“სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ფრენკი დე იონგმა მუხლის მძიმე ტრავმის მოშუშების შემდგომ მიმდინარე სეზონში პირველი წუთები ჩაატარა, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა იმედგაცრუება არ დამალა. მან მედიასთან მატჩის ძირითადი შეცდომები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გუნდმა წარუმატებელი კვირა წარსულში უნდა დატოვოს.
მარცხი ელ კლასიკოში და სატურნირო ლიდერობა
დე იონგმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად მძიმე შედეგისა, “ბარსელონა” ცხრილის სათავეში რჩება:
“წაგება ყოველთვის მტკივნეულია, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე და მით უმეტეს ელ კლასიკოში. ეს ის შედეგი არ არის, რასაც ველოდით, თუმცა ლიდერებად ვრჩებით და ამ რთული კვირის შემდეგ ფეხზე უნდა დავდგეთ”.
ბურთის დაკარგვა და მეტოქის კონტრშეტევები
ნახევარმცველმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ გუნდს ბურთის მოძრაობაში ჩვეული სისხარტე აკლდა, რაც “რეალ მადრიდისთვის” ხელსაყრელი აღმოჩნდა:
“მართალია, ბურთს ჩვეულებრივზე ნაკლები სისხარტით ვამოძრავებდით და ბურთი უფრო მეტჯერ დავკარგეთ. ეს მათი ძლიერი მხარეა: თუ ბურთს შეტევის პირველ ან მეორე ფაზაში დაკარგავ, მათ ძალიან სწრაფი და გადამწყვეტი მოთამაშეები ჰყავთ”.
კონკურენცია და სასტარტოში დაბრუნების სურვილი
პირად მდგომარეობასა და ნახევარდაცვაში არსებულ მაღალ კონკურენციაზე საუბრისას, დე იონგმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი უცვლელია:
“უმაღლესი დონის ბევრი ფეხბურთელი გვყავს, განსაკუთრებით ნახევარდაცვის ხაზში. “ბარსელონასნაირ” გუნდში კონკურენცია სრულიად ლოგიკურია და ეს ახალი არ არის. მსურს, გუნდს სარგებელი მოვუტანო და სასტარტო შემადგენლობას რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდე”.
ფეოლა დააბრუნეთ!!!!!!!!!
Arauxos vlandzgavdit da ager liverpolshi dziritadshi dgas tan solidurad yumarobs barsashic kargi iyo xavis dros dzloeri mcvelia prosta inteleqti ar aq ro flikis taqtikashi chajdes da bevr mcvels verc davasaxeleb vinc am taqtikas moergeba da isec sanam ar naxav winaswar verc ityvi es gamodgeba es verao amitom flikma dacva tuar dawia liga iqneba sanatreli isedac me jer ar mqonia imis bedniereba ro barsa menaxa ligis tasit 2015 patara viyavi ar vuyurebdi fexburts
BREAKING: XAVI ESPART TO BE OUT FOR ALMOST TWO MONTHS DUE TO SERIOUS INJURY
fabriziorom 🤦♂️
არ გვინდა მცველი,რათ გვინდა ვიგებთ ისედაც ყველაფერს,დაცვა აღარ გყვავს საერთოდ,ეხლა ვნახოთ რამდენ გოლს გაუშვებენ.კრიზისი გარდაუვალია…