მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჟოან, რას ელოდები?!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჟოან, რას ელოდები?!

“კლასიკო” ისეთი მატჩია, მთელი სეზონი, რომ ჩააფლავო და “რეალთან” მოიგო, ბევრ რამეს გაპატიებენ. რონალდ კუმანი თან სეზონს აფლავებს, თან “რეალთან” აგებს უკვე მესამედ. სათქმელიც არაფერია, ერთადერთი მიზეზი რატომაც პოსტზეა არის ის, რომ მის შემცვლელზე შეთანხმება ვერ ხერხდება, თორემ, კუმანის იმედი ლაპორტას დიდი ხანია უკვე აღარ აქვს. რეალურად, არც არასდროს ჰქონია. 

თუმცა, ხანდახან ცვლილება საჭიროა, მხოლოდ ცვლილებისთვის. მხოლოდ დაძაბულობისა და ზედმეტი წნეხისგან გასათავისუფლებლად. ცვლილება ყოველთვის ერთი დიდი ამოსუნთქვაა, ახალი იმედი ჩნდება და განწყობაც იცვლება. ფეხბურთელებიც სულ სხვა შემართებით იწყებენ თამაშს, ახალი მწვრთნელისათვის თავის მოსაწონებლად. თან, ამჟამინდელ ხელმძღვანელობას როგორმე ტვინი ეყოფა, რომ ვინმე სეტიენივით კაცი არ მოიყვანონ. მოკლედ, როგორი რთული ვითარებაც არ უნდა იყოს, ცვლილების დროა. არ არის საჭირო, მაინცდამაინც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენას ველოდოთ. 

ისევ იგივე

სტადიონი გაივსო, იყო საფრთხე, რომ ცარიელი ადგილები დარჩებოდა, მაგრამ ბოლომდე გაივსო, მათ შორის ბევრი ნაცნობი სახეც ვიხილეთ, კარლეს პუიოლი და ლუის ენრიკე, რონალდინიო და დეკუ, იქნებოდნენ კიდე ლეგენდები, დანი ალვესისთვის არ მომიკრავს თვალი, ალბათ განაწყენებულია და ამ მატჩის მერე კიდევ უფრო მეტად განაწყენდებოდა, რადგან “ბარსას” არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც მასზე უკეთ ითამაშებდა მარჯვენა ფლანგზე, თუნდაც ამ ასაკში. 

რონალდ კუმანმა ბოლო დროს გამოყენებული ტაქტიკა არ შეცვალა. 4-3-3 შეტევის დროს, 5-3-2 დაცვის დროს. დესტი ისევ ერთდროულად ასრულებდა მცველისა და გარემარბის ფუნქციებს, რაც ცოტა კომიკურად ჟღერს, ვერც მცველად ივარგა და ვერც შემტევად. ერთადერთი ცვლილება ვიხილეთ, კუმანმა გადაწყვიტა, რომ ძალიან კარგ ფორმაში შესულ ვინისიუშს მინგესა უფრო გაუმკლავდებოდა, ვიდრე სერჟი რობერტო. არ ვიცი, შესაძლოა ასეც ყოფილიყო, მინგესა, რობერტო, დესტი.. რა აზრი აქვს?! ყველა იმდენ შეცდომას უშვებს, რომ მშვიდად ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნები. გუშინ, ვინისიუში დემბელეს შეადარეს, ეს შედარებები რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ ახლა ცოტა უადგილო მგონია, რეალის გარემარბი ვითარდება, ფაქტია, რომ იმაზე ბევრად კარგია, ვიდრე წლების წინ იყო, სამომავლოდ, შესაძლოა იმაზე კარგი გახდეს, ვიდრე ახლა არის, რობინიოს დონეს თუ მიაღწია კარგი იქნება. აი, დემბელე ისევ იქ არის სადაც იყო, ანუ, ლაზარეთში. 

მთავარი საფრთხე ვინისგან მოდიოდა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ასე იქნებოდა. ყველამ იცის, რომ “ბარსას” უსუსტესი წერტილი მარჯვენა ფლანგია. ის რომ “რეალმა” უფრო ადრე ვერ მოამთავრა საქმე, ბრაზილიელის უზუსტობის და ბენზემას არც თუ ისე კარგი თამაშის ბრალი იყო, ჩვენზე მეტი მომენტი შექმნეს, უფრო გააზრებული კომბინაციებით და მხოლოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში ურევდნენ. მიუხედევად ამისა, მაინც მიაღწიეს საწადელს, რაც ძალიან ცუდად მეტყველებს კუმანის “ბარსელონაზე”. 

ვიდეოანალიზისას გოლებს დეტალურად განვიხილავთ, ორივე გოლი კარგად განსახილველია და სათქმელიც ბევრი იქნება. 

გავის პრობლემა

ეს ამბავიც სასაცილოა თუ სატირალი ვერ გაიგებ, რონალდ კუმანი სანაკრებო პაუზამდე გავის მცირე დროს ანდობდა, პაუზის შემდეგ კი ძირითადის წევრად აქცია, ყველა აღნიშნავდა, რომ გავი ესპანეთის ნაკრებში ბევრად კარგი იყო, ვიდრე კლუბში, ყველა აღნიშნავდა და დეტალურად განიხილავდნენ თუ რატომ ხდებოდა ასე, იწერებოდა, რომ ენრიკეს ფილოსოფიაში და ტაქტიკაში გავი იდეალურად ჯდებოდა, ბურთთან ძალიან ხშირად იყო და თამაშის კონტროლის საშუალება ეძლეოდა. ერთადერთი კაცი, რომელიც განსხვავებას ვერ მიხვდა რონალდ კუმანი იყო, მან უბრალოდ ჩათვალა, რომ საქმე არა სათამაშო ტაქტიკაში და ხედვაში, არამედ, თავად გავიში იყო, მგონი იფიქრა, რომ ასეთ მოკლე დროში ძალიან განვითარდა და გაამწესა ძირითადში. არ მინდა დავიჯერო, რომ მისგან ისეთ დონეზე თამაშს ელოდა, როგორც ნაკრებში ითამაშა, თუ ასეა, იმაზე დიდი პრობლემები გვქონია, ვიდრე გარედან ჩანს, რადგან, ეს გადაწყვეტილება და ფუჭი მოლოდინი იმის მანიშნებელია, რომ რონალდ კუმანი უბრალოდ ვერაფერს ვერ ხვდება. 

ალბათ, გულში მწარედ ეცინებოდა ლუის ენრიკეს. რამხელა პოტენციალს ხედავს ამ ბიჭში, რა სწორად იყენებს ნაკრებში და რას უყურა ტრიბუნიდან?! 17 წლის გავი მაშინ არის კარგი, როცა ბურთი გაქვს და თამაშს აკონტროლებ და არა მაშინ, როცა ძაღლივით გიწევს ბურთის დევნა და სწრაფადვე ცდილობ შეტევას, ყოველგვარი კონტროლის და გააზრებული ფეხბურთის გარეშე. რა თქმა უნდა, დაჩაგრეს. ფიზიკურად ყველასთან დაიჩაგრა. რატომ ჯარიმდება ხშირად? იმიტომ, რომ ფიზიკურად სუსტია, ჯარიმას იღებს მაშინ, როცა აღარ შეუძლია. 

ასე თუ გაგრძელდა, მისი პოტენციალი თვალსა და ხელსშუა გაქრება. ამიტომ არის ცვლილება საჭირო, თანაც, ძალიან სწრაფად. 

შემტევები

რავიცი.. მეტი მსურდა. ფატიმ უფრო მეტი მომენტი შექმნა, ვიდრე დეპაიმ. თუმცა, ყველაზე აშკარა საგოლე მომენტი ერთად შექმნეს, დეპაიმ ითამაშა ძალიან კარგად, ფატის მცირე შეხებაც ძალიან კარგი გამოდგა და.. დესტმა დაარტყა თავის სამშობლოში! წინა მატჩში დავსვით კითხვა, – რა აზრი აქვს შემტევად დააყენო ფეხბურთელი, რომელიც კარში ვერ ურტყამს?! სწრაფია? ჩაწოდება შეუძლია? მაგას ხომ დაცვიდანაც გააკეთებს?! ის რაც ბოლო წუთზე გააკეთა, მაგის გაკეთებას დაცვიდანაც ახერხებს. 

კარგია, რომ აგუერომ შეაგდო. კიდევ უფრო მეტი დრო მიეცემა, მაგრამ, ისევ იმ პრობლემასთან მივალთ, რომელზეც უკვე გვისაუბრია. გუნდს მარჯვენა გარემარბი არ ჰყავს და სანამ დემბელე არ დაბრუნდება, არც ეყოლება. ამიტომ, დეპაი-ფატი-აგუეროს თამაში ერთად არ გამოდის. 

ვისგანაც მეტს ველოდით

პირველ რიგში, ფრენკი დე იონგზე უნდა ითქვას. კი თქვეს ტრავმით ითამაშაო, მაგრამ, რაღაც თავის გასამართლებელ მიზეზს უფრო ჰგავდა. თან, შეცდომები ჰქონდა გადაწყვეტილებებში და არა ბრძოლაში, არა მგონია, გონება ჰქონოდა ტრავმირებული. ასევე, იმედგაცრუებული დავრჩი ჟორდი ალბასგან, ხან დეპაის, ხან ფატის, უფრო აქტიურად უნდა მიხმარებოდა, თუმცა, შესაძლოა ზედმეტს ვთხოვდე, აღარ არის პატარა ბიჭი და რამდენჯერმე ისე ჩაუქროლა როდრიგომ რომ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ისე კაცი, რომელიც მის შემცვლელად გვსურდა, სულ სხვა გუნდში აღმოჩნდა და გოლიც გაგვიტანა, ამ კაცს ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში და საუკეთესო ტრანსფერი იქნებოდა, რადგან, ხან ალბას შეცვლიდა და ხან გარსიას, რომელიც დიდი იმედგაცრუება გამოდგა. 

მოგებას არ ველოდი, მაგრამ.. თითქოს ყაიმი უნდა ყოფილიყო. შეიძლებოდა ამის მიღწევა. 

ჰოდა, “კამპ ნოუზე”, რომ “რეალთან” მოგებას არ ელოდები, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (13)

  • nika 54
    26 ოქტ 2021, 21:32

    ციტატა: Norman Bates
    ამ სეზონზე ოთხი მნიშვნელოვანი დაპირისპირება გვქონდა : ბაიერთან, ბენფიკასთან, ატლეტიკოსთან და რეალთან. ოთხივე წააგო. ორი წელია ყველა საშუალოზე მაღალი დონის გუნდთან აგებს, მეტი რაღა უნდა ქნას რო გაუშვან


    ნამუსი რო ქონდეს თვითონ უნდა წავიდეს, მაგრამ სულელიც არ არის.

  • rivaldo80
    25 ოქტ 2021, 12:44

    ტიპი ჯერ დესტის გამოა გასაგდები რას ათამაშებს გუნდს კაცი ვერ გაიგებ მცველმა კაცმა 7 მცველიდან დაცვა ვერ დალაგა ვილიარეალს მაინც მიბაძოს ნახოს როგორ თამაშობენ დაცვაში.დავიჯერო ლაპორტა ამას ვერ ხედავს ?? დესტს ენდობა შეტევაში და დემირს არა ბავშჳს 11 ნომერი ჩააცვეს და სკამზე დასვეს როდის უნდა გაიხსნას? შემოიყვანე იმ მენდის ერთხელ მაინც მოატყუებდა.მართლა არ იყო წასაგები თამაში ჩაკუკული გაყავდა დრო რეალს ისე ფრთხილობდნენ.

  • Norman Bates
    25 ოქტ 2021, 11:52

    ამ სეზონზე ოთხი მნიშვნელოვანი დაპირისპირება გვქონდა : ბაიერთან, ბენფიკასთან, ატლეტიკოსთან და რეალთან. ოთხივე წააგო. ორი წელია ყველა საშუალოზე მაღალი დონის გუნდთან აგებს, მეტი რაღა უნდა ქნას რო გაუშვან

  • frenkie dejong21
    25 ოქტ 2021, 11:43

    რას ელოდება და სანამ თვითონაც არ მიაყოლებენ და ორივეს ერთად არ გააპანჩურებენ მანამდე არ მოვა გონს

  • ნოდო ბარდაველიძე
    25 ოქტ 2021, 11:17

    დესტს რო შეეგორებინა მაინც ფრე დასრულდებოდა

  • Don_Andresito
    25 ოქტ 2021, 11:17

    რას ელოდება და პერესის ნებართვას. იმან ბარემ მეორე კლასიკომდე დატოვე, გატაკებ იქაცო და ამას სხვა რა გზა აქვს. მონაა

  • Barca1980
    25 ოქტ 2021, 11:12

    ციტატა: Barca for life
    Barca1980,
    მადლობა მსგავსი გამოხმაურებისთვის.
    სამწუხაროდ, დღესდღეობით უკვე კალათბურთთან აღარ ვარ ისეთ მჭიდრო კავშირში როგორც ადრე.
    სხვათაშორის ამაში გარდამტეხი როლი ითამაშა იმ მწვრთნელმა რომელიც ვახსენე.
    სულ ყველაფერს რომ თავი დავანებო (იმ მარაზმატიკებს რაც მწვრთნელისგან მოდიოდა)
    თავისუფლებისა და აზროვნების შეზღუდვა ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და ამიტომაც წამოვედი ნაკრებიდან, აზრი არ ქონდა ვიღაცის დაკრულზე თამაშს, მხოლოდ პაიკის მოვალეობას რომ ასრულებ და თან პარალელურად იცი რომ არასწორ რაღაცას აკეთებ.
    ნუ ზოგადად საქართველოს ფაქტორი მაინც განსხვავებულია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.
    აქ ძირითადად სპორტსმენები მხოლოდ მაშინ ახსოვთ როცა წარმატებას აღწევენ, ხოლო მის მიღწევაში კი თითქმის არავინ გეხმარება, საკუთარი თავისა და აყვანილი მწვრთნელების გარდა.
    ხელისუფლებას სულ ცალფეხზე კიდია, კალათბურთიც და ფეხბურთიც, გეუბნებიან მანახე შედეგი და დაფინასებას მერე მოგცემ, კი მარა შე დალოცვილო როცა მჭირდები მაშინ თუ არ დამიდექი გვერდში აბა მერე სულ არ მინდიხარ..
    მარა ახლა ბარსას შემთხვევაში მაგალითად, რაც არ უნდა გაკოტრებულად მოგვაჩვენონ თავი, ჯერ ხო 1.5 მილიარდიან სესხს გაკოტრების პირას მყოფ გუნდს არავინ მისცემს და მერე კიდე ასე უთავმოყვარეოდ მოქცევა ამხელა გრანდს ნამდვილად არ ეკადრება.
    ქართულ სიმწარეებს მიჩვეულები ვართ და არც ველით რომ რაიმე ახალს შემგვთავაზებენ, მაგრამ გრანდები ასე ნამდვილად არ უნდა იკუკავდნენ.

    მესმის , სწორედ მაგ სენს ვებრძვი 4 წელია , რასაც გამთამაშებლის აზროვნებისა და ინდივიდუალიზმის ჩაკვლა ჰქვია . როდესაც 12 წლის ბავშვი შენზე მეტად ხვდება რა უნდა ითამაშოს და ხედავ რომ თვითნაბადი ნიჭია , იმის მაგივრად რომ განავითარო , იბოღმები და ყველანაირი ხერხით ცდილობ კარიერა გაუფუჭო . ეს ეხება კალათბურთის მწვრთნელების უმეტესობას , სულ 3-4 მწრთნელი შემიძლია დავასახელო ვინ ნეპოტიზმზე და ახლობლების თამაშზე მეტად , ნიჭს დააყენებდა პირველ ადგილზე . ასეა , ნიჭიერი ადამიანი კეთროვანივით სძულთ ამ ქვეყანაში ნებისმიერ სფეროში . სამწუხაროა როდესაც შენი ოცნებები ვიღაცის გამო ოცნებებადვე რჩება , ძნელია მთელი ვხოვრება ამასთან შეგუება . წარმატებები რასაც საქმიანობ იმაში , ღმერთმა ხელი მოგიმართოს .

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    25 ოქტ 2021, 10:50

    ფეხბურთელები არაფერში არიან დამნაშავეები, უვარგისი უნიათო მწრთვნელის ფონზე რომელსაც მწრთვნელობის არაფერი გაეგება და ტაქტიკის,როგორ განალაგოს ფეხბურთელები ვინ სად და რომელ პოზიციაზე ეგ არ იცის და ვერ ხვდება, ერთადერთი რაც კარგად გამოსდის და პროფესიონალია მაგ საქმეში ფეხბურთელებში მოტივაციის და პოტენციალის ჩაკვლაა, ლაპორტას რაც შეეხება იმიტომ კი არ ტოვებს გუნდში რომ სხვა მწვრთნელთან შეთანხმებას ვერ აღწევს არამედ იმიტომ რომ ფულის გადახდა არ უნდა კუმანის გაშვების შემთხვევაში და ენდობა კიდეც თავადვე აღიარა,გუნდზე მოფიქრალი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებდა და გაიღებდა გინდაც ახალი მწრთვნელის მოსაყვანად და გინდაც ფეხბურთელების გუნდის გასაძლიერებლად და არც წამყვან ფეხბურთელს გააგდებდა ძაღლივით როგორც სუარესს გაუკეთეს მაგრამ ლაპორტას დაპირებები დაპირებადვე დარჩა და გამოაჩინა ნამდვილი სახე რომ მისი მიზანი პრეზიდენტის სკამის კიდევ ერთხელ დაპატრონება იყო და მიაღწია კიდეც ცრუ დაპირებებით.

  • Barca1980
    25 ოქტ 2021, 10:05

    ციტატა: Barca for life
    VanillaDream,
    ახლა ისე გამოგდის რომ ყველაფერს ფეხბურთელებს აბრალებ და რეალურად შესაძლოა სრულიად არაფერში იყვნენ დამნაშავეები. რატომ?
    მოდი დავიწყოთ:
    კუმანს თამაშზე რა არაადეკვატური გადაწყვეტილებებიც აქვს ხოლმე ჩათვალე რომ 24/7ზე მსგავსი ალოგიკურობით მოძრაობს, რაც რა თქმა უნდა გადამდებია. 2 წელი *ლეური ახირებებით, ტაქტიკითა და არასწორი გადაწყვეტილებებით მოძრაობის შემდეგ, რა გგონია, რომ ინდივიდუალიზმის ხარჯზე ვინმე რამეს იზამს?!
    შეხედე პსჟ-ს და ეგ მერე თქვი!
    იმათ მაინც ჰყავთ არნახული შემადგენლობა, მაგრამ პოჩეტინოს ხელში მოსაწყენ და საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ.
    მწვრთნელი არამხოლოდ ტაქტიკების დახაზვისთვისაა, არამედ რეალურად წარმოუდგენელად დიდი როლი აკისრია ფეხბურთელების მენტალურ თუ ფიზიკურ განვითარებაში.
    წარმოიდგინე ასეთი რაღაც: ხარ პერსპექტიული სპორტსმენი, აღგზარდა ერთერთმა საუკეთესო აკადემიამ, სხვა გუნდში გადასვლამდე უკვე ვარსკვლავი იყავი, წლების მანძილზე ხალხი ხედავდა როგორ ვითარდებოდი და ეს განვითარება რა, თავისით მოვიდა?
    სპორტსმენები კვირაში 6 დღე ვარჯიშობენ ხოლმე, აქედან თითოეულ დღეს ხდება მათი როგორც ფიზიკური ისე ტაქტიკური მომზადება.
    ვარჯიშის დროს შეპასუხების უფლება არ გაქ, მწვრთნელი რასაც გეტყვის იმას აკეთებ, საწინაააღმდეგოსაც რომ ფიქრობდე.
    ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან საკუთარი გამოცდილებიდან: რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრებში ვირიცხებოდი (კალათბურთი) ერთერთ ვარჯიშზე დავალებული გვქონდა რომ შეტევის დროს ფართან ახლოს, პასი კონკრეტულ მხარე გაგვეკეთებინა, მე გამთამაშებელი ვარ, მივდივარ შეტევაში, ისე მოხდა რომ მცველი ჩამოვიშორე, რის შემდეგაც სამი ერთზე დავრჩით, სხეულის მოძრაობით მცველი საპირისპირო მხარეს გადაიხარა და ლოგიკურად მომიწია რომ პასი დავალებულისგან განსხვავებით მეორე მხარეს გამეკეთებინა, ბურთი ჩავარდა, ყველაფერი ერთი შეხედვით კარგად იყო, მაგრამ ამ დროს მწვრთნელი მომვარდა და გამომლანძღა, რაც გითხარი ის რატო არ გააკეთეო, ვცადე ამეხსნა, მაგრამ დაუნახავ ხალხს ვერ შეაგნებინებ, სულ ესაა.
    ახლა მითხარი კუამნისნაირი უტვინო, დაუნახავი *ლე კაის რას გააკეთებინებს ფეხბურთელებს?!
    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რატომ თამაშობენ გავი და ბუსკეცი ენრიკეს ხელში უკეთესად?! რატომ იტანს დესტი აშშს ნაკრებში ძალიან მაგარ გოლებს?! რატომ ინტერესდებიან პუჩით, მაღალი დონის გუნდები?! და კიდევ მრავალი…
    მოუყვანე ამ გუნდს მაგარი მწვრთნელი და თუკი ისევ ასე განაგრძეს თამაში მაშინ ხმას აღარ ამოვიღებ!
    არაუხო ხრუსტალიაო, გუნდს 12 შეხვედრის მერე 25ვე ფეხბურთელი დამტვრელ-რეაბილიტირებული რომ ყავს და ამათგან ზოგი უკვე მეორე წრეზე რომ მიდის…აქ უკვე არც არაუხოა შუაში და არც ალბა, სამწვრთნელოსთან ერთად სამედიცინო შტაბიც შესაცვლელია და მანამ სანამ ეს ორი საკვანძო საკითხი არ მოგვარდება, ვეძახოთ ფეხბურთელებს ხრუსტალები და ვიყოთ ისე.
    ხელი თუ არ გაანძრიე ჩაიძირები!

    სრულიად მესმის რასაც ამბობ კალათბურთზეც და ზოგადად სპორტის ყოველდღიურ რუტინაზე . ზოგადად გამთამაშებლების როლი ანუ იმ ხალხის რომელიც გუნდს ათამაშებს და არაპროგნოზირებადია ( სხვა შემთხვევაში რა აზრი აქვს ) ძალიან დიდია თამაშის დინამიკაში და არავისი ისე არ ეშინია მწვრთნელს , როგორც მათი . ამიტომ თუ შესაბამისი მწვრთნელი არ შეგხვდა , რომელიც სისტემასთან ერთად ინდივიდუალური თამაშის ნიშას ტოვებს , ესეთი ინდივიდები იკარგება . მწვრთნელი პირველ რიგში შედეგზე ფიქრობს და მაგაში ისე იჭედება , როგორც კუმანი . საქართველოში კი არა , მთელ მსოფლიოში გამთამაშებლების დეფიციტია არა მარტო ფეხბურთში , კალათბურთშიც და ამის მიზეზი სწორედ ის სისტემაა რაც დღეს სპორტს ღუპავს , არ შეიძლება 17-18 წლის ბიჭსს შედეგით დაუმძიმო ფსიქოლოგია , იმან ჯერ სიამოვმებისათვის უნდა ითამაშოს , უნდა მსცე თავისულება , რომ საკუთარი შესაძლებლობის ზღვარი გაიგოს . აი მერე შეგიძლია განსაზღვრო მისი როლიცა და პროდუქტიულობაც . თუმცა ხისთავა მწვრთნელები დღეს უმრავლესობაში არიან ორივე სახეობაში . დარწმუნებული ვარ , შენი თამაშიც მექნებ ნანახი , დიდი ხანია მეც კალათბურთით მოვიწამლე . წარმატებები დღეს რასაც არ უნდა საქმიანობდე , თუმცა სამწუხატოა თუ კალათბურთს თავი დაანებე .

  • La Pulga10
    25 ოქტ 2021, 09:53

    ჩავიმ შემოთავაზება თუ მექნება განვიხილავო.ესეიგი ლაპორტას არ მიუმართავს მისთვის,აბა ვირტუალურად,რომ შეხდნენ ერთმანეთს დედ-მამა მოუკითხეს და დაიშალნენ თუ რა არის.ოფოციალური წინადადებით მიმართე და მოიყვანე რა.ტენ ჰააგს ისეთი გუნდი ჰყავს,ისე თამაშობენ,რომ თავისუფლად შეუძლიათ 1/4 ან 1/2 ფინალში გასვლა,რომ მოიგონ არც გამიკვირდება და ეგ ამ ჩაკაკაშკებულ კლუბში მომსვლელი არაა.სეზონის ბოლომდე თუ დარჩა კუმანი კიდე და სულ მთლად დაგვაქცევს.მართლა თუ შეუთანხმდა ტენ ჰააგს სეზონის ბოლოს მოგიყვანო და მაგიტომ ითმენს ამდენს,არ ვიცი.დროებით მაინც დანიშნოს ვინმე,დაჟე შროიდერზეც თანახმა ვარ.გუშინ,რომ ელაპარაკებოდა კუილას ყველაფერზე თავს უქნევდა ეს წითელი კაცი,არა ეგრე არაო.ვინც მაგას მწვრთნელის ლიცენზია მისცა მე იმისი ყველაფერი.

  • Barca for life
    25 ოქტ 2021, 09:44

    VanillaDream,
    ახლა ისე გამოგდის რომ ყველაფერს ფეხბურთელებს აბრალებ და რეალურად შესაძლოა სრულიად არაფერში იყვნენ დამნაშავეები. რატომ?
    მოდი დავიწყოთ:
    კუმანს თამაშზე რა არაადეკვატური გადაწყვეტილებებიც აქვს ხოლმე ჩათვალე რომ 24/7ზე მსგავსი ალოგიკურობით მოძრაობს, რაც რა თქმა უნდა გადამდებია. 2 წელი *ლეური ახირებებით, ტაქტიკითა და არასწორი გადაწყვეტილებებით მოძრაობის შემდეგ, რა გგონია, რომ ინდივიდუალიზმის ხარჯზე ვინმე რამეს იზამს?!
    შეხედე პსჟ-ს და ეგ მერე თქვი!
    იმათ მაინც ჰყავთ არნახული შემადგენლობა, მაგრამ პოჩეტინოს ხელში მოსაწყენ და საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ.
    მწვრთნელი არამხოლოდ ტაქტიკების დახაზვისთვისაა, არამედ რეალურად წარმოუდგენელად დიდი როლი აკისრია ფეხბურთელების მენტალურ თუ ფიზიკურ განვითარებაში.
    წარმოიდგინე ასეთი რაღაც: ხარ პერსპექტიული სპორტსმენი, აღგზარდა ერთერთმა საუკეთესო აკადემიამ, სხვა გუნდში გადასვლამდე უკვე ვარსკვლავი იყავი, წლების მანძილზე ხალხი ხედავდა როგორ ვითარდებოდი და ეს განვითარება რა, თავისით მოვიდა?
    სპორტსმენები კვირაში 6 დღე ვარჯიშობენ ხოლმე, აქედან თითოეულ დღეს ხდება მათი როგორც ფიზიკური ისე ტაქტიკური მომზადება.
    ვარჯიშის დროს შეპასუხების უფლება არ გაქ, მწვრთნელი რასაც გეტყვის იმას აკეთებ, საწინაააღმდეგოსაც რომ ფიქრობდე.
    ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან საკუთარი გამოცდილებიდან: რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრებში ვირიცხებოდი (კალათბურთი) ერთერთ ვარჯიშზე დავალებული გვქონდა რომ შეტევის დროს ფართან ახლოს, პასი კონკრეტულ მხარე გაგვეკეთებინა, მე გამთამაშებელი ვარ, მივდივარ შეტევაში, ისე მოხდა რომ მცველი ჩამოვიშორე, რის შემდეგაც სამი ერთზე დავრჩით, სხეულის მოძრაობით მცველი საპირისპირო მხარეს გადაიხარა და ლოგიკურად მომიწია რომ პასი დავალებულისგან განსხვავებით მეორე მხარეს გამეკეთებინა, ბურთი ჩავარდა, ყველაფერი ერთი შეხედვით კარგად იყო, მაგრამ ამ დროს მწვრთნელი მომვარდა და გამომლანძღა, რაც გითხარი ის რატო არ გააკეთეო, ვცადე ამეხსნა, მაგრამ დაუნახავ ხალხს ვერ შეაგნებინებ, სულ ესაა.
    ახლა მითხარი კუამნისნაირი უტვინო, დაუნახავი *ლე კაის რას გააკეთებინებს ფეხბურთელებს?!
    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რატომ თამაშობენ გავი და ბუსკეცი ენრიკეს ხელში უკეთესად?! რატომ იტანს დესტი აშშს ნაკრებში ძალიან მაგარ გოლებს?! რატომ ინტერესდებიან პუჩით, მაღალი დონის გუნდები?! და კიდევ მრავალი…
    მოუყვანე ამ გუნდს მაგარი მწვრთნელი და თუკი ისევ ასე განაგრძეს თამაში მაშინ ხმას აღარ ამოვიღებ!
    არაუხო ხრუსტალიაო, გუნდს 12 შეხვედრის მერე 25ვე ფეხბურთელი დამტვრელ-რეაბილიტირებული რომ ყავს და ამათგან ზოგი უკვე მეორე წრეზე რომ მიდის…აქ უკვე არც არაუხოა შუაში და არც ალბა, სამწვრთნელოსთან ერთად სამედიცინო შტაბიც შესაცვლელია და მანამ სანამ ეს ორი საკვანძო საკითხი არ მოგვარდება, ვეძახოთ ფეხბურთელებს ხრუსტალები და ვიყოთ ისე.
    ხელი თუ არ გაანძრიე ჩაიძირები!

  • Barca1980
    25 ოქტ 2021, 09:04

    მხოლოდ ერთი ტრანსფერი ჭირდება გუნდს და ეს არის ლაპორტას მოქნეული ფეხი კუმანის საჯდომზე . 12 მილიონი , რომელიც შეიძლება 120 მილიონად იქცეს , ისეთი რისკის ქვეშ გვაყენებს ხისთავაა . გააგდე და დანიშნე ხავიი , მართლა ტვინი ნუ მოტყ….ნი შენც , ამაზე უარესი რა უნდა გააკეთოს , უბრალოდ ვერ ვხვდები . ვისაც კუმანის ევერტონი მოგწონდან , ასეთი ბარსელონის ყურება გინდოდათ დავიჯერო და კიდევ გჯერათ რომ კუტმანს მწვრთნელობა საერთოდ შეუძლია ?!

  • Norman Bates
    25 ოქტ 2021, 04:00

    ციტატა: VanillaDream
    ფრენკი დე იონგიც გასაყიდია. ვაბშე დარხეული აქვს გუნდს ყველანაირად. კაროჩე რა. არ ღირს ამათზე ნერვების შლა მარა მაინც მეშლება და რა ვქნა.


    არავინაც არ არის გასაყიდი. ნორმალური მწვრთნელი დე იონგს საყრდენად დააყენებს და ძალიან მაგრად გამოიყენებს