სიუტატ ესპორტივაზე, “ბარსელონა” “გრანადასთან” 11 იანვარს, 23:55 საათზე გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
გუშინ გუნდმა, დასვენების დღეების დასრულების შემდეგ, ვარჯიში განაახლა, დღეს კი სავარჯიშო ბაზაზე მორიგი სესიისთვის გამოცხადდა.
დღევანდელ სესიაზე პირველი გუნდის ჯანმრთელ ფეხბურთელებს “ბარსა ატლეტიკიდან” უნაი ერნანდესი, პაუ ვიქტორი, ექტორ ფორტი, პაუ კუბარსი, მარკ კასადო და მიკაილ ფაი შეუერთდნენ, ასევე ივარჯიშეს კიმ ჟუნიენტმა და ბრაიან ფარინიასმა, რომლებიც 19-წლამდელთა გუნდის წევრები არიან.
დაბადების დღის აღნიშვნა სიუტატ ესპორტივაზე
დღე ბარბექიუთი დასრულდა. გუნდმა სერჟი რობერტოს 32-ე იუბილე აღნიშნა.







და მაყალი სად არის, მოედნის ცენტრში უდგათ?
ფაისაც მიცემს დროს იმედია