ბარსას 19-წლამდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალშია

ბარსას 19-წლამდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალშია

“ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდი უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე წარმატებით გამოსვლას განაგრძობს.

ჯგუფური ეტაპის მარტივად დაძლევის შემდეგ ახალგაზრდა კატალონიელებმა ჯერ ზაგრების “დინამოს” სძლიეს, შემდეგ “ასტონ ვილას”, დღეს კი “შტუტგარტს”.

გერმანიაში გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მასპინძლები 29-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ მე-40 წუთზე არნაუ პრადასმა გაათანაბრა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი იან ვირხილიმ წინ “ბლაუგრანა” გაიყვანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

“ბარსას” კარში ქართული ფესვების მქონე არონ იააკობიშვილი იდგა, რომელსაც მორიგი კარგი მატჩი ჰქონდა. არონმა 8 დარტყმა მოიგერია, აქედან რამდენიმე რთული.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ბარსელონას” კიდევ ერთი გოლის მარტივად გატანა შეეძლო. საქმე ისაა, რომ ბოლო წამებზე “შტუტგარტის” მეკარე კატალონიელთა საჯარიმოში იყო ჩასული, სტუმრებმა შეტევა მოიგერიეს, კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ის იყო, ცარიელ კარში უნდა გაეტანათ, რომ მსაჯმა თამაში დაასრულა.

1/2-ფინალში “ბარსელონას” მეტოქე “ალკმაარსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამარჯვებული იქნება. ეს შეხვედრაც დღეს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი ერთმანეთს “ზალცბურგი” და “ტრაბზონსპორი” დაუპირისპირდებიან.

“ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდს უეფას ახალგაზრდული ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული, რაც “ჩელსისთან” ერთად საუკეთესო შედეგია. კატალონიელებს კარგი შანსი აქვთ, წელს ამ მაჩვენებლით ერთპიროვნულად გალიდერდნენ. თუმცა თავის მხრივ “ალკმაარსა” და “ზალცბურგს” აქვთ შანსი, “ბარსელონასა” და “ჩელსის” დაეწიონ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • marksheideri
    03 აპრ 2025, 17:55

    ციტატა: nika 54

    ციტატა: mari

    ციტატა: me da barca
    ალკმაარს შეხვდებიან.
    ალილუია, ბარსა ბ-ს მოუგია როგორც იქნა, თუმცა ეს არაფერს შველის.


    რას ჰქვია ,,მაინც არაფერს შველის"???,
    wink რატომ არ შველის?


    ალბათ ჩემპიონატზე ლაპარაკობს, სადაც არ აქვს საქმე კარგად.

    სხვადასხვა გუნდები არიან. ესენი ცხრამეტწლამდელები არიან, რომლებიც თავიანთ ლიგაში პირველ ადგილზე არიან 6 ქულის უპირატესობით თან მხოლოდ 4 ტური დარჩა და ახალგაზრდული კოპა დელერეიც მოიგეს.

  • nika 54
    03 აპრ 2025, 16:53

    ციტატა: mari

    ციტატა: me da barca
    ალკმაარს შეხვდებიან.
    ალილუია, ბარსა ბ-ს მოუგია როგორც იქნა, თუმცა ეს არაფერს შველის.


    რას ჰქვია ,,მაინც არაფერს შველის"???,
    wink რატომ არ შველის?


    ალბათ ჩემპიონატზე ლაპარაკობს, სადაც არ აქვს საქმე კარგად.

  • mari
    03 აპრ 2025, 14:31

    ციტატა: me da barca
    ალკმაარს შეხვდებიან.
    ალილუია, ბარსა ბ-ს მოუგია როგორც იქნა, თუმცა ეს არაფერს შველის.


    რას ჰქვია ,,მაინც არაფერს შველის"???,
    wink რატომ არ შველის?

  • me da barca
    02 აპრ 2025, 22:07

    ალკმაარს შეხვდებიან.
    ალილუია, ბარსა ბ-ს მოუგია როგორც იქნა, თუმცა ეს არაფერს შველის.

  • MESSI 2017
    02 აპრ 2025, 21:24

    წინა თაობამ რომ მოიგო ვერ გამოვიყენეთ <<ცენზურის დარღვევა>> მწვრთნელების წყალობით და ახლა მაინც

  • cruyff9
    02 აპრ 2025, 20:26

    ძალიან მაგარი გუნდია,მოიგებენ მესამედ❤️❤️❤️