ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, “ინტერთან” ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს “ინტერიც” კარგი იყო, ახლა კი “ატლეტიკო” კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას “ატლეტიკოსთან” წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას “ატლეტიკოსთან” ასე კარგად არასდროს უთამაშია.
ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად.
ყველაფერი პირველ ტაიმში
წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია “ატლეტიკოსთან” გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან.
მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია!
მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, “ატლეტიკო” მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო.
ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა… ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში.
აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი “ატლეტიკომ” ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა.
ხუთ წუთში “ატლეტიკომ” ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს.
ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა.
არაფერი მეორე ტაიმში
მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ… ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა.
მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. “ატლეტიკომ” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა.
ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა.
მერე იყო “ატლეტიკოს” შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას.
ლა ლიგა რა, ცუდია?
წინ რა გველის
წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა.
იქეთ კიდევ გრიზმანის.
მაგას მოისვრის ალბათ პერესი.
ბევრად უკეთესი გუნდი ვართ ნახევარდაცვა+წინა ხაზი … აი დაცვა რო გვყავს ისეთი როგორიც გვყავს მიტომაცაა არაუხო,კუბა,გარსია ერთმანეთს ენაცვლებიან სეზონი სეზონი წითლებში
რეალურად ორივე თამაშში მაგრად ვაჯობეთ და ობიექტურად ბევრად კარგი გუნდი ვართ არ გაგვმიართლა ეგარი და ეგ
რამდენჯერ ვნახე ეგ მომენტი და რავიცი ფერმინს მკერდით წინ ბურთის დაგდება ვითომ არ შეეძლო? მარტო იყო და რავიცი უკვე გადავედი ჭკუიდან.
დღეს ბარსას ხსენება აღარ არის,ბაიერნის გულშემატკივრები რეალის გულშემატკივრებს წაეკიდნენ კომენტარებში, თან ბავარიელები ისეთ კომენტარებს უწერენ რაც სიმართლეა წლების წინ მსაჯმა რეალს უამრავი მომენტი რომ აჩუქა მათან თამაშებში, გაყურსულები არიან მადრიდელები ერთი ორი თუ გამოუძვრებათ მარტო და მაქსიმუმ დაუჰაჰავონ მეტს რომ ვერაფერს ეუბნებიან 😁 გამოსცადონ რეალის ფანები როგორი პროვოკატორები არიან ყველამ უნდა გამოსცადოს, აქამდე მარტო ჩვენ ვაპელირებდით მსაჯზე, რაც ნაღდი იყო ისიც კი იფარებოდა უკვე
სახლი იმ მასალით უნდა ააშენო, რაც მოგეპოვება. ბაიერნი სწორედ იმიტომ თამაშობს მასეთი აწეული დაცვით, რომ შემადგენლობა ჰყავს და რისკი გამართლებულია. ფლიკმა ძალიან კარგად იცოდა რა შემადგენლობაც ჰყავდა და ჯგუფურ ეტაპზე რომ თითქმის იმდენი გავუშვით რამდენიც გავიტანეთ და წითლებიც გვირიგეს მაგის გამო, სულ მცირე გაკვეთილი უნდა ყოფილიყო მისთვის. ისე ბაიერნსაც გაუმართლა, არ იყო წარმოუნდგენელი რეალის გასვლა მაგ აწეული დაცვის გამო და მერე სხვა შეფასებები იქნებოდა ისევე როგორც ფერმინის გოლის გატანის შემთხვევაში. ფაქტი ერთია ანტიფეხბურთის მოთამაშე გუნდი გავიდა ორი დარტყმით შემდეგ ეტაპზე!!!
სუ მინიმუმ საფრანგეთის ლგიაზე 2 ჯერ თამაშები გადაუწია
დასვენებულები არიან,
ისე ვისაც პრეტენზია გაქვთ ხოლმე ფლიკის მაღალ ხაზზე უყურეთ აგერ ბავარიის მაღალ ხაზს მერე შეადარეთ მათი დაცვა ჩვენს დაცვას,როგორ ჩამორბიან დაცვაში ისინი და როგორ მოსეირნობენ ხოლმე ჩვენები…. ამას ქვია დაცვა.ფლიკის ტაქტიკას ზოგჯერ მეც ვაკრიტიკებ მარა მთლიანობაში რო თამრიკოს ბრალი კიარა დაცვა რომ არ გვყავს ეგ შავი შავია და თეთრი თეთრი
მე ვერ ვხვდები აქ კომენტარებში რო ამბობენ იმედია ბავარია აიღებს წელს ლიგასო?? მაგ ხალხს ვერ ვუგებ, იმ რეალს რომელიც ყველა ხედავს რა დღეშიც არი ბავარიას მაგათთვის თუ ისეთი გუნდია წელს როგორც კომენტარებში აღწერენ უნდა გადაევლო, ლამის გალოაგდო რეალმა და ვინ არბელოა ყავს მწვრთვნელად…მოკლედ წელსაც ხელაიფამ იყიდა ლიგა, იყიდა რა მაგრად თამაშობს პსჟ და დაიმსახურა კიდეც მეორე ლოგა ზედიზედ, რაც არ უნდა იყოს თუ ფულით ვერ იყიდი, ბევრი ფულოთ იყიდი, ამ მსაჯობას კორუმპირებულობის მეტი არსფერი ქვია, სადაც დიდი ფული ტრიალებს იქ არი კორუფციაც ასე, რომ ფეხბურთი კი არაა ლატარეას გვაყურებიებენ…ბარსელონა-მსაჯი თამაშობდა 2 თამაშს, ეს ატლეტიკო როგორ უნდა იყოს ნახევარფინალში არ ვიცი რა…
კატლეტიკო-არსენალი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საშინელი თამაში იქნება ალბათ 😵💫 და იმედია წელს ლიგას ბაიერნი აწევს.
ბავარია მაგარ ფეხბურთს თამაშობს კომპანი დასაფასებელია, თუმცა მგონია პსჟ მეორეს წამოიღებს ძაან მაგარი ჯახი იქნება ამ ორს შორის გამარჯვებული გაჩემპიონდება.
მენდი ისე ქაჩავდა მოწინააღმდეგეს, გეგონება კიმანო ეცვა და იუკოს აღებას ცდილობდა;
ნოიერი არ მიხმარებდა და დიდი ანგარიშით ამოტენიდა ბავარია
ეს არსენალი რა საზიზღარი გუნდია, რა ფეხბურთია საერთოდ. არადა ინგლისში არსენალი მევასებოდა სულ მარა იმედია სიტი გამოისვავს, იმენა ანტიფეხბურთია.
ამ მსაჯების დედაც როგორ ძალით გამოგვაგდეს მაგაზე უფრო მეშლება ნერვები.
თამაშის ბოლოს მკვდრის ფერი ედო, შემეცოდა.
ვიხუმრე, რეალთან ჩემი შეცოდება არარსებულია, გამორიცხულია.
პ.ს. ლეპტოპისთვის სმაილიკები სად გაქრა?
მეც ლეპტოპით ვარ და ჩემთანაც აღარ უჩვენებს საიტი სმაილიკებს
სმაილიკები ჩემთანაც არ ჩანს; ჩვეუილებრივ, სახლის კომპთან ვზივარ
რეალის ზოგი ფანის კომენტარი წავიკითხე, მენდიზე პენალტი რატომ არ დაიდოო?! იმედია გაიხსენეთ რე ეპიზოდზეა საუბარი 😀 ტიპები ისე არიან მიჩვეულები რეებს ითხოვენ უკვე, რეალის სტანდარტებით მართლაც უნდა დაედო 😀
კატასტროფა.
თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.
სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻
არაფასებთ მაგ კაცს, არ არის მისი დონის მარცხენა ბინგერი ბაზარზე, საერთოდ არავინ…
კარგი მწვრთნელი ვინისაც ჭირდება, მბაპეს გოლი მარტომ შექმნა საერთთოდ არაფრისგან… მაინც ვფიქრობ მბაპეზე უკეთესია ინდივიდუალურად, დომინანტ გუნდში 30 გოლზე ავა, რეალი არც ცდილობს იჰოს დომინანტი მთელი მატჩი.
სულ ვაფასებდი ხოდა , ყველაზე ცუდი სეზონი რომ ქონდა მაშინაც კბილებით ვიცავდი პოტენციალს რომ ვხედავდი , მაგრამ დღეს როგორი პასიურიც იყო პრესინგზე , დაცვაში … არ შეიძლება მასე. რამდენჯერმე იყო მომენტი 10 კაცი რომ ჩანდა რეალის ნახევარზე და დაცვაში იჯდა ეგ თამაშგარეში იდგა წინ . თან აქეთ ქონდა პრეტენზიები როგორ თუ არ გაუკეთა ლუნინმა ზუსტი 80 მეტრიანი პასი
სხვანაირ ვინისიუსს ვარ პლეიოფებში მიჩვეული , დღეს იდეალური მაგალითი იყო იმის , რომ ამბობენ დადიოდა , არც დარბოდაო.
მაგას მერე კარგი მწვრთნელი უნდა, და კონკურენტი უნდა ყავდეს ვინისაც , არბელოა რო პუპეტია ვერ ამჩნევ ? პრესკონფერენციები წაიკითხე, თავისი სიტყვებით არ საუბრობსო იტყვი … შეცდომა იყო ალონსოც და არბელოაც, როგორც ბარსა ცდებოდა პროფი მწვრთნელი რომ არ მოყავდა წლები…
ვარმა
გადაამოწმა გარსიას მომენტი, უბრალოდ სხვა რაკურსით , მსაჯს არ აჩვენეს ის რაკურსი სადაც ეგ ჩანდა.
კითხვა არ გაგიჩნდა რატომ ?! აი რაფინიას გაუჩნდა და თქვა კიდევაც ! და დასაჯეს რატომ თქვაო :)))))))))))))))))))))))))))))))
ზოგადად ცუდად გვექცევიან მსაჯები წლებია, არამარტო მსგავს მომენტებში, დამოკიდებულება აქვთ სხვანაირი, აიგნორებენ ჩვენი ფეხბურთელების მოთხოვნებს… მანდ არ იყო გარსია გასაგდები, არ ვიცი გავიდოდით თუ არა რომც არ გაეგდოთ, მარა ჩვენი მომენტები რომ გამოგვეყენებინა მსაჯიანად მოვუგებდით, რაც ყველაზე ტკბილია. ფერმინზე მეტად ოლმოს მართებდა გატანა ისე , თავზე რომ გადაეგდო ან მარცხნივ გაეგდო ბურთი ან გოლი იყო ან 11 მეტრიანი
ძან ბევეი რევიუ მაგაზე
მეც დავინახე და მეგონა მომეჩვენა
მერე ვიდოეებიც რო დაიდოოოოოოოო
ის კომენტარი თუ ნახე ხელის დადებაზე ? ლაპორტმა ოლმოს ხელი ზურგზე რბილად დაადო ისე რომ საერთოდ გავლენა არ ჰქონია ოლმოს ვარდნაზეო აბა მაშინ ერიკ გარსიამ წესიერად სორლოტის ზურგზე ხელის დადებაც ვერ მოასწრო ისე წამოედო თავისივე ფეხს სორლოტი და წაიქცაო :)))))))))))))))))))))))))))))) მთელი დღეა მაგაზე ვიცინი და ჩემ თავზე ვბრაზდები ეგ რომ არ დავასეივე !
ძან ბევეი რევიუ მაგაზე
მეც დავინახე და მეგონა მომეჩვენა
მერე ვიდოეებიც რო დაიდოოოოოოოო
ტილიან მბაპეს წყევლა ძალაშია.
იქეთ კიდევ გრიზმანის.