“ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ “ჩიკაგო ფაირის” მაისურით სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა და “შარლოტასთან” გამარჯვებაში (2-1) დიდი წვლილი შეიტანა.
“სოლჯერ ფილდზე” ლევანდოვსკის საშინაო დებიუტის სანახავად 32 183 მაყურებელი მივიდა, “ბარსელონას” ყოფილმა ფორვარდმა კი მოლოდინი გაამართლა და გუნდს ქამბექი შეასრულებინა.
მე-18 წუთზე პეპ ბიელმა “შარლოტა” წინ გაიყვანა, თუმცა წონასწორობის აღსადგენად სულ 93 წამი იყო საჭირო – ლევანდოვსკიმ მარჯვენა ფეხით შესანიშნავი, ძლიერი და ზუსტი დარტყმით მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.
მეორე ტაიმში პოლონელმა დუბლი გაიფორმა. 68-ე წუთზე, სწრაფი შეტევის დროს, ენდრიუ გუტმანმა ბურთი საჯარიმოსთან მდგომ ლოდს გადააწოდა, რომელმაც მცველი ეშმაკურად ჩამოიშორა და ლევანდოვსკის ბრწყინვალე პასი გაუკეთა. პოლონელმაც ახლო მანძილიდან მეკარე უპრობლემოდ ჩამოიშორა და შეხვედრაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
37 წლის პოლონელმა “ბარსელონა” ცოტა ხნის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მანამდე კი, 4 წლის განმავლობაში ჩატარებულ 193 თამაშში მან თავი 120 გოლითა და 24 გადაცემით გამოიჩინა. ლევანდოვსკიმ “ბლაუგრანაში” 3 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
ეხლა გამახსენდა, ხვიჩაზე რო ამბობდნენ, რუსები. აქ რო არ ეთამაშა იმ დონეზე არ იქნებოდა რასაც ეხლა აჩვენებსო. ისე რო ჩვენც ვთქვათ, ბარსაში რო არ ეთამაშა ასეთ დონეზე არ იქნებოდაო.