რეკორდები, რეკორდები… ყველაზე ახალგაზრდაც, ყველაზე ასაკოვანიც…

რეკორდები, რეკორდები… ყველაზე ახალგაზრდაც, ყველაზე ასაკოვანიც…

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ნიუკასლთან” გამართულ მატჩში (7-2) “ბარსელონას” ფეხბურთელებმა რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.

რობერტ ლევანდოვსკი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა. “ნიუკასლთან” დუბლის დროს პოლონელი 37 წლისა და 209 დღის იყო. აქამდე რეკორდი ფილიპო ინძაგის ეკუთვნოდა, რომელმაც ლიგაზე დუბლი 2010 წელს, “მილანისა” და “რეალ მადრიდის” მატჩში 37 წლისა და 86 დღის ასაკში გაიფორმა.

18 წლისა და 248 დღის ლამინ იამალი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 10 გოლის გატანა მოახერხა. ესპანელმა ტალანტმა კილიან მბაპეს რეკორდი მოხსნა, რომელმაც 10-გოლიან ნიშნულს 18 წლისა და 350 დღის ასაკში მიაღწია.

ფერმინ ლოპესს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 10 საგოლე მოქმედება დაუგროვდა (6 გოლი, 4 ასისტი). ის “ბარსას” ისტორიაში პირველი ესპანელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში ამდენი საგოლე მოქმედება ჰქონია.

“ბლაუგრანას” ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 7 გოლი გაიტანა. აქამდე “ბარსას” ეს “ლევერკუზენთან” 2012 წელს (7-1) და “სელტიკთან” 2026 წელს (7-0) ჰქონდა გაკეთებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 19 მარ 2026, 13:11

    ""ბლაუგრანას" ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 7 გოლი გაიტანა. აქამდე "ბარსას" ეს "ლევერკუზენთან" 2012 წელს (7-1) და "სელტიკთან" 2026 წელს (7-0) ჰქონდა გაკეთებული"
    აი ეს წინადადება ასე უნდა დაგეწერათ: "ბლაუგრანას" ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ გუნდმა ერთ მატჩში 7 გოლი გაიტანა. აქამდე "ბარსას" ეს "ლევერკუზენთან" 2012 წელს (7-1) და "სელტიკთან" 2026 წელს (7-0) ჰქონდა გაკეთებული.

    ისე ამ პატარა რეკორდსმენს ვინმემ ურჩიოს, რომ ქუსლით თამაში ამისი არ არის, განსაკუთრებით საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან. ეს მერამდენედ გეხსომებათ ალბათ. გუშინ კი გოლიც მოიტანა. ისე ცეკვასაც თუ გადაეჩვევა გოლის შემდეგ კარგი იქნება, ნუ ემსგავსება ვინისიუსს. მერე გამიჭირდება იმის გინება, იტყვიან შენ ფეხბურთელებს მიხედეო. სხვამხრივ კარგია, რო ვაჟკაცდება და გულს გვიხარებს.

    ციტატა: Rick Sanchez
    სელტიკთან 2026 წელს არ გვითამაშია😜 ისე ლევანამ მესის რეკორდიც ხომ მოხსნა? 41 სხვადასხვა გუნდს რომ შეუგდო.


    სწორი ხარ სელტიკთან 2017-ში იყო ის თამაში.

  • KAIKHOSRO
    schedule 19 მარ 2026, 08:36

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: C.PC5
    Neymar


    არაფერი არ გაგიმაზია. გოლებს რომ შეხედავ გეგონება სასწაული თამაში დადეს, მაგრამ ასე არაა, იმ თამაშის ნახევარიც არ იყო რაც ატლეტიკოსთან კაპნოუზე.


    ნიუკასლის მსგავა გუნდს რომელოც ფიზიკურად ძლიერია მეორე ტაიმში გააქრიბ ისე რო ვერც კი გიპრესინგებს ბევრის მთქმელია.

  • Rick Sanchez
    schedule 19 მარ 2026, 08:35

    სელტიკთან 2026 წელს არ გვითამაშია😜 ისე ლევანამ მესის რეკორდიც ხომ მოხსნა? 41 სხვადასხვა გუნდს რომ შეუგდო.

  • PUIOL5
    schedule 19 მარ 2026, 08:03

    ციტატა: C.PC5
    Neymar


    არაფერი არ გაგიმაზია. გოლებს რომ შეხედავ გეგონება სასწაული თამაში დადეს, მაგრამ ასე არაა, იმ თამაშის ნახევარიც არ იყო რაც ატლეტიკოსთან კაპნოუზე.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 19 მარ 2026, 07:14

    უმაგრესი გუნდი დააყენა ფლიკმა

  • C.PC5
    schedule 19 მარ 2026, 05:19

    აუ რა თამაში გავმაზე სამსახურის გამო, რამდენი რაღაც მოხდა და მე მხოლოდ ბერნალის გოლის ნახვა მოვახერხე რამდენიმე წუთით რომ ჩავრთე თამაში. მთლიანობაში შედეგი იმედისმომცემია, ფეთქებადობა ისევ იგივე აქვს ამ გუნდს რაც წინა სეზონში, რაფინიაც ზუსტად საჭირო დროს იბრუნებს ფორმას და იმედია გარსიებიც მალე შეძლებენ თამაშს, ისეთ ეტაპს მივუახლოვდით ყველა ფეხბურთელი თითქმის ერთნაირად მნიშვნელოვანია უკვე.

  • Neymar
    schedule 19 მარ 2026, 05:16

    პირველად თუ მოხდა რო ამდენი გავიტანეთ სელტიკთან და ლევერკუზენთან რა იყო მაშინ? უცნაურად გიწერიათ ეგ