ორი ფილოსოფიის დაპირისპირება

  • 13-07-2020, 14:03
  • ორი ფილოსოფიის დაპირისპირება

    "ვალიადოლიდთან" თამაშის მიმოხილვის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, რომ სათქმელი არც არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ ამ თამაშს წინ უსწრებდა წილისყრა, რომელსაც ბუნებრივია "ბარსას" ფეხბურთელებმაც ადევნეს თვალი და არა მგონია კარგ გუნებაზე დამდგარიყვნენ.

    "ვალიადოლიდთან" თამაშსაც დაეტყო, რომ მათი გონება სადღაც ლისაბონში დაფრინავდა და განწყობა ვერ იყო პოზიტიური, "ბარსას" ხომ ისტორიაში ყველაზე უხერხული მეტოქე ხვდა წილად.

    მესის ხმაურიანი განცხადება ყველას ახსოვს - "ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ" - თქვა მეფემ და გულშემატკივრისთვის ეს სიახლე არ ყოფილა, მათ უმრავლესობასაც ასე მიაჩნია, რადგან "ბარსა" ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ მაშინ იგებს, როცა განსაკუთრებულად კარგ სეზონს ატარებს. "რეალს" შეუძლია ჩემპიონატი ჩააგდოს და ლიგა მაინც მოიგოს, აი "ბარსას" ეს არასდროს შეეძლო.

    მესიმ ეს ხმაურიანი განცხადება პაუზამდე გააკეთა, ნუთუ, აზრს შეიცვლიდა პაუზის მერე? ნუთუ, თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა?! არა, რა თქმა უნდა, პირიქით, ყველაფერი უარესობისკენ მიდის.

    ეგ კი არა, ჯერ "ნაპოლის" ბარიერია დასაძლევი და თუ "ბარსამ" ეს მოახერხა, ვიტყვი, რომ სეტიენმა თავის მაქსიმუმი გააკეთა.

    შესაძლოა, "ბარსა" და "ბაიერნი" საერთოდ ვერ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ როგორც კი სატურნირო ბადე გაირკვა, ყველას მათი დაპირისპირება აკერია პირზე, ჰოდა, გადავავლოთ თვალი.

    იოჰან კრუიფი vs ფრანც ბეკენბაუერი

    "ბარსა" "ბაიერნის" დაპირისპირების დროს, პირველი სწორედ ეს სახელები ამოტივტივდება ხოლმე. 70-ანების ღმერთები, მათაც ისეთი დაპირისპირება ჰქონდათ, როგორც მესისა და რონალდუს, ოღონდ, შედარებით ნაკლებ ხანს გაგრძელდა.

    იოჰანმა სამი ჩემპიონთა თასი მოიგო ზედიზედ, "აიაქსთან" ერთად, შემდეგ ბეკენბაუერმა მოიგო სამი ჩემპიონთა თასი, ასევე ზედიზედ, "ბაიერნთან" ერთად.

    იოჰანს სამი "ოქროს ბურთი" აქვს, ბეკენბაუერს ორი. მათი ნაკრებები 1974 წლის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, ეს იგივე ეფექტის თამაში იყო, როგორც რონალდუს "მანჩესტერის" და მესის "ბარსელონას" შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იოჰანმა თამაშის მეორე წუთზე, გერმანელების საჯარიმოში შეისეირნა და წააქციეს, ალბათ არ ელოდნენ გერმანელები, რომ თუნდაც "მფრინავი ჰოლანდიელი", მეორე წუთზევე გაილაშქრებდა მათი კარისკენ, მაგრამ შეცდნენ და ნეესკენსმა პენალტი გაიტანა.

    საბოლოოდ გერმანიამ ჰოლანდია 2-1 დაამარცხა, ბეკენბაუერმა მუნდიალი მოიგო, კრუიფმა ვერა.

    ორივე ის იშვიათი შემთხვევა იყო, დიდი ფეხბურთელობიდან, ძლიერ მწვრთნელებად რომ იქცნენ. ბეკემ ნაკრები ჩაიბარა და ორჯერ ზედიზედ მუნდიალის ფინალში გაიყვანა, 86-ში მარადონას შეეჯახნენ და დამარცხდნენ, 90-ში ასევე მარადონას არგენტინას შეხვდნენ, მაგრამ დიეგო მთელი ტურნირი საშინელი ტრავმით თამაშობდა და მისი განეიტრალება რთული აღარ ყოფილა, ამიტომ "კაიზერ ფრანცმა", მუნდიალი მწვრთნელის რანგშიც მოიგო. დიდი კაცია ბეკენბაუერი.

    კრუიფმა "ბარსა" ჩაიბარა და რა ამბებიც დაატრიალა, კარგად მოგვეხსენება. "დრიმ თიმი" შექმნა და იმ ფილოსოფიას ჩაუყარა საფუძველი, რომლის დასაბრუნებლადაც ჩავი ერნანდესი უკვე ემზადება.

    ბეკენბაუერის ფილოსოფია, სუფთა გერმანულ ხასიათს ატარებს, პრაგმატული, მაქსიმალურად კონცენტრირებული, დომინანტი, მებრძოლი და ამასთან ერთად შემტევი. ის ხომ პირველი ცენტრალური მცველი იყო, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდა შეტევაში?!

    კრუიფის ფილოსოფია კი ყველანაირად ტოტალურია, ბურთით და უბურთოდაც, უფრო ლამაზია, უფრო ლაღია და უფრო სანახაობრივია.

    ამიტომ, "ბაიერნი" "ბარსას" დაპირისპირება, ძველი ღმერთების დაპირისპირებას წააგავს. იოჰანი აღარ გვყავს ცოცხალი, მაგრამ მისი სახელი და ფილოსოფია ჯერ კიდევ ცოცხლობს.

    ურთიერთშეხვედრები

    "ბარსას" "ბაიერნთან" საშინელი ბალანსი აქვს. კატალონელებმა მიუნხენელები ათი შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ დაამარცხეს, ექვსჯერ დამარცხდნენ და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

    მათი პირველი გადაკვეთა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მხოლოდ და მხოლოდ 1995/96 წლების სეზონში მოხდა, უფრო ზუსტად კი 96 წლის აპრილში, უეფას თასის ნახევარფინალში. თარიღის მითითება მნიშვნელოვანია, რადგან აპრილის თვეში, ორი რამ იყო ცნობილი, პირველი ის, რომ "ბაიერნსა" და ოტო რეჰაგელს შორის რაღაც ვერ დალაგდა, ამიტომ ის "კაიზერ ფრანცმა" ჩაანაცვლა. "ბარსას" ბარიერის დაძლევის შემდეგ, ბეკენბაუერმა უეფას თასი მოიგო.

    ამავე თვეში იყო ცნობილი, რომ კრუიფი თავის ბოლო სეზონს ატარებდა "ბარსაში", მასსა და ნუნიესს შორის, დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ნათელი იყო, რომ ერთად მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ.

    ასე გადაიკვეთნენ კიდევ ერთხელ, ერთმანეთის პირისპირ, ძველი მეტოქეები. მართალია, ბეკენბაუერი როგორც მეთვალყურე, ჯერ ისევ ტრინუნაზე იჯდა, მაგრამ უკვე ყველამ იცოდა, რომ "ბაიერნი" მისი მეთოდებით ვარჯიშობდა, ოტო კი რას გახდებოდა.. ისღა დარჩენოდა წასვლის წინ ებუზღუნა.

    ასე თუ ისე, თანაბარი თამაში გამოდგა, რადგან არც "ბარსა" იყო თავის სიმაღლეზე და არც "ბაიერნი".

    "დრიმ-თიმი" ჩამოშლილი იყო, "ბაიერნი" კი ჯერ შორს იყო ჰიცფელდისგან, რომელიც ჩვეულ სიმაღლეზე დააბრუნებს.

    მიუნხენში თამაში 2:2 მორჩა. "კამპ ნოუზე" კი "ბაიერნმა" 2:1 მოიგო, ეს განსაკუთრებით საგულისხმო ფაქტია, "ბაიერნი" არის კლუბი, რომელიც "კამპ ნოუზე" თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

    1998/99

    "ბარსას" ასი წელი შეუსრულდა, უძლიერესი შემადგენლობა შეიყარა და გუნდი ემზადებოდა ფინალისთვის, რომელიც "კამპ ნოუზე" უნდა ჩატარებულიყო. ყველაფერი იდეალურად იყო დაგეგმილი, მაგრამ "ბაიერნმა" ყველაფერი გააფუჭა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე, "სიკვდილის ჯგუფში", ტურნირის მთავარი ფავორიტი - "ბარსა" და მომავალი ფინალისტები, "მანჩესტერი" და "ბაიერნი" მოხვდნენ, "ბრონდბიუ" კი უპირობო აუტსაიდერი იყო, ამიტომ ყველა ამბობდა, რომ ვინც "ბრონდბიუსთან" დაკარგავდა ქულებს, სწორედ ის ჩარჩებოდა ჯგუფში, ასეთი კი "ბაიერნი" გამოდგა, მოულოდნელად დანიელებთან 2-1 წააგეს და ყველამ იფიქრა, რომ გამსვლელთა ვინაობა გაირკვა, მაგრამ გერმანული ხასიათი, სწორედ აქ გამოვლინდა, "ბაიერნმა" ტურნირის მთავარ ფავორიტს, ორივე შეხვედრა მოუგო, ჯერ მიუნხენში - 1:0, შემდეგ კი "კამპ ნოუზე" – 2-1.

    "ბაიერნი" არ იყო "ბარსაზე" უკეთესი, მაგრამ ბეკენბაუერის ფილოსფიით ნაკვები გუნდი, სწორედ ასეთია, ბრძოლისუნარიანობის და ცივსისხლიანობის ხარჯზე, მაშინაც შეუძლია შენი დამარცხება, როცა ნაკლებად ძლიერია.

    2008/2009

    ამ დროს უკვე მოვიდა დრო, როცა კრუიფის ფილოსოფია ხელოვნებამდე იყო აყვანილი, ეს იყო ახალი "დრიმ-თიმის" დასაწყისი და მიუხედავად იმისა, რომ ფრანკ რიბერი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებდა, პირველი თამაში უბურთოდ ირბინა, მეორეში კი ერთი გოლი შეაგდო, მაგრამ ეგეც მხოლოდ პრესტიჟის ამბავში.

    "კამპ ნოუზე" თამაში დაიწყო თუ არა, "ბარსა" ქარიშხალივით დაატყდა "ბაიერნს" და ალბათ ერთი სული ჰქონდათ გერმანელებს, რომ თამაში სწრაფად დასრულებულიყო. მესი, ანრი, ეტო’ო.. ტრიო შეუჩერებელი იყო, ჩავი, ინისეტა და ტურე მოედნის ცენტრს აკონტროლებდნენ, ალამაზებდნენ, გერმანელებს აპამპულავებდნენ, დაცვაც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მას მერე აღარ მინახავს პიკეს, ასე კარგად ამოჰქონდეს ბურთი, ისე აკეთებდა, რომ რაფა მარკესსაც კი შეშურდებოდა, კარლეს პუიოლს კი მარცხენა ფლანგზეც ვერაფერი დააკლეს. "ბაიერნს" არ გაუმართლა, მას საუკეთესო "ბარსა" შეხვდა, მაშინ როცა თავად ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე.

    კრუიფი ალბათ ძალიან ამაყი იყო იმ დღეს და შესაძლოა ბეკენბაუერს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, გულიც მოუკლა. ან რა საჭირო იყო შეტყობინება, მათ ხომ ისედაც ყველაფერი ესმოდათ?!

    კატასტროფა 2013 წელს

    ეს კოშმარი სამმა ფაქტორმა განაპირობა, პირველი იყო ის, რომ მესიმ პირველი შეხვედრა ტრავმით ითამაშა, მეორე კი საერთოდ არ უთამაშია.

    მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ტიტო მომაკვდინებელ დაავადებას ებრძოდა, კლუბი კი ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა ჩაიბარა, რომელიც ტაქტიკის გონზე არ იყო და ჰაინკესის გემრიელ ლუკმად იქცა.

    მესამე ფაქტორი კი თავად "ბაიერნი" იყო, რომელიც თავისივე ისტორიის იმ სიმაღლეზე იყო ასული, რა სიმაღლეზეც "ბარსა" იყო გვარდიოლას ხელში. ეს ხორცშესხმული ბეკენბაუერის მანქანა იყო.

    "ბავარიამ" "ბარსას" გადაუარა.

    მართალია, პირველ თამაშში, მსაჯებმა სასაცილო შეცდომები დაუშვეს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვიცით, რომ "ბარსამ" ასეთი მარცხი დაიმსახურა.

    4:0

    0:3

    შურისძიება

    ალბათ მაგრად შევაწუხე მკითხველი ანტიკური ლიტერატურით, მაგრამ ისე ხშირად იკვეთება ფეხბურთთან, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

    არის "ილიადაში" ასეთი ეპიზოდი - მას შემდეგ, რაც ჰექტორი პატროკლოსს მოკლავს, აბჯარს აჰყრის და წაიღებს, აბჯარი კი აქილევსის არის. ამიტომ, როცა აქილევსი შურის საძიებლად ჰექტორს მიადგება, ის თავისივე აბჯარში დაუხვდება, ამ დროს აქილევსი, ჰექტორის სახით, საკუთარ წარსულს ებრძვის.

    ასე იყო ეს შეხვედრაც, "ბარსა" საკუთარ წარსულს ებრძოდა, რადგან მისი აბჯარი, გვარდიოლას სახით, უკვე "ბაიერნს" ემოსა.

    თამაშის ბედი მესიმ გადაწყვიტა, ორი გოლი და საგოლე პასი. აი ბოატენგის ამბავს არათუ ჩვენ, არამედ თავად ბოატენგი მოუყვება შვილიშვილებს, მესიმ რომ ჩამიქროლა, მოჭრილი ხესავით დავეციო ეტყვის და "იუთუბზეც" ანახებს, როგორ ჩაერჭო თავით ხასხასა ბალახს.

    მეორე შეხვედრა "ბარსამ" დათმო, რადგან გერმანელები, პრესტიჟს ყოველთვის მაგრად იცავენ. თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ბაიერნმა" საკუთარ გულშემატკივარს პატივი სცა და "ბარსა" დაამარცხა.

    ლისაბონი

    თუ "ბარსა" "ნაპოლის" გაცდა, დიდი ალბათობით, შეხვდება საუკეთესო ფორმაში მყოფ "ბაიერნს", სადაც "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტს, "ჩელსი" ეყოლება ჩამოცილებული და კბილიც ექნება ალესილი.

    ხანდახან მწვრთნელები ამბობენ, ომში, რომ მომიწიოს წასვლა, ამა და ამ ფეხბურთელს დავიყენებდი გვერდითო. ხან ვის ასახელებენ, ხან ვის..

    ფეხბურთელები რომ ამბობდნენ იგივეს, თუ რომელ მწვრთნელს წაიყვანდნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, ალბათ ბევრი გვარი გაიჟღერებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიკე სეტიენს, ჩვენს ფერმერ "დონ კიხოტს", ამ გვარებში ვერ ვიხილავდით, სამაგიეროდ, სადაც არ უნდა ახსენონ, გვერდში ერთგულად, "სანჩო პანსა" ეყოლება.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    14 ივლისი 2020 10:28

    ციტატა: 18.04.2006
    სტატია ძალიან მაგარი, მართლაც რომ ბრავო მეგობარო, დიდი ხანია ამ გვერდზე ვარ უბრალოდ ცოტახნისწინ დავრეგისტრირდი.
    რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კომენტარებს რაც გადავხედე კულეებს ეს განწყობა ნამდვილად არ შეგვეფერება, მე პირადად წაგვიგია თუ მოგვიგია ყველა მატჩს იმედიანად ვხვდები, ჩვენ ხომ მესი გვყავს და ბარსელონას ვგულშემატკივრობთ, ამ საკითხში ყოველთვის სუბიექტური ვიყავი, ყველა წელს მჯერა რომ ბარსა მოიგებს ლიგას, მაგრამ წელს განსაკუთრებულად მჯერა და განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ, 4 თამაშია უმაღლეს დონეზე ჩასატარებელი და ვფიქრობ ბიჭებს ამის გაკეთება შეუძლიათ, ისეთ წლებში დავთმეთ ლიგები, როდესაც ამას არავინ წარმოიდგენდა ხოდა ახლაც ალბათ ბევრს არ წარმოუდგენია რომ ბარსა მოიგებს და მგონი დროა კიდევ ერთხელ გააოცოს ბარსელონამ მთელი მსოფლიო, ვფიქრობ ყველაზე ფასეული ლიგის ტიტული იქნება ეს თუ მართლაც ასე მოხდა.
    ამიტომ გამხნევდით ბიჭებო და აქედან გავამხნევოთ ლომები.

    როგორ მომდა მართალი გამოდგე და გავძვრეთ ბოლოში. პრინციპში ნაპოლი რომ დავივიწყოთ ბაიერნი ფინალივით თამაში იქნება. სადღაც 10-15% გვაქვს თასის აწევის შანსი. მაგრამ მართლა ყველაზე ღირებული იქნება ეგ თასი. პროსტა ბართლომეოს გაგდება არ გაჭირდეს მერე. გაგდებით წავა არჩევნებზე ისედაც მაგრამ თავის კვერცხი არ დატოვოს ვინმე

    0
    გასულია
    18.04.2006 წევრი [?]

    14 ივლისი 2020 04:41

    სტატია ძალიან მაგარი, მართლაც რომ ბრავო მეგობარო, დიდი ხანია ამ გვერდზე ვარ უბრალოდ ცოტახნისწინ დავრეგისტრირდი.
    რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კომენტარებს რაც გადავხედე კულეებს ეს განწყობა ნამდვილად არ შეგვეფერება, მე პირადად წაგვიგია თუ მოგვიგია ყველა მატჩს იმედიანად ვხვდები, ჩვენ ხომ მესი გვყავს და ბარსელონას ვგულშემატკივრობთ, ამ საკითხში ყოველთვის სუბიექტური ვიყავი, ყველა წელს მჯერა რომ ბარსა მოიგებს ლიგას, მაგრამ წელს განსაკუთრებულად მჯერა და განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ, 4 თამაშია უმაღლეს დონეზე ჩასატარებელი და ვფიქრობ ბიჭებს ამის გაკეთება შეუძლიათ, ისეთ წლებში დავთმეთ ლიგები, როდესაც ამას არავინ წარმოიდგენდა ხოდა ახლაც ალბათ ბევრს არ წარმოუდგენია რომ ბარსა მოიგებს და მგონი დროა კიდევ ერთხელ გააოცოს ბარსელონამ მთელი მსოფლიო, ვფიქრობ ყველაზე ფასეული ლიგის ტიტული იქნება ეს თუ მართლაც ასე მოხდა.
    ამიტომ გამხნევდით ბიჭებო და აქედან გავამხნევოთ ლომები.

    2
    გასულია
    პიკე81 წევრი [?]

    13 ივლისი 2020 23:33

    ყოჩაღ მწერალს

    2
    გასულია
    ♠️Spooky♠️ წევრი [?]

    13 ივლისი 2020 20:55

    Amdeni welia am saits vadevneb tvals, da bevrad gvian werac ki daviwke, chamomikalibda azri rom n1 mwerali xar, kochag dzma❤️

    4
    გასულია
    Clever liar წევრი [?]

    13 ივლისი 2020 20:15

    საღოლ ფეოლა საღოლ..
    რომც გავიდეთ ბაიერნთან რა უნდა გავაკეთოთ, აზრი? არაფერი მომდის მე პირადად თავში :|

    4
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 ივლისი 2020 19:08

    ბრავო ავტორს,ძაან მაგარი სიახლეა👏👏

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Guro ფანი [?]

    13 ივლისი 2020 18:50

    ფეოლა1👍❤❤

    2
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 ივლისი 2020 17:22

    ბრავო ავტორს

    პ.ს. რაც შეეხება ბავარიასთან დაპირისპირებას ნაპოლის უპრობლემოდ გავცდებით და ბავარიასთან ერთ მატჩიანი დაპირისპირება და ნეიტრალური სტადიონი ცოტა იმედს მიტოვებს

    8
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    geobcn33 წევრი [?]

    13 ივლისი 2020 16:46

    საღოლ ავტორ:) ძალიან კარგი სტატიაა

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    13 ივლისი 2020 16:42

    ნაცისტ რუმენიგეს ვერ ვიტან.

    3
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    13 ივლისი 2020 15:09

    ძალიან მაგარი მწერლის ძაან მაგარი სტატია სღ ავტორს

    3
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    gio 001 წევრი [?]

    13 ივლისი 2020 14:59

    დონ კიხოტი:დდდ სააღოლ ავტორ მაგარი სტატიაა😎❤

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge