პაუ კუბარსი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. 19 წლის ცენტრალური მცველი “ბარსელონას” პირველი მოთამაშეა, ვინც ეს ჯილდო მიიღო.
FIFA მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს 2006 წლიდან ასახელებს. აქამდე ეს ჯილდო მოუგიათ ლუკას პოდოლსკის, თომას მიულერს, პოლ პოგბას, კილიან მბაპესა და ენცო ფერნანდესს.
პაუ კუბარსიმ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარა. მან გააკეთა 690 პასი, რაც როდრის (799) შემდეგ საუკეთესო შედეგია. კუბარსის 668 გადაცემა ზუსტი გამოდგა, რაც ასევე მეორე საუკეთესო შედეგია როდრის (747) შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთ დაცვით სტატისტიკაში, როგორიცაა მაგალითად ართმევა, მოგერიება, წარმატებული ვარდნა ან დაბლოკილი დარტყმა, არც პაუ კუბარსი და არც რომელიმე ესპანელი ფეხბურთელი არ ფიგურირებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “ფურია როხას” სათამაშო სტილს, რომლის წყალობითაც ესპანეთი შეტევებს კი არ იგერიებს, არამედ მეტოქეს შეტევის საშუალებასაც კი არ აძლევს.
ულაპარაკოდ
ძალიან ზეკლასი დადო ბავშვმა🛡️
იამალს თავში აქვს ავარდნილიო და ტიპმა მსოფლიოზე ყველა ლიდერთან მივიდა გადაეხვია მაგრამ ამას კი არ დაინახავენ მახათა კამანდა იიი უზდელი ბავშვია თავში აუვარდა იიი😂💩
ფეხბურთის ღმერთი ერთია და ეს ლეო მესია, ამას წყალი არ გაუვა მაინც. ტიპმა რა გუნდი გაიყვანა უბრალოდ ფინალში, ფაქტიურად სკალონიმ თავისი უაზრო გეგმით და ენცომ ყველაფერი ჩყალში ჩაუყარეს კაცს, განა პენალტებამდე რო მისულიყო საქმე ვინ იცის რა მოხდებოდა? როგორი უცნაურიც არუნდა იყოს, ბოლომდე ვერ გამომიკეთებია ხასიათი იამალის და სხვა ჩვენი ბიჭების მსოფლიოთი, რადგან ლეოს მარცხმა ძალიან დამამწუხრა და გული დამწყვიტა.
Ახლა ბარსაში დაბრუნდებიან და კუბარსი წითლებს აიკიდებს, იამალა იპოხუისტებს და ფერანა ყველაფერს გამაზავს
სწორ ტაკტიკაში არის ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში.იმედია ფლიკი მიხვდება დავდაწევს ოდნავ დაცვას
აი ახლა მთელი ყურადღება მაქვს ბარსას ბორდზე, რომელსაც ბევრი ცვლილება აქვს განსახორციელებელი.
ჯერ იმით დავიწყოთ რომ აუცილებლად მცველი და ფულბექებია მოსაყვანი, მერე ვთქვათ ისიც რომ საყრდენია მოსაყვანი და ბოლოს თავდამსხმელიც საყიდელია.
1. ცენტრალური მცველი
ჩემი აზრით ამ წამს ლაპორტი ყველაზე იდეალურ ვარიანტად გამოიკვეთა, იმის გათვალისწინებით რომ იაფიც დაჯდება, თავადაც მგონი სურვილიც აქვს, ესპანელია, ლიგას იცნობს, ვნახეთ კუბარსისთან რა დუოც შექმნა და ძალიან ჰგავს ინიგოს სიტუაციას. ახლა 32 წლისაა და ასე მგონია რომ 2 სეზონი მაინც ითამაშებს, შემდეგ კი ან ეს მარტინი მოგვიმწიფდება ან კიდევ სხვას ვიპოვით, ყოველშემთხვევაში ახლა უკეთეს ვარიანტს ვერ ვხედავ ამ ყველაფრის გათვალისწინებით.
2. ფულბექები
პირველი ვისაც მოვიყვანდი სპენსია, უკვე 1 წელია მაგ ბიჭზე ვიწერები და იმ პირობებში როცა მადრიდი მგონი ოლისეს ყიდულობს, აუცილებლობა მგონია რომ ბალდე სპენსით ჩავანაცვლოთ, რადგან სასწაულ დაცვას თამაშობს, სპენსი-რაფინია ან სპენსი-გორდონი, იმენა არავის გაახარებენ, ძალიან სწრაფიცაა, ლამის გაუვალი ფულბექია, შეიძლება დაცვით ასპექტებში საუკეთესო ფულბექიც იყოს და ვინაიდან იმენა დაცვის გაძლიერება გვჭირდება მაგისთვის იდეალური მგონია. ბალდე კი ჩვენია და გვიყვარს როგორც ლამასიელი, მაგრამ მგონია რომ ძალიან ფაფხურაა და შეტევაშიც საკმაოდ არასტაბილურია, ამიტომ მირჩევნია რომ ეთ ლისთ საუკეთესო დამცველი ფულბექი მყავდეს, რომელიც შეტევაში დიდი ვერაფერია, ვიდრე ორივე ასპექტში ძალიან არასტაბილური ფეხბურთელი, რომელიც ისედაც არაა ბარსას სტილისა და ინტელექტის მქონე. თან ბალანსიც გაჩნდებოდა იმ კუთხით რომ დიდ თამაშებში თუ სპენსს დააყნებდი, გახსნილ თამაშებში კანსელუც იდეალურად გაქაჩავდა, აი ბალდეს კი ვერსად ვერ ენდობი.
აი მარჯვენა ფლანგი ძალიან რთული განსაჭვრეტია, მაგრამ ესეთი კუნდეს შენარჩუნება რამდენად ღირს არ ვიცი. ესე უკეთესი ტიპიც არ ჩანს, ვითიც ჩაანაცვლებ და იტყვი რომ უეჭველი უკეთესი იქნება, მაგრამ მგონია რომ არასწორია მაგ ფლანგის ისე დატოვება როგორც არის. ჩემი აზრით ვინმე კონკურენტი უნდა მოუყვანონ და შეეშვან ლამასიელებით ჩანაცვლებას, რადგან საჭიროა რომ ცოტა კონკურენცია მაგანაც იგრძნოს. ესე ზოგადად კაია იამალთან დუეტში და თუ ფორმა დაიბრუნა ოვეროლ შეუძლია რომ საუკეთესო მარჯვენა ფულბექობაზეც გაიწიოს, ამიტომ ჰაერზე მოსაშორებელი კაციც არაა, მაგრამ სიტუაციას ისეც ვერ დავტოვებთ როგორც ახლაა.
3. საყრდენი
იმ პირობებში როცა კასადოს ვყიდით და დეიონგი 4 თვით აილეწა (ისედაც არ იყო ნომინალური საყრდენი) მგონია რომ როდრიზე ან ზუბიმენდიზე უნდა გავიწიოთ. როდრის მითუმეტეს 1 წელი დარჩა კონტრაქტში და ასე თუ ისე იაფად დავითრევთ, ზუბიმენდი კი არსენალში ვერ მოიხოდა ისე როგორც საჭიროა, მაგრამ ნაკრებში პედრი-მერინოსთან ერთად ყოველთვის საოცარ ტრიოს ქმნის. ჩემი აზრით სადღაც 50-60ში შეგვეძლება რომ ან ერთი ან მეორე დავითრიოთ და გასამაზი არაა ეს შანსი.
მაშინ როცა საყრდენზე როდრი-ბერნალი გყავს, 8იანზე დეიონგი, პედრი, გავი, ხოლო 10იანზე ლოპესი-ოლმო, მგონია რომ ვერცერთი ნახევარდაცვა ვერ დაგიდგება და ზუსტად იმას გააკეთებ რასაც ეს ესპანეთი უკეთებს თავის ოპონენტებს. ამით დაცვაც დაბალანსდება და შეტევაც ნაკლებად დაიხარჯება პრესინგზე, რითაც ძალები უფრო დაიზოგება და ტრავმიანობის რისკი მოიკლებს.
4. სტრაიკერი
ზოგადად ალვარესთან მიმართებაში დიდი ხანია გაორებული წარმოდგენები მაქვს, რადგან როგორც ფეხბურთელი ჯერ კიდევ 2021იდან მოყოლებული მომწონდა, მაგრამ ვინაიდან კარმების მწამს, სულ ვამბობდი რომ ატლეტიკოსთან არ შეიძლება რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ თუნდაც მესი ჰყავდეთ.
ამ მსოფლიოთი მგონია რომ ალვარესზე ვერ იმსჯელებ, რადგან როგორც ყოფილ სპორტსმენს ძალიან კარგად მესმის რამხელა ფასი აქვს ჯანსაღ მენტალობას და რაც მაგ ბიჭს მთელი სეზონია ატლეტიკოში გამოატარეს და მერე კიდევ მაინცდამაინც ამ მსოფლიოზე აფეთქდა ეს სატრანსფერო ბუმი, საერთოდ არ მიკვირს რომ ვერ ითამაშა, თუმცა რასაც ვაფასებ ისაა რომ როგორც შეეძლო მაინც ბოლომდე დარბოდა, აპრესინგებდა და როცა მას ვუყურებ ვხედავ ზუსტად ფლიკის პროფილის ფეხბურთელს. ასევე დელაფუენტზე ვფიქრობ რომ გენიოსია, ჯერ მარტო ესპანეთს რასაც ათამაშებს ეგ რად ღირს და მერე რომ იგებ რომ თურმე სკალონი და ირაოლა მწვრთნელებად მისი გამოზრდილები არიან ხო საერთოდ ხვდები რამხელა ფიგურაცაა, ხოდა ეგეთ კაცს რომ ეკითხებიან ამ ესპანეთში ვის დაიმატებდიო და მთელი მსოფლიოს ტალანტებიდან მაინცდამაინც ალვარესს რომ პასუხობს, ესე იგი მაგ ბიჭს მართლა აქვს ღირებული უნარები ხო?!
მაგრამ პრობლემა ატლეტიკოს პოზიცია და ფასია.. მე მგონია რომ ტიპში, რომელშიც 150მს იხდი, მოედანზე სასწაულებს უნდა აკეთებდეს და მომენტებში როცა თამაში არავის მისდის, მთელი გუნდის მობმა და გარდატეხის შეტანა უნდა შეეძლოს, ალვარესი კი მთლად ასეთი ფეხბურთელი ჯერჯერობით არაა, კი ჰქონია ქლაჩ მომენტები, მაგრამ ჯერჯერობით არასტაბილურია.
კარგი ისაა რომ ახლა შედის პრაიმში და ჯერ ჯერობით მასზე აწყობილი, შეტევაზე ორიენტირებული გუნდიც არ გვინახია შესაბამისად სავსებით შესაძლებელია რომ ბარსას დააკვდეს და რამდენიმე წელი ძალიან დიდი პრობლემა მოგვიხსნას, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდებია. უბრალოდ ატლეტიკომდე მისი განვითარება ძალიან კარგად მიდიოდა, ატლეტიკოში წასვლით კი დიდი შეცდომა დაუშვა და ისეთ გუნდში მოხვდა რომელიც სტილისტიკურად მისი შესაფერისი არაა, ხოლო მენტალურად ფაქტია რასაც უკეთებენ.
ერთი სიტყვით ახლაა გარდამტეხი ეტაპი და თუ ტიპმა იმდენი გააკეთა რომ ატლეტიკოს მისი გაყიდვა აიძულა, მაშინ რავი, გას*ყვნია პატრონი ყველანაირ ვარაუდებს, მე ზუსტად ესეთი ბიჭები მინდა ბარსაში და არა კუკურელიას მსგავსები. ხოლო თუ ხელი ჩაიქნია და არაფერი მოიმოქმედა არც მაგაზე დამწყდება გული, რადგან ამ მომენტისთვის არაა ერთადერი ვარიანტი და სხვა რაღაცის მოფიქრებაც შეიძლება.
აი რაც შეეხება ტორესის სიტუაციას, ბარსამ თუ ეგ გაყიდა, მართლა ვერ ამოვლენ ჩემი ყბიდან. სულ იმას ვიძახდი რომ მაგ ბიჭის პრობლემა მენტალობაა და აი გუშინს მერე მგონია რომ საოცრად მოიხოდება, ხოდა ახლა არანაირად არ შეიძლება მაგისი დაკარგვა, შესთავაზონ ყველაფერი, მიუგზავნონ პედრი და როგორც უნდათ ისე დატოვონ, აი ნახავთ მომდევნო წელს ეგ რეებს იზამს, დაჟე ღმერთმა არ ქნას და იმ პსჟ-ში თუ წავიდა, სადაც დემბელე მოხოდეს, შეიძლება მომდევნოზე ტორესი ვნახოთ ოქროს ბურთით ხელში, ამიტომ.. ახლა არ უნდა დავუშვათ ეგ შეცდომა.
გუნდშიც ეგრე გააგრძელე თორე არ გვეშველება არაფერი
ფლიკის ბარსას ხელში შეუძლებელია დაცვაში ასე ითამაშოს სათამაშო სტილიდან გამომდინარე. ვითამაშოთ ესპანეთივით და ესეც იგივე დონეს დადებს.
სუპერ ბიჭია🏆⚽
იმდენი ეძახეს ფიფა ბოი, სანამ მისთვის პერსონალურად განკუთვნილი ტიტული არ წაართვეს
იმენა ყველანირად მესი უნდა გამხდარიყო საუკეთესო ფეხბურთელი
და ისტორიაში 3 ჯერ არავის ექნებოდა
მამენტ არც ორჯერ არავინ გამხდარა,
ამასობაში როდრი 3 (მსოფლიო+ლიგა+ბალონდორი) , ვინც მოიგო იმ ფეხბურთელებს შეურთდა.
კუ კუ კუბარსიი. ჩაკვდა საიტი.