“ეიბარის” 20 წლის გარემარბი, ბრაიან ხილი, რომელიც ბასკურ კლუბში “სევილიადან” არის განათხოვრებული, “ბარსას” დაინტერესების შესახებ საუბრობს.
რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონას” სკაუტმა ანდალუსიაში, ხერმან ვაია ბალიაბრიგამ, იგივე “მანიმ”, კატალონიელთა ინტერესი საჯაროდ დაადასტურა.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ინტერესთა სფეროში ყოფნა სასიამოვნოა, თუმცა “სევილიასთან” ხელშეკრულება 2023 წლამდე მაქვს გაფორმებული და ახლა მხოლოდ ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული.
– ხილის სიტყვებს Sport ციტირებს.
მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა ესპანელმა, “ეიბარის” რიგებში 17 მატჩი ჩაატარა. მის მონაგარს 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეადგენს.
შენ ხარ 1001 ვისითაც ბარსა დაინტერესდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ინტერესთა სფეროში ყოფნა სასიამოვნოა, თუმცა "სევილიასთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე მაქვს გაფორმებული და ახლა მხოლოდ ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული.
აი ეს უკვე სტანდარტად ქცეული სიტყვები არ მობეზრდათ, ერთი სიტყვა მაინც შეცვალე ტექსტში რო დავიჯეროთ შენი ნათქვამია და არა დაწერილის წაკითხვა.
ასე შორიდან არც სევილიადან ეიბარში იჯარა მხიბლავს, არც სტატისიკა და არც ის რომ ეს ყველაფერი ოცი წლის ასაკში ხდება მაშინ, როდესაც ბარსას ეხება საქმე, მაგრამ არ მაქვა თამაშები და შევიკავებ თავს კომენტარისაგან😀💙❤️
ამას ჯობია კოლადოს და დე ლა ფუენტეს მისცენ შანსი დიდი არაფერი იგროკი არაა
აუუ ეს მაგარი იციან (ახლა ჩემს კლუბზე ვარ ორიენტირებული რომელტანაც კონტრაქტი კიდევ 3 წლი მაკავშირებს და სხვა არაფერზე არ ვფიქრობ) არადა რომ გაიგო ბარსა დაინტერესდა ჩემითო იმ საღამოს ტუალეტში 8 ჯერ ჩამოკრა
როგორია ეს ბიჭი. მართლა ასე კაია თუ აპიარებენ?