თუ ხელმძღვანელები ეჭვობდნენ კიდევ 1-2 კარგი ტრანსფერის გაკეთებაზე, ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეჭვები გაფანტულია. “ბარსა” აუცილებლად ყველა რგოლში მაქსიმალურად დაკომპლექტებული უნდა შეხვდეს ლიგის თამაშებს, რადგან სიკვდილის ჯგუფი გვერგო. თან ამ სიკვდილსაც ხომ გააჩნია, “ბაიერნი” გვხვდა წილად. ისტორიულად, ყველაზე უხერხული მეტოქე. ჩემი კოშმარები სათავეს 1998/99 წლების სეზონიდან იღებს, მაშინაც სიკვდილის ჯგუფი იყო, ფერგის “მანჩესტერი”, ჰიცფელდის “ბაიერნი” და ვან გაალის “ბარსა”, ჩვენი გუნდი 100 წლიან იუბილეს ზეიმობდა, ამასთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება ჩატარდა, ლიგის ფინალი კი “კამპ ნოუზე” შედგა. სეზონის წინ ისეთ შემადგენლობას მოუყარეს თავი, რომ ყველა ტიტულისთვის უნდა გვებრძოლა, მაგრამ “ბაიერნმა” ყველაფერი გააფუჭა. ზუსტად რომ “ბაიერნმა” ჩაგვტოვა, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა” ბევრ კომპონენტში სჯობდა. ფინალში “ბაიერნი” და “მანჩესტერი” გავიდნენ, მერე რაც მოხდა, ლეგენდარულ ისტორიად იქცა, ვიღაცისთვის ჭრილობად, ვიღაცისთვის უზომო სიხარულად.
შესაძლოა, “ბარსას არ გაუსვრია, მაგრამ “კამპ ნოუმ” ძალიან დიდი ნაიარევი დაუტოვა გერმანელებს. არ უყვართ ეს სტადიონი, როგორ უნდა უყვარდეთ იმის მერე?
ურთიერთშეხვედრებს, ორ ფილოსოფიას, კრუიფსა და ბეკენბაუერს რაც შეეხება, ამაზე ვწერდით თავის დროზე, ზუსტად წილისყრის შემდეგ დაგვიწერია, იმ კოშმარის წინ, რაც თავზე დაგვატყდა, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, – აი, აქ.
არც მანამდე გვქონდა კარგი მოგონებები, ლისაბონმა სულ სხვა სიმძაფრე შესძინა ამ დაპირისპირებას, ამჟამინდელი ჯახი კი დამატებით ინტრიგას ატარებს. მთავარი ამ ინტრიგაში, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკია. გერმანელებმა ვერ გაიგეს, რატომ გაცვალა ლევანდოვსკიმ მწვერვალზე მყოფი კლუბი გარდაქმნის ეტაპზე მყოფ კლუბში, არც მაშინ ესმოდათ, არც ახლა ესმით, დიდად შეურაცხყოფილნი დარჩნენ, ენა აღარ გაუჩერებიათ და ჟოან ლაპორტას, ამ დიპლომატიაში მოთავსებულ კაცს ათქმევინეს, ყველამ თავის გერმანელ მამიდას მიხედოსო.
ცეცხლი აინთო და ნავთი დაასხეს ზევიდან!
არსებობს კონსპირაციის თეორია, უეფა შეგნებულად აწყვილებს კლუბებს ისე, რომ მათი დაპირისპირება მაქსიმალურად ნახვადი და შესაბამისად, შემოსავლიანი იყოს. ამიტომ მოხვდა ახალგადმოსული იბრა პირველივე წელს “ინტერთან” ერთად ჯგუფში, გათეთრებული კაკა “მილანთან” და ასე შემდეგ, თუმცა, მცდარი და ალოგიკური მოსაზრებაა, რადგან, ნამდვილად ასე რომ იყოს, პირველ რიგში პსჟ იქნებოდა “ბარსას” მეტოქე, აბა რა უნდა ყოფილიყო იმაზე სანახაობრივი, ვიდრე მესის დაბრუნება საფეხბურთო ტაძარში?!
არც ის დაგვავიწყდეს, რომ გამდრიდებული ბექჰემი ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს დაბრუნებულა “ოლდ ტრაფორდზე”. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, წილისყრისა და უბრალო ბედისწერისა დავიჯეროთ, საფეხბურთო ღმერთებს ასე მოუნდათ, პოლონელის ხილვა სურთ გერმანელების წინააღმდეგ.
“ბარსა” იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე წინა წელს იყო ჯგუფურ ეტაპზე. მაშინ უშანსოდ დავმარცხდით, “ბაიერნი” ორი თავით მაღლა იდგა. ახლა უფრო მეტს ველით, რასაკვირველია.
“ბარსა” გაძლიერდა, “ბაიერნზე” კი ვერ ვიტყვით, რომ დასუსტდა, კიბატონო, ლევანდოვსკი დაკარგეს, მაგრამ, არც მანე გამოიყურება ურიგოდ, თითქოს უფრო მეტი სისწრაფე შესძინა გუნდს, მანე, სანე, გნაბრი, საოცარ სისწრაფეზე თამაშობენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ძლიერი განაპირა მცველი.
ეგ კი არა, ამ წილისყრის მერე “ბარსა”, შესაძლოა ბერნარდუს მიუბრუნდეს, თან ისე, რომ ფრენკიც არ გაუშვას გუნდიდან, სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. ლაპორტა ვაბანკზე წავიდა, ყველაფერი ამ სეზონზე დადო და პირველივე წილისყრამ ზურგი აქცია, – ან ყველაფერი, ან არაფერი. სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ყოველგვარი რისკი გამართლებული იქნება.
“ინტერი” ახლა უკეთესი გუნდია, ვიდრე წინა სეზონში. მათ ბოლოს ვალვერდეს ეპოქაში ვეთამაშეთ. ბესიკ ხარანაულად წოდებული ვალვერდე დიდად არ მოგვწონდა, რადგან “ბარსას” იდენტობისგან არაფერი დატოვა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზებული გუნდი ჰყავდა და შედეგს უპრობლემოდ დებდა, (თუ ორ კატასტროფას არ ჩავთვლით ლიგის პლეი-ოფში). “ინტერს” ვაჯობეთ, მეორე მატჩში “ბარსას” თავი არ ჰქონია მოსაკლავი და შესუსტებული შემადგენლობით გავიდა მოედანზე, ვალვერდეს აქიმარებდა, მისმა გუნდმა კი “ინტერი” ჯგუფში ჩატოვა, ანსუ ფატის წყალობით. “ინტერი” “ბარსას” გამო ორჯერ ჩარჩა ჯგუფში და ახლა არ იქნებიან კარგ ხასიათზე.
“ინტერში” ლუკაკუ დაბრუნდა. ფეხბურთელი, რომელიც დიდ გუნდებთან მოედანზე არ ჩანს. თითქოს ურთულესი ამბავია, რომ ამხელა კაცი მოედანზე არ ჩანდეს, მაგრამ, დიდ გუნდებთან, დიდ მატჩებში ასე ხდება, ლუკაკუს უჩინმაჩინის მოსასხამს მოარგებენ და კაციშვილი ვეღარ პოულობს. გადასარევი ინდიკატორია იმის გასაგებად, უკვე დავუბრუნდით საჭირო სიმაღლეს, თუ ვერა, ლუკაკუმ თუ გოლი შეგვიგდო, ესე იგი, ჯერ კიდევ კრიზისში ვართ. იმ გახსენებულ მატჩში კი გაგვიტანა, მაგრამ ხომ ვთქვი.. შესუსტებული შემადგენლობით ვიყავით.
მეოთხე გუნდი “პლზენია”.
მათი მიზანია, ვინმეს ერთი ქულა წაგლიჯონ. ვისაც წაგლეჯენ, ის გახდება აუტსაიდერი.
ასეთი ამბავია. მოსაწყენად არ გვეცლება.
ახლა კი კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ამბავი. მოგეხსენებათ, ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, ამიტომ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, ორი ნოემბრისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს. სექტემბერ-ოქტომბერში 5 ტური ჩატარდება, 1-2 ნოემბერს კი უკანასკნელი. ყველაფერი ელვის სისწრაფით ჩაივლის.
ძალიან, ძალიან უცნაური სეზონი გველის, უცნაური და საინტერესო, ყველა შემთხვევაში დრამატული, რომელიც ან დიდ სიხარულს მოიტანს, ან დიდ მწუხარებას, ამ სეზონში სხვაგვარად არ გამოვა. აბსოლუტურად ყველაფერი სასწორზეა შეგდებული.
ბაიერნი უნდა წაიკუზოს. მიულერის დაჭყანულ-დაჯღანული სახე უნდა ვნახო. …და არა მარტო მისი, მთელი სანემცეთის. ლევანამ გლანდები უნდა შეუმოწმოს მთელ ბავარიას.
რეალს კიდია ბურთის ფლობა ერთი დაჭერაც საკმარისია რო გოლი გაიტანოს.. კონტრშეტევა რეალს როაქ. .იმიტო იკიდებს თამაშს და ბურთსაც ძირითადათ.. მთავარიაა გაძლოს ბარსამ. ბავარიას დაჩოაება არა მარტივი საქმე.ცხენებივით არიან არ იღლებიაან. იგებენ აგებენ კიდიათ მაინც გოლზე ფიქრობენ..8:2 რო ეთამაშებოდნენგეგონება 2:2 იყო კიდე გოლზე ფიქრობენ..
ყველაზე ცუდ შემთხვევაში პლზენს ორივე თამაში უნდა მოვუგოთ , ინტერს მინიმუმ ერთი და ფრე და ბავარიასთან ერთი ფრეც კარგი იქნება , მაგრამ მაინც მგონია რომ პირველი ადგილით გავალთ
ჩამოწერს ბარსამანიაზე უკვე გუნდი😂😂😂😀 და ღადაობა ისა რომ თითქოს ინტერი არაფერი გუნდი არა და აი ცდებით ინტერი ბავარიას ერთ თამაშს მოუგებს აგერ ნახავთ თუ არა.როგორც ჩვენთვისა რთულო ეს ჯგუფი ზუსტად ეგრეა ბავარიასთვის წინასწარ ნუ იცით ეს პესიმისტურო პროფესრორობა😂
სიკვდილის არა მიქელას ჯგუფი, კარგია გუნდს მოდუნების შესაძლებლობა არ ექნება იმედია ტრქნმვები არ იქნება და მჯერა ბაიერნსაც და ინტერსავ ჩავხევთ
ბაიერნის ჯგუფში ჩატოვების შანსიც არსებობს ასე თუ ისე;
ეგ იქნება საუკეთესო შურისძიება!!!
ინტერთან არ ექნებათ გერმანელებს დალხენილი თამაში, ლუკაკუ, ჯეკო, ლაუტარო, ხოაკინი… ცეტნრში ბარელა, ბროზოვიჩი და ალხანა… ლიგის რამდენიმეჯერ მომგები გრანდია, ბაიერნი ყავს ფინალში უშანსოდ დამარცხებული, მერეც გაგდებული ფლეი-ოფიდან
მართალი ხარ რა შედარებაა იმათ და ამათ შორის, მაგრამ ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ მოედანზე და არა მწვრთნელი, მითუმეტეს გულშემატკივრები.. ფულბექი იასნია 2ივე მხარეს ჰაერივით გვჭირდება თორე ისე წარმოუდგენელია დიდი მიზნები..
მთავარი მიზეზი წარუმატებლობის ის არის, რომ თავიდანვე შეშინებულები და დამარცხებულები გავიდნენ მოედანზე. ახლანდელი ბაიერნი საერთოდ არაა ეგეთი ძლიერი როგორც ჩანს, უპრობლემოდ უნდა მოვუგოთ
როცა ჯგუფიდან 2 გუნდი გადის, როცა ყოველ მეტოქესთან თითო თამაში გაქვს საკუთარ კედლებში, იქ რომ გრუპაში საერთოდ ბავარია, სიტი, რეალი გყავდეს, თავმოყვარე გუნდმა წინასწარ რატო უნდა ჩამოყარო ყურები? და თუ "გრანდს" ინტერი პლზენთან გეშინია თამაში, მაშინ რატო არსებობ საერთოდ, წადი დაიწვი თავი :))) და იგივე თამაშს თუ ვაპირებთ რაც აინტრახტთან ვიკადრეთ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ვინ გვეყოლება ჯგუფში?
მთავარია ლევანდოვსკის გუნდი არ აერიოს და ავტოგოლები არ ყაროს და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება..
რთული ჯგუფია ძალიან მარა არი შანსი მინიმუმ მეორეზე მაინც უნდა გავიდეთ და თუ კარგად შეთამაშდა გუნდი ბავარიასაც გავუწევთ კონკურენციას მითუმეტეს ორი თამაშია და თუ რამის მოგება უნდა გუნდს ასეთი თამაშები უნდა მოვიგოთ
კარგი ხარ ავტორო როგორც ყოველთვის, მაგრამ შემადგენლობის მხოლოდ თავმოყრას რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა და მითუმეტეს გადამწყვეტი, ზემოთაც ახსენე..
ასეთი დონის ჯგუფში პროფესიანოლიზმთან ერთად მთავარია რწმენა და თავდადება ყოველი მატჩის წინ, მაგრამ ვინ შეიძლება მისცეს ეს რწმენა ამათთვის უკვე ავადასხსენებელ ბავარიასთან ეგ ნამდვილად არ ვიცი :))) (ჩავი თუ ლევანდოვსკიმ) ???
რთული ჯგუფია მაგრამ პირველზეც გასვა შეგვიძლია მთავარია მონდომება და გამარჯვებულის მენტალიტეტით გამოვიდეთ მოედანზე, არავიზე ნაკლები გუნდი გვყავს ყველაფერია შესაძლებელი visca barca
სტამინაზე უნდა ამუშაოს გუნდი ხავიმ 60წუთის მერე არუნდა იღლებოდნენ რეალს შეხედონ ბებერი მოდრიჩი რაშვება ნახევარ დაცვაში დარბის სულ ეს იმიტო რო პინტუსის დამსახურებაა ფიზიკურად რო მოხოდა ყველა ესე უნდა მოხდეს ბარსაშიც თუ გამარჯვება გვინდა ვილიარეალივით უნდა მივიქცეთ კონტრაზე უნდა შევნიღბოთ ამისთვის დემბელე და რაფინია დაგვჭირდება აღარაა ის ფეხბურთი რასაც ჩვენ ვითხოვთ ტიკი ტაკა კარგია ბარსელონას სტილია ეს და სულ იქნება უბრალოდ მთავარი ეხა შედეგია რეალს ყველა ჯობდა ლიგაზე წელს მაგრამ 3 დარტყმით იგებდა თამაშებს და ბოლოს ლიგის ფინალში 1 დარტყმით მოიგეს ასე უნდა ქნან ბავარიასთანაც ვალოდიას ფუტბოლი უნდა იყომარონ მარა არ დამდგარად სივრცე უნდა ცაუკეტო ბავარიას რაც შეეხება მანე კომანი გმაბრი მაგარუ ფორმაშია არიან და სანესი რაგითხრათ ძაან ცუდია
მოკლედ მთავარი ბაიერნთან სახლში მაინც არ წავაგოთ, ინტერთან კი სტუმრად. მე მგონი ამის შემდეგ ჯგუფიდან გასვლა არ იქნება შეუძლებელი.
ძალიან რთული ჯგუფია ნამდვილად, მაგრამ ბოლომდე დახარჯვა მოუწევს გუნდს და გამოჩნდება ბევრი რამ რაც სეზონის ბოლოსთვის მოძლიერების საშუალებას მისცემს გუნდს. ბაიერნს რაც შეეხება თუ დააკვირდებით ყველამ გააჩერა ეგ ბაიერნი ვინც დაცვაში არ მაიმუნობს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დაცვის ხაზში გვქონდა მოგვარებულია ლენგლე და პიკე არ დახვდებათ დაცვის ცენტრში და სავარაუდოდ აღარც ალბა მარცხენა ფლანგზე ხოდა ვნახოთ ნამდვილი დაცვის ხაზის წინააღმდეგ რა ბიჭები იქნებიან. შეტებას რაც შეეხება ეს დაპირისპირება იქნება გადამწყვეტი თუ შედგება ჩავის ბარსა პეპის ბარსას დონის. პეპის ბარსასთვის ნამდვილი სამოთხე იყო ასე დაცვის ხაზ ამოწეულ გუნდებთან თამაში, ჩავის თუ იგივეს გამეორება უნდა და ან სულაც გაუმჯობესება მოუწევს ამ ბაიერნს გაუმკლავდეს. შარშან გაგვიჭირდა აინტრახტთან იმიტო არა რო საოცარი გუნდი იყო აინტრახტი უბრალოდ ინტენსიური წნეხის ქვეშ მოაქციეს გერმანელებმა და შარშანდელი დაცვის ხაზი ამას ვერ უძლებდა. იგივე მოხდა 8-2 ის დროს. ტრანსფერები გაკეთებულია და ფეხბურთელები რომლებმაც ეგ პრობლემა უნდა მოგვიგვარონ აქ არიან. ხოდა ბაიერნთან თუ არ გამოგვივიდა თამაში მაშინ ჯობია საერთოდ სათამაშო სტილის შეცვლაზე ვიფიქროთ. მთავარია ბარსა ამ სეზონში ჯანმთელი ფეხბურთელები ყავდეს სხვა ყველაფერი მგონია რო თავის ადგილზე დალაგდება.