ინტერი ლაუტაროს გაყიდვას არ აპირებს

ინტერი ლაუტაროს გაყიდვას არ აპირებს

bolt მოკლედ
ხულიან ალვარესის ტრანსფერის შეფერხების პარალელურად, "ბარსელონა" ალტერნატივებს განიხილავს. კატალონიელები ლაუტარო მარტინესს დაუკავშირდნენ, თუმცა "ინტერმა" არგენტინელი ხელშეუხებლად გამოაცხადა. რადარზე ასევე არიან "ვილიარეალის" თავდამსხმელები - მიქაუტაძე და აიოსე.

“ბარსელონა” ცენტრალური თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს. ეს ჰანსი ფლიკის მთავარი მოთხოვნაა და არა მხოლოდ ახლა, არამედ წინა სეზონის დასრულებიდან მოყოლებული, როდესაც რობერტ ლევანდოვსკის წასვლა საბოლოოდ დადასტურდა. პოლონელის, ასევე ფერანისა და რაშფორდის გარეშე დარჩენილ გერმანელ მწვრთნელს ბევრი გოლი აკლია და ამიტომ, გუნდში გოლეადორი სჭირდება.

ყველა მზერა ხულიან ალვარესისკენ არის მიმართული. ის სპორტული დირექციის მთავარი სამიზნეა. თუმცა კვირები გადის და ამ ოპერაციაში წინსვლა არ არის. “ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებების განსაბლოკად თავად ხულიანის ნაბიჯს ელოდება. ეს ჯერ არ ხდება და ყველაფერი ჩიხშია შესული. დრო კი იწურება, რადგან სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე მხოლოდ ორი კვირა რჩება.

ინტერესი ლაუტაროს მიმართ

“ბარსელონა” გულხელდაკრეფილი არ ზის და დეკუს უკვე აქვს ალტერნატივები იმ შემთხვევისთვის, თუ ხულიანის ტრანსფერი არ განხორციელდება. კატალონიურ კლუბში გადმოსვლის ერთ-ერთი კანდიდატი ლაუტარო მარტინესია. “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო. არგენტინელის ხელმისაწვდომობის გასარკვევად, ფეხბურთელის გარემოცვასთან საუბრები უკვე შედგა. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება: თუ შესაძლებლობა გამოჩნდება, ლაუტარო “სპოტიფაი კამპ ნოუზე” სიამოვნებით გადმოვა.

“ინტერმა” ის ხელშეუხებლად გამოაცხადა

თუმცა იტალიურ გუნდს თავის მთავარ ვარსკვლავთან განშორება არ სურს და თავდამსხმელი ხელშეუხებლად გამოაცხადა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა მოლაპარაკებები აზრი შეაცვლევინოს “ინტერს”, რომელსაც ამჟამად საუკეთესო მოთამაშის შესაძლო წასვლაზე საუბარიც კი არ სურს.

ხულიან ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევისთვის, ის ერთადერთი ალტერნატივა არ არის. გუნდი თვალს ადევნებს “ვილიარეალის” ორ ფეხბურთელს: მიქაუტაძესა და აიოსეს. ორივე მათგანი ფლიკს მოსწონს და განსხვავებული პროფილი აქვთ, როგორც თვისებებით, ისე ფასით. ქართველი ბევრად უფრო ძვირია და მისი გამოსასყიდი თანხა 78 მილიონს შეადგენს.

მოლოდინი ხულიანის ნაბიჯზე

“ვილიარეალი”, რომელმაც “ბარსელონას” ინტერესის შესახებ უკვე იცის, ელოდება კატალონიელთა საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან რომელიმე მოთამაშის წასვლის შემთხვევაში, ბაზარზე შემცვლელის მოძებნა მოუწევს. ასე რომ, ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული, სანამ ხულიანის შესაძლო დამატების საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება. “ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ “ჩოლოს” სიტყვებმა, რომელმაც ოთხშაბათის მატჩში თავდამსხმელის წინააღმდეგ მიმართული შეძახილების გამო გულშემატკივრებს მხარი დაუჭირა, შესაძლოა ფეხბურთელის მხრიდან საპასუხო რეაქცია დააჩქაროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
    schedule 21 აგვ 2026, 12:00
    #3

    დასაჩქარებელია რა. თუ სხვა გუნდიდან მოგვყავს , იმასაც სჭირდება შემცვლელი და არ ჩაიგდებენ ეგრე თავს.თუ ლიგაზე არიან მითუმეტეს. 2 ტრანსფერი საერთოდ მონსტრად გვაქცევდა რა. მარა მცველი მაინც მოიყვანონ,ლაპორტი დახატავდა გუნდს.

  • Fuhrer
    Fuhrereco ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 11:53
    #2

    ამდენ ხანში სხვა ალტერნატივების დროც აღარ რჩება, იყიდონ ჟორჟი და ვინმე 28-30 წლის ნორმალური ცენტრალური მცველი. ვინც იყიდეს ისინი არ არიან დარეგისტრირებული ჯერ და ცუდად არ გავიჭედოთ.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lovereco ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 11:50
    #1

    კი მაგრამ ხალხი როდის უნდა დაარეგისტრირონ? ოლმო შუა სეზონში, რომ დაარეგისტრირეს ისე არ დაემართოთ ეხლაც.