“ბარსელონას” “ბარბასტროსთან” მატჩში (0-4), დაახლოებით 181 დღის გამოტოვების შემდეგ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რონალდ არაუხო დაუბრუნდა.
არაუხომ მძიმე ტრავმა 7 ივლისს ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში ბრაზილიასთან გამართულ კოპა ამერიკის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მიიღო. 25 წლის უკანახაზელი მას შემდეგ დღემდე უთამაშებელი იყო. რონალდი “ბარბასტროსთან” შეხვედრამდე “ბლაუგრანას” მაისურით ბოლოს დაახლოებით 230 დღის წინ, 19 მაისს, “რაიოსთან” დაპირისპირებაში ვიხილეთ, როდესაც “ბარსას” ჯერ კიდევ ჩავი ერნანდესი წვრთნიდა.
ოპერაციისა და მკურნალობის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ არაუხო სრულად დეკემბრის დასაწყისში გამოჯანმრთელდა, მაგრამ მისი დაბრუნება “ბარბასტროსთან” მატჩამდე გადაიდო, რომელშიც ჰანსი ფლიკმა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.
რონადლ არაუხომ, რომელმაც გუნდს უკაპიტნა, ინიგო მარტინესთან ერთად დაცვის ცენტრში შესანიშნავად ითამაშა და თავი შეტევაშიც გამოიჩინა. ერიკ გარსიას პირველი გოლი სწორედ ურუგვაელმა გაატანინა.
55 დღის უქმობის შემდეგ დაბრუნდა ანსუ ფატიც. მიმდინარე სეზონის დასაწყისში მიღებული ტრავმის მორჩენის შემდეგ ახლადგამოჯანმრთელებულმა ფატიმ მალევე მორიგი დაზიანება მიიღო, მაგრამ ანსუმ ეს ყველაფერი უკვე უკან მოიტოვა და ის 2025 წელს შემართებითა და ახალი გამოწვევებით იწყებს.
ფატი მოსაცილებელია საჩქაროდ, გააჩუქონ თუ უნდათ.
10 იანი ოლმოს ადგილია რავი მაინც ამ სეზონში ეგრე მოჩანს
იამალმ თუ 10 ზე გაამართლა ოლმოს მარცხნივ უწევს ფლანგზე და ეგ უარესია მგონი
რაფინიას გამოუჩნდა კონკურენტი.
კი გადამწყვეტი თამაში იყო ზუსტად პსჟთან რაც ქნა და იმედია გამოასწორებს ეგეთ ქაჯობებს და კონტრაქტის თემებს დანარჩენი გეთანხმები გუნდის ხასიათი მართლა სხვა დონეზე არის როცა ეგაა
Ძაან გვჭირდება არაუხო! აი ძაან! Არც ეგეთი დებილია როგორადაც შეფუთეს)) მშვენივრად ჩაჯდება ამ დაცვის სისტემაშიც, კი მაინცდამაინც იდეალური პასი არააქ მარა სამაგიეროდ დაცვით ასპექტები უკონკურენტოა, თანაც გუნდელებზეც მოქმედებს მისი ყოფნა ძაან მაგრად. Სად კუბარსი რო ეგუება კუნდეს დამზღვევად და სად არაუხო😃 პაუს არ ვუწუნებ არაფერს პირიქით ვგიჟდები მაგ ბავშვზე მარა არაუხოსნაირი ტიპები დიდ თამაშებში გადამწყვეტი ფიგურები არიან. Რეალთან მაგაზე უფრო ვის იმედად უნდა ვიყოთ? Ეგ და გავი გუნდს სხვა სიცოცხლეს მატებენ და კარგია რომ დაბრუნდნენ გუნდს მრავალფეროვნებას შემატებს❤️
არაუხოს დაბრუნება ძალიან წაგვადგება, ფატიზე კი არამგონია.