყარა მაგ ფულად შეიძლებოდა ჰოლანდის ან ვკაჰოვიჩის ყიდვა

    ყიდვით კი იყიდდნენ ჰოლანდს მაგრამ ხელფასი?ხელფას როგორ დაურეგისტრირებდნენ ჰოლანდს?შეეძლოთ არ მოიყვანეს მასე არაა.ბევრჯერ შეცდნენ მაგრამ ჰოლანდი რო ოროვეს უნდოდა ლაპოტასაც და ხავისაც ამაზე ნუ ვიკამათებთ.ვლაჰოვიჩი მომწონდა თავიდან მაგრამ მერე გაიყინა ერთ ადგილზე.ჩვენ გვჭირდება ხულიან ალვარესის მსგავსი ფორვარდი
    Culé [?]
    #9 21 აგვისტო 2023 17:47
    1
    ციტატა: MESSI 2017
    ლევანდოვსკიმ ფორმა უნდა აღიდგინოს აუცილებლად შეტევაში მთვარი კაცია და ყველა შეტევა მაგაზე ეწყობა მაგრამ ტემპს აგდებს უკვე არ ვიცი რა დაემართა მაგრამ ფაქტია რომ 90 წუთს ვეღარ თამაშობს და ჯობია 60 წუთზე შეცვლები დაიწყოს მაგრამ მაგისთვის ჯერ პირველ ტაიმში გოლების გატანა უნდა ისწავლონ

    ლევანდოვსკი რაც ბარსაშია არსადროს არ ყოფილა მთავარი კაცი და მასზე შეტევის აწყობა არის სისულელე, თავიდანვე ვიძახდი როცა მოყავდათ რომ არ ღირდა ამდენის გადახდა ბებერ ლევანაში რომელიც ბარსელონას სტილისგან შორსაა და იმ ასაკშიც არაა რომ ისწავლოს, ტიპმა ლიგაზე და ყველა მნიშვნელოვან იგრაში ჩაისვარა და დაიკარგა. ლევანდოვსკში და ტორესში რა მაყუთიც გადაიყარა მაგ ფულად შეიძლებოდა ჰოლანდის ან ვკაჰოვიჩის ყიდვა
    Culé [?]
    #8 21 აგვისტო 2023 16:07
    9
    მე მგონია რომ გავი, პედრი, ლევანა, რაფინია და ა.შ. სხვა გუნდებში რომ თამაშობდნენ, დიდი მწვრთნელების ხელში, აი ვაბშე სხვა ლეველს მივიღებდით.
    დღეს გუნდში ვინც გვყავს, ფაქტობრივად ყველას აქვს ნაჩვენები რომ უდიდესი პოტენციალის მქონე ხალხია და აი ამაზე აშკარა ვერ იქნება თუ რა დონეზე ვუკარგავთ საუკეთესო მხარეებს.
    დიდი მწვთნელები *ლეებისგან თლიან სალამურებს, ჩავი კიდე სალამურებს აქცევს *ლეებად!
    მე ვერ წარმომიდგენია ლევანას დონის კაცი როგორ შეიძლება ასე 2 წამში ლუკაკუ გახდეს და თქვენი არ ვიცი..
    წინა წლამდე დე იონგზე და შტეგენზე ნაწერი კომენტრებიც მახსოვს, თითქმის გავუშვით კიდევაც...მარა თავად არ წავიდნენ, ერთმა ტრავმა მოიშუშა, მეორეს ძლივს სწორი პოზიცია უპოვეს და დღეს ორივე გუნდის მექანიზმია.
    აი ზუსტად ამათსავით რომ უგვარებდნენ სხვებსაც პრობლემებს, დღეს არავისზე ნაკლები გუნდი არ გვეყოლებოდა, მაგრამ ფაქტია რომ პირიქით ვაკეთებთ..ანუ მაგალითად რა უნდა გავის შემტევის პოზიციაზე? რატო ვთხოვთ ლევანას რომ კეინი იყოს? ჩაწოდებების გარდა 1-2 მონახაზი რომ გაკეთდეს ასეთი რთულია? ფეხბურთელებს რომ კარში დარტყმები მოსთხოვონ და შორიდან დარტყმებზე ავარჯიშონ ძნელია? ბოლო 2 წელი რომ შემტევებს მიზანი გაუფუჭდათ და აშკარად ვარჯიშის ბრალი რომაა ასე რთული მისახვედრია? და კიდევ რამდენი ჩამოვწერო???
    და ჩვენ ვდგავართ და მაინც ფეხბურთელებს ვაკრიტიკებთ..
    კაი რა ხალხო..ბოლო ბოლო ვინიციუსისგან დააყენეს ფეხბურთელი და ლევანა რომ პირიქით გაფუჭდა ამას ისევ ლევანას ვაბრალებთ?
    დიდი დონის გუნდს ჭირდება სხვა გაქანების მწვრთნელი, უფრო ამბიციური, ავტორიტეტული, ძლიერი ფსიქიკის, ლიდერული და ა.შ. ამ დროს კი ჩავი ნეიმარზე ამბობს უარს იმისათვის რომ გუნდში რეპუტაცია არ შეერყეს...რავიცი, აქ მეტი სათქმელი რა არის?
    დღეს რომ პედრი სიტიში თამაშობდეს, მინიმუმ ოქროს ბურთის ათეულში შევიდოდა..მარა აქ სადაცაა ანდრე გომეშზე უკეთეს დონესაც ვერ აჩვენებს..
    ფანი [?]
    #7 21 აგვისტო 2023 15:29
    3
    ნუ რა შეიძლება ითქვას, პირველი ის რომ ძალიან დაუბალანსებული შეტევის ხაზი გვყავს რაფინიას არ ყოფნაც კი ძალიან შეგვეტყო ბოლო თამაშში. რაც შეეხება გავის ამ ბიჭის ასე უარგუმენტო და ყოველგვარ აზრს მოკლებული კრიტიკა არის სრული სისულელე, პირველი იმიტომ რომ ეს ბიჭი არის კლასიკური 6 ანი. ალბათ გახსოვთ წინა სეზონის პირველი ნახევარი დაფრინავდა შემდეგ იყო დემბელეს ტრამვა და ფერანის და ფატის საშინელი ფორმა, შესაბამისად სრულიად სხვა ტაქტიკაზე მოგვიწია გადასვლა და გავის პოზიციაც შეუცვალეს რაც აშკარად დაეტყო მის თამაშს ვინაიდან გავი არ არის გარემარბი და არც ფორვარდი მისი საქმე არაა ცრუ ცხრიანზე და გარემარბად თამაში, მიუხედავად ამისა მაინც საკმაოდ კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და რამოდენიმე ძალიან ლამაზი გოლი თუ მომენტი გვაჩუქა წინა სეზონში. გავის საქმე არის საყდენოდან შემტევ ზონამდე მოქმედება უხეშად რომ ვთქვათ, რეალურად რომეუს წინ ფრენკი და გავი უნდა მოქმედებდნენ სადაც ყველაზე ეფექტურები არიან მითუმეტეს ბურთის დაჭერა, ამოტანა და პრესინგი მათი ძლიერი მხარეა. კადისთან 3-4-2-1 ტაქტიკით დავიწყეთ თამაში რამაც არ გაამართლა ამ დრო გავი სად იდგა ალბათ იცით რეალურად გიუნდოგანი უნდა ყოფილიყო მანდ და არა გავი. იამალი და ბალდე ნახევარდაცვიდან მოქმედებდნენ დიდი შედეგი ვერც ამან გამოიღო მიუხედავად იმისა რომ ორივე ძალიან სწრაფი და ტექნიკურია ნახევარდაცვიდან მოქმედება დიდ ფიზიკურ რესურსს მოითხოვს და ასევე დიდ გამოცდილებას ნეიმარს ეს შეეძლო მაგრამ ბალდე არაა გარემარბი ან სტრაიკერი, იამალი კი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და დრო ჭირდება. ხოდა რა გვრჩება გადატვირთული ნახევარდაცვა რომელმაც ვერ გაიგო თუ სად წაიღოს ბოლო ფაზაში ბურთი რადგან აშკარაა ლევანდოვსკი ჯერ ვერ არის ფორმაში. ამ დროს ფერანი და ფატი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან, ერთი მარჯვენა შემტევია მეორე კი მარცხენა რომელსაც ცენტრისკენ უყვარს შეწევა, რასაც სამწუხაროდ არ ვიყენებთ. პედრის და გავის დუეტი ზუსტად ჩავი და ინის პოზიციებზე უნდა შედგეს და არა ასე როგორც დღეს ვთამაშობთ. გამომდინარე იქიდან რომ შეტევა დაუბალანსებულია ასევე დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები გვაქვს, შესაბამისად ვიღებთ ამ რეალობას და შედეგს. მესი რომ საყრდენზე დაეყენებინა პეპს ვერ მივიღებდით იმ შედეგს რაც მივიღეთ და ისტორიას დარჩა თუმცა მაშინ არ გვქონდა ფინანსური და საკადრო პრობლემები ეგ კიარა ისეთი ფეხბურთელები ვერ ხვდებოდა ძირითადში, როგორებიცაა პედრო, ტიაგო, ფაბრეგასი და ა.შ. ასე რომ სანამ ცოტა ფინანსურად არ მოვძლიერდებით და საჭირო პოზიციებს არ გავაძლიერებთ ასე გავწვალდებით. ფეხბურთელების უარგუმენტო კრიტიკას და ჩავის გინებას კი სრულ უაზრობად უკულტურობად მივიჩნევ რადგან დაქცეული და წაქცეული კლუბი ჩაიბარა კაცმა ჯერ მეორე წელია და მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვა აქ ზოგიერთმა. თუნდაც არტეტას მაგალითი ავიღოთ სამი წლის მერე დადო შედეგი კლუბმა(არადა ჯერ არაფერი მოუგიათ) და თან არანაირი სატრანსფერო და ფინანსური პრობლემა არ ქონია. (მადლობა ლა ლიგას და ტებასს). თუნდაც ანჩელოტი ავიღოთ მიუხედავად იმისა რომ რეალი გაცილებით უკეთეს ფინანსურ თუ სატრანსფერო პირობებში იმყოფება, (ერთ დროს რეალი ყველაზე დიდ სატრანსფერო თანხებს იხდიდა, ახლა საშუალო დონის პრემიერლიგის კლუბები მთლიან ლა ლიგაზე მეტს ხარჯავენ) მაინც ჩააგდო წინა სეზონი მაგრამ არავინ აგინებს და აგდებს კარლოს. რეალობა შეიცვალა და ლა ლიგა ამ ყველაფერს ჩამორჩა და თან მაგრად ჩამორჩა. თუ წესდება და პოლიტიკა არ შეიცვლება მარტო ბარსას კი არა მთლიანად ჩემპიონატს დააქცევს ტებასი. ფეხბურთელების რეგისტრაციის და სახელფასო ნორმების პრობლემა კი უკვე ბევრ კლუბს აქვს ლა ლიგაში და კიდევ უფრო გამწვავდება ეს პრობლემა.
    Culé [?]
    #6 21 აგვისტო 2023 13:01
    1
    დესტმა რო უკვე აუდო ოფიციალურად რატო არაფერი წერია საიტზე ?
    გულშემატკივარი [?]
    #5 21 აგვისტო 2023 12:22
    6
    ციტატა: Don_Andresito
    შტეგენთან პრობლემა არ მაქვს და არც არასდროს მქონია, 1 წელი თუ ჩაუარდა სულ.
    დაცვასთანაც სასაყვედურო ისეთი არაფერი, გარდა იმისა რო ხრუსტალი ხალხია, არაუხო საერთოდ, გათლილი ასანთის ღერია და როდის გადატყდება არავინ იცის, არადა მთავარი ძალაა, კრისტიანსენიც ეგრე, კიდე კაი კუნდე მაინც დგას კარგად, პრესეზონზეც კარგი იყო. ინიგო მარტინესის სახით მგონი ვერმაელენი ვიყიდეთ, დებიუტს უნდა ველოდოთ სეზონის ბოლოს. გარსია კიდე საერთოდ არ იღებს ტრავმას, ბედის უკუღმართობაც ეგაა, არ უყვართ ზეციურ ძალებს ზევით ბარსელონა თორე არაუხო უნდა იმტვრეოდეს და გარსია არა?
    ნახევარდაცვა: 5 ნახევარმცველი იყო მოედანზე, გული გამისკდა რო ვნახე შემადგენლობა, ანჩელოტის ბაძავს ეს ქათამი კაცი, იმას ბელინგემი ყავს ცრუ 9 ზე და ამას? რა საჭიროა ამდენი ნახევარმცველი როცა არიან გუნდში სწრაფი შემტევები? ვიცი ბევრს მოხვდება გულზე, ზოგს (გოგოებს) იმიტო რო საყვარელიაო, ზოგსაც უბრალოდ, უყვარს, თორე ჩემი აზრით დღეს არც ერთი ნორმალური გუნდის და გრანდის ძირითადში გავი ვერ ითამაშებდა. აი საერთოდ, საერთოდ არაფერი არ აქვს ისეთი ამდენ დროს რო იღებდეს, მებრძოლიაო სულ მაგით აპრავებენ და რომელი ბრძოლა მოიგო ბოლოს? 19 წლისააო კიდე, ხოდა იყოს და დაჯდეს სკამზე, დაელოდოს გაზრდას და ითამაშოს ბოლო 15 წუთი ან 3 თამაშში 1 ძირითადში, სისწრაფე 0, დრიბლინგი 0, ართმევები უჯარიმოდ თითქმის არ აქვს, სიმწვავე პასებში 0, ეგ და პედრი ერთად ნახევარდაცვაში თამაშIს წაგებაა, სუსტია, ადვილად ეცემა, ჯარიმებსაც ვეღარ იღEბს, სულ აქეთ ჯარიმდება. მოკლედ პროგრესი საერთოდ არ აქვს წინა სეზონთან შედარებით, თან უტრავმოდ გაატარა ეს დრო, მესამე წელია გუნდშია, ასევე ნაკრებშიც და პროგრესი 0. ოღონთ ის ხხალხი ნუ გამოპრავაჟდებით რო გოლდენ ბოია, ჩვენი აღზრდილია, ჯერ პატარაა, საყვარელი გარეგნობისაა ან ფიფაში მაგარია ეგეთი სასტავი :D მოედანზე მთლად -1 კაცი არაა მარა არც აფუჭებსდა ვერც აკეთEბს. გადაჭარბებულია მაგის ასე შეფასება რო ძირითადის უცვლელი კაცი იყოს ჯერ. ჯერ თორე ხაზს არ ვუსვამ. 40 დან 5 თამაშს თამაშობს და ამის გამო ამხენი დროის მიცემა ლოხობაა მწვრთNელის მხრიდან, ათამაშე ფერმინიც, კასადოც, იქნებ რა შეუძლიათ?
    და შეტევა: ფელიქსი არ გვინდა, ნეიმარი მოღალატეა არ გვინდა, დაჟე მესი ბებერია არ გვინდაც იყო :D კადისზე ცუდი შეტევა გვყავს, მთავარი მიზეზი კიდე ამ უბედურებისა, ლევვანდოვსკია, მოკვდა ეგ კაცი. თან მთელი უბედურება ისაა რო ჩმორსონა ხავი ვერ გაუბედავს ამოგდებას, თუნდაც ტორესით ჩანაცვლებას რომელსაც გაცილებით გასწორებული აქვს მიზანი ვიდრე ლევანდოვსკის. ვერც როკეს მისცემს ბევრ დროს, ე მანდ არ ეწყინოს ამხელა კაცსო. მოკლედ დაგვღუპავს ეს ხავი და აჰა. ვინ უნდა მოვიყვანოთ სხვაო, ვინც გინდათ ის მოიყვანეთ, ნებისმიერი, გამვლელი მოიყვანეთ, ან ბრმად აირჩიეთ, დოსიეებიდან ერთ ერთს დაადეთ თითი თვალდახუჭულმა, ნებისმიერი აჯობებს ხავის. უფანტაზიო მწვრთნელი, არც ერთი საშუალო დონის მწვრთNელის გუნდი ასე უაზროდ და ამდენს არ აწვდის საჯარიმოში, სეტიენი არ აკეთებდა ამას,გავია საჯარიმოში და ქაჯებივით აწვდიან. გიუნდოგანს რო ესე სიტიში ეწოდებინა პეპი უკანალში ისეთს ამოარტყამდა ჰატაისპორის ბაზაზე დაეცემოდა. აქ კიდე ხავიმ უთხრა ალბათ აწოოდე ბევრიო. ამდენი იდიოტური ჩაწოდება არც ერთი გუნდისგან არ მინახავს, შონ დაიჩის ევერტონიც კი არ აწვიდს ასე, იმათ 2 მეტრიანი ფორვარდი ყავთ და იმას მაინც უწვდიან გაცილებით კარგად თან



    ჩემი და ალბათ ბევრის სათქმელი თქვი რაღა დავამატო, ყველაფერში გეთანხმები, გავიზე განსაკუთრებით ეგ არაა ჯერ ძირითადის კაცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 აგვისტო 2023 12:13
    6
    პირველი სტუმრები ნაქირავებში- რომლებიც მასპინძლებს უფრო გავდნენ!!!
    Culé [?]
    #3 21 აგვისტო 2023 11:18
    6
    სვარკა. მსგავსი ერთ ადგილას გაყინული ზომბების გუნდი არ მინახავს ☠️🤮
    [?]
    #2 21 აგვისტო 2023 10:46
    13
    შტეგენთან პრობლემა არ მაქვს და არც არასდროს მქონია, 1 წელი თუ ჩაუარდა სულ.
    დაცვასთანაც სასაყვედურო ისეთი არაფერი, გარდა იმისა რო ხრუსტალი ხალხია, არაუხო საერთოდ, გათლილი ასანთის ღერია და როდის გადატყდება არავინ იცის, არადა მთავარი ძალაა, კრისტიანსენიც ეგრე, კიდე კაი კუნდე მაინც დგას კარგად, პრესეზონზეც კარგი იყო. ინიგო მარტინესის სახით მგონი ვერმაელენი ვიყიდეთ, დებიუტს უნდა ველოდოთ სეზონის ბოლოს. გარსია კიდე საერთოდ არ იღებს ტრავმას, ბედის უკუღმართობაც ეგაა, არ უყვართ ზეციურ ძალებს ზევით ბარსელონა თორე არაუხო უნდა იმტვრეოდეს და გარსია არა?
    ნახევარდაცვა: 5 ნახევარმცველი იყო მოედანზე, გული გამისკდა რო ვნახე შემადგენლობა, ანჩელოტის ბაძავს ეს ქათამი კაცი, იმას ბელინგემი ყავს ცრუ 9 ზე და ამას? რა საჭიროა ამდენი ნახევარმცველი როცა არიან გუნდში სწრაფი შემტევები? ვიცი ბევრს მოხვდება გულზე, ზოგს (გოგოებს) იმიტო რო საყვარელიაო, ზოგსაც უბრალოდ, უყვარს, თორე ჩემი აზრით დღეს არც ერთი ნორმალური გუნდის და გრანდის ძირითადში გავი ვერ ითამაშებდა. აი საერთოდ, საერთოდ არაფერი არ აქვს ისეთი ამდენ დროს რო იღებდეს, მებრძოლიაო სულ მაგით აპრავებენ და რომელი ბრძოლა მოიგო ბოლოს? 19 წლისააო კიდე, ხოდა იყოს და დაჯდეს სკამზე, დაელოდოს გაზრდას და ითამაშოს ბოლო 15 წუთი ან 3 თამაშში 1 ძირითადში, სისწრაფე 0, დრიბლინგი 0, ართმევები უჯარიმოდ თითქმის არ აქვს, სიმწვავე პასებში 0, ეგ და პედრი ერთად ნახევარდაცვაში თამაშIს წაგებაა, სუსტია, ადვილად ეცემა, ჯარიმებსაც ვეღარ იღEბს, სულ აქეთ ჯარიმდება. მოკლედ პროგრესი საერთოდ არ აქვს წინა სეზონთან შედარებით, თან უტრავმოდ გაატარა ეს დრო, მესამე წელია გუნდშია, ასევე ნაკრებშიც და პროგრესი 0. ოღონთ ის ხხალხი ნუ გამოპრავაჟდებით რო გოლდენ ბოია, ჩვენი აღზრდილია, ჯერ პატარაა, საყვარელი გარეგნობისაა ან ფიფაში მაგარია ეგეთი სასტავი :D მოედანზე მთლად -1 კაცი არაა მარა არც აფუჭებსდა ვერც აკეთEბს. გადაჭარბებულია მაგის ასე შეფასება რო ძირითადის უცვლელი კაცი იყოს ჯერ. ჯერ თორე ხაზს არ ვუსვამ. 40 დან 5 თამაშს თამაშობს და ამის გამო ამხენი დროის მიცემა ლოხობაა მწვრთNელის მხრიდან, ათამაშე ფერმინიც, კასადოც, იქნებ რა შეუძლიათ?
    და შეტევა: ფელიქსი არ გვინდა, ნეიმარი მოღალატეა არ გვინდა, დაჟე მესი ბებერია არ გვინდაც იყო :D კადისზე ცუდი შეტევა გვყავს, მთავარი მიზეზი კიდე ამ უბედურებისა, ლევვანდოვსკია, მოკვდა ეგ კაცი. თან მთელი უბედურება ისაა რო ჩმორსონა ხავი ვერ გაუბედავს ამოგდებას, თუნდაც ტორესით ჩანაცვლებას რომელსაც გაცილებით გასწორებული აქვს მიზანი ვიდრე ლევანდოვსკის. ვერც როკეს მისცემს ბევრ დროს, ე მანდ არ ეწყინოს ამხელა კაცსო. მოკლედ დაგვღუპავს ეს ხავი და აჰა. ვინ უნდა მოვიყვანოთ სხვაო, ვინც გინდათ ის მოიყვანეთ, ნებისმიერი, გამვლელი მოიყვანეთ, ან ბრმად აირჩიეთ, დოსიეებიდან ერთ ერთს დაადეთ თითი თვალდახუჭულმა, ნებისმიერი აჯობებს ხავის. უფანტაზიო მწვრთნელი, არც ერთი საშუალო დონის მწვრთNელის გუნდი ასე უაზროდ და ამდენს არ აწვდის საჯარიმოში, სეტიენი არ აკეთებდა ამას,გავია საჯარიმოში და ქაჯებივით აწვდიან. გიუნდოგანს რო ესე სიტიში ეწოდებინა პეპი უკანალში ისეთს ამოარტყამდა ჰატაისპორის ბაზაზე დაეცემოდა. აქ კიდე ხავიმ უთხრა ალბათ აწოოდე ბევრიო. ამდენი იდიოტური ჩაწოდება არც ერთი გუნდისგან არ მინახავს, შონ დაიჩის ევერტონიც კი არ აწვიდს ასე, იმათ 2 მეტრიანი ფორვარდი ყავთ და იმას მაინც უწვდიან გაცილებით კარგად თან
    ფანი [?]
    #1 21 აგვისტო 2023 10:06
    8
    ჯერ გუნდი სრულად არ დაკომპლექტებულა, ფორმაშიც ნელ-ნელა შევა...
    ახლა მთავარია ქულები დააგროვონ.
    კანსელუც საჭიროა, როკეც გაგვაძლიერებს ზამთარში, მაგრამ ერთი შემოქმედებითი შემტევი ნახევარმცველიც აუცილებელია