ლა მასიას კიდევ ერთი ბრილიანტი

ლა მასიას კიდევ ერთი ბრილიანტი

პაბლო მარტინ პაეს გავირა, იგივე გავი, პატარა გავი. სიმაღლითაც პატარა და ასაკითაც, სულ რაღაც 16 წლის არის და სამ დღეში 17 შეუსრულდება. "ბარსა ბ-ში" თამაშით გამოირჩა, მწვრთნელებმა რეკომენდაცია მისცეს, რამდენჯერმე რონალდ კუმანიც დაესწრო მეორე გუნდის თამაშს, ასე აღმოჩნდა გავი მოსამზადებელ ეტაპზე და ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ წესით დრო ძირითად გუნდშიც უნდა მიეცეს. ჰგავს რაღაცით პედრის, ორივე ტანმორჩილია, ბურთის კონტროლი კარგად გამოსდით, პასის კულტურით გამოირჩევიან და რაც მთავარია თამაშის კითხვის განსაკუთრებული უნარი აქვთ, გონება მუშაობს ფეხებთან ერთად, ძველებიდან რაღაცით ჩავის ჰგავს, განსაკუთრებით იმ ბრუნებით, ადგილს რომ ითავისუფლებს პასის გასაკეთებლად, ამ ტრიალის გარეშე ჩავი მოედანს არ ტოვებდა და აგერ გავისაც ეხერხება თურმე, ასევე, ფაბრეგასსაც ვამსგავსებ, განსაკუთრებით პატარა ფაბრეგასს, 16 წლისას, "არსენალში", რომ პირველად გამოჩნდა. "ბარსაში" ძალიან მაგარი ნახევარდაცვის ხაზი იკვრება, ჯერჯერობით უმეტესად პერსპექტივის ამბავია და არა რეალიზების, მაგრამ მაინც, ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. 

კარგი იქნება თუ მორიბას შევინარჩუნებთ, რადგან იმ ნახევარმცველებს შორის, რომელთაც კლუბის მომავალს უკავშირებენ, მხოლოდ მორიბას აქვს განსხვავებული სტილი, მხოლოდ მას შეუძლია მრავალფეროვნების შემოტანა, ის უფრო პოლ პოგბას ტიპის ფეხბურთელია, ვიდრე ჩავის, ან ინიესტას, მოკლედ, საჭირო კაცია და ყველაფერი უნდა იღონონ მის დასატოვებლად. 

გავის რაც შეეხება, "ბეტისის" აკადემიაში აღმოუჩენიათ, დაავლეს ხელი და წამოიყვანეს, "ბარსაში" კი სწრაფი პროგრესი დაიწყო, თუმცა, გადამწყვეტი მომენტი სწორედ ახლა უდგას, საკითხავია რამდენად შეძლებს დიდ ფეხბურთთან ადაპტირებას, რიკი პუჩიც ასე ხმაურით გამოჩნდა, მაგრამ მერე ვეღარ აეწყო საქმე. 

გავის შესახებ, "ლა მასიაში" მისი მწვრთნელი, ფრანკ არტიგა საუბრობს: "ტექნიკურად მაღალ საფეხურზე იმყოფება და გადაწყვეტილებებს ძალაინ სწრაფად იღებს, ბურთს სანამ მიიღებს უკვე იცის რა უნდა გააკეთოს, მის თვისებათაგან კი თამაშის მიმდინარეობის ცვლილების უნარს გამოვარჩევდი". 

"ფიზიკურად ძალიან მოუმატა, შესაძლოა არ ეტყობა, მაგრამ ძლიერი ფეხბურთელია, ტანმორჩილობა კი ბურთის შენარჩუნებაში ეხმარება, ასე უკეთ აკონტროლებს და კორპუსით კარგად ფარავს, მსგავსი ფეხბურთელები "ბარსაში" ადრეც გვინახავს". 

"ემოციურად საოცრად სტაბილურია, რაც გუნდისთვისაც გადამდები იყო, გამოირჩევა გამარჯვების წყურვილით, თუ გაგიჩნდათ კითხვა როგორ შეძლო ასე სწრაფად პროგრესი, მიზეზი მისი მენტალობა იქნება, დაუღალავად იბრძვის გამარჯვებისკენ და საშინლად ვერ იტანს წაგებას". - ასრულებს ფრანკ არტიგა. 

გარდა მისი გარჯისა, ტრავმიანობით არ გამოირჩევა, ყველაზე მძიმე ტრავმა "ესპანიოლთან" მიიღო, როცა მეტოქის მეკარესთან შეჯახების შედეგად ცხვირი გაიტეხა და რამდენიმე თვე მოედანზე ვეღარ გავიდა. მოედანზე კი ჩანს, რომ ზონას ძალიან კარგად აკონტროლებს, ყოველთვის დასაშვებ დისტანციაზე მცველებთან და თავდამსხმელებთან, ესეც ის კომპონენტია, რომლითაც "ბარსას" ლეგენდარული დუო გამოირჩეოდა, რეალურად, "ბარსას" მოთხოვნა მას შემდეგ უცვლელია, კლუბს სურვილი აქვს, რომ ჩავისა და ინიესტას მსგავსი დომინანტი დუეტი იპოვოს. სახელები უკვე გამოჩნდნენ, ახლა მხოლოდ მათ განვითარებას უნდა დავაკვირდეთ. 

გავისთვის მომავალი სეზონის პერსპექტივა, შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით გამყარდეს: 

1. პედრი შეუსვენებლად თამაშობს და აუცილებლად დასჭირდება დასვენება, როგორც მინიმუმ მძიმე ტრავმის, ან გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად. 

2. ერთ-ერთი კონკურენტი რიკი პუჩია, რომელიც ჟოან ლაპორტას ძალიან მოსწონს და მისი ეიმედება, მაგრამ რონალდ კუმანს არ მოსწონს და არა მგონია ამ კუთხით ბევრი რამ შეცვლილიყოს. რიკი პუჩს სავარაუდოდ, ისევ თასის მეორეხარისხოვან მატჩებში მისცემენ შანსს. 

3. ილაიშ მორიბა წასვლის ზღვარზეა, თუ ამ სეზონში არ წავიდა და კონტრაქტიც არ გაახანგრძლივა, გუნდი აქცენტს სხვა ფეხბურთელზე გააკეთებს, ილაიშს კი "ბ" გუნდში მოუწევს გადაბარგება. 

4. ფილიპე კოუტინიო აუცილებლად გასაშვები ფეხბურთელების სიაშია, "ბარსა" თანახმაა, რომ იაფად გაყიდოს და მისი ხელფასი საერთოდ აღარ იყოს პრობლემა, მაგრამ თუ მაინც ისე მოხდა, რომ ბრაზილიელის გაყიდვა ვერ შეძლეს, მაშინ კიდევ ერთი კონკურენტი გაჩნდება ნახევარდაცვის ზონაში, კოუტინიოს დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მისი ენთუზიაზმი და მოტივაცია, პედრისა და გავის მოტივაციას ვერ შეედრება. ფილიპე უკვე გუშინდელი დღეა. 

5. "ბარსამ" ვეინალდუმი ვერ იყიდა.  

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გავის ალბათ ხშირად ვიხილავთ სათადარიგოთა სკამზე, მისი პირველი ბრძოლა განაცხადში მოსახვედრად შედგება და სეზონის მანძილზე თუ მატჩების ნახევარში მაინც მოახერხა სიაში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვება იქნება ამ პატარა ბიჭისთვის, თამაშებში კი რეალურად გამოჩნდება მისი პოტენციალი. 

ფაქტის სახით, რაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ "ბარსა" ბევრად ძლიერია, ვიდრე წინა სეზონში იყო. 

პ.ს: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესის კონტრაქტი მოგვარდება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 2 აგვისტო 2021 22:45
    3
    ოოო ადრე გვყავდა ფეხბურთის ლეგენდა ხავი..ეხლა კი გავი..მომწონს
    მწერალი [?]
    #6 2 აგვისტო 2021 20:14
    1
    Bakero,
    ეგრეა, უბრალოდ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას გადასარევი სტარტი აქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 აგვისტო 2021 19:23
    1
    გავის მწვრთნელი ფრანკ არტიგა : "ტექნიკურად მაღალ საფეხურზე იმყოფება და გადაწყვეტილებებს ძალაინ სწრაფად იღებს, ბურთს სანამ მიიღებს უკვე იცის რა უნდა გააკეთოს, მის თვისებათაგან კი თამაშის მიმდინარეობის ცვლილების უნარს გამოვარჩევდი".

    "ფიზიკურად ძალიან მოუმატა, შესაძლოა არ ეტყობა, მაგრამ ძლიერი ფეხბურთელია, ტანმორჩილობა კი ბურთის შენარჩუნებაში ეხმარება, ასე უკეთ აკონტროლებს და კორპუსით კარგად ფარავს, მსგავსი ფეხბურთელები "ბარსაში" ადრეც გვინახავს".

    "ემოციურად საოცრად სტაბილურია, რაც გუნდისთვისაც გადამდები იყო, გამოირჩევა გამარჯვების წყურვილით, თუ გაგიჩნდათ კითხვა როგორ შეძლო ასე სწრაფად პროგრესი, მიზეზი მისი მენტალობა იქნება, დაუღალავად იბრძვის გამარჯვებისკენ და საშინლად ვერ იტანს წაგებას". - ასრულებს ფრანკ არტიგა. ...............ღმერთმა ქნას ეგ ყველაფერი ბარსას ძირითადში დაამტკიცოს ისე ცოტა გადაჭარბებული მგონია ჯერ ამ ბიჭის ძალიან ცაში აყვანა უდიდესი პლიუსი აქვს სხვა მოსულ ხალხთან შედარებით ის რომ ლა მასიელია და ადაპტაცია არ გაუჭირდება (სისტემაში ზის) თუმცა პრობლემა სულ სხვაგან შეიძლება წარმოიშვას და მაგ პრობლემას ხისთავა ჰქვია ! (ვნახოთ როგორ გამოიყენებს! სერიიდან ეს მოვკლათ ის ჩამოვახრჩოთ laughing laughing laughing ) .....ჩავი მერე გახდა ჩავი და ის ჩავი რომ გამხდარიყო (მსოფლიო დონის ვარსკვლავი) კაი დროც დასჭირდა ! ....ამ პატარა ბიჭებს კიდევ ძალიან გაუმართლათ ცხოვრებაში ყველას არა აქვს იმის ბედნიერება მესისთან ერთად ჯერ ივარჯიშოს და მერე მასთან ერთად ითამაშოს
    [?]
    #4 2 აგვისტო 2021 17:36
    2
    ციტატა: nika 54
    მეც მეიმედება ამისი, მაგრამ ძალიან მეეჭვება მორიბას ამ სიაში ჩაწერა, არ არა აქვს მაგას ბარსას დნკ.

    ხო მარა ამ ბარსას დნკ საც უნდა განვითარება, ძალისმიერი ფეხბურთი უფრო და უფრო იდგამს ფესვებს, საჭიროა გუნდში ფიზიკურად ძლიერი ხალხიც მით უმეტეს ნახევარდაცვაში, სეიდუ კეიტა გაიხსენე რა კარგად იყენებდა პეპი, არც ია იას დაუშავებია რამე, ვალვერდეს დროს გუნდის სტილიც შეიცვალა კი მარა იგივე ვიდალს და პაულინიოს რა დაეწუნებოდათ? მრავალფეროვნებისთვისაა საჭირო მორიბაც თორე მეც ვარ მომხრე მოაშორონ ყველა ფულის ხამი. პედრი გავი ნიკო სამივე თუ განვითარდა 10 წელი ნახევარმცველი აღარ დაგვჭირდება, პუჩიც აქაა და ფრენკიც ახალგაზრდაა ჯერ. ჩემი აზრით ამათი განვითარებაა ახლა საჭირო და არა ვეინალდუმების საულების და პიანიჩების ყიდვა. კიდეა რუიზ ატილი, პსჟ დან დაბრუნებული ახალგაზრდა ტექნიკური ნახევარმცველი, დააკვირდით სამომავლოდ. ჩავი სიმონსი კიდე ხმება სკამზე, გუშინ 1 წუთიც არ ერგო. პსჟ ეს მეორე გუნდი თამაშობდა მარა მაინც არ მიასუნინეს მოედანს. უყუროს შორიდან აბ ბიჭების განვითარებას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 აგვისტო 2021 17:19
    2
    მეც მეიმედება ამისი, მაგრამ ძალიან მეეჭვება მორიბას ამ სიაში ჩაწერა, არ არა აქვს მაგას ბარსას დნკ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 აგვისტო 2021 16:12
    2
    იმედია დააწინაურებენ და გაუშვებენ პიანიჩის
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 აგვისტო 2021 16:12
    2
    ძალიან მაგარი ბიჭია რა,ახლა თუ არა 1-2 წელში უკვე მთავარ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს.ისე,რა ნახევარდაცვა გვეყოლება მომავალში.დე იონგი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და მესის მერე მისი თამაშიდან ვიღებ სიამოვნებას,დაფრინავს.პედრი,გავი,ნიკო გონსალესი სასწაულები არიან.მოკლედ მომავლის იმედი უნდ აგვქონდეს.მორიბა თუ მართლა ესეთი ფულზე დახამებულია,რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს უნდა გაუშვან.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid