არონ იააკობიშვილი ჟერარ პიკეს გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

არონ იააკობიშვილი ჟერარ პიკეს გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

ჟერარ პიკეს საკუთრებაში მყოფი გუნდი “ანდორა”, რომელიც ესპანეთის მე-2 ლიგაში თამაშობს, “ბარსელონადან” რამდენიმე ფეხბურთელის იჯარით აყვანას აპირებს. ერთ-ერთი მათგანი “ბლაუგრანას” 19-წლამდელთა გუნდის მეკარე, ქართული ფესვების მქონე არონ იააკობიშვილია.

Sport-ის ცნობით არონი ახლოსაა, “ანდორაში” ერთი წლის იჯარით გატარებას დასთანხმდეს და სათამაშო დრო ამ გზით მიიღოს. საქმე ისაა, რომ იააკობიშვილისთვის წინგადადგმული ნაბიჯი “ბარსა ატლეტიკში” დაწინაურებაც ვერ იქნება, რადგან ეს გუნდი ესპანეთის მე-4 ლიგაში გავარდა.

იააკობიშვილის გარდა “ანდორას” ერთმანეთის ბიძაშვილების, გილე და ტონი ფერნანდესების იჯარით აყვანაც უნდა. “ბარსელონა” მზადაა, გილეს ერთი წლით გაშვებას დასთანხმდეს, ტონი კი წინასასეზონოდ ჰანსი ფლიკის გეგმებში შედის.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    14 ივლ 2025, 15:34

    ციტატა: Visca barca
    ლამინე იამალმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბარსელონას საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

    მეკარე: ვალდესი;

    მცველები: მასკერანო, პიკე, პუიოლი;

    ნახევარმცველები: რონალდინიო, ხავი, ბუსკეცი, ინიესტა;

    შემტევები: ნეიმარი, სუარესი, მესი;


    იდეალური თერთმეტეულია

  • nika 54
    13 ივლ 2025, 18:25

    იააკობაშვილი ნამდვილი გვარია თუ ერთი "ა" ზედმეტად შეცდომით წერთ? არა მგონია ქართული იცოდეს ამან.

  • Visca barca
    13 ივლ 2025, 12:18

    ლამინე იამალმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბარსელონას საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

    მეკარე: ვალდესი;

    მცველები: მასკერანო, პიკე, პუიოლი;

    ნახევარმცველები: რონალდინიო, ხავი, ბუსკეცი, ინიესტა;

    შემტევები: ნეიმარი, სუარესი, მესი;

  • jacky iakovenko
    13 ივლ 2025, 11:49

    არიქა დეიწყო პრესეზონი… ხალხი მოიყარა ბაზაზე

  • Vamsdreini.1
    13 ივლ 2025, 11:32

    პიკე ბარსას ქეცბაია არის.

  • NN
    13 ივლ 2025, 10:54

    წარმატებები !