workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის კომენტარი პსჟ-თან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი პსჟ-თან თამაშის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “პარი სენ-ჟერმენთან” მარცხის (1-2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

პირველი 30-35 წუთის შემდეგ მატჩს “პარი სენ-ჟერმენი” აკონტროლებდა. მოწოდების სიმაღლეზე არ ვიყავით.

ვერ ვიტყვი, რომ პსჟ-ის დონეზე ვართ.

ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ასეთი გუნდების წინააღმდეგ უკეთ უნდა ვითამაშოთ. ეს თამაში სამომავლოდ ძალიან დაგვეხმარება.

მთელმა გუნდმა ერთად უნდა შეუტიოს და თავი ერთად დაიცვას, თამაშში ყველა ფეხბურთელი ჩართული უნდა იყოს. პსჟ-ში ყველამ იცის, როგორ გამოიყენოს სივრცე.

პსჟ-მა მოგება დაიმსახურა. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ.

ვფიქრობ, პედრიმ და დე იონგმა ბევრი ითამაშეს. მათ დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მთავარი გუნდია.

მეორე ყვითელი ბარათი მენდეშისთვის? არ ვიცით, ეს რამეს შეცვლიდა თუ არა. მეოთხე მსაჯისგან მივიღე ინფორმაცია, რომ რუისის ჯარიმა იყო. ეს მომენტი კარგად ვერ დავინახე, მაგრამ ასე მითხრეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 02 ოქტ 2025, 19:15
    #11

    ციტატა: Rick Sanchez
    ფლიკის ერაში პირველად აჯობეს ბარსას პირწმინდად.


    მაინც მგონია რაფინია რო ყოფილიყო, მინიმუმ ფრე მაინც იქნებოდა. მაგარი მოტივატორია მინდორზე.

  • Rick Sanchez
    schedule 02 ოქტ 2025, 16:25
    #10

    ფლიკის ერაში პირველად აჯობეს ბარსას პირწმინდად.

  • Don_Andresito
    schedule 02 ოქტ 2025, 12:39
    #9

    პსჟ ეს არ ყავს ისეთი თავზე გადა..ლი ფეხბურთელი როგორიც იამალია, მოსვამს ენრიკე და იმიტო. არც ტორესის მსგავსი დუბელები ყავს, ყველა ბავშვი ვინც ყავს დღეს პსჟ ეს ტორესზე და ოლმოზე მაღალი დონეა. ოლმოც და ტორესიც არიან ბეტისი სევილიის დონის მოთამაშეები. კუბარსიც მაგრად ურევს, პასი პასიო და ელემენტარულ პრესინგს ვერ უძლებს, პოზიციურად ხშირად ცდება. არაუხოს პატარა ვერსიაა. გასაგებია "ბავშვია" მარა მაგით ვეღარ გაპრავდებიან ეგ და იამალი, ბარსას ძIრითადის სასტავია 2.5 წელია და "ბავშვი" აღარაა არც ერთი, მაგი ვიცი აკვანში მარტო. მაგარი უდუხო ბიჭი დგება იამალი არადა პირიქით იყო. ბოლო 2 თამაში მენდეშის დანახვაზე ჩაის..არა. იმედია ლაპორტა არჩევნებს წააგებს და ახალი პრეზიდენტი დაინახავს შეტევის გაძლიერების საჭიროებას.

  • M10 S9 D11
    schedule 02 ოქტ 2025, 12:03
    #8

    ა კაცი.დასასხმელს დაასხა წაგებაც აღიარა მიდი ფლიკ ეგრე დავიწყეთ წინა სეზონიც ლიგაზე მონაკომ მოგვიგო მარა კი აღმოვჩნდით ნახევარ ფინალში სეზონი ეხლა დაიწყო ფორმაში შესასვლელად დრო საკმარისი გვაქ

  • lesane C
    schedule 02 ოქტ 2025, 10:54
    #7

    ჩაუნამიოკა ვინც არ დარბოდა

  • joy
    schedule 02 ოქტ 2025, 10:50
    #6

    Andrinhooo, სრულიად გეთანხმები პატივცემულო, ნამდვილად მიხარია რომ ფლიკი არასოდეს არ იგონებს მიზეზებს და აღიარებს ფაქტებს. ხავი ამ შემთხვევაში დააბრალებდა მსაჯს, მინდორს, ამინდს და კიდევ მრავალ მიზეზს იპოვიდა. როგორც ფეხბურთელი ხავი ძალიან მიყვარდა, მაგრამ მწვრთნელობას სხვა ხასიათები ჭირდება

  • Barca
    schedule 02 ოქტ 2025, 10:34
    #5

    ფორვარდი და მცველია მოსაყვანი

  • Mariami Kh
    schedule 02 ოქტ 2025, 10:12
    #3

    ეს "ცივი შხაპი" ყველასთვის საჭირო იყო, ფეხბურთელებიდან დაწყებული ხელმძღვანელობით დამთავრებული. გამოჩნდა რამდენი რამ გვაკლია, გამოჩნდა რომ ცაცია მცველი, გამოკვეთილი ფლანგის მცველები და ვინგერი მოსაყვანია (ილუზიები არ მაქვს, ვიცი რომ ეს ხელმძღვანელობა ნორმალურ ტრანსფერებს ვერ დადებს). დაგვაკლდა ძალიან ჟოან გარსიას პირველი პასი, საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა როგორ დაგვეხმარებოდა ბურთის ამოტანაში, რაფინიაც დაგვაკლდა, დაუღლელად დარბის ხოლმე. ათიანზე ძირითადში მუდამ ფერმინმა უნდა დაიწყოს ხოლმე, ოლმო ზედმეტად დიდი ზარალია.
    მოკლედ, ილუზიებში არ უნდა ვიცხოვროთ არც ჩვენ და არც კლუბმა, ასეთი გუნდით დიდ შედეგებს მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დავდებთ

  • ნიკა
    schedule 02 ოქტ 2025, 10:08
    #2

    ეს ის შემთხვევა იყო რომ სათქმელიც არაფერია,ისეთი ფეხბურთი ათამაშა ლუჩომ, რომ კარგა ხანია ასეთი დომინანტური ფეხბურთი ბარსას წინააღმდეგ არ მინახავს.გაკვეთილად გამოდგება ნამდვილდ,ასეთი მაღალი დონის პრესინგი,ტემპი და ზონების ათვისება. ერთი ის გამიტყდა რომ ასე დააკოპირა ბარსას ფუნდამენტური სტილი და წაიღო საფრანგეთში.ფაქტიურად უბურთოდ გტოვებენ და შეტევის დაწყებას ჩანასახში კლავენ,რაც გაუკეთეს ინტერს ბევრი აღქრ გვაკლდა ჩვენც. რქც შეეხება ფინიშინგს,ჰაერივით გვჭირდება ალვარესი და რაფინიას დაბრუნება,ტორესის და ოლმოს იმედად ჩემი მტერი იყოს აწი.ლევანა კიდე ოდნავ სისწრაფეზეც ვეღარ რეაგირებს და დატკბეს აწი სიბერით მილანში ჯობია.

  • Andrinhooo
    schedule 02 ოქტ 2025, 09:42
    #1

    როგორ მევასები უაზრო მიზეზებს როარ ეძებ. კარგ დასკვნებს გამოიტანს ამ თამაშის შემდეგ ძია ჰანსი და წაგვადგება როგორც თქვა