მასკერანო: არგენტინა-ნიგერია უკვე მსოფლიოს ჩემპიონატების "კლასიკოდ" იქცა

მასკერანო: არგენტინა-ნიგერია უკვე მსოფლიოს ჩემპიონატების "კლასიკოდ" იქცა

"ბარსელონას" ვეტერანმა მცველმა, ხავიერ მასკერანომ, რომლის არგენტინის ნაკრებსაც 2018 წლის მსოფლიოს თასზე ისევ ნიგერიის ნაკრები შეხვდა, აცხადებს, რომ ეს დაპირისპირება უკვე მუნდიალების "კლასიკოდ" ჩამოყალიბდა.

"იმაზე რთული მეტოქეები შეგვხვდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყველა თამაში რთული იქნება, განსაკუთრებით ნიგერიასთან. ისინი პროგრესირებენ და დარწმუნებული ვარ დიდი ბრძოლა გველის. ჩვენი დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატების "კლასიკოდ" იქცა." - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Olé Argentina.

33 წლის მცველმა უკანასკნელ 2 მსოფლიო თასზე, 2010 და 2014 წელს, ნიგერიის წინააღმდეგ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.